ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა
ფოტო: ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
დემოკრატიისა და საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების საერთაშორისო კონფერენცია ინდოეთის საარჩევნო კომისიის, ინდოეთის დემოკრატიის და საარჩევნო ადმინისტრაციების საერთაშორისო ინსტიტუტისა (IIIDEM) და დემოკრატიისა და საარჩევნო ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) მიერ იყო ორგანიზებული.
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება კენჭისყრის პროცესში, კენჭისყრის შედეგების შეჯამება და გამოქვეყნება, ამომრჩეველთა რეგისტრაცია/ვერიფიკაცია, არჩევნებში ჩართული მხარეებისა და ამომრჩევლების განათლება, საარჩევნო კამპანია და მისი წარმოება, დეზინფორმაცია და მისი გავლენა საარჩევნო პროცესზე, ხელოვნური ინტელექტი და არჩევნები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა სამი დღის განმავლობაში იმსჯელეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა გააცნო. გიორგი კალანდარიშვილი სესიაზე სახელწოდებით - „კენჭისყრის შედეგების დათვლა, შეჯამება და შედეგების გამოქვეყნება“ მთავარი მომხსენებელი იყო, სადაც მან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციის წარმატებულ პრაქტიკასა და 2024-2025 წლების არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებაზე. მან ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიებში.
გიორგი კალანდარიშვილი სიტყვით გამოვიდა პლენარულ შეხვედრაზე, სადაც დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში არჩევნების როლზე ისაუბრა. აღნიშნულ შეხვედრას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებისა და საარჩევნო ინსტიტუტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციების ერთობლივი ქმედებების მნიშვნელობას და ძალისხმევას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიით თავმჯდომარესთან ერთად კონფერენციას ესწრებოდნენ ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე და ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი, ასევე ინდოეთში საქართველოს საელჩოს კონსული ქეთევან ლაგვილავადა საელჩოს წარმომადგენლები.
„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციების ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაში. კონფერენციას 40-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირი და დელეგატი, ასევე 500-მდე სხვადასხვა პროფესიული, მეცნიერული თუ აკადემიური წრის წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა ყველა ის მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი, რომელიც დღეს გლობალურად დგას საარჩევნო ადმინისტრაციების წინაშე. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა არაერთი ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გაგვემართა, როგორც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე და გამოცდილების გაზიარებაზე, რაც თავის მხრივ ქმნის ახალ პერსპექტივებს ჩვენი უწყებისთვის და მეტად აძლიერებს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ სესიის დასრულების შემდეგ.
თავის გამოსვლაში გიორგი კალანდარიშვილმა მსგავსი ტიპის კონფერენციების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს აღნიშნული პლატფორმის არსებობისთვის, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნებს ერთმანეთს გაუზიარონ კარგი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ინდოეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გუანეშ კუმართან. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე ასევე შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ნიუ დელიში 21-23 იანვარს ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, უმაღლესი საგანმანათლებლო, მეცნიერული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 13:42
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას - საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ბოგდატ ცირდიასა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.
03 აპრილი 2026, 13:30
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი: საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის ბაზრის შესწავლით. არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი და ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე ევროპაში. რეფერენტი ასე მუშაობს, დანარჩენი არის სპეკულაცია
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, კომისიის ოპოზიციონერ წევრებს რეფერენტული ფასების მუშაობის პრინციპი განუმარტა.
03 აპრილი 2026, 13:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში
ვიზა, რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის, მისი ბიუროკრატების ხელში,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შვეიცარიის გადაწყვეტილების შესახებ დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით.
03 აპრილი 2026, 13:30
საზოგადოება
მედია: თურქმა გამომძიებლებმა საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე გარე ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს
თურქი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის ნოემბერში საქართველოში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავს გარე ზემოქმედების კვალი არ ჰქონია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:28
პოლიტიკა
პაპუაშვილი: საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ - ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველომ გაიაროს მშვიდობიანად ნებისმიერი კრიზისი, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ამ მიზანს ვაღწევთ ყოველ ჯერზე
თვითონაც თქვით, რომ შეხვედრა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. რა თქმა უნდა ამაზეც იყო საუბარი და შეგიძლიათ ჰკითხოთ საგარეო უწყებას, კონკრეტულად რაზე ჰქონდათ საუბარი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რა არის ირანის ელჩის განცხადებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია?
03 აპრილი 2026, 13:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს
მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, უდოს კომისიის მიერ მზია ამაღლობელის შეწყალებასთან დაკავშირებულ უარზე.
03 აპრილი 2026, 13:26
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი
5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
03 აპრილი 2026, 13:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მოლდოვის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით ჩამოსული, მიუხედავად იმისა, რომ იყო ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა. არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან
მოლდოვის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით ჩამოსული, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა იყო, არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან და მისასალმებელი იქნებოდა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობას ხელი შეეწყოს და არა - შეეშალოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მოლდოვის მეგობრობის ჯგუფს ბოლო წუთს მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წევრები გამოეთიშნენ. „იცით, რომ მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვყავდა ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვქონდა შეხვედრა მეგობრობის ჯგუფთან. მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ. სხვათა შორის ამ ჯგუფის შემადგენლობაში ასევე გათვალისწინებული იყვნენ მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო მომენტამდე დელეგაციის სიაში იყვნენ. ამ პირებმა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს დელეგაციაში ყოფნა, რაც სამწუხაროა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს, პარლამენტებს შორის დიალოგი იყო. მეგობრობის ჯგუფის წევრებმაც, ამ მიმართულებით საკუთარი წუხილი გამოთქვეს, რომ ბოლო მომენტში, მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეთიშნენ ამ დელეგაციას. იყო მცდელობა ამ დელეგაციის ბლოკირების, რაც ცოტა გაუგებარია. რა არის დასაბლოკი, რომ საქართველოს პარლამენტში ჩამოვიდეს მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი, რომელიც მოლდოვის პარლამენტის მიერაა შექმნილი. არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან და მისასალმებელი იქნებოდა, რომ იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის, ხელი შეეწყოს და არა - შეეშალოს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 13:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს
„ამ ლოგიკით, ნებისმიერ კორუფციულ ფაქტზე შეგიძლიათ მთავრობის პასუხისმგებლობა დააყენოთ. უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლება ყოველ მეორე კვირას უნდა გადადგეს მაშინ, რადგან კორუფციის ფაქტები სხვადასხვა ქვეყანაში რაღაც სიხშირით გამოაშკარავდება ხოლმე. იმისთვის არის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული სასჯელი ამისთვის, რომ ასეთი დანაშაულები ხდება. ერთი რამ არის ცხადი და მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს. ამის მიზანია ის, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააცხადა მისი პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს, რომ ნებისმიერი კორუფციული გადაცდომა გამოვლინდეს, დაისაჯოს და კორუფციის სიმცირის მხრივ 2030 წელს საქართველო იყოს სამეულში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 13:21
რეგიონი
რუსთავში კლდიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:19
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ეკა გიგაურის გამოსვლა ნიდერლანდების პარლამენტში გამიზნულია იმისკენ, რომ რადიკალების მხრიდან უცხოელ პოლიტიკოსებს მიეცეთ ლეგიტიმაცია საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისა, მათი ეს ქმედება არის მავნებლობა
ნიდერლანდების პარლამენტში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოსვლას და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის და „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელის გიორგი რუხაძის მიერ, საერთაშორისო აქტორებისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოწოდებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
03 აპრილი 2026, 13:17
სამართალი
პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ფასებზე: არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა - რაც შეეხება სტრუქტურულ გამოწვევებს, პროდუქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები დასრულდა და საპარლამენტო კომისია ამ მხრივ თავის რეკომენდაციებს დადებს
არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
03 აპრილი 2026, 13:09
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- სად არიან ოპოპარტიები, ვინ ქმნის დღეს ქვეყანაში კრიტიკულ დღის წესრიგს?!
ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? მართლა გჯერათ, რომ კალაძის ცოლმა მისი ქმრის მოგონილ თუ ნამდვილ საყვარელს ვარდისფერი კუბო გაუგზავნა? მართლა გჯერათ, რომ გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
03 აპრილი 2026, 13:07
საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ შეხვედრა გამართეს, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ცენტრის დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.
03 აპრილი 2026, 13:07
მსოფლიო
POLITICO: ტრამპი გენპროკურორის გათავისუფლების შემდეგ ადმინისტრაციაში ახალ ცვლილებებზე მსჯელობს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის გათავისუფლების შემდეგ დამატებით საკადრო ცვლილებებზე მსჯელობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:05
რეგიონი
რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი გულისხმობს ისეთი პროექტის მომზადებას, რომელიც შემდგომში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, განმეორებადი მოდელის სახით იქნება გამოყენებული. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:05
პოლიტიკა
პაპუაშვილი: მედიასთან კომუნიკაციის სიხშირის და ხანგრძლივობის მხრივ საქართველოს ჰყავს ყველაზე აქტიური პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ერთადერთი ვინც გვჯობია არის აშშ-ის პრეზიდენტი
ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ უცხოურ ინვესტიციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია. ამ მხრივ ამერიკული ინვესტიციები ყოველთვის მისასალმებელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტზე და ამერიკულ ინვესტიციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
03 აპრილი 2026, 13:02
რეგიონი
სოფელ ჭიაურში კოლექტორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიზანია არსებული სისტემების ეფექტიანობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა.
03 აპრილი 2026, 13:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვიყავით აშშ-ის ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად
ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, რომ ფაქტობრივად, დაიყვანა იმ დონეზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად და ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც დავასახელეთ არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ინდიკატორის ჩამოყალიბება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.


