სოზარ სუბარი: ახლოვადიან პერსპექტივაში ზანგეზურის დერეფანი ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში პირიქით - ერთ სივრცეში რამდენიმე ალტერნატიული გზის არსებობა ხელს შეუწყობს მეტი ტვირთების მოზიდვას
სოზარ სუბარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, ზანგეზურის დერეფანზე, საქართველოს სატრანზიტო როლსა და რადიკალური ოპოზიციის პოზიციებზე საუბრობს.
ე.წ. „ტრამპის დერეფნის“ დერეფნის სრულმასშტაბიანი ამოქმედება - ვგულისხმობ უახლოეს რამდენიმე წელიწადში გამორიცხულია, თუნდაც იქ არსებული რთული რელიეფის გამო. შესაბამისად, ეს დერეფანი ახლო პერსპექტივაში ვერ იქნება საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზის კონკურენტი, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა რეგიონში რამდენიმე ალტერნატიული მიმართულება გაჩნდება, ეს ხელს შეუწყობს ე.წ. შუა დერეფნით დაინტერესებას, შესაბამისად მოხდება მეტი ტვირთების მოზიდვა და საქართველოსთვისაც ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.
„უპირველეს ყოვლისა, ძალიან კარგია, რომ სამხრეთ კავკასიაში დამყარდა მშვიდობა და აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა. დღეს სომხეთის ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ეს პროცესი გარდაუვალი იყო და ყველას ინტერესში შედიოდა, ხოლო სომხურმა საზოგადოებამ იქ ჩატარებულ არჩევნებზე მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესს საზოგადოებრივი მხარდაჭერაც ჰქონდა.
მართალია, ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ ბევრი საკითხი რჩება გადაუწყვეტელი - დაწყებული საზღვრების დელიმიტაციით, გაგრძელებული ყარაბაღში მოსახლეობის დაბრუნების საკითხით და სხვა მრავალი პრობლემით - მაგრამ მთავარი ის არის, რომ სამხრეთ კავკასიის ერთ ნაწილში აღდგა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და დამყარდა მშვიდობა. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც - არა ომით, არამედ მშვიდობით - აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც.
რაც შეეხება ზანგეზურს და პრეზიდენტ ალიევის განცხადებას — რომ დღეს აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთები საქართველოს გავლით გადაადგილდება, თუმცა დადგება დღე, როდესაც ეს ტვირთები აზერბაიჯანიდან პირდაპირ სომხეთში შევა. როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთის მეზობელია და მათ საერთო საზღვარი აქვთ, სრულიად ბუნებრივია, რომ ტვირთი პირდაპირი გზით შევიდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში და არა მესამე ქვეყნის გავლით. შესაძლოა, საქართველომ ამით მცირე შემოსავალი დაკარგოს, მაგრამ ეს, ჯერ ერთი, არც ეკონომიკურად არის დიდი მოცულობა და მეორე, ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია, ამას მოითხოვს გეოგრაფია და ელემენტარული საღი აზრი.
რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, რომელიც, პირველ რიგში, ცენტრალურ აზერბაიჯანის თავისსავე ნაწილთან - ნახიჩევანის ავტონომიასთან დააკავშირებს - ეს არის უმოკლესი გზა აზერბაიჯანის ორ ნაწილს შორის. შესაბამისად, ამ გზაზე ტვირთების მოძრაობა სრულიად ბუნებრივი და მისასალმებელია.
მეორე - ზანგეზურის დერეფნის გაგრძელება ნახიჩევანიდან თურქეთამდე და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნა, რასაც დღეს „ტრამპის დერეფანს“ უწოდებენ (პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობის ხაზგასასმელად) - ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ნიშნავს თუ არა ეს საქართველოსთვის ტვირთების ნაწილის დაკარგვას? მე პირიქით, აქ პერსპექტივას უფრო ვხედავ: კავკასია პატარა რეგიონია და ის უნდა აღვიქვათ როგორც ერთი მთლიანი ეკონომიკური სივრცე, რის საშუალებასაც დღემდე ჩვენს სამეზობლოში არსებული კონფლიქტი არ იძლეოდა. როდესაც აქ იქნება კარგად დაცული დერეფანი, რომლის მიმართაც არის მაღალი საერთაშორისო ინტერესი, ეს აუცილებლად გამოიწვევს მისი ცნობადობის გაზრდას და დამატებითი ტვირთების მოზიდვას ამ დერეფნის ყველა განშტოებაზე, რაც საქართველოსთვისაც ძალიან მომგებიანი იქნება.
საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლთან დაკავშირებული კიდევ ერთი პროექტი საქართველოს რადიკალური ოპოზიციის მორიგ მავნებლურ ნარატივს ამხელს. როდესაც აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მომავალში არა მხოლოდ აზერბაიჯანული, არამედ რუსეთიდან სომხეთისკენ ან თურქეთისკენ მიმავალმა ტვირთებიც შესაძლოა აზერბაიჯანის გავლით გაიაროს, აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა ქვეშეთი-კობის ახალი გზის და რეგიონში უდიდესი გვირაბის წინააღმდეგ, რომელმაც გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის გვერდის ავლის უნდა დააკავშიროს ისტორიული ხევი, ანუ სტეფანწმინდა და დარიალის ხეობა დანარჩენ საქართველოს.
მე პირადად ვარ ამ იდეის იდეის ავტორი: 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ მაშინ დაიწყო ამ იდეის ჯერ განხილვა, შემდეგ პროექტის დამუშავება და დღეს უკვე მივედით იქამდე, რომ გვირაბი დამთავრებულია და მომავალ წელს ეს გზაც უნდა გაიხსნას.
რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?
ჯერ ერთი, ყოველწლიურად, ზამთრის განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 2-3 თვით მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ამავე დროით, ბუნებრივია, შეწყვეტილია ტრანზიტული მოძრაობა, ხალხი წვალობს, ტვირთები არ მოძრაობს. არადა, ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც სომხეთს, თურქეთს და სამხრეთის სხვა ქვეყნებს რუსეთთან აკავშირებს. ბუნებრივია, არავის მოსწონს დერეფანი, რომელიც ყოველწლიურად 2-3 თვით დაკეტილია. შესაბამისად, რადგან ჩნდება ალტერნატივა სომხეთ-აზერბაიჯანის მარშრუტის სახით, ბუნებრივია, რომ მომავალში მთელი ტვირთბრუნვა იქით გადაინაცვლებდა.
არადა, ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში დარიალის გზა არის უმოკლესი და ყველაზე მოხერხებული სატრანზიტო მაგისტრალი როგორც სომხეთისთვის, ისე თურქეთისა თუ სამხრეთით მდებარე სხვა ქვეყნებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანის ტრანზიტი ვერაფრით ჩაანაცვლებს. ქვეშეთი-კობის გვირაბისა და გზის დამთავრების შემდეგ სტეფანწმინდა-დარიალისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო მოკლდება, ფართოვდება და, რაც მთავარია, წლის ნებისმიერ დროს იქნება უსაფრთხო და ფუნქციური. სწორედ ეს არ მოსწონს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ამიტომ ებრძოდნენ ამ გზის მშენებლობას, მიზეზად კი იმას აცხადებდნენ, თითქოს ამ გვირაბით რუსული ტანკები თბილისში უფრო ადვილად შემოვლენო. ლაპარაკია იმ ტანკებზე, რომლებიც, მათი მოღალატური პოლიტიკის გამო, თბილისიდან 30 კილომეტრში, ახალგორში არიან განლაგებული და არაფერში სჭირდებათ დარიალიდან შემოჭრა,“ — განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე
05 აპრილი 2026, 16:17
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ საბურთალოს ფილიალში, აფხაზეთიდან დევნილ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
05 აპრილი 2026, 16:03
მსოფლიო
რომის პაპმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა
„ვინც იარაღს ფლობს - დაყაროს ის! ვისაც ომების გაჩაღება შეუძლია - აირჩიოს მშვიდობა!“ - განაცხადა რომის პაპმა, როდესაც ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან მორწმუნეებს ტრადიციული სააღდგომო ქადაგებით მიმართა.
05 აპრილი 2026, 15:05
მსოფლიო
INSA: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა
კომპანია INSA-ს მიერ გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის ჩატარებული ყოველკვირეული გამოკითხვის მიხედვით, პარტიის მხარდაჭერა ამჟამად 26%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით უცვლელი დარჩა.
05 აპრილი 2026, 14:43
სპორტი
ისრაელის ჩემპიონატის 25-ე ტურში იერუსალიმის „ბეითარმა“ „ირონი“ 3:2 დაამარცხა, ლუკა გადრანმა გოლი გაიტანა
ისრაელის ჩემპიონატის 25-ე ტურში იერუსალიმის „ბეითარმა“ „ირონი“ 3:2 დაამარცხა, ხოლო ლუკა გადრანმა გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ მან შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 73-ე წუთზე აიღო და იმ დროისთვის ანგარიში 1:2 გახადა. საბოლოოდ, „ბეითარმა“ კიდევ ორჯერ გაიტანა და მოიგო.
05 აპრილი 2026, 14:42
სპორტი
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგის ახალ სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა
ყაზაიშვილმა მეტოქის კარი 73-ე წუთზე, ეფექტური გოლით აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 33 წლის შემტევს მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.
05 აპრილი 2026, 14:40
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ შაბათს ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ისრაელის მიერ ნასროლი მეოთხე ბომბი დაეცა
ირანი აცხადებს, რომ შაბათს ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ისრაელის მიერ ნასროლი უკვე მეოთხე ბომბი დაეცა და რეგიონისთვის დამღუპველ საფრთხეზე მიუთითებს. ცნობა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
05 აპრილი 2026, 14:38
სპორტი
თბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა
თბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა, სადაც MMA-ის გულშემატკივარმა 9 ბრძოლა იხილა. 18 სპორტსმენიდან გამარჯვებისთვის 7 ქართველი იბრძოდა, მათგან კი მხოლოდ ცოტნე სულთანიშვილი დამარცხდა, რომელმაც ქამრისთვის ბრძოლა 5-რაუნდიან დაპირისპირებაში ტაჯიკ მებრძოლთან დათმო. 9-დან 8 ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდა.
05 აპრილი 2026, 14:32
მსოფლიო
მედია ირანში ამერიკელი მფრინავის გადარჩენის ოპერაციის დეტალების შესახებ წერს
ამერიკული მედია ირანში 3 აპრილს ჩამოგდებული F15 E-ს ეკიპაჟის წევრის გადარჩენის ოპერაციის დეტალებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2 სატრანსპორტო სამხედრო თვითმფრინავი, რომლებითაც ირანში გადარჩენილი მფრინავი და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გადაჰყავდათ, ქვეყნის შიგნით შეფერხდა და მათი აფეთქება გახდა საჭირო, რომ საჰაერო ხომალდები ირანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში.
05 აპრილი 2026, 14:27
მსოფლიო
ისრაელი ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშებს განაგრძობს
ისრაელი ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშებს განაგრძობს. თავდაცვითმა ძალებმა იერიში მიიტანეს მახშახრაში ნავთობ-ქიმიურ ხარხანასა და ფოლადის საწარმოზე, სადაც რაკეტებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების მასალები მზადდება.
05 აპრილი 2026, 14:17
მსოფლიო
იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ბზობისა და აღდგომის დღესასწაულები მრევლის გარეშე აღინიშნა
მრევლის გარეშე აღინიშნა ბზობის დღესასწაული იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. წირვა და სადღესასწაულო ლიტანიობა, მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილე მესამემ, მხოლოდ მღვდელმსახურებთან ერთად ჩაატარა. პირდაპირ ტრანსლაციას იერუსალიმის საპატრიარქო Facebook-ზე გადასცემდა.
05 აპრილი 2026, 14:14
საზოგადოება
მეუფე შიო: მოხდა ხალხში საოცარი გამონათება, ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი. მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ უწმინდესის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისდამი სიყვარულის გრძნობაში
ბზობის სადღესასწაულო ლიტურგია სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა, შემდეგ კი შეკრებილებს ქადაგებით მიმართა.
05 აპრილი 2026, 13:50
თავდაცვა
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ
სამხედროებმა უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, მის დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და საერთაშორისო მისიებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათ მოსწავლეებს გააცნეს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიზნები, სასწავლო პროგრამები, მიღების პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე, ასევე გაიხსენეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ისტორიები. სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალურად შეხვედრისთვის მომზადებული ვიდეომასალაც წარადგინეს. შეხვედრის დასასრულს კი, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
05 აპრილი 2026, 13:37
მსოფლიო
ორბანი აცხადებს, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა
„ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან. სერბეთის სამართალდამცავებმა კრიტიკულ გაზის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სერბეთსა და უნგრეთს აკავშირებს, გამანადგურებელი ასაფეთქებელი ნივთიერებები და გასააქტიურებლად საჭირო აღჭურვილობა აღმოაჩინეს. მიმდინარეობს გამოძიება. დღეს ნაშუადღევს თავდაცვის საგანგებო საბჭო მოვიწვიე“, - წერს ორბანი.
05 აპრილი 2026, 12:46
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით - არცერთი
ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. აბა მითხარით ვინმემ, რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით - არცერთი,- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
05 აპრილი 2026, 12:27
საზოგადოება
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა აბელ აბესაძემ გეოლოგებს პროფესიული დღე მიულოცა
„მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გამოირჩევა დარგის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით. ბევრმა მათგანმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გეოლოგიური კვლევების განვითარებაში, ფონდური მასალის შენარჩუნებაში, ახალი რესურსების აღმოჩენასა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის შესწავლაში. მათი ყოველდღიური საქმიანობა ქმნის მყარ საფუძველს გარემოს დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და მომავალი თაობებისთვის რესურსების შენარჩუნების საქმეში“,- განაცხადა აბელ აბესაძემ.
05 აპრილი 2026, 11:40
კულტურა
კვიპროსის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივსაცემად საგალობლით -„კირიე ელეისონ" დაასრულა
კვიპროსის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს პატივსაცემად მის მიერ დაწერილი საგალობლით - „კირიე ელეისონ“ დაასრულა. საგალობელი ცნობილმა სოპრანომ მარიზა ანასტასიადესმა შეასრულა.
05 აპრილი 2026, 11:36
მსოფლიო
ზელენსკი: კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ მზად ვართ ლიდერების შეხვედრისთვის, ნებისმიერ ფორმატში
„ყველაფერს გავაკეთებთ ომის დასასრულებლად. ამაზე პრეზიდენტ ერდოღანსაც ვესაუბრე. ისიც ჩვენ გვემხრობა, ისიც მშვიდობის მხარესაა. რასაკვირველია, ყველას გვინდა ომის დასრულება და ამისთვის ყველა დიპლომატიური გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ მზად ვართ ლიდერების შეხვედრისთვის, ნებისმიერ ფორმატში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
05 აპრილი 2026, 11:31
მსოფლიო
კირილ ბუდანოვი: აღდგომის შემდეგ შესაძლოა, კიევს სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ლინდსი გრემი ეწვიონ
აღდგომის შემდეგ შესაძლოა კიევს, სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ლინდსი გრემი ეწვიონ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა Bloomberg-თან საუბარში და აღნიშნა, რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტი შესაძლოა 12 აპრილის შემდეგ შედგეს.
05 აპრილი 2026, 11:27
მსოფლიო
რობერტ ფიცომ ევროპას რუსეთთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა
„მე მხოლოდ საღი აზრისკენ დაბრუნებისკენ მოვუწოდებ. მთელი ევროკავშირი და განსაკუთრებით ევროპული თანამეგობრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო ჰგავს თვითმკვლელ გემს. ევროკავშირმა და განსაკუთრებით ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები და უზრუნველყონ სტრატეგიული ნედლეულის მიწოდება ყველა შესაძლო წყაროდან და მიმართულებიდან, მათ შორის რუსეთიდან. ამიტომ აუცილებელია გაუქმდეს უაზრო სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს, დაიწყოს ევროკავშირის ცალკეული ინიციატივა უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის და გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები მილსადენ „დრუჟბის“ მუშაობის აღსადგენად, - წერს ფიცო.
05 აპრილი 2026, 11:25
პოლიტიკა
ვიქტორ ორბანი: ევროკავშირი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. მოვითხოვთ, ბრიუსელმა რუსეთის ენერგეტიკაზე სანქციები მოხსნას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოახლოებაზე მიუთითებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა მოხსნას. „ფეისბუკზე“ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესაუბრა, რადგან, მისი თქმით, „ევროპაში სიტუაცია კრიტიკულია“.


