26 იანვარი 2026, 12:36 / სანდო წყარო

თამარ ჩიბურდანიძე: დავოსის ფორუმმა ღიად დაგვანახა თანამედროვე მსოფლიოს გზა დემოკრატიიდან ახალ იმპერიალიზმამდე. საერთაშორისო სისტემების ანარქია პიკს აღწევს

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ის წერს, რომ მსოფლიოს გადანაწილება ღიად გამოხატული იმპერიალიზმის ფონზე ხდება.

„ლიდერი სახელმწიფოები შეუნიღბავად ინაწილებენ მსოფლიოს. უკრაინა, ვენესუელა, გრენლანდია, კანადა, ირანი, სომხეთ-აზერბაიჯანი და ა.შ. გავლენის ქვეყნების ჩამონათვალი იმპერიალისტებისთვის დღეს ბევრად უფრო ვრცელია, ვიდრე ოდესმე“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ დავოსის ფორუმმა დაგვანახა თანამედროვე მსოფლიოს გზა დემოკრატიიდან ახალ იმპერიალიზმამდე. თამარ ჩიბურდანიძე წერს, რომ მსოფლიო „სისტემური რევოლუციის“ მოლოდინშია და საქართველო არ უნდა ჩაერიოს გლობალურ „პოლიტიკურ მკლავჭიდში“.

„ისტორია რომ მეორდება, ამაში ბევრჯერ დარწმუნდა კაცობრიობა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება მსოფლიო პოლიტიკაში, არათუ განმეორება, არამედ საუკუნისწინანდელი ქრონიკების ცუდად გაცოცხლებაა. ვინ წარმოიდგენდა, რომ დღეს მეცნიერებს ლენინის მიერ შემუშავებული თეორიის გადახედვა და „იმპერიალიზმის“ შესახებ ახალი ჰიპოთეზის ჩამოყალიბება მოუწევდათ, რომელიც დიდად არ განსხვავდება სოციალისტური განმარტებისგან. ისევე, როგორც არ განსხვავდება კაპიტალისტური იმპერიალიზმი საბჭოთა იმპერიალიზმისგან.

საქმე იმაშია, რომ საბჭოთა იდეოლოგის და ბრიტანელი ჯონ სმიტის განმარტებითაც იმპერიალიზმი „ქვეყნების დაპყრობის პოლიტიკაა“. არც ამერიკული „კულტურული იმპერიალიზმი“ ჩამორჩება იმ ჰეგემონურ განზრახვას, რაც ადგილობრივი კულტურის ტრადიციების ძალადობრივ რღვევასა და დამპყრობელი ქვეყნის კულტურის კონტექსტის (იდეოლოგიის) თავსმოხვევას გულისხმობს. ერთი სიტყვით, მეოცე საუკუნის დასაწყისის მოლოდინები იმპერიალიზმის, როგორც „კაპიტალიზმის უმაღლესი და უკანასკნელი სტადიის“ შესახებ, გამართლდა. ეს მივიღეთ არა მხოლოდ კაპიტალიზმის განვითარების, არამედ საერთაშორისო სისტემების ანარქიის შედეგად.

მსოფლიოს ახალი გადანაწილება ღიად გამოხატული იმპერიალიზმის ფონზე მიმდინარეობს. დემოკრატიას ამოფარებული ჰეგემონია ყოველთვის „ქვეყნების დაპყრობის პოლიტიკა“ იყო, თუმცა დღეს სიტყვები „დემოკრატია, თავისუფლება, სუვერენიტეტი“ საერთოდ ამოღებულია პოლიტიკური ლექსიკიდან და ლიდერი სახელმწიფოები შეუნიღბავად ინაწილებენ მსოფლიოს. უკრაინა, ვენესუელა, გრენლანდია, კანადა, ირანი, სომხეთ-აზერბაიჯანი და ა.შ. გავლენის ქვეყნების ჩამონათვალი იმპერიალისტებისთვის დღეს ბევრად უფრო ვრცელია, ვიდრე ოდესმე.

რა მოხდება მაშინ, თუკი საერთაშორისო სისტემების ანარქია ამავე ტემპით გაგრძელდება? თუკი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში იმპერიალიზმის ზენიტს დიდი რევოლუცია მოჰყვა, მივა თუ არა ეს პროცესები ახალ სისტემურ რევოლუციამდე? ისიც ცხადია, რომ რევოლუცია ძველს არ აბრუნებს, როგორც ამერიკაში, ევროპასა და ქართულ ოპოზიციაში ჰგონიათ, მას ახალი პოლიტიკური წყობა მოაქვს. და რა იქნება ის „ახალი“, ან ვინ იქნება მისი ავტორი, ეს ჯერ კიდევ მკვეთრად არ ჩანს.

რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში? - დღეს ევროპა თავის თავს ებრძვის; შიდა სისტემური ანარქიისგან იმიჯშერყეული ამერიკა ღია დახლზე ვაჭრობს და ცდილობს ერთმანეთს დააცილოს რუსეთ-ჩინეთი. საგონებელში ჩავარდნილი და ტრამპისგან გადიდგულებული რუსეთი ახალ თამაშს იწყებს და არავინ იცის, როგორ განაგრძობს ურთიერთობას დღევანდელ „მოკეთე“ და ხვალინდელ „მეტოქე“ ჩინეთთან; ირანი ამერიკას ძალას აჩვენებს; არაბული ქვეყნები მსოფლიო კაპიტალის დომინანტ მმართველებად გვევლინებიან; შუა აზია, როგორც ერთიანი პოლიტიკური სუბიექტი ძლიერდება სამხრეთ კავკასიის ერთიანობის დასუსტების ფონზე… სისტემური ანარქიის პრობლემა ნათლად ჩანდა დავოსის ფორუმზე. ამ ფორუმმა ღიად დაგვანახა თანამედროვე მსოფლიოს გზა დემოკრატიიდან ახალ იმპერიალიზმამდე.

„ქვეყნების დაპყრობის პოლიტიკა“ ძლიერი სახელმწიფოების დღის წესრიგიდან არასოდეს გამქრალა, მაგრამ ამჟამინდელი მგლური იმპერიალისტური პოლიტიკა ყველა მტაცებლურ ჟინს აჭარბებს და სწორედ ამიტომ ვვარაუდობთ, რომ მსოფლიო ახალი „სისტემური რევოლუციის“ და არა მსოფლიო ომის მოლოდინშია. „სისტემური რევოლუცია“ უფრო მგრძნობიარე იქნება სამყაროსთვის, ვიდრე თუნდაც მსოფლიო ომი. ომს თავს არიდებენ გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა, ვერ შეაჩერებენ სისტემურ ცვლილებებს, რადგან საზოგადოების ადაპტაციას ცვლად პირობებთან მხოლოდ „პოლიტიკური სისტემა“ განაპირობებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გავლენის ქვეყნების ტერიტორიებით ვაჭრობა მხოლოდ „ერალაშია“ იმ დიდი პროცესების, რასაც მსოფლიოს მმართველი „პოლიტიკური სისტემების“ ცვლილებები მოგვიტანს.

საქართველო იმ პერიოდისთვის უნდა იყოს მზად და არ უნდა ჩაერიოს ამჟამინდელ გლობალურ „პოლიტიკურ მკლავჭიდში“. მართალია, ზოგადად სისტემურ ცვლილებებს მოჰყვება ხოლმე ახალი ტერიტორიული გადანაწილება, მაგრამ დღეს პირიქით ხდება. მსოფლიოს მმართველებს ვითომ ტრადიციული პოლიტიკური კულტურით და მემარჯვენე იდეოლოგიით სურთ იგივე სისტემის შენარჩუნება და ახლებური გადანაწილება. ეს ასე არ ხდება. სწორედ ამიტომ არის დღეს მიმდინარე პროცესები ყალბი. და რა მოხდება მაშინ, თუკი დასავლეთის „ახლით“ შეფუთულ ძველ პოლიტიკას შორეული აღმოსავლეთი აურევს? ერთი საუკუნის წინ ხომ ბურჟუაზიული იმპერიალიზმი სოციალიზმმა დაამარცხა? და მასაც სწორედ სისტემური ანარქია უსწრებდა წინ. ან სულაც, იქნებ სადღაც იდეოლოგები ახალ სქემას წერენ მჩაგვრელ-ჩაგრულთა დილემის „აღმოსაფხვრელად?“ მიზეზი ბევრია იმისათვის, რომ მსოფლიომ რეალური „სისტემური რევოლუცია“ იხილოს. მთავარია, რომელი ნაპერწკლიდან აინთება ალი?“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 13:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას - საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ბოგდატ ცირდიასა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შოთა ბერეკაშვილი

03 აპრილი 2026, 13:30

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის ბაზრის შესწავლით. არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი და ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე ევროპაში. რეფერენტი ასე მუშაობს, დანარჩენი არის სპეკულაცია

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, კომისიის ოპოზიციონერ წევრებს რეფერენტული ფასების მუშაობის პრინციპი განუმარტა.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში

ვიზა, რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის, მისი ბიუროკრატების ხელში,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შვეიცარიის გადაწყვეტილების შესახებ დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით.

03 აპრილი 2026, 13:30

საზოგადოება

მედია: თურქმა გამომძიებლებმა საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე გარე ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს

თურქი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის ნოემბერში საქართველოში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავს გარე ზემოქმედების კვალი არ ჰქონია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:28

პოლიტიკა

პაპუაშვილი: საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ - ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველომ გაიაროს მშვიდობიანად ნებისმიერი კრიზისი, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ამ მიზანს ვაღწევთ ყოველ ჯერზე

თვითონაც თქვით, რომ შეხვედრა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. რა თქმა უნდა ამაზეც იყო საუბარი და შეგიძლიათ ჰკითხოთ საგარეო უწყებას, კონკრეტულად რაზე ჰქონდათ საუბარი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რა არის ირანის ელჩის განცხადებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია?

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს

მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, უდოს კომისიის მიერ მზია ამაღლობელის შეწყალებასთან დაკავშირებულ უარზე.

03 აპრილი 2026, 13:26

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი

5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოლდოვის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით ჩამოსული, მიუხედავად იმისა, რომ იყო ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა. არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან

მოლდოვის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით ჩამოსული, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა იყო, არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან და მისასალმებელი იქნებოდა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობას ხელი შეეწყოს და არა - შეეშალოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მოლდოვის მეგობრობის ჯგუფს ბოლო წუთს მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წევრები გამოეთიშნენ. „იცით, რომ მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვყავდა ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვქონდა შეხვედრა მეგობრობის ჯგუფთან. მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ. სხვათა შორის ამ ჯგუფის შემადგენლობაში ასევე გათვალისწინებული იყვნენ მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო მომენტამდე დელეგაციის სიაში იყვნენ. ამ პირებმა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს დელეგაციაში ყოფნა, რაც სამწუხაროა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს, პარლამენტებს შორის დიალოგი იყო. მეგობრობის ჯგუფის წევრებმაც, ამ მიმართულებით საკუთარი წუხილი გამოთქვეს, რომ ბოლო მომენტში, მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეთიშნენ ამ დელეგაციას. იყო მცდელობა ამ დელეგაციის ბლოკირების, რაც ცოტა გაუგებარია. რა არის დასაბლოკი, რომ საქართველოს პარლამენტში ჩამოვიდეს მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი, რომელიც მოლდოვის პარლამენტის მიერაა შექმნილი. არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან და მისასალმებელი იქნებოდა, რომ იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის, ხელი შეეწყოს და არა - შეეშალოს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს

„ამ ლოგიკით, ნებისმიერ კორუფციულ ფაქტზე შეგიძლიათ მთავრობის პასუხისმგებლობა დააყენოთ. უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლება ყოველ მეორე კვირას უნდა გადადგეს მაშინ, რადგან კორუფციის ფაქტები სხვადასხვა ქვეყანაში რაღაც სიხშირით გამოაშკარავდება ხოლმე. იმისთვის არის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული სასჯელი ამისთვის, რომ ასეთი დანაშაულები ხდება. ერთი რამ არის ცხადი და მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს. ამის მიზანია ის, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააცხადა მისი პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს, რომ ნებისმიერი კორუფციული გადაცდომა გამოვლინდეს, დაისაჯოს და კორუფციის სიმცირის მხრივ 2030 წელს საქართველო იყოს სამეულში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნინო ლაცაბიძე

03 აპრილი 2026, 13:21

რეგიონი

რუსთავში კლდიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 13:19

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ეკა გიგაურის გამოსვლა ნიდერლანდების პარლამენტში გამიზნულია იმისკენ, რომ რადიკალების მხრიდან უცხოელ პოლიტიკოსებს მიეცეთ ლეგიტიმაცია საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისა, მათი ეს ქმედება არის მავნებლობა

ნიდერლანდების პარლამენტში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოსვლას და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის და „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელის გიორგი რუხაძის მიერ, საერთაშორისო აქტორებისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოწოდებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

03 აპრილი 2026, 13:17

სამართალი

პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ფასებზე: არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა - რაც შეეხება სტრუქტურულ გამოწვევებს, პროდუქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები დასრულდა და საპარლამენტო კომისია ამ მხრივ თავის რეკომენდაციებს დადებს

არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

რომან გოცირიძე

03 აპრილი 2026, 13:09

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- სად არიან ოპოპარტიები, ვინ ქმნის დღეს ქვეყანაში კრიტიკულ დღის წესრიგს?!

ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? მართლა გჯერათ, რომ კალაძის ცოლმა მისი ქმრის მოგონილ თუ ნამდვილ საყვარელს ვარდისფერი კუბო გაუგზავნა? მართლა გჯერათ, რომ გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

03 აპრილი 2026, 13:07

საზოგადოება

სამეცნიერო-კვლევით ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ შეხვედრა გამართეს, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ცენტრის დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი

03 აპრილი 2026, 13:07

მსოფლიო

POLITICO: ტრამპი გენპროკურორის გათავისუფლების შემდეგ ადმინისტრაციაში ახალ ცვლილებებზე მსჯელობს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის გათავისუფლების შემდეგ დამატებით საკადრო ცვლილებებზე მსჯელობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 13:05

რეგიონი

რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი გულისხმობს ისეთი პროექტის მომზადებას, რომელიც შემდგომში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, განმეორებადი მოდელის სახით იქნება გამოყენებული. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:05

პოლიტიკა

პაპუაშვილი: მედიასთან კომუნიკაციის სიხშირის და ხანგრძლივობის მხრივ საქართველოს ჰყავს ყველაზე აქტიური პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ერთადერთი ვინც გვჯობია არის აშშ-ის პრეზიდენტი

ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ უცხოურ ინვესტიციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია. ამ მხრივ ამერიკული ინვესტიციები ყოველთვის მისასალმებელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტზე და ამერიკულ ინვესტიციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

03 აპრილი 2026, 13:02

რეგიონი

სოფელ ჭიაურში კოლექტორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიზანია არსებული სისტემების ეფექტიანობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვიყავით აშშ-ის ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად

ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, რომ ფაქტობრივად, დაიყვანა იმ დონეზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად და ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც დავასახელეთ არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ინდიკატორის ჩამოყალიბება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.