ზვიად შალამბერიძე „საიას“ სარჩელზე: ჩვენი გუნდი მხოლოდ მიესალმება, რომ მსგავსი სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში ვინაიდან, ეს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს იმ სპეკულაციებს, რომელიც არჩევნების გარშემო იყო
ზვიად შალამბერიძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
ჩვენი გუნდი მხოლოდ მიესალმება, რომ მსგავსი სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში, ვინაიდან ეს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს იმ სპეკულაციებს, რომელიც არჩევნების გარშემო იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ „საიას“ სარჩელთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის აჟიოტაჟი, რომელიც „საიამ“ დილიდან ატეხა დღის ბოლოს ჩაიფუშა.
„ძალიან საინტერესო პროცესებს მივადევნეთ თვალი მთელი დღის განმავლობაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კიჟინა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ და ოპოზიციამ დასცხეს, რომ ჯერ არ მისულან ბოლომდე და თითქოს რაღაც გამარჯვებასაც ზეიმობდნენ, საბოლოოდ ჩაიფუშა დღის ბოლოს. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ დღის ბოლოს, რომ მათ მიერ შეტანილი სარჩელის დიდი ნაწილი არ იქნა წარმოებაში მიღებული და მეორე ნაწილზე გარკვეული კითხვები გაუჩნდა სტრასბურგის სასამართლოს, რითაც მიმართა საიას. რეალურად, ახლა ელოდება მათგან პასუხს თუ რამდენად შეუძლია და არის უფლებამოსილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომ ზოგადად სარჩელი შეიტანოს. შეგახსენებთ, რომ იქ იყო „საიას“ მიერ შეტანილი სარჩელი და იყო 11 ფიზიკური პირის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ „საიას“ გაცემულ პასუხს და შემდეგ უკვე რას გადაწყვეტს სტრასბურგი“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, კარგია ის ფაქტი, რომ ეს საქმე მივა ბოლომდე და არჩევნების გარშემო პასუხგაუცემელი კითხვები აღარ დარჩება.
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, „საიას“ ჰქონდა განზრახვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს შეეჩერებინა არჩევნების შედეგები. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ „საიამ“ სტრასბურგის უარი მიჩქმალა.
„თავიდანვე, როცა შეიტანეს სარჩელი, მოითხოვეს, რომ სასამართლოს შეეჩერებინა არჩევნების შედეგები. რა თქმა უნდა უარყოფენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამის შესახებ იცოდნენ, როგორც ჩვენ არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დამალული რეალობები, რომელიც მათ სასიკეთოდ არ მოქმედებდა. შესაბამისად, ამაშიც დარწმუნებული ვართ, რომ ესეც ერთგვარად მიჩქმალეს. საინტერესოა ისიც, რომ ერთი მხრივ „საია“ აცხადებდა, რომ პრიორიტეტად მიიღო სარჩელი სასამართლომ და დაიწყო განხილვა, როგორც პრიორიტეტული საქმის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს საქმე 2024 წლის ბოლოს არის შესული და ფაქტობრივად წელიწადზე მეტია გასული მას შემდეგ და ისიც გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ პრიორიტეტად არ არის საქმის განხილვა დაწყებული, არის ჩვეულებრივი რიგითობით“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, „ენჯეოების“ და რადიკალების მიზანია მეტი სიცრუე მოახვიონ საზოგადოებას თავს და ახლაც „საია“ ცდილობს „ჩამკვდარი ოპოზიციური ფლანგი გამოაცოცხლონ და ახალი სიცოცხლე შემატონ“.
„ეს ჩაიფუშება ისევ ისე, როგორც რამდენიმე საათში ჩაიფუშა მათი ტყუილები, რომელიც დილას უნდოდათ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის მოეხვიათ თავს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა უმაღლეს დონეზე და ეს არაერთმა ორგანიზაციამ აღიარა.
ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა, რომლითაც ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა სტანდარტული ფორმით დაჩქარების გარეშე იწყება.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 11:47
საზოგადოება
პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა
სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა თბილისისა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა ჯერ მიღებული არ აქვს.
03 აპრილი 2026, 11:25
საზოგადოება
კობა კობალაძე ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის მოგონებების პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის შესახებ გამოცემული წიგნის -„მეშვიდე კონტინენტის ქართველის“ პრეზენტაცია გაიმართა.
03 აპრილი 2026, 11:23
მსოფლიო
POLITICO: აშშ-ს ირანში სამიზნეები ეწურება
პენტაგონს ირანში სულ უფრო ნაკლები დასაბომბი სამიზნე რჩება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 11:16
პოლიტიკა
სეფაშვილი: მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ემსახურება იმას, რომ გააღიზიანონ მოსახლეობა, ვითომდა ცუდი მხრიდან წარმოაჩინონ ხელისუფლების ქმედებები, რაც აგებულია ტყუილზე - საქართველოში ცხოველების უფლებები დაცულია
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ ტყუილზეა აგებული.
03 აპრილი 2026, 11:16
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. შემდგომი სინოდი იქნება გაფართოებული კრების წინმსწრები
სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. შემდგომი სინოდი წინმსწრები იქნება გაფართოებული კრების, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით.
03 აპრილი 2026, 11:13
რეგიონი
ბათუმის დრამატული თეატრი ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში პირველად მიიღებს მონაწილეობას და სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ წარდგება.
03 აპრილი 2026, 11:12
სამართალი
ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
03 აპრილი 2026, 11:03
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:56
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
03 აპრილი 2026, 10:47
საზოგადოება
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 3 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 95 %-ით არის გაზრდილი
GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:44
რეგიონი
ლევან მეხუზლა: რთველის სამზადისი წელს ადრე დავიწყეთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას პროცესი უფრო ორგანიზებულად წარიმართოს
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:31
მსოფლიო
აბას არაღჩი: სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, მათ შორის ჯერ არ აშენებული ხიდების, ირანელებს დანებებას არ აიძულებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ირანში ხიდის დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის სამოქალაქო ობიექტების განადგურება ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს.
03 აპრილი 2026, 10:27
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტ -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი და ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და განახლებული ავტოპარკი, მათ შორის ახალი მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები დაათვალიერა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:25
სამართალი
პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდებისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს.
03 აპრილი 2026, 10:17
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:08
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:54
მსოფლიო
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, გენერალმა რენდი ჯორჯმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:40
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს.
03 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ დაემუქრა და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.
03 აპრილი 2026, 09:25
საზოგადოება
სეს: ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, ზუგდიდში დააბრუნებენ. ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში და ვანშიც
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, 3 აპრილს, ზუგდიდში დააბრუნებენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


