ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მებაჟე-ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
თანამედროვე საბაჟო სისტემა, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარი საფუძველია - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, იგი უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობასა და მიწოდების ჯაჭვების უწყვეტობას, ქვეყანა ინარჩუნებს მყარ ეკონომიკურ განვითარებას. გასულ წელს გადაჭარბებით შესრულდა, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი.
„ამ პროგრესის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა საბაჟოს გამართული მუშაობის გარეშე. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წლევანდელი გზავნილი „საბაჟო – საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე“ ზუსტად ასახავს საბაჟო ადმინისტრაციის თანამედროვე მიდგომებს. საბაჟო დიდი ხანია აღარაა მხოლოდ ტვირთების აღრიცხვისა და იმპორტის გადასახადის ადმინისტრირების უწყება. მისი როლი მრავალმხრივია და პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის განვითარებასა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას. დღეს, საბაჟოს მისიაა აჩვენოს საზოგადოებას, რომ ძლიერი და სათანადოდ აღჭურვილი საბაჟო ორგანოები აუცილებელია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. საბაჟოს მანდატი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკანონო იარაღის, ნარკოტიკული საშუალებების, არალეგალური ფინანსური ნაკადებისა თუ სხვა აკრძალული საქონლის გადაადგილების აღკვეთით. ის ასევე მოიცავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და გარემოზე ზრუნვას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან ხაზი გაუსვა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას.
„ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას სამართალდამცავ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს-ოპერატორებთან, მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან. ეს პარტნიორობა ქმნის მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას გლობალური მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებისთვის. ამ კონტექსტში მსურს ხაზი გავუსვა ბოლო პერიოდში ჩვენს სამართალდამცავ უწყებებსა და საბაჟოს შორის კოორდინირებულ მუშაობას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებების შესახებ, რომელიც გამოვლენილ იქნა სწორედ მებაჟე-ოფიცრებისა და პოლიციელთა მიერ, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
გამოსვლისას მან ასევე ისაუბრა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში ფინანსთა მინისტრი შეეხო საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.
„ეფექტიანი, სწრაფი და სანდო საბაჟო სისტემა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის მთავარ საფუძველს წარმოადგენს. აქვე გვერდს ვერ ავუვლი საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით საბაჟოს როლს. (პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამის თაობაზე) დავამატებ მხოლოდ იმას, რომ საქართველო მომავალშიც პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს თანამშრომლობას და მტკიცედ დაიცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თანამედროვე საბაჟო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. განხორციელდა არაერთი ინსტიტუციური და ტექნოლოგიური რეფორმა, დაინერგა ციფრული სერვისები, გაძლიერდა რისკებზე დაფუძნებული კონტროლი და გამარტივდა პროცედურები. ამ ცვლილებებმა ერთდროულად გააუმჯობესა როგორც ბიზნესგარემო, ისე კონტროლის ეფექტიანობა.
მისი თქმით, საქართველოს საბაჟო განაგრძობს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში წვლილის შეტანას. 2025 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იყო ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემასთან მიერთება.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საბაჟო ადმინისტრაციის ეფექტურობა დღეს წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე. ინფორმაციისა და ოპერატიული მონაცემების გაზიარება, მონაცემთა ანალიზი, რისკების მართვის სისტემები და თანამედროვე აღჭურვილობა არის ის ქვაკუთხედი, რომელიც უზრუნველყოფს საბაჟოს ძლიერ და ეფექტურ ფუნქციონირებას.
„მე ამაყობა, რომ ამ რეფორმების შედეგები უკვე ხელშესახებია. გვაქვს მიღწევები როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე ფისკალური ეფექტიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით. გაიზარდა ადმინისტრაციული შესაძლებლობები, გამკაცრდა ბრძოლა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და ამავე დროს გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი ბიზნესისთვის. ამასთან ერთად უნდა გვესმოდეს, რომ გამოწვევები მუდმივად იზრდება. გლობალური ვაჭრობა სულ უფრო კომპლექსური ხდება, ჩნდება ახალი ლოგისტიკური მოდელები, ციფრული პლატფორმები და ახალი საფრთხეები. ეს გარემო მოითხოვს ადამიანური რესურსების განვითარებას, ტექნოლოგიურ განახლებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ფინანსთა სამინისტრო სრულად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და გააგრძელებს შემოსავლების სამსახურისა და თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „სადაც არის საზღვარი, იქ არის საბაჟო“, რომელიც დაუღალავად 24/7 რეჟიმში მუშაობს ჩვენი ქვეყნისა და ოჯახების კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს მათი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 13:30
საზოგადოება
მედია: თურქმა გამომძიებლებმა საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე გარე ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს
თურქი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის ნოემბერში საქართველოში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავს გარე ზემოქმედების კვალი არ ჰქონია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში
ვიზა, რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის, მისი ბიუროკრატების ხელში,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შვეიცარიის გადაწყვეტილების შესახებ დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით.
03 აპრილი 2026, 13:30
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი: საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის ბაზრის შესწავლით. არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი და ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე ევროპაში. რეფერენტი ასე მუშაობს, დანარჩენი არის სპეკულაცია
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, კომისიის ოპოზიციონერ წევრებს რეფერენტული ფასების მუშაობის პრინციპი განუმარტა.
03 აპრილი 2026, 13:28
პოლიტიკა
პაპუაშვილი: საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ - ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველომ გაიაროს მშვიდობიანად ნებისმიერი კრიზისი, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ამ მიზანს ვაღწევთ ყოველ ჯერზე
თვითონაც თქვით, რომ შეხვედრა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. რა თქმა უნდა ამაზეც იყო საუბარი და შეგიძლიათ ჰკითხოთ საგარეო უწყებას, კონკრეტულად რაზე ჰქონდათ საუბარი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რა არის ირანის ელჩის განცხადებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია?
03 აპრილი 2026, 13:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს
მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, უდოს კომისიის მიერ მზია ამაღლობელის შეწყალებასთან დაკავშირებულ უარზე.
03 აპრილი 2026, 13:26
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი
5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
03 აპრილი 2026, 13:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მოლდოვის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით ჩამოსული, მიუხედავად იმისა, რომ იყო ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა. არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან
მოლდოვის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით ჩამოსული, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა იყო, არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან და მისასალმებელი იქნებოდა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობას ხელი შეეწყოს და არა - შეეშალოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მოლდოვის მეგობრობის ჯგუფს ბოლო წუთს მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წევრები გამოეთიშნენ. „იცით, რომ მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვყავდა ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვქონდა შეხვედრა მეგობრობის ჯგუფთან. მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ. სხვათა შორის ამ ჯგუფის შემადგენლობაში ასევე გათვალისწინებული იყვნენ მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო მომენტამდე დელეგაციის სიაში იყვნენ. ამ პირებმა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს დელეგაციაში ყოფნა, რაც სამწუხაროა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს, პარლამენტებს შორის დიალოგი იყო. მეგობრობის ჯგუფის წევრებმაც, ამ მიმართულებით საკუთარი წუხილი გამოთქვეს, რომ ბოლო მომენტში, მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეთიშნენ ამ დელეგაციას. იყო მცდელობა ამ დელეგაციის ბლოკირების, რაც ცოტა გაუგებარია. რა არის დასაბლოკი, რომ საქართველოს პარლამენტში ჩამოვიდეს მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი, რომელიც მოლდოვის პარლამენტის მიერაა შექმნილი. არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან და მისასალმებელი იქნებოდა, რომ იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის, ხელი შეეწყოს და არა - შეეშალოს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 13:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს
„ამ ლოგიკით, ნებისმიერ კორუფციულ ფაქტზე შეგიძლიათ მთავრობის პასუხისმგებლობა დააყენოთ. უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლება ყოველ მეორე კვირას უნდა გადადგეს მაშინ, რადგან კორუფციის ფაქტები სხვადასხვა ქვეყანაში რაღაც სიხშირით გამოაშკარავდება ხოლმე. იმისთვის არის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული სასჯელი ამისთვის, რომ ასეთი დანაშაულები ხდება. ერთი რამ არის ცხადი და მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს. ამის მიზანია ის, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააცხადა მისი პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს, რომ ნებისმიერი კორუფციული გადაცდომა გამოვლინდეს, დაისაჯოს და კორუფციის სიმცირის მხრივ 2030 წელს საქართველო იყოს სამეულში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 13:21
რეგიონი
რუსთავში კლდიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:19
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ეკა გიგაურის გამოსვლა ნიდერლანდების პარლამენტში გამიზნულია იმისკენ, რომ რადიკალების მხრიდან უცხოელ პოლიტიკოსებს მიეცეთ ლეგიტიმაცია საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისა, მათი ეს ქმედება არის მავნებლობა
ნიდერლანდების პარლამენტში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოსვლას და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის და „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელის გიორგი რუხაძის მიერ, საერთაშორისო აქტორებისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოწოდებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
03 აპრილი 2026, 13:17
სამართალი
პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ფასებზე: არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა - რაც შეეხება სტრუქტურულ გამოწვევებს, პროდუქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები დასრულდა და საპარლამენტო კომისია ამ მხრივ თავის რეკომენდაციებს დადებს
არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
03 აპრილი 2026, 13:09
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- სად არიან ოპოპარტიები, ვინ ქმნის დღეს ქვეყანაში კრიტიკულ დღის წესრიგს?!
ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? მართლა გჯერათ, რომ კალაძის ცოლმა მისი ქმრის მოგონილ თუ ნამდვილ საყვარელს ვარდისფერი კუბო გაუგზავნა? მართლა გჯერათ, რომ გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
03 აპრილი 2026, 13:07
მსოფლიო
POLITICO: ტრამპი გენპროკურორის გათავისუფლების შემდეგ ადმინისტრაციაში ახალ ცვლილებებზე მსჯელობს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის გათავისუფლების შემდეგ დამატებით საკადრო ცვლილებებზე მსჯელობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:07
საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ შეხვედრა გამართეს, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ცენტრის დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.
03 აპრილი 2026, 13:05
რეგიონი
რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი გულისხმობს ისეთი პროექტის მომზადებას, რომელიც შემდგომში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, განმეორებადი მოდელის სახით იქნება გამოყენებული. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:05
პოლიტიკა
პაპუაშვილი: მედიასთან კომუნიკაციის სიხშირის და ხანგრძლივობის მხრივ საქართველოს ჰყავს ყველაზე აქტიური პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ერთადერთი ვინც გვჯობია არის აშშ-ის პრეზიდენტი
ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ უცხოურ ინვესტიციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია. ამ მხრივ ამერიკული ინვესტიციები ყოველთვის მისასალმებელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტზე და ამერიკულ ინვესტიციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
03 აპრილი 2026, 13:02
რეგიონი
სოფელ ჭიაურში კოლექტორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიზანია არსებული სისტემების ეფექტიანობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა.
03 აპრილი 2026, 13:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვიყავით აშშ-ის ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად
ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, რომ ფაქტობრივად, დაიყვანა იმ დონეზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად და ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც დავასახელეთ არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ინდიკატორის ჩამოყალიბება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 12:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აპრილში ველოდებით, რომ მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის საუბრის შემდეგი ნაბიჯი იქნება ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ
სტრატეგიული პარტნიორობა მანამდე ეპითეტის დონეზე იყო აშშ-სა და საქართველოს შორის, ვინაიდან შინაარსით დიდად დატვირთული არ იყო. 2009 წელს მოეწერა ხელი, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში და ეს იყო გარკვეული დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის წაგებული ომის შემდეგ. ახლა გვინდა ახალი სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული კონკრეტულად რა მოლოდინები გვაქვს ამ პარტნიორობისგან და რა მიზნები აქვს. ამ დიალოგისთვის ვართ გახსნილი. ის, რომ სატელეფონო საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანსა და პრემიერს შორის, აჩვენებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც მოწადინებულია ამისკენ, რაც გვაძლევს გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებას. ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.


