ზაზა შათირიშვილი: „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მიერ ტოტალურად გაკონტროლებული მედიისა და კვლევითი ორგანიზაციების პირობებში შემთხვევით არაფერი ხდება
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: IMEDI/კადრი
„დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მიერ ტოტალურად გაკონტროლებული მედიისა და კვლევითი ორგანიზაციების პირობებში შემთხვევით არაფერი ხდება, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში.
„დროის მოკლე მონაკვეთში, ევროკავშირის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის რიგით მეორე კვლევა ქვეყნდება, რომელსაც ამჯერად ცნობილი და ავტორიტეტული კომპანია FGS Global - ი აწერს ხელს და რომელიც ევროპელთა პოლიტიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ განწყობებს შეეხება. მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აჩვენებს მოსახლეობის აბსოლუტურ ნიჰილიზმსა და უიმედობას საკუთარი მთავრობებისა და ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის მიმართ, ფართოდ შუქდება სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მასობრივი მედიის საშუალებებში. კვლევის მთავარი სათქმელი კი ასე იკითხება - გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ „ევროკავშირის საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში „უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის“.
იქამდე იყო Ipsos-ის ასევე მასშტაბური კვლევა, რომელიც, როგორც თავად ამ კომპანიის ხელმძღვანელებმა გვაცნობეს, 5 თვის განმავლობაში მზადდებოდა და ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში ჩატარდა. ევროპელი მოქალაქეების სკეპტიციზმის და უიმედობის დონე იქაც უმაღლეს ნიშნულზე იყო - Ipsos-ის თანახმად ევროპაში დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ამ უკმაყოფილების უკან ევროპელი მოსახლეობის 65% დგას.
ერთი შეხედვით როგორც დღევანდელმა, ასევე 2 თვის წინანდელმა კვლევამ მარტივი მოცემულობა აჩვენა - დიდი ეკონომიკური განსწავლულობა არ სჭირდება ევროკავშირის პრობლემების გაანალიზებას, ისედაც ხელის გულზე დევს გაერთიანების ღრმა კრიზისი, მაგრამ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და ცხადია, ეს არ არის უბრალოდ მორიგი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, როგორც ცდილობენ მის ტირაჟირებას. მსგავსი, უკიდურესად ნეგატიური და პოლიტიკურად დამაზიანებელი სოციოლოგიის პოპულარიზაციას კონკრეტული მიზნები და ამოცანები აქვს.
პირველ რიგში, ამ წერილის ავტორმაც და მკითხველებმაც კიდევ ერთხელ უნდა დავუდასტუროთ ერთმანეთს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ევროკავშირში, "დიპ სტეიტის", იგივე არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მიერ ტოტალურად გაკონტროლებული მედიისა და კვლევითი ორგანიზაციების პირობებში შემთხვევით არაფერი ხდება. არც ახალ და არც Ipsos - ის ბოლო კვლევაში შემთხვევითი არც ერთი გრაფა და არც ერთი რიცხვი არ არის. ყველა გამოქვეყნებული მონაცემის უკან "დიპ სტეტის" ინტერესი დგას. ფაქტია, რომ ოლიგარქიული მმართველობა ბოლო პერიოდში აქტიურად ეწევა მისივე მონურ მორჩილებაში მყოფი ევროპული პოლიტიკური კლასის დისკრედიტაციას. "დიპ სტეიტი" ევრობიუროკრატიის და ზოგადად, ევროპაში პოლიტიკის უუნარობის დამტკიცებას ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს, იქნება ეს კვლევები, აშშ-ს ლიდერების მხრიდან დამამცირებელი განცხადებები, უშუალოდ ევროპელი პოლიტიკოსების არააადეკვატური, შეუსაბამო და დამაზიანებელი ნაბიჯები თუ კრიზისების წინა პლანზე წამოწევა ცალკეულ ქვეყნებში...
შესაბამისად, გვაქვს ერთი შეხედვით პარადოქსული მოცემულობა - როდესაც წლების მანძილზე სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების დავალებით, აგენტურული პოლიტიკური ბიუროკრატია სრულად ანგრევდა ევროკავშირს, მისი სტაბილურობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას, დღეს ტოტალურად გაკონტროლებული მედიით და მათი შეკვეთით დაწერილი კვლევებით გვეუბნებიან, რომ თურმე ხალხი უკმაყოფილოა, თურმე პოლიტიკურმა კლასმა ვერ გაამართლა და არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი საჭიროებების უზრუნველყოფას. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ - "დიპ სტეიტმა" ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვა ჩაატარა, ხალხის უკმაყოფილება გაზომა და თავადვე, საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი...
ცინიზმის მწვერვალია არა? მაგრამ არა - ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ოლიგარქები მათივე დავალებით დანგრეული ევროპული კეთილდღეობის მაქსიმალურ ტირაჟირებას გააგრძელებენ, კონტროლირებად მედიებს ალაპარაკებენ რომ ეს უმძიმესი მდგომარეობა მაკრონის, მერცის, ფონ დერ ლაიენის, კალასის და პოლიტიკური "ლიდერების" ბრალია, რითაც მაქსიმალურად მოახდენენ მმართველობის ამ ფორმის უუნარობის წარმოჩენას.
საბოლოოდ კი, ყოფითი პრობლემებით გაწამებულ საზოგადოებას კორპორაციულ მმართველობას მოახვევენ თავს. ჩემი გათვლებით, უახლოეს პერიოდში ეს იქნება თავდაპირველად ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, საიდანაც სრულად განიდევნება პოლიტიკა, დემოკრატია, არჩევნები, ხალხის ხმის უფლება და სანაცვლოდ დაკანონდება მმართველობის მკაცრი, კორპორაციული ვერტიკალი, რაც რეალურად ოლიგარქიული ოჯახების უკვე არა აგენტურის ხელით, არამედ ოფიციალურ მმართველობას დააკანონებს. კორპორაციული სისტემის ერთ, საცდელ ქვეყანაში იმდენად სწრაფად გამოსწორდება ყოფითი პრობლემები, რომ სხვა ქვეყნები იგივე მოდელის დასანერგად რიგშიც კი ჩადგებიან, რაც საბოლოოდ "დიპ სტეიტის" მხრიდან ქვეყნების პირად საკუთრებაში გადაფორმებით დასრულდება.
ცალკე საკითხია რა ბედი ელით ამის შემდგომ ერებს, სარწმუნოებას, ხალხების იდენტობას, კულტურასა და ტრადიციებს, რაზეც აქ არ შევჩერდები, თუმცა კი ევროპაში მმართველობის დემოკრატიული ფორმის ტოტალური, მრავალმხრივი დისკრედიტაცია სწორედ რომ მისი გაუქმების და კორპორაციული მმართველობის დასაფუძნებლად მიმდინარეობს“, - აღნიშნავს შათირიშვილი.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 15:22
ჯანდაცვა
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ.
03 აპრილი 2026, 15:16
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე: არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს
არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
03 აპრილი 2026, 15:12
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი
ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ.
03 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
03 აპრილი 2026, 15:03
რეგიონი
ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.
03 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე: მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს
გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს.
03 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
შაქარიშვილი: „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან, კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ
რამდენიმე დღეა, „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
03 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე: უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ
უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუფე შიოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
03 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.
03 აპრილი 2026, 14:57
საზოგადოება
ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი, ტყის მართვის ერთობლივი კომისიის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
03 აპრილი 2026, 14:54
რეგიონი
კურორტ ნუნისამდე მისასვლელი გზა სრულად რეაბილიტირდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისთან მისასვლელი, დაახლოებით 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას გეგმავს. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
03 აპრილი 2026, 14:54
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 14:52
პოლიტიკა
კახა კალაძე: საქართველოსა და ქართველების ინტერესებთან არაფერი აქვთ საერთო იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ
არავის უკვირს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ისინი ნომრიანი აგენტები არიან, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, სადაც შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ნიდერლანდების პარლამენტისადმი მიმართვა დასანქცირების შესახებ.
03 აპრილი 2026, 14:51
სამართალი
სგპ ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონით 545 გრამი) და ვერცხლის (514 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
03 აპრილი 2026, 14:47
საზოგადოება
მეუფე ზენონი პატრიარქის არჩევის პროცესზე: მე ვერანაირ ჩარევას ვერ ვხედავ - ჩემი კანდიდატები არიან, ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი (იარაჯული) კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესში ჩარევას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
03 აპრილი 2026, 14:45
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ყველაფერი იქნება კარგად, თუ ვიქნებით ფხიზლად და გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ, გონიერ პოლიტიკას
ეს არის ერთი და იგივე ქსელი, რომელიც ამ პროცესს აკნინებს. დაკრძალულიც არ იყო პატრიარქი, მაშინ დაიწყო ამ თემით სპეკულირება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
03 აპრილი 2026, 14:41
პოლიტიკა
პრეზიდენტი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ეს ის ხალხია, რომლებიც „ნაცმოძრაობაში“ იყვნენ 26 მაისის ღამეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს. სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა ამ ადამიანების სისხლზე. ესენი ბედავენ აქციაზე საუბარს?!
ეს ის ხალხია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ 26 მაისის ღამეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხანდაზმული ადამიანები ძირს დაყრილები, დასისხლიანებულები იყვნენ და სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა ხანდაზმული ადამიანების სისხლზე. ეს ადამიანები ბედავენ 26 მაისთან დაკავშირებით საუბარს, რაღაც მასშტაბურ აქციაზე?! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას.
03 აპრილი 2026, 14:39
საზოგადოება
სინოდის სხდომის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
03 აპრილი 2026, 14:33
მსოფლიო
The Times of Israel: ირანის დარტყმებმა აშშ-ში ალუმინის ექსპორტს საფრთხე შეუქმნა
ირანმა სპარსეთის ყურეში მდებარე ალუმინის უმსხვილესი ქარხნები დაბომბა, რის გამოც აღნიშნული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მასალის ექსპორტს აშშ-ში საფრთხე შეექმნა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
პრეზიდენტი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.


