30 იანვარი 2026, 18:30 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი: ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ე.წ. ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნება თუ სხვა, მათ არ აქვთ არანაირი არგუმენტი - ჩვენ დასაბუთებით შეგვიძლია, ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ და ჟენევის ფორმატმა ეს გამოაჩინა

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

მათი სურვილები და მოთხოვნები იყო: ისევ და ისევ, გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი; „ხავერდოვნად გადავაბაროთ“ ხელისუფლება იმათ, ვინც მათ მოსწონთ და ასე შემდეგ. დაახლოებით, ასეთი არარელევანტური პოზიციები მოვისმინეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მან ისაუბრა იმ მოთხოვნებზე, რომელიც საქართველოს მიმართ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს გააჩნია ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრისას. იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ჟენევის ფორმატში დასმულ თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

„ძალიან კარგად გამოჩნდა ერთი რამ: აი, ის ქვეყნები, რომელთაც დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი და სხვისი აზრებით გამოდიან, ჩვენ ვნახეთ, მათი გამოსვლები როგორიც იყო. ამავდროულად, ნებისმიერი ის ქვეყანა, რომელსაც გულწრფელად და ობიექტურად აინტერესებს ადამიანის უფლებების დაცვა, ის პოზიციურად აფასებდა ჩვენს ქვეყანას და იმ საქმიანობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ე.წ. ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებოდნენ თუ სხვა, საიდანაც, როგორც წესი, გვესმის ხოლმე ასეთი კითხვები, მათ არ აქვთ არანაირი არგუმენტი. ჩვენ ყველა არგუმენტში ვართ ძალიან ძლიერები. ჩვენ დასაბუთებით შეგვიძლია ნებისმიერ პლატფორმაზე, ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ და ჟენევის ფორმატმა სწორედ ეს გამოაჩინა.

მათი სურვილები და მოთხოვნები იყო - ისევ და ისევ, გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი; „ხავერდოვნად გადავაბაროთ“ ხელისუფლება იმათ, ვინც მათ მოსწონთ და ასე შემდეგ. დაახლოებით, ასეთი არარელევანტური პოზიციები მოვისმინეთ მათი მხრიდან, მაგრამ ჩვენ თითოეულ კითხვას გავეცით ამომწურავი პასუხი.

ვფიქრობ, ვინც ამ დისკუსიას ადევნებდა თვალს, ნებისმიერი ამაში დარწმუნდებოდა. ჩვენ ღიად და არგუმენტირებულად ვისაუბრეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა წლიდან წლამდე ძლიერდება ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მიმართულებით. ამას კონკრეტული როგორც საერთაშორისო ობიექტური და ავტორიტეტული კვლევები და ინდექსები აფუძნებს, ასვე კონკრეტული კანონშემოქმედებითი თუ სხვა პროცესებითაა ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილი. მეორე მხარის მიერ, ცხადია, იქ არანაირი არგუმენტები არ გაჟღერებულა. შესაბამისად, ისეთი რეკომენდაციები, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ეროვნულ ამოცანებთან და ინტერესებთან, ვერ იქნება გაზიარებული“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაში რატი იონათამიშვილი მონაწილეობდა.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 22:33

მსოფლიო

CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს

ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 აპრილი 2026, 22:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება

ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.

ემანუელ მაკრონი

03 აპრილი 2026, 22:04

მსოფლიო

მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები

ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ზურაბაშვილი

03 აპრილი 2026, 21:59

პოლიტიკა

გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება

სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.

03 აპრილი 2026, 21:33

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.

03 აპრილი 2026, 21:26

კულტურა

თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო

სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.

03 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.

03 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.

03 აპრილი 2026, 21:01

სამართალი

ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.

03 აპრილი 2026, 20:56

სპორტი

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.

03 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.

03 აპრილი 2026, 20:43

საზოგადოება

ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.

მეუფე ნიკოლოზი

03 აპრილი 2026, 20:37

საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით

გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან, - განუცხადა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

03 აპრილი 2026, 20:29

მსოფლიო

Fox News: დონალდ ტრამპს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ

Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ.

გამოცდებზე

03 აპრილი 2026, 20:21

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3538 გამოაქვეყნა.

03 აპრილი 2026, 20:12

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა

აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა, მეორე წევრის ძებნა კი კვლავ გრძელდება. ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა და სიტუაციაში ჩახედულმა მეორე წყარომ განუცხადეს.

03 აპრილი 2026, 20:10

პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველ გუნდში იმასაც აღნიშნავენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს.

03 აპრილი 2026, 20:04

საზოგადოება

პატრიარქის ასარჩევად გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მანამდე სინოდის სხდომა კიდევ ერთხელ თარიღსა და კანდიდატებთან დაკავშირებით შედგება.

03 აპრილი 2026, 19:52

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ლინ ძიენი

03 აპრილი 2026, 19:37

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიენმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა და განაცხადა, რომ ომმა შეაფერხა ჰორმუზის სრუტის ნაოსნობის ხაზი.