ფილოსოფიის დოქტორი ჯონ ლაფლენდი: ევროკავშირი არა მხოლოდ უზღუდავს წევრ სახელმწიფოებს ეროვნული პოლიტიკის გატარებას, ის ამავე დროს უფრო და უფრო მეტად ანტიდემოკრატიული ხასიათს ატარებს
იან პრაუდი
ჯონ ლაფლენდი
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
ევროკავშირი არა მხოლოდ უზღუდავს წევრ სახელმწიფოებს ეროვნული პოლიტიკის გატარებას, ის ამავე დროს უფრო და უფრო მეტად ანტიდემოკრატიული ხასიათს ატარებს, - განაცხადა დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის კვლევითი პროგრამების დირექტორმა, ფილოსოფიის დოქტორმა, ჯონ ლაფლენდმა გადაცემაში „თბილისის დროით“.
გადაცემის წამყვანმა - ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა ლაფლენდს მიმართა და გაიხსენა მისი ნაშრომი - 1997 წელს გამოცემული წიგნი, „ბუნდოვანი წყაროები“, რომელიც პრაუდის თქმით, განიხილავს ევროკავშირისადმი კრიტიკულ იდეებს - დაფუძნებულს ევროკავშირის არც თუ ისე დემოკრატიულ ბუნებასა და ეროვნული სახელმწიფოსადმი ევროკავშირის წინააღმდეგობაზე.
„მიმაჩნია, რომ ლისაბონის შეთანხმების შემდეგ ევროკავშირში ეროვნულ სახელმწიფოებზე შეტევა უფრო და უფრო გაიზარდა. დღევანდელ დღეს, შენი აზრით, რამდენად უზღუდავს ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს ეროვნულ განზომილებას?“ - მიმართა წამყვანმა ჯონ ლაფლენდს.
„მიხარია, რომ ჩემი ნაშრომი გაგახსენდა, მისი ქვესათაურია, „ევროპული იდეის ანტიდემოკრატიული საწყისები“. მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი ლისაბონის შეთანხმებამდე საკმაო ხნით ადრე გამოიცა, მიმაჩნია, რომ იდეოლოგიური მიმართულება სწორედ განვსაზღვრე. უფრო მეტიც, ვითარება კიდევ უფრო მეტად გაუარესებულია.
ყველამ კარგად იცის, რომ ევროკავშირმა გააუქმა, უფრო სწორედ უგულებელყო 5 რეფერენდუმი - თუ არ ვცდები, ორი მათგანი ირლანდიაში. საუბარი ეხება ნიცისა და ლისაბონის შეთანხმებების შესახებ გამართულ რეფერენდუმებს. ასევე, 2005 წელს გამართულ ორ რეფერენდუმს ევროპული კონსტიტუციის შესახებ. ბევრს არც 2016 წელს ნიდერლანდებში უკრაინასთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების თაობაზე გამართული რეფერენდუმი ახსოვს. ყველა ეს პროცესი ევროკავშირის მიერ იგნორირებულია. ყველაზე მკაფიო მაგალითი კი 2024 წლის რუმინული არჩევნებია, რომელიც უბრალოდ გააუქმეს. იერიში არა მარტო ერ სახელმწიფოებზე, არამედ დემოკრატიაზე უფრო და უფრო მკაფიოა და ვშიშობ, რომ საქმე მეტად სერიოზულადაა.
გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩემს წიგნში ეს საშიშროება კარგად აღვწერე, ზუსტად მივხვდი, თუ საით მიდიოდა საქმე. ამავე დროს 30 წლის წინ მე ვერ დავინახე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროკავშირზე ყოვლისმომცველი უპირატესობა, სწორედ შენს მიერ ნახსენები ლისაბონის შეთანხმებით გაფორმდა ამერიკული გავლენა ევროპაზე.
42-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა თავიდან ბოლომდე დაქვემდებარებულია ნატოზე. ასევე, გამომრჩა საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტი არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ მის წევრ სახელმწიფოებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებითაც - მე მას ვუწოდებ წარმოებული პოლიტიკის ყოვლისმომცველ გადაჯაჭვას უსაფრთხოებასთან.
პოლიტიკის ყველა სფერო უსაფრთხოების სახელით არის განპირობებული. არა მხოლოდ იდეოლოგიური თვალსაზრისით ხდება უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ ასევე სტრუქტურულად. ინსტიტუტებს, როგორიცაა უშიშროების სამსახური, შეიარაღებული ძალები - გაცილებით უფრო მეტი ეთქმით პოლიტიკის წარმოებისას, ვიდრე აქამდე, მაგალითად, 10 წლის წინ. ეს თავისთავად მოვლენათა ძალიან ცუდი განვითარებაა. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ უშიშროების სამსახური და შეიარაღებული ძალები, ფაქტობრივად მართავენ ხელისუფლებას, შედეგად კი კერძო თავისუფლებები, ლიბერალური ღირებულებები, უკვე აღარავის ადარდებს“, - განაცხადა ჯონ ლაფლენდმა.
გადაცემის წამყვანი იან პრაუდი მას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურები განსაკუთრებით ერეოდნენ რუსეთისადმი წარმოებული პოლიტიკის შემუშავებისას. თავის მხრივ, ჯონ ლაფლენდმა ისაუბრა წევრი ქვეყნის მიერ ნატოსადმი აღებულ გასაიდუმლოებულ ვალდებულების შესახებაც.
„მე უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ და ამავე დროს ვსაქმიანობ ნიდერლანდურ პოლიტიკურ პარტიასთან. თუ არ ვცდები, 2024 წლის ივლისში, ჩვენმა დეპუტატებმა აღმოაჩინეს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაზე უარს ამბობდა სწორედ ნატოსადმი აღებული ვალდებულების მიზეზით.
ჩვენს დეპუტატებს აინტერესებდათ, თუ რა ვალდებულებაზე საუბრობდა მინისტრი და მიმართეს ხელისუფლებას წერილით. პასუხად მიიღეს, რომ ნატოსადმი აღებული ვალდებულებები სახელმწიფო საიდუმლოა. ასე რომ, გვაქვს ყოვლად წარმოუდგენელი მოცემულობა, რომელშიც ნატოს წევრ სახელმწიფოებში, არჩეული ხელისუფლებების, სხვადასხვა კოალიციის დაბარება ხდება იმავე სახელმწიფოს უშიშროების სამსახურების მიერ და მათ აცნობენ, არჩეული ხელისუფლების ზურგს უკან ნატოსადმი აღებული ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, ჯანდაცვის პოლიტიკაშიც. გამომდინარე აქედან, არჩევანი შეზღუდულია და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საპარლამენტო მმართველობის პრინციპთან. სწორედ ასეთი ვითარებაა დასავლეთ ევროპაში“, - აღნიშნა ჯონ ლაფლენდმა.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 13:02
რეგიონი
სოფელ ჭიაურში კოლექტორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიზანია არსებული სისტემების ეფექტიანობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა.
03 აპრილი 2026, 13:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვიყავით აშშ-ის ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად
ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, რომ ფაქტობრივად, დაიყვანა იმ დონეზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად და ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც დავასახელეთ არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ინდიკატორის ჩამოყალიბება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 12:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აპრილში ველოდებით, რომ მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის საუბრის შემდეგი ნაბიჯი იქნება ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ
სტრატეგიული პარტნიორობა მანამდე ეპითეტის დონეზე იყო აშშ-სა და საქართველოს შორის, ვინაიდან შინაარსით დიდად დატვირთული არ იყო. 2009 წელს მოეწერა ხელი, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში და ეს იყო გარკვეული დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის წაგებული ომის შემდეგ. ახლა გვინდა ახალი სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული კონკრეტულად რა მოლოდინები გვაქვს ამ პარტნიორობისგან და რა მიზნები აქვს. ამ დიალოგისთვის ვართ გახსნილი. ის, რომ სატელეფონო საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანსა და პრემიერს შორის, აჩვენებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც მოწადინებულია ამისკენ, რაც გვაძლევს გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებას. ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 12:42
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ახლახან აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი, სიმბოლურია, რომ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ებრძვიან - გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი
გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან შალვა პაპუაშვილმა ამგვარად უპასუხია კითხვას თურქეთში „ახალი ალიანსის“ წევრების - ლევან სანიკიძე, თინა ბოკუჩავასა და თამარ ჩერგოლეიშვილის ჩასვლის შესახებ.
03 აპრილი 2026, 12:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია - ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას
ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟზე დასმული კითხვის პასუხად.
03 აპრილი 2026, 12:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის პოლიტიკურ არჩევნებში, იგივე ჩარევას ვხედავთ დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში
მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს, მათ შორის იმაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 12:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება
ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.
03 აპრილი 2026, 12:30
საზოგადოება
გლდანში, უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, კიდევ ერთი სკვერი ეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა, მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსთან 12-მდე ავტოფარეხისა და უკანონო შემოღობვის დემონტაჟის შემდეგ, ახალ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 12:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სახეზე გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე სახეები, რომლებმაც წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, ცდილობენ, იმავე გეგმით იმოქმედონ
იგივე სახეები, რომლებმაც საქართველოში წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, დღეს კვლავ გაერთიანდნენ და ცდილობენ, ზუსტად იმავე გეგმით იმოქმედონ, რაც მაშინ ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსის“ წევრების აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
03 აპრილი 2026, 12:15
საზოგადოება
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ტექნიკური ხასიათისაა და მღვდელმთავრები პროცედურულ საკითხებს განიხილავენ.
03 აპრილი 2026, 12:13
საზოგადოება
Wellbeing Magazine: რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ცნობილმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ Wellbeing Magazine საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა, რომელიც Microsoft-ის პორტალითაც MSN გავრცელდა.
03 აპრილი 2026, 12:08
საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 12:07
მსოფლიო
რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება
რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოდესმე თუ გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება. ამის შესახებ New York Post წერს.
03 აპრილი 2026, 12:03
საზოგადოება
„ასეთ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - ასეთივე ვითარებაა ამ ეტაპზე პროგრამის მოქმედების არეალის სხვა მუნიციპალიტეტებშიც“ - ლაშა გეგეჭკორი ვიდეოს აქვეყნებს
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
03 აპრილი 2026, 11:55
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელს სჯერა, რომ რაც უფრო მეტი ძალაუფლება ექნება, უკეთესი იქნება და ისინი ეტყვიან წევრ სახელმწიფოებს, რა გააკეთონ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბრიუსელს ისევ აკრიტიკებს და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
03 აპრილი 2026, 11:47
საზოგადოება
პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა
სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა თბილისისა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა ჯერ მიღებული არ აქვს.
03 აპრილი 2026, 11:25
საზოგადოება
კობა კობალაძე ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის მოგონებების პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის შესახებ გამოცემული წიგნის -„მეშვიდე კონტინენტის ქართველის“ პრეზენტაცია გაიმართა.
03 აპრილი 2026, 11:23
მსოფლიო
POLITICO: აშშ-ს ირანში სამიზნეები ეწურება
პენტაგონს ირანში სულ უფრო ნაკლები დასაბომბი სამიზნე რჩება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 11:16
პოლიტიკა
სეფაშვილი: მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ემსახურება იმას, რომ გააღიზიანონ მოსახლეობა, ვითომდა ცუდი მხრიდან წარმოაჩინონ ხელისუფლების ქმედებები, რაც აგებულია ტყუილზე - საქართველოში ცხოველების უფლებები დაცულია
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ ტყუილზეა აგებული.
03 აპრილი 2026, 11:16
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. შემდგომი სინოდი იქნება გაფართოებული კრების წინმსწრები
სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. შემდგომი სინოდი წინმსწრები იქნება გაფართოებული კრების, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით.


