30 იანვარი 2026, 08:25 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: საქართველოს წინააღმდეგ შეტევები კვლავაც გრძელდება და თუ ამას თვალი მოვუხუჭეთ, ისე გაგვთელავენ, „როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ის იანვარში საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს აჯამებს.

„ახალი წლის პირველი თვეც მიიწურა... ახალი წელი აკაცუკებმა ძველი იმედებით, მაგრამ ახალი ენერგიით დაიწყეს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტებით შედეგებზე ორიენტირებული ოპოზიციური სპექტრი (სპეციალურად ვიყენებთ სიტყვა „სპექტრს“, რადგან ყველას ერთიანად ვგულისხმობთ: პარტიებს, არასამთავროებს, ქრონიკულად მომიტინგე „რუსთაველელებს“ და ა. შ.) უკვე მეორე წელია ილუზიებიდან ვერ გამოდის და საკუთარ ბაბლში იხარშება.

ბუნებრივია, ისინი არც 2025 წელს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგებს ცნობენ (აბა, „არალეგიტიმური“ „ლეგიტიმურს“ როგორ ჩაატარებდა?). ერთ დღეში ხელისუფლების დამხობაც მოსინჯეს („4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ!“), მაგრამ როდესაც აქაც კრახი განიცადეს, მაშველ რგოლად ბი-ბი-სის მიერ გადაღებული პროპაგანდისტული ფილმი დაიგულეს - არიქა, მსოფლიოში ცნობილ ამ ტელეკომპანიას მაინც ხომ დაუჯერებენ ტყუილებსო...

მაგრამ რადგან ეს იმედიც უქარწყლდებათ და მათი უცხოელი ლობისტები ახალ ავანტიურაზე მიდიან - ცდილობენ, რომ ჟურნალისტურ გამოძიებად წოდებული ბი-ბი-სის ხსენებული ფილმის ტყუილებს მეტი ფასი შესძინონ და მასში მოტანილი კითხვის ნიშნები ძახილის ნიშნებად აქციონ ოფიციალური საერთაშორისო თუ სახელმწიფო ორგანოების მიერ აღიარების გზით. ამისთვის დიდი მუშაობა მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც და ამერიკაშიც.

ეჭვი არ არის, რომ ამერიკაში დაგეგმილი და უცნაური მიზეზით (ცუდი ამინდის გამო) გადადებული ჰელსინკის კომისიის სხდომაზეც დომინანტი საკითხი საქართველოს ხელისუფლების მიერ „წყალში გარეული საწამლავის“ მხილება უნდა ყოფილიყო.

არადა, საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღლა განაცხადა, ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს ყველა დაინტერესებულ მხარეს გავაცნობთო, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, კი ბატონო, დაიწყეთ საერთაშორისო გამოძიება (რომლითაც შიდა და გარე აკაცუკები იმუქრებიან), ჩვენ კი გამოძიების შედეგებსაც მოგაწვდით და სხვა მასალებსაცო, მაგრამ მათ ხომ ჭეშმარიტების დადგენა არ ადარდებთ. გაცილებით მარტივია, რომ გამოჰკითხონ აკაცუკები, რომლებიც მოყვებიან, თუ როგორ მოიწამლნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს წყალში გარეული საწამლავით, რა სიმპტომები ჰქონდათ მაშინ და როგორ ნახევრად დაინვალიდებულ მდგომარეობაში იმყოფებიან ამის შედეგად დღესაც. მერე რა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაახსენდათ და „მოწამვლიდან“ და „დაინვალიდებიდან“ განვლილ ერთ წელიწადში ამაზე კრინტიც არ დაუძრავთ.

სავარაუდოა, რომ ამ საკითხებზე დეტალურად მოუყვებიან აშშ-ს კონგრესის ადმინისტრაციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფებიან. კონგრესიდან ჩამოსული სტუმრებიც (ან მათი ნაწილი მაინც) სულ „ნწუ, ნწუ“-ს ძახილით დაბრუნდება ამერიკაში და შეეცდება ანტიქართული რიტორიკის ჩამქრალი ნაღვერდალი გააღვივოს.

ოპო-ების მოქმედების დღევანდელი გეგმა ძალიან მარტივად გამოიყურება: ყოველ-დღიური საპროტესტო აქციები, რომელმაც უნდა დაღალოს და წელში გადატეხოს ხელისუფლება. მათგან ჯერ მხოლოდ ერთეულები ხედავენ, რომ ეს გამარგინალებისკენ მიმავალი გზაა, რადგან აშკარაა, რომ პროტესტანტთა რაოდენობა არ იზრდება და ამ ძალებით არ არსებობს იმ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის პერსპექტივა, რომელსაც მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა არჩევნებში.

ბოლო დღეების საინტერესო სიახლე ის იყო, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი ვაშაძე ხელისუფლების მიერ დაანონსებულ დებატებში მონაწილეობისკენ იქაჩება, რაც ოპოების უმრავლესობის ტრენდში ვერ ჯდება, ხოლო ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი უფრო შორს მიდის და თავისიანებს არათუ დებატებისკენ, არამედ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. ამის მიზეზად საინტერესო შეფასებასაც ასახელებს - 1000 კაცით ხელისუფლებას ვერ მოვერევით (მნიშვნელოვანი აღიარებაა ოპოზიციის რაოდენობასა და შესაძლებლობებზე!) და როცა მძევლად ხელში ჩამგდებებს ძალით ვერ ერევიან, მათთან მოლაპარაკების გზით აგვარებენ პრობლემასო.

მძევლად ხელში ჩაგდებასთან ვითარების შედარება ხაბეიშვილის ფანტაზიებს მივაწეროთ, მაგრამ მთლიანობაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როგორც ჩანს, ციხეში ყოფნა ძირითადად დადებითად მოქმედებს ადამიანების აზროვნებზე და რეალობის უკეთ აღქმაზე.

მთლად ახალი ამბავი კიდევ ის არის, რომ გუშინ გერმანიის კანცლერმა მორიგი ცივი წყალი გადაასხა ზელენსკის ილუზიებს, რომელიც იმედს გამოთქვამდა, უკრაინა 2027 წლის 1 იანვარს ევროკავშირის წევრი გახდებოდა.
ფრიდრიხ მერცმა ცივად განაცხადა, შეეშვით ამ ილუზიებს, გაიგეთ, რომ ეს წლებით გაწერილი პროცესია, ჩვენ უკრაინას დავეხმარებით, რომ ჩვენი პირობები დააკმაყოფილოს და წლების შემდეგ გადავწყვეტთ, მივიღოთ თუ არა ევროკავშირშიო.

ამ ფონზე 4-წლიანი პაუზის შემდეგ უკრაინამ საქართველოში ელჩი დანიშნა. ქვეყნებს შორის ფაქტობრივად არარსებული დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ზოგადად, დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, მალე გამოჩნდება, ეს კაცი სამტროდ ჩამოვიდა თუ სამოყვროდ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზელენსკი მუდამ მხოლოდ ევროკავშირის მითითებით ან მათთან შეთანხმებით მოქმედებს, ის აქ კაი საქმისთვის არ უნდა იყოს გამოგზავნილი.

მოკლედ, საქართველოს წინააღმდეგ შეტევები კვლავაც გრძელდება და თუ ამას თვალი მოვუხუჭეთ, ისე გაგვთელავენ, „როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“, - წერს კაკაბაძე.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

03 აპრილი 2026, 22:04

მსოფლიო

მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები

ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ზურაბაშვილი

03 აპრილი 2026, 21:59

პოლიტიკა

გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება

სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.

03 აპრილი 2026, 21:33

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.

03 აპრილი 2026, 21:26

კულტურა

თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო

სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.

03 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.

03 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.

03 აპრილი 2026, 21:01

სამართალი

ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.

03 აპრილი 2026, 20:56

სპორტი

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.

03 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.

03 აპრილი 2026, 20:43

საზოგადოება

ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.

მეუფე ნიკოლოზი

03 აპრილი 2026, 20:37

საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით

გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან, - განუცხადა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

03 აპრილი 2026, 20:29

მსოფლიო

Fox News: დონალდ ტრამპს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ

Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ.

გამოცდებზე

03 აპრილი 2026, 20:21

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3538 გამოაქვეყნა.

03 აპრილი 2026, 20:12

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა

აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა, მეორე წევრის ძებნა კი კვლავ გრძელდება. ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა და სიტუაციაში ჩახედულმა მეორე წყარომ განუცხადეს.

03 აპრილი 2026, 20:10

პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველ გუნდში იმასაც აღნიშნავენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს.

03 აპრილი 2026, 20:04

საზოგადოება

პატრიარქის ასარჩევად გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მანამდე სინოდის სხდომა კიდევ ერთხელ თარიღსა და კანდიდატებთან დაკავშირებით შედგება.

03 აპრილი 2026, 19:52

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ლინ ძიენი

03 აპრილი 2026, 19:37

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიენმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა და განაცხადა, რომ ომმა შეაფერხა ჰორმუზის სრუტის ნაოსნობის ხაზი.

03 აპრილი 2026, 19:25

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელდ გთავაზობთ.

03 აპრილი 2026, 19:16

სპორტი

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება

სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ფესტივალის შესახებ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრეზენტაციას მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრეს.