26 იანვარი 2026, 17:08 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ წაყრუება და დუმილი იყო მთავარი წინაპირობა, რამაც ჰოლოკოსტი შესაძლებელი გახადა. არავითარი სიჯანსაღე არ შეიძლება გააჩნდეს შუღლს და ვერავითარი გამართლება ვერ ექნებათ მის წამქეზებლებს

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოსახსენიებელ დღეს და ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისთვისაც ეს დღე წარმოადგენს დანაშაულებრივ მწვერვალს, რაც კი მეოცე საუკუნის მანძილზე კაცობრიობაში მომხდარა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ექვსი მილიონი ებრაელის განადგურება არის წარუშლელი ტრაგედია, რომელმაც შეძრა ევროპა და სამუდამოდ დაამძიმა კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერება.

მისი თქმით, ვერავითარი პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ გადაფარავს ტკივილს, რაც მიადგა ებრაელ ერს, ოჯახებს და ცივილიზაციას.


,,დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოსახსენიებელ დღეს და ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისთვისაც ეს დღე წარმოადგენს დანაშაულებრივ მწვერვალს, რაც კი მეოცე საუკუნის მანძილზე კაცობრიობაში მომხდარა.

ექვსი მილიონი ებრაელის განადგურება არის წარუშლელი ტრაგედია, რომელმაც შეძრა ევროპა და სამუდამოდ დაამძიმა კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერება. ეს არის ხსოვნა იმ უდანაშაულო ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ იმიტომ იქცნენ განადგურების სამიზნედ, რომ ეკუთვნოდნენ კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს. ეს იყო ადამიანობის უარყოფა, სიცოცხლის გაუფასურება და ცივილიზაციის თვითგანადგურების მცდელობა.

ვერავითარი პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ გადაფარავს ტკივილს, რაც მიადგა ებრაელ ერს, ოჯახებს და ცივილიზაციას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ გენოციდით დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ როგორც მსხვერპლს და მის მასშტაბს, ასევე იმ გარემოებებს, რამაც დაუშვა მსგავსი სისასტიკით ამგვარი ტრაგედიის მოხდენა.

ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად ცვალებად და დინამიკურ სამყაროში. თაობები იცვლება, იცვლება მეხსიერებაც, ყოველდღიურობა ფარავს წარსულის იარებს. ისტორია იკუმშება, გაკვეთილები დავიწყებას ეძლევა, ახალ თაობებს უჭირთ წარსულის არსობრივად გააზრება. ტრაგედია ექცევა ერთ სიტყვაში, ერთ ფრაზაში, კარგავს მის მოცულობას და ინსტრუმენტალიზმდება მიმდინარე პოლიტიკური დისკურსის საჭიროებების მიხედვით.

სწორედ ამიტომ, ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე არ უნდა იყოს მხოლოდ სიმბოლური ჟესტი. ეს უნდა იყოს ხმამაღალი შეხსენებისა და მკაფიო განაცხადის მომენტი, როდესაც ზუსტად და კონკრეტული სახელებით აღვწერთ და ვიტყვით რა მოხდა, რატომ მოხდა, რამ დაუშვა ეს ბოროტება და რა შედეგები მოუტანა კაცობრიობას.

წარსულის მსხვერპლზე ლაპარაკი მნიშვნელოვანია დღესაც, რადგანაც ნათლად ვხედავთ მთელ რიგ მოვლენებს, რომელიც გვახსენებს იმ ეპოქას, როდესაც ამპარტავნებამ, სიძულვილმა, ძალმომრეობამ, შურისძიებამ და განსხვავებულის დემონიზებამ წარმოშვა მთელი ერის განადგურების მეთოდური და დახვეწილი მანქანა, რომლის შესაჩერებლადაც ზღვა სისხლი დაიღვარა,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა, ქართველთა წვლილზე ფაშიზმის დამარცხებაში და აღნიშნა, რომ არავითარი სიჯანსაღე არ შეიძლება გააჩნდეს შუღლს, ზიზღს და სიძულვილს და ვერავითარი გამართლება ვერ ექნებათ მის წამქეზებლებს.


,,ამ ბოროტების დამარცხებაში მნიშვნელოვანი იყო ქართველთა წვლილიც. ჩვენ ვამაყობთ არამხოლოდ იმ გამარჯვებით, რომელიც ფაშიზმის დამარცხებამ მოგვიტანა, არამედ ვამაყობთ ჩვენი ეროვნული ცნობიერებით, რომელიც იწყნარებს განსხვავებულს, მასპინძლობს ყველანაირ სტუმარს, თანაგრძნობას იჩენს სუსტის და დაჩაგრულის მიმართ. ეს არის ღირებულებითი საფუძველი, რომელმაც ქართულ საზოგადოებას ისტორიის ურთულეს პერიოდებშიც ადამიანური სახე შეუნარჩუნა.

ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, რომ 26-საუკუნოვანი ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიციას ექვსი წლის წინ ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსიც კი მიენიჭა. ეს ურთიერთობა აითვლის კიდევ არაერთ საუკუნეს და ასე გაგრძელდება ყოველთვის, ვიდრე ეს სამყარო იარსებებს. ეს არის ჩვენი ხმამაღალი და დადასტურებული განაცხადი.

ჩვენ ვართ მკაფიო და პირდაპირი, როდესაც საქმე ეხება ღირებულებებს, ჰუმანიზმს, ტრადიციებს და იდეალებს. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ ქვეყნის შიგნითაც და ამასვე მოვუწოდებთ ქვეყნის გარეთ, ყველგან, სადაც კი უკუსვლას ვხედავთ. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ სიჩუმე, წაყრუება და დუმილი იყო მთავარი წინაპირობა, რამაც ჰოლოკოსტი შესაძლებელი გახადა.

ჩვენ არ უნდა შევეგუოთ სიძულვილის არცერთ გამოვლინებას, არ უნდა მოვახდინოთ მისი ნორმალიზება და არ უნდა დავიჯეროთ, რომ ზიზღი რაიმე სიკეთის მომტანია. არავითარი სიჯანსაღე არ შეიძლება გააჩნდეს შუღლს, ზიზღს, სიძულვილს და ვერავითარი გამართლება ვერ ექნებათ მის წამქეზებლებს, დამთესავებს და მისით მანიპულატორებს.

სწორედ ამიტომაა გასავლები ძალიან მკაფიო წითელი ხაზები დასაშვებსა და დაუშვებელს შორის, რადგანაც იწყება მცირედით და მთავრდება გლობალურით, ითესება პატარა სარეველა და ამოდის ღვარძლის ბუჩქი, იწყება ნაპერწკლით და ვიღებთ ხანძარს. ჰოლოკოსტი სწორედ ამ გზის ყველაზე მძიმე და ტრაგიკული შეხსენებაა.

განხეთქილებით, ძალადობით, ომითა და უბედურებით ვერავითარი საბოლოო გადაწყვეტა ვერ მიიღწევა. ომი შობს ომს, ძალადობა - ძალადობას. სწორედ ამიტომ, ცივილიზაცია ყოველთვის უნდა იდგეს მშვიდობის მხარეს, ეძებოს ბალანსი და წონასწორობის წერტილი, ურთიერთობა კი ააგოს ურთიერთპატივისცემასა და განსხვავებულის შემწყნარებლობაზე, დასაშვებსა და დაუშვებელს შორის საზღვრების ცნობაზე. სწორედ ესაა დღეს ჩვენი მთავარი სათქმელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონკურსის პრეზენტაცია, რომელიც ისრაელის საელჩომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 13:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას - საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ბოგდატ ცირდიასა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შოთა ბერეკაშვილი

03 აპრილი 2026, 13:30

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის ბაზრის შესწავლით. არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი და ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე ევროპაში. რეფერენტი ასე მუშაობს, დანარჩენი არის სპეკულაცია

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, კომისიის ოპოზიციონერ წევრებს რეფერენტული ფასების მუშაობის პრინციპი განუმარტა.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში

ვიზა, რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის, მისი ბიუროკრატების ხელში,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შვეიცარიის გადაწყვეტილების შესახებ დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით.

03 აპრილი 2026, 13:30

საზოგადოება

მედია: თურქმა გამომძიებლებმა საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე გარე ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს

თურქი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის ნოემბერში საქართველოში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავს გარე ზემოქმედების კვალი არ ჰქონია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:28

პოლიტიკა

პაპუაშვილი: საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ - ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველომ გაიაროს მშვიდობიანად ნებისმიერი კრიზისი, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ამ მიზანს ვაღწევთ ყოველ ჯერზე

თვითონაც თქვით, რომ შეხვედრა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. რა თქმა უნდა ამაზეც იყო საუბარი და შეგიძლიათ ჰკითხოთ საგარეო უწყებას, კონკრეტულად რაზე ჰქონდათ საუბარი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რა არის ირანის ელჩის განცხადებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია?

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს

მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, უდოს კომისიის მიერ მზია ამაღლობელის შეწყალებასთან დაკავშირებულ უარზე.

03 აპრილი 2026, 13:26

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი

5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოლდოვის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით ჩამოსული, მიუხედავად იმისა, რომ იყო ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა. არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან

მოლდოვის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით ჩამოსული, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა იყო, არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან და მისასალმებელი იქნებოდა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობას ხელი შეეწყოს და არა - შეეშალოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მოლდოვის მეგობრობის ჯგუფს ბოლო წუთს მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წევრები გამოეთიშნენ. „იცით, რომ მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვყავდა ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვქონდა შეხვედრა მეგობრობის ჯგუფთან. მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ. სხვათა შორის ამ ჯგუფის შემადგენლობაში ასევე გათვალისწინებული იყვნენ მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო მომენტამდე დელეგაციის სიაში იყვნენ. ამ პირებმა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს დელეგაციაში ყოფნა, რაც სამწუხაროა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს, პარლამენტებს შორის დიალოგი იყო. მეგობრობის ჯგუფის წევრებმაც, ამ მიმართულებით საკუთარი წუხილი გამოთქვეს, რომ ბოლო მომენტში, მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეთიშნენ ამ დელეგაციას. იყო მცდელობა ამ დელეგაციის ბლოკირების, რაც ცოტა გაუგებარია. რა არის დასაბლოკი, რომ საქართველოს პარლამენტში ჩამოვიდეს მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი, რომელიც მოლდოვის პარლამენტის მიერაა შექმნილი. არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან და მისასალმებელი იქნებოდა, რომ იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის, ხელი შეეწყოს და არა - შეეშალოს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს

„ამ ლოგიკით, ნებისმიერ კორუფციულ ფაქტზე შეგიძლიათ მთავრობის პასუხისმგებლობა დააყენოთ. უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლება ყოველ მეორე კვირას უნდა გადადგეს მაშინ, რადგან კორუფციის ფაქტები სხვადასხვა ქვეყანაში რაღაც სიხშირით გამოაშკარავდება ხოლმე. იმისთვის არის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული სასჯელი ამისთვის, რომ ასეთი დანაშაულები ხდება. ერთი რამ არის ცხადი და მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს. ამის მიზანია ის, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააცხადა მისი პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს, რომ ნებისმიერი კორუფციული გადაცდომა გამოვლინდეს, დაისაჯოს და კორუფციის სიმცირის მხრივ 2030 წელს საქართველო იყოს სამეულში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნინო ლაცაბიძე

03 აპრილი 2026, 13:21

რეგიონი

რუსთავში კლდიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 13:19

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ეკა გიგაურის გამოსვლა ნიდერლანდების პარლამენტში გამიზნულია იმისკენ, რომ რადიკალების მხრიდან უცხოელ პოლიტიკოსებს მიეცეთ ლეგიტიმაცია საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისა, მათი ეს ქმედება არის მავნებლობა

ნიდერლანდების პარლამენტში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოსვლას და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის და „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელის გიორგი რუხაძის მიერ, საერთაშორისო აქტორებისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოწოდებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

03 აპრილი 2026, 13:17

სამართალი

პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ფასებზე: არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა - რაც შეეხება სტრუქტურულ გამოწვევებს, პროდუქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები დასრულდა და საპარლამენტო კომისია ამ მხრივ თავის რეკომენდაციებს დადებს

არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

რომან გოცირიძე

03 აპრილი 2026, 13:09

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- სად არიან ოპოპარტიები, ვინ ქმნის დღეს ქვეყანაში კრიტიკულ დღის წესრიგს?!

ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? მართლა გჯერათ, რომ კალაძის ცოლმა მისი ქმრის მოგონილ თუ ნამდვილ საყვარელს ვარდისფერი კუბო გაუგზავნა? მართლა გჯერათ, რომ გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

03 აპრილი 2026, 13:07

საზოგადოება

სამეცნიერო-კვლევით ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ შეხვედრა გამართეს, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ცენტრის დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი

03 აპრილი 2026, 13:07

მსოფლიო

POLITICO: ტრამპი გენპროკურორის გათავისუფლების შემდეგ ადმინისტრაციაში ახალ ცვლილებებზე მსჯელობს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის გათავისუფლების შემდეგ დამატებით საკადრო ცვლილებებზე მსჯელობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 13:05

რეგიონი

რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი გულისხმობს ისეთი პროექტის მომზადებას, რომელიც შემდგომში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, განმეორებადი მოდელის სახით იქნება გამოყენებული. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:05

პოლიტიკა

პაპუაშვილი: მედიასთან კომუნიკაციის სიხშირის და ხანგრძლივობის მხრივ საქართველოს ჰყავს ყველაზე აქტიური პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ერთადერთი ვინც გვჯობია არის აშშ-ის პრეზიდენტი

ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ უცხოურ ინვესტიციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია. ამ მხრივ ამერიკული ინვესტიციები ყოველთვის მისასალმებელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტზე და ამერიკულ ინვესტიციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

03 აპრილი 2026, 13:02

რეგიონი

სოფელ ჭიაურში კოლექტორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიზანია არსებული სისტემების ეფექტიანობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვიყავით აშშ-ის ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად

ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, რომ ფაქტობრივად, დაიყვანა იმ დონეზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად და ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც დავასახელეთ არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ინდიკატორის ჩამოყალიბება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.