შალვა პაპუაშვილი: ხიდაშელის „ენჯეო“ ფინანსდება ევროპული ფონდებიდან, რომ ანტიჩინური განწყობები გააღვივოს საქართველოში. თვითონ ევროპა იზოლაციაში რომ აღმოჩნდა კარგად ჩავიდნენ ჩინეთში სტრატეგიული პარტნიორობისთვის
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ხიდაშელის „ენჯეო“ ფინანსდება ევროპული ფონდებიდან და მუშაობს, რომ ანტიჩინური განწყობები გააღვივოს საქართველოში. თვითონ რომ დასჭირდათ კარგად ჩავიდა სულ ყველა იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განავითარონ ჩინეთთან. ესეც აჩვენებს, როგორ იხარჯება ევროპული ფული საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროპული ფული იხარჯებოდა იმაში, რომ დაეზიანებინათ საქართველოს საგარეო ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან და დაეტოვებინათ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ევროპის ხელში შემყურე.
„იზოლაციაში მოექცა დღეს ევროპა. ხვდებიან, რომ იზოლაციაში არიან და ამიტომ არის დიდი ჩასვლა ჩინეთში სხვადასხვა ხელმძღვანელების მხრიდან, დიდი მიგრაცია. სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა - ეს ყველაფერი ამ კვირების განმავლობაში ჩინეთთან... ეს ის ჩინეთია, რომელთან ურთიერთობასაც ეს ხალხი გვიშლიდა ჩვენ და ამისთვის გვაკრიტიკებდა.
ბრიუსელი, ბოლო ანგარიში რომ არის ვიზალიბერალიზაციაზე, აბა ჩახედეთ იქ რას გვეუბნება - ჩინეთს რატომ აქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. ამას გვეუბნებიან, რომ გააუქმეთ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა. თვითონ?! - ბრიტანეთს უვიზო მიმოსვლა უნდა და ჩვენ თურმე უნდა გავაუქმოთ.
ბალკანეთის ქვეყნებს არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, რომ ფაქტობრივად გვიკრძალავს ჩვენ ბრიუსელი ჩინურ კომპანიებთან ხელშეკრულების დადებას. რომ ჩინეთმა არ იხეიროს, გავლენები და ა.შ. და თვითონ რომ დასჭირდათ გავარდნენ სულ ყველა, ჩავიდნენ ჩინეთში პირდაპირი რეისით იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარონ. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ იზოლაციაში აღმოჩნდნენ. ამერიკამ უთხრა, რომ მე ჩემ საქმეს მივხედავ და ახლა ვეღარ იციან რა ქნან. ახლა რაღაც ბალანსობანას თამაშობენ. ინდოეთში ჩავიდნენ. ჩვენ გვსაყვედურობდნენ, რომ ინდოეთში გახლდით, პირველი ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ისტორიული ვიზიტი იყო. პირველი ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში და ასე აბუჩად აიგდეს. ხომ ნახეს, როგორ ჩავიდა ყველა დიდი ლიდერი და უხარიათ ეს ყველაფერი. და მესამე, აფინანსებენ ამ ყველაფერს. „სამოქალაქო იდეა“, ქალბატონი ხიდაშელის „ენჯეო“, რომელიც იცით, რომ მათ შორს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან ფინანსდება, ფინანსდება ევროპული ფონდებიდან და რას აკეთებს - მუშაობს ჩინეთის წინააღმდეგ, რომ ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. პირდაპირ ევროპული ფულით აფინანსებენ ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში და თვითონ რომ დასჭირდათ კარგად ჩავიდა სულ ყველა იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განავითარონ. ესეც აჩვენებს როგორ იხარჯება ევროპული ფული საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
30 სექტემბერი 2026, 22:59
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: კორუფციასთან ბრძოლისთვის ინდულგენცია ვერ იქნება ვერც ყოფილი, ვერც მოქმედი პოლიტიკოსი, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი
„კორუფციასთან ბრძოლისთვის ინდულგენცია ვერ იქნება ვერც ყოფილი, ვერც მოქმედი პოლიტიკოსი, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი - ვერც ჟურნალისტი, ვერც ექიმი, ვერც პოლიციელი", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი 2"-ის ეთერში.
30 სექტემბერი 2026, 22:38
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობოს გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია
არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებთან დაკავშირებით.
30 სექტემბერი 2026, 22:23
მსოფლიო
ტრამპი: დღეს მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ უკანასკნელი ამერიკული ძალები ტოვებენ ერაყს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ერაყში მყოფი უკანასკნელი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ქვეყანას ტოვებს.
30 სექტემბერი 2026, 22:16
ეკონომიკა
გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნეს პროექტები შუა დერეფანში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.
30 სექტემბერი 2026, 21:20
საზოგადოება
თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
30 სექტემბერი 2026, 20:53
პოლიტიკა
რომელი ორგანიზაციების სახელით და რა სტატუსით შეხვდნენ ალენ ბერსეს გიორგი ბურჯანაძე და ნინო დოლიძე - „ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფისს კითხვებით მიმართა. დეტალები „ქრონიკაში“
რომელი ორგანიზაციების სახელით და რა სტატუსით შეხვდნენ ალენ ბერსეს გიორგი ბურჯანაძე და ნინო დოლიძე. ასევე, რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე - ამ კითხვებით „ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფისს მიმართა. მედიასთან ურთიერთობის სამსახურიდან „ქრონიკას“ პასუხად განუცხადეს, რომ დამატების ინფორმაციას ვერ მიაწვდიან.
30 სექტემბერი 2026, 20:49
მსოფლიო
„მიუღებელი ძალადობის კლიმატი, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ“ - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციებზე 625 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 83 პოლიციელი
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოთხშაბათს ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი 356 საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეფერხდა.
30 სექტემბერი 2026, 20:32
საზოგადოება
დედაქალაქის მერის ვიზიტი ჩინეთში - ორმხრივი შეხვედრა და მეტროს ახალი ვაგონები. „ქრონიკა“ შანხაიდან
დედაქალაქის მერმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
30 სექტემბერი 2026, 20:29
პოლიტიკა
ევროკომისია, ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების წესის ცვლილებას და ვეტოს უფლების გაუქმებას გეგმავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკომისიის გეგმა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება. წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლება აღარ ექნებათ და კვალიფიციური უმრავლესობით მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება მათ შორის, გაფართოებას, სანქციებს და თავდაცვის პოლიტიკას.
30 სექტემბერი 2026, 20:27
პოლიტიკა
შეერთებულმა შტატებმა ევროსაბჭოს ანტიკორუფციული მონიტორინგის ჯგუფი დატოვა - სახელმწიფო დეპარტამენტი გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებით ხსნის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვენეციის კომისიის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი ოფიციალურად დატოვა.
30 სექტემბერი 2026, 20:24
პოლიტიკა
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ მოკლე დებატებს გამართავენ - შეხვედრაზე მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება არ იგეგმება და არ არსებობს კონსენსუსი რაიმე სახის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ მოკლე დებატებს გამართავენ.
30 სექტემბერი 2026, 20:18
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების სხვადასხვა ვარიანტი უნდა განიხილოს, მათ შორის ბლოკში ხელახლა გაწევრიანება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების სხვადასხვა ვარიანტი უნდა განიხილოს, მათ შორის ბლოკში ხელახლა გაწევრიანება. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის პოზიციას, რომ „ბრექსიტმა“ გაერთიანებულ სამეფოს „სარგებელზე მეტი ზიანი მოუტანა“.
30 სექტემბერი 2026, 20:15
რეგიონი
წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის მე-11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის მე-11 კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
30 სექტემბერი 2026, 20:15
პოლიტიკა
მორიგი დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე - პოლიტიკოსებს შორის ურთიერთბრალდებები მედიასა და სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელ რიტორიკაში გადაიზარდა
მორიგი დაპირისპირებაა ოპოზიციურ ფლანგზე - პოლიტიკოსებს შორის ურთიერთბრალდებები მედიასა და სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელ რიტორიკაში გადაიზარდა.
30 სექტემბერი 2026, 20:11
პოლიტიკა
ქრონიკის კითხვა IRI-ს - გეგმავს თუ არა ორგანიზაცია კვლევის გასაჯაროებას, რომელიც ოპოზიციამ დამალა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გასაიდუმლოებული კვლევა, რომელიც გასაჯაროვდა და ოპოზიციის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა - აპირებს თუ არა IRI კვლევის ოფიციალურად გამოქვეყნებას და დამკვეთის დასახელებას, ამ კითხვით „ქრონიკამ“ კვლევით ორგანიზაციას მიმართა.
30 სექტემბერი 2026, 19:42
მსოფლიო
მარკ რუტე: ყველამ იცის, რომ პუტინი ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას დაუყოვნებლივი საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირებაში ვერასდროს გაიმარჯვებს.
30 სექტემბერი 2026, 19:34
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ორმხრივ და რეგიონულ ფორმატში.
30 სექტემბერი 2026, 19:29
მსოფლიო
ნეთანიაჰუ FlyDubai-ს რეისზე მომხდარ ინციდენტზე: ერთი პილოტი დაკავებულია
დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ ავიაკომპანია FlyDubai-ს ხომალდზე მომხდარ ინციდენტს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სპეციალური ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და მომხდარს „უსაფრთხოების უმძიმესი ინციდენტი“ უწოდა.
30 სექტემბერი 2026, 19:20
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას, კომენტარი გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი.
30 სექტემბერი 2026, 18:45
მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერი ევროპას მოუწოდებს, ბირთვული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან დიალოგი დაიწყოს
ევროკავშირი რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაზე უნდა გადავიდეს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს და კატასტროფული ბირთვული თავდასხმა თავიდან იყოს აცილებული, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.


