31 იანვარი 2026, 14:19 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა 1700 ქართული დაცარიელებული სოფლის, უნიკალური პროფესიების უკანასკნელი მატარებლების ფონზე

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს და წერს, რომ საქართველოში, გლობალისტური ლიბერალიზმის ბუდე საუნივერსიტეტო სივრცეებია.

„წლებია ვხედავ "წითელი პროფესორების" მიერ ადგილობრივი "ჩე გევარების" გამომშვებ "ალმა მატერებს". ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სულ რომ მთელ მსოფლიოში დამარცხდეს გლობალისტური ლიბერალიზმი, საქართველოში მათი "საუნივერსიტეტო ბუდეები" მაინც იარსებებენ. ეს კი უკვე კატასტროფა იქნება“ - წერს ანალიტიკოსი.

დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ განათლების სისტემაში ხარვეზებს ვხედავთ 1700 ქართული დაცარიელებული სოფლისა და უნიკალური პროფესიების უკანასკნელი მატარებლების ფონზე.

„მეგობრებო, მე არ მინდა დავტოვო შთაბეჭდილება, რომ გავურბივარ "თსუ-სტუ"-ს დისკუსიაში მონაწილეობას. ჩემი პოზიცია არაა დარგობრივი სპეციალისტის, თუ განათლების სფეროში "ექსპერტის" მოსაზრება, რომელსაც არ წარმოვადგენ. ჩემი მთავარი გულისტკივილი თქვენ იცით - ეს არის ღვთისმშობლის წილხვდომილობაში დაცარიელებული ტაძრები. ეს არის სახარების მიღმა უეკლესიურობა, ულოცველობა, უმარხულობა, უზიარებლობა, უსიყვარულობა. მაგრამ, ეს ხომ სულ სხვა თემაა.
განათლების სფეროში მე მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა. ეს ყველაფერი მაშინებს 1700 ქართული დაცარიელებული სოფლის, დახარვეზებული აგროსექტორის, უნიკალური პროფესიის უკანასკნელი მატარებლების (ხარატი, დურგალი, მექანიკოსი და ა.შ.) ფონზე. განათლების სფეროში მაშინებს "პროფესორის" და "დოქტორის" ხარისხების მინიჭება იქ, სადაც ყასაბს, ყოველგვარი სწავლის გარეშე, აძლევენ "სახელმწიფო მმართველობის დოქტორანტურის" დამთავრების საშუალებას.
კი არ მაშინებს, არამედ "აღშფოთებულად შეშფოთებული" ვარ, რომ თავის დროზე დღეს აღელვებულ საზოგადოებას ხმა არ ამოუღია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და ეფექტური უმაღლესი სასწავლებლის - უშიშროების აკადემიის გაქრობისა და განადგურების გამო. მოკლე პერიოდი მე მანდ არა მხოლოდ ვსწავლობდი, არამედ ვასწავლიდი კიდეც. და ეს იყო პატრიოტიზმის, უცხო ენების, ოპერატიული ფსიქოლოგიის, სპეცდისციპლინების სწავლების უნიკალური ლაბორატორია. გააქრეს აკადემია და სპეცსამსახურებში მივიღეთ ყასაბების, პოეტების, ენჯეოშნიკების არაერთი თაობა.
დღეს უმაღლესი განათლების სისტემა მე მიმაჩნია სახელმწიფოს ძირითად სახე
დამკვეთად, თუ რამდენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და რომელ დარგში გვჭირდება. მე ეჭვი მეპარება, რომ ასეთი დაკვეთა არსებობდეს. სამაგიეროდ, წლებია ვხედავ "წითელი პროფესორების" მიერ ადგილობრივი "ჩე გევარების" გამომშვებ "ალმა მატერებს". ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სულ რომ მთელ მსოფლიოში დამარცხდეს გლობალისტური ლიბერალიზმი, საქართველოში მათი "საუნივერსიტეტო ბუდეები" მაინც იარსებებენ. ეს კი უკვე კატასტროფა იქნება.
ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც გულწრფელად არ მესმის, ვინაიდან არ ვარ "ექსპერტი", მე ვრთავ "ანალიტიკოსს" და გამოცდილებით მოპოვებული შედარების შესაძლებლობებს: ახალი გადაწყვეტილებით ესა თუ ის პრობლემა გამძაფრდება, თუ იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს? ჩემი ანალიტიკური ინტუიციით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე ამ უკანასკნელთან გვაქვს. ხოლო ისედაც მძიმე და ჩიხში შესული ვითარების კიდევ უფრო დემონიზირების უკან, მხოლოდ გარკვეულ პირთა კლასტერების მხრიდან, პირადულ და სუბიექტურ შეხედულებებს ვხედავ. არაა გამორიცხული, როგორც ყოველთვის, ამაშიც ვცდებოდე...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

საკურა

03 აპრილი 2026, 17:04

საზოგადოება

4-5 აპრილს ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მისულ დამთვალიერებლებს ორი დღის განმავლობაში დახვდებათ იაპონურ თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; ანიმეების გამოფენა; იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნება; ორიგამის, შოდოს მასტერკლასი. ასევე, შესრულდება იაპონური ცეკვები.

03 აპრილი 2026, 16:55

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო.

03 აპრილი 2026, 16:45

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელისაშვილი მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

03 აპრილი 2026, 16:33

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 16:30

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ რომლის რეალიზაცია სხვადასხვა დროს განახორციელა.

03 აპრილი 2026, 16:19

საზოგადოება

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას.

03 აპრილი 2026, 15:47

მსოფლიო

ირანული მედია ამერიკელი მფრინავის ტყვედ აყვანის შესახებ იუწყება

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ირანის საჰაერო სივრცეში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო მისი პილოტი ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 15:41

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი და ჯგუფის წევრი ზურაბ ქადაგიძე მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

03 აპრილი 2026, 15:41

საზოგადოება

კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება

ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:40

პოლიტიკა

კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით

არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:39

საზოგადოება

კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი

გუშინ რაც მოხდა ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ზოგი ცოფით, ზოგი მძიმე ავადმყოფობით. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე

სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს

შეკითხვაში იტყუებით. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა გაქვთ საზოგადოება მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. თქვენ შეიძლება თქვენი „ბაბლი“ მოატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უფასო სასადილოების თაობაზე დასმული კითხვის შესახებ.

03 აპრილი 2026, 15:26

საზოგადოება

თბილისის მერი პეკინის გამზირის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 15:22

ჯანდაცვა

ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია

ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ.

ზვიად შალამბერიძე

03 აპრილი 2026, 15:16

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე: არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს

არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.

მიხეილ ყაველაშვილი

03 აპრილი 2026, 15:12

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი

ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 აპრილი 2026, 15:08

მსოფლიო

ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

03 აპრილი 2026, 15:03

რეგიონი

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.

ვატო შაქარიშვილი

03 აპრილი 2026, 14:59

პოლიტიკა

შაქარიშვილი: „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან, კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ

რამდენიმე დღეა, „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.