30 იანვარი 2026, 10:34 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: რეგიონში ბიზნესგარემო უფრო რთული და რისკებისადმი მგრძნობიარე გახდა, ამ კონტექსტში, საქართველოს შეუძლია კონსტრუქციული როლის შესრულება

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

„საქართველო–კორეის შეთანხმება და პრაგმატული დიპლომატია: ახალი შესაძლებლობები შეზღუდული ბაზრებისთვის“, - ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი სამხრეთ კორეული გამოცემა, The Korea Herald, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან ინტერვიუს.

„რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კორეულ კომპანიებს რუსეთისა და უკრაინის ბაზრებთან პირდაპირი ურთიერთობის შეზღუდვები შეექმნათ, ხოლო მთელს რეგიონში ბიზნესგარემო სულ უფრო რთული და რისკებისადმი მგრძნობიარე გახდა.

ამ ფონზე, საქართველოს შეუძლია კონსტრუქციული და სტაბილიზაციის როლი შეასრულოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.” - წერს გამოცემა.

The Korea Herald-თან ინტერვიუში სამხარაძემ განაცხადა, რომ კონფლიქტისგან საქართველოს შედარებითი იზოლაცია მას პრაქტიკულ პლატფორმად აქცევს განახლებული რეგიონული ჩართულობისთვის.

„ადრე თუ გვიან, ყველა ომი დასრულდება და ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაში ომი უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე გვიან“, - განუცხადა მან The Korea Herald-ს. „როდესაც ეს მოხდება, შესაძლებლობები ხელახლა გაიხსნება“.

„საქართველო-კორეის პარტნიორობა დაეხმარება კორეულ კომპანიებს თანდათანობით დაიბრუნონ წვდომა ამ ბაზრებზე, საქართველო კი საწყის წერტილად იქცევა“, - დასძინა მან.

სამხარაძის თქმით, საქართველოში ადრეული პოზიციონირება, კორეულ კომპანიებს კონკურენტულ უპირატესობას მისცემს რეგიონული პირობების ნორმალიზების შემდეგ.

„თუ კორეულ კომპანიებს უკვე ექნებათ მყარი წარმომადგენლობა საქართველოში, მათთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება უკრაინაში, რუსეთსა და მეზობელ ბაზრებზე ხელახლა შესვლა“, - თქვა მან და ხაზი გაუსვა საქართველოს ძლიერ საინვესტიციო კლიმატს, ბიზნესის კეთების სიმარტივეს და დაბალ საგადასახადო პირობებს.

ინტერვიუში ასევე საუბარია პრაგმატიზმის, როგორც დიპლომატიური საფუძვლის შესახებ.

კერძოდ, როგორც The Korea Herald-ი წერს, სამხარაძემ აღნიშნა სამხრეთ კორეის პრაგმატული დიპლომატიური მიდგომა მზარდი გლობალური გაურკვევლობის ფონზე და საქართველოს აშკარა თანხვედრა ამ სტრატეგიასთან, რითაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საერთო ღირებულებებს.

„საქართველო და კორეის რესპუბლიკა მსგავსი აზროვნების ქვეყნები არიან, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო სამართალს, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და პრაგმატულ დიპლომატიას“, - თქვა მან სამხრეთ კორეის ოფიციალური სახელწოდების გამოყენებით. „ეს საერთო ხედვა თანამშრომლობის მტკიცე საფუძველს ქმნის“.

მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს ინსტიტუციური განვითარება, ორმხრივი ურთიერთობების მზარდ იმპულსს ასახავს.
„პრაგმატიზმი გვაერთიანებს, რაც მოგვიტანს უფრო აქტიურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ახალ გზებს“, - განაცხადა სამხარაძემ.

„თბილისში, კორეის სრულფასოვანი საელჩოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს გახსნა, ადასტურებს კორეის დაინტერესებას. ჩვენ ასევე მივესალმებით KOICA-ს (კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო) ოფისის გახსნას თბილისში.“ - აღნიშნა მან.

სამხარაძის თქმით, საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც პირდაპირი ფრენების განხორციელების საშუალებას იძლევა, კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

„მოვლენების ამგვარი განვითარება, ქმნის მეტ შესაძლებლობას ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ადამიანებისთვის, რომ ისარგებლონ უფრო მჭიდრო ურთიერთობებით“, - თქვა მან.

სამხარაძემ განაცხადა, რომ წარსულში არსებული გამოწვევების მიუხედავად, მზარდი ურთიერთობები და საერთო ღირებულებები, საქართველო-კორეის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და აღნიშნა ურთიერთდახმარება უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში.

„საქართველომ მხარი დაუჭირა კორეის პოლიტიკას კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის შესახებ და არაერთხელ დაუჭირა მხარი კორეას გაეროში“, - დასძინა მან.

გამოცემა წერს, რომ „სამხარაძემ ასევე გაავრცელა „კარგი ამბავი“ საქართველო-კორეის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების შესახებ და განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და იურიდიული გუნდები, მიმდინარე წელს ხელმოწერისთვის ტექსტის საბოლოო ფორმირებაზე მუშაობენ.“

მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში და აღნიშნა, რომ ის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მთავარი დამაკავშირებელი რგოლია.

„ჩვენი მიზანია, ეს დერეფანი არა მხოლოდ ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი, არამედ ყველაზე მოსახერხებელი გზაც გავხადოთ. საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია და კორეული კომპანიების ინტერესებში შედის, გამოიყენონ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ევროპაში ექსპორტისთვის“.

“სამხარაძემ დასძინა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, თურქეთთან და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მას ინვესტიციების, წარმოებისა და რეგიონული ექსპორტის იდეალურ კარიბჭედ აქცევს.

ამასთან, სამხარაძემ განაცხადა, რომ კორეა საქართველოსთვის პრიორიტეტული პარტნიორია და საჭიროა უფრო ძლიერი ვაჭრობის, ახალგაზრდული გაცვლისა და განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობა. მან იმედი გამოთქვა, რომ მზარდი კორეული ტურიზმი - გასულ წელს 31 000-ზე მეტი ვიზიტორი - შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს პირდაპირი რეისებით და ისეთი სპეციალიზებული შეთავაზებებით, როგორიცაა გოლფის, კულტურული და ღვინის ტურიზმის კომბინაცია.” - წერს The Korea Herald-ი.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიზანია, ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად განიხილოს მედიკამენტების ფასწარმოქმნის პროცესი. 2023 წლიდან რეფერენტული ფასების პროგრამა ხორციელდება და გვინდა, თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ, რამდენად წარმატებულია აღნიშნული პროგრამა, - განაცხადა პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის დღევანდელი სხდომის დასაწყისში.

03 აპრილი 2026, 18:38

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანის თავზე აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოვარდნის შემდეგ, ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ეკიპაჟის წევრებს იპოვიან და მათ ცოცხლად ჩააბარებენ ხელისუფლებას, ჯილდოს მიიღებენ

ირანის თავზე ამერიკული გამანადგურებლის ჩამოვარდნის შემდეგ, ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ეკიპაჟის წევრებს იპოვიან და მათ ცოცხლად ჩააბარებენ ხელისუფლებას, სპეციალურ ჯილდოს მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 18:29

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გვინდა, გამოვეხმაუროთ ცხოველთა თავშესაფარში მომხდარ პროვოკაციულ და ვანდალურ ფაქტს - სააგენტო გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს და უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას

გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მომხდარ პროვოკაციულ და ვანდალურ ფაქტს - ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტო გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს და უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას

03 აპრილი 2026, 18:27

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ სამაშველო ოპერაციას ატარებს ირანის თავზე გამანადგურებლის ჩამოვარდნის შემდეგ

ირანის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ეკიპაჟის წევრების გადასარჩენად სამძებრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

03 აპრილი 2026, 18:23

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ჩამოყალიბდა სამი კომისია - სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

სინოდის სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად. მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია: სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო, - განუცხადა საპატრიარქოსთან სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

თორნიკე ბერეკაშვილი
ლევან მაჭავარიანი

03 აპრილი 2026, 18:19

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი და თორნიკე ბერეკაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ბერეკაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

03 აპრილი 2026, 18:16

მსოფლიო

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული გამანადგურებელი ჩამოაგდეს - ამ დროისთვის ეკიპაჟის წევრების სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული გამანადგურებელი ჩამოაგდეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 აპრილი 2026, 18:15

პოლიტიკა

ქადაგიშვილი პატრიარქის არჩევაზე: ვხედავთ ისეთი ძალების, პერსონებისა და ორგანიზაციების აქტიურობას, რომელთაც არანაირი შემხებლობა ეკლესიის ცხოვრებასთან არ გააჩნიათ, მაგრამ დაინტერესებული არიან, პროცესი სენსაციურობის ფონზე წარიმართოს

სამწუხარო სურათს ვადევნებთ თვალ-ყურს, რომ ეს დაუსრულებელი აჟიოტაჟი - ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, რაც დრო გადის და ახლოვდება შესაბამისი ვადა, უფრო და უფრო მეტი სიმძაფრით წარმოჩინდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის ექსპერტზე: თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები

თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და შეესწავლა, ამავდროულად რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 18:12

პოლიტიკა

სეფაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: როგორც ვხედავ და როგორც ამერიკაში შეხვედრებისას დავრწმუნდი, განწყობა არის აბსოლუტურად დადებითი. ყველა შეხვედრაზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან

როგორც ვხედავ და როგორც ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვედრებისას დავრწმუნდი, განწყობა არის აბსოლუტურად დადებითი. ჩვენ ყველა შეხვედრაზე დავინახეთ სრული მზაობა იმისათვის, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, ეს პარტნიორობა მიზნად ისახავდეს კონკრეტული შედეგების მოტანას და არა მხოლოდ ცარიელ ფურცელზე გაცხადებულ დეკლარირებულ მიზნებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე საუბრისას.

ჯეი დი ვენსი

03 აპრილი 2026, 18:11

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი სამშაბათს ბუდაპეშტს ეწვევა ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკებების გასამართად

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სამშაბათს ბუდაპეშტს ეწვევა ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკებების გასამართად. ვიზიტი შედგება 12 აპრილის გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ირაკლო ქადაგიშვილი

03 აპრილი 2026, 18:07

პოლიტიკა

ქადაგიშვილი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: აქვთ სცენარი, რომელიც მრავალჯერ ფიასკო განცდილია, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ. წავლენ ესკალაციაზე და გარედან იმის წარმოჩენას შეეცდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა

აქვთ სცენარი, რომელიც მრავალჯერ და ფიასკო განცდილია მაგრამ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ. წავლენ ესკალაციაზე და გარედან იმის წარმოჩენას შეეცდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

დენ იორგენსენი

03 აპრილი 2026, 17:55

მსოფლიო

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში: ევროპა ხანგრძლივი ენერგეტიკული შოკისთვის უნდა მოემზადოს

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, დენ იორგენსენი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომისგან გამოწვეული კრიზისი დიდხანს გასტანს და ენერგორესურსების ფასი მაღალ ნიშნულზე დიდხანს დარჩება.

03 აპრილი 2026, 17:50

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზე: ალბათ აპრილის ბოლოსთვის უკვე გვექნება გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელზეც შემდგომ ვიმუშავებთ

ალბათ აპრილის ბოლოსთვის უკვე გვექნება გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელზეც შემდგომ ვიმუშავებთ, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 17:48

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ცდილობენ სინოდის საქმეებში ჩარევას და გავლენის მოხდენას მომავალი პატრიარქის არჩევნებში. მათ სურთ ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომელიც იოლად დაემორჩილება მათ გავლენას

ნიშანდობლივია, რომ ისინი ცდილობენ სინოდის საქმეებში ჩარევას და გავლენის მოხდენას მომავალი პატრიარქის არჩევნებში. იმიტომ, რომ მათ სურთ ისეთი კანდიდატის შერჩევა და მხარდაჭერა, რომელიც იოლად დაემორჩილება მათ გავლენას. და რაში სჭირდებათ მათ იოლად დამორჩილებადი პატრიარქი?!-იმიტომ, რომ მათ არ სურთ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული საქართველო და ღირებულებებისთვის მებრძოლი ქართველი ერი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე დისკრიმინაციულ კამპანიაზე საუბრისას.

03 აპრილი 2026, 17:45

საზოგადოება

საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება.

დავით ქართველიშვილი

03 აპრილი 2026, 17:40

პოლიტიკა

ქართველიშვილი ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაზე: ლუციფერის მთელი ლეგიონი იქნება ამხედრებული იმისთვის, რომ პატრიარქის არჩევნების პროცესმა მშვიდად არ ჩაიაროს და არ იქნას აღსრულებული, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უწმინდესის მემკვიდრეობა

ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევისა და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანაში რადიკალების ქმედებები ამხილა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა რადიკალური განცხადებები მიმართული ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ.

პროკურორი ნინო გულიაშვილი

03 აპრილი 2026, 17:38

სამართალი

მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა

ბრალდების მხარე ნიკა მელიას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

დავით ქართველიშვილი

03 აპრილი 2026, 17:37

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პატრიარქის მემკვიდრეობის ეჭვქვეშ დაყენება მისი ავტორიტეტის დაკნინებაა

პატრიარქის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ დისკუსიებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი განცხადებით, ეჭვების გაჩენა იმის შესახებ, დატოვა თუ არა ილია მეორემ ღირსეული მემკვიდრეები, მიუღებელია და პატრიარქის ავტორიტეტის დაკნინებას ემსახურება.

03 აპრილი 2026, 17:30

მსოფლიო

POLITICO: აშშ-ს ნატოს რღვევა ალიანსიდან გასვლის გარეშეც შეუძლია და ამის ხუთი საშუალება არსებობს

გამოცემა POLITICO წერს, რომ შეერთებულ შტატებს ნატოს რღვევა ალიანსიდან გასვლის გარეშეც შეუძლია და ამის ხუთი საშუალება არსებობს.