31 იანვარი 2026, 18:34 / სანდო წყარო

პაპუაშვილი მთივლიშვილზე: რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი. თანაც ისეთი უტიფარი, რომ ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე სიყალბის გამო ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ის, რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გელა მთივლიშვილთან დაკავშირებით.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, „თანაც ისეთი უტიფარი სიყალბის, რომ, როგორც თავად რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე მსგავსი დონის სიყალბის გამო მას ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა“.

„ის, რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი.

თანაც ისეთი უტიფარი სიყალბის, რომ, როგორც თავად რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე მსგავსი დონის სიყალბის გამო მას ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა. ანუ იმ დონის უტიფარი სიყალბეა, რომ ბრიუსელისთვისაც კი, რომელიც ყველანაირ საბაბს ეძებს, რომ შარი მოგვდოს და ბრალი დაგვდოს, წითელი ხაზი აღმოჩნდა.

წესით, ამ ერთი ფაქტის მოყვანითაც შემეძლო ეს თემა დამეხურა, თუმცა, ვინაიდან, ამ ადამიანს არც ჩემი სიტყვა ესმის და როგორც თავად ამბობს, არც ევროკავშირის, და სოცქსელს ამ სრულიად ყალბი ბანერით აბინძურებს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რა არის სიყალბე და რა - სიმართლე.

რაც შეეხება სიმართლეს. სიმართლე ის არის, რომ ჩემი ერთდერთი დამსახურება, რომ ჩემს ბიძაშვილთან ერთად მის მიერ ნახსენები ნაკვეთის თანამესაკუთრე (და არა ერთადერთი მესაკუთრე) ვარ, არის იმაში, რომ პაპაჩემის შვილიშვილი ვარ.
ამ ნაკვეთს და მის მიმდებარე არანაკლებ ნაკვეთებს (რომელსაც ის რატომღაც არ აჩენს) იმ მომენტიდან, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში საკუთრების უფლება გაჩნდა, პაპაჩემი ფლობდა, ნაწილს საკუთრებად, ნაწილს კი იჯარით.
პაპაჩემი 2003 წელს გარდაიცვალა და მემკვიდრეობა მე და ჩემს ბიძაშვილს დაგვიტოვა. ის, რაც მას საკუთრებაში ჰქონდა, საკუთრებად გადმოვიფორმეთ, ხოლო ის, რაც იჯარის ხელშეკრულებით იყო, მასზე ახალი იჯარის ხელშეკრულება დავდეთ. ვინაიდან იჯარის პროცედურებს რეგიონში სხვადასხვა უწყებებში სიარული, წერილების წერა და თანხმობები სჭირდებოდა, ყველგან ორივეს რომ არ გვეარა, შევთანხმდით, რომ ნაკვეთების ამ ნაწილზე იჯარის ხელშეკრულების დადებას ჩემი ბიძაშვილი აიღებდა თავის თავზე. თუმცა ამის შემდეგაც ეს იყო ჩვენი საერთო ქონება და იჯარის თანხასაც ერთად ვიხდიდით. 2005 წლიდან შესაძლებელი გახდა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა. გამოსყიდვის ფასი სახელმწიფოს მიერ კანონით დადგინდა. თავდაპირველად არც ვჩქარობდით გამოსყიდვას, თუმცა ვინაიდან დაანონსდა, რომ 2010 წლის შემდეგ რეგულაციები შეიცვლებოდა, გამოსყიდვის პროცედურები დავიწყეთ. ვინაიდან, იჯარის ხელშეკრულება მხოლოდ ჩემი ბიძაშვილის სახელზე იყო, გამოსყიდვაც იურიდიულად მხოლოდ მას შეეძლო. ასე რომ შევთანხმდით, რომ მას გამოესყიდა და მერე, როცა იქნებოდა, გაგვემიჯნა საკუთრება. შესყიდვის თანხაც ერთად დავდეთ და ამის შემდეგ ამ ნაკვეთებზე ქონების გადასახადსაც ერთად ვიხდიდით. ასე რომ, ეს ნაკვეთები ჩვენს ფაქტობრივ თანასაკუთრებაში იყო. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის რაიმე ოჯახური ისტორია, რომელიც ორმა ადამიანმა ვიცით. ქიზიყში პაპაჩემს და მის ოჯახს ყველა პირადად თუ არ გვიცნობს, გაგონილი მაინც აქვთ, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. ასე რომ, ის ტერიტორია ჩემი და ჩემი ბიძაშვილის საკუთრება რომ არის, ეს ყველამ იცის.

ასე ჰარმონიულად მიდიოდა ჩვენი ცხოვრება, მიწაც იხვნებოდა და ღვინოც იწურებოდა, სანამ 2020 წელს პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. ვინაიდან ვიცოდი, რომ მოხელის დეკლარაციის შევსება იქნებოდა საჭირო, გადავწყვიტე ის, რაც ჩემი ქონება იყო, სამართლებრივადაც მომეწესრიგებინა, რომ შემდეგ, გადმოფორმების თუ ნაკვეთების გაყიდვის შემთხვევაში, კითხვა არ ყოფილიყო, საიდან ეს ქონება და გაყიდულიდან თანხა მე რატომ შემხვდა. ჩემს პირველივე დეკლარაციაში ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს - ჩემმა მეუღლემ დაირეგისტრირა სოფლის სახლი, რომელიც ბებიამისს მანამდეც მისთვის ჰქონდა ნაჩუქარი, მე კი ჩემზე ის ნაკვეთები რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. ამ ნაკვეთებიდან მაგალითად სახნავი მიწა მე და ჩემმა ბიძაშვილმა პირდაპირ შუაზე გავყავით და ცალ-ცალკე დავირეგისტრირეთ (სხვათა შორის აქაც 1 ლარად, მაგრამ რატომღაც ამ ადამიანისთვის იქვე, გზის გადასწვრივ მდებარე სახნავი მიწა საინტერესო არ აღმოჩნდა), ხოლო იმ ნაკვეთებზე, რომლებიც ფიზიკურად რთული გასამიჯნია, თანამესაკუთრეებად დავრეგისტრირდით.

ახლა რაც შეეხება 1 ლარს. ეს სამარცხვინო მანიპულაცია, ჯერ 2023 წელს "ბათუმელებმა" იკადრა, თითქოს სახელმწიფოსგან 1 ლარად ვიყიდე რაღაც - რაც ისეთი მამალი ტყუილი იყო, რომ ბოლოს ბოდიშები იხადეს და სტატიები წაშალეს. ახლა კი ეს ადამიანი არ იშლის მანიპულაციებს.

საქმე კი შემდეგშია, რომ ეს ვითომ რაღაც დასამალი 1 ლარიანი გარიგების ამბავი "ბათუმელებმაც" და ამ ადამიანმაც ჩემივე დეკლარაციიდან იციან და აქ არც გამოსაკვლევი იყო რამე და არც ფარდაასახდელი. სინამდვილეში საქმე ორ ბიძაშვილს შორის პაპის დანატოვარის გაფორმებას ეხება.

ისტორია კი ასეთია. როდესაც 2020 წელს გადავწყვიტე, რომ ყველაფერი რაც საკუთრებაში თუ თანასაკუთრებაში მქონდა შესაბამისად ასახულიყო რეესტრში, რათა პოლიტიკაში შემოსვლისას ყველა ქონება თავიდანვე მოწესრიგებულად ამესახა დეკლარაციაში და რეესტრში მივედით, ჩვენც და რეესტრიც აღმოვჩნდით დილემის წინაშე - როგორ გაიფორმო ის, რაც შენ ისედაც გეკუთვნის. რეესტრს სჭირდება დოკუმენტი, რაიმე ხელშეკრულება, რომ ცხოვრებისეული რეალობა სანივთოსამართლებრივ მოცემულობად ასახოს და საკუთრება დაარეგისტრიროს. ვინაიდან ჩვენს შორის ახალი არაფერი ხდებოდა, ორივე თავიდანვე ამ ნაკვეთებს თანასაკუთრებად ვფლობდით და მხოლოდ ამის აღიარება გვინდოდა, შევთავაზეთ, რომ საკუთრების აღიარების განცხადება დაეწერა ჩემს ბიძაშვილს, მაგრამ ასეთი ფორმა რეესტრს არ ჰქონდა. ამიტომ ყველაზე სწორ გზად სიმბოლურ თანხად ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება დარჩა - ეს ფორმა თან აჩვენებდა, რომ ეს ნაკვეთები უსასყიდლოდ არ მიმიღია და არავის უჩუქებია ჩემთვის და ამასთან, სიმბოლური თანხა 1 ლარი კეთილსინდისიერად აჩვენებდა, რომ ეს ნასყიდობის ხელშეკრულება სიმბოლურია და არა კომერციული, სადაც ხელშეკრულების ორივე მხარე აჩვენებს, რომ რაღაც სხვა ვალდებულების გამო მოხდა საკუთრების რეგისტრაცია.

კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი - ის რომ სპეციალურად სიმბოლურ თანხად იყო ხელშეკრულება, რატომ იყო სიმბოლურ თანხად და მანამდე რომ ფაქტობრივი თანამესაკუთრე ვიყავი - რაიმე გამოძიებით კი არ მოიპოვა ამ ადამიანმა, ჩემს 2021 წლის პირველივე დეკლარაციაში და მას შემდეგ ჩემს ყველა დეკლარაციაში შავით თეთრზე წერია და ამ პოსტზე ფოტოდ მაქვს დართული.

ამიტომ, სიმბოლურ თანხად შეძენა პირდაპირი განზრახვა იყო, სწორედ იმის საჩვენებლად, რომ დავირეგისტრირე ის, რაც 90-იანებიდან მოყოლებული როგორც პაპაჩემის ოჯახის წევრს - იჯარით, შემდეგ 2003 წლიდან ჩემს ბიძაშვილთან ერთად - ასევე იჯარით, ხოლო 2011 წლიდან ჩემს ბიძაშვილთან ერთად თანასაკუთრებით ისედაც მქონდა.

სიმბოლურ თანხად უძრავი ქონების თუ კომპანიის წილის ნასყიდობაში არათუ ახალი არაფერია, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ეს პრაქტიკა დამკვიდრებულია სახელმწიფოს მიერაც, როდესაც სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს ნაკვეთს იმის საჩვენებლად, რომ ამაში რეალურად საკუთრების უფლების აღიარება ან სხვა ვალდებულებების შესრულება იგულისხმება. და, თუ არც ჩემი და არც სახელმწიფოსი გჯერათ, მაშინ იქნებ ისიც ნახოთ კეზერაშვილმა როგორ გადაუფორმა ტელევიზიის წილი 1 ლარად მის ამჟამინდელ მეწილეებს. რამე კითხვები იყო ამ გარიგებაზე?

ასე რომ, ამ ტყუილს თავიდანვე მოკლე ფეხები და ბოროტი განზრახვა რომ ჰქონდა, იმიტომაც არავინ მოჰკიდა მის გავრცელებას ხელი.

რა არის ამ ისტორიის მორალი:

პირველი - ეს ბანერი და მისით წარმოჩენილი ამბავი ყალბი ჟურნალისტიკის მაგალითია, ვინაიდან

▪️ამ ისტორიას სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. არადა ის, როგორც ეს სიყალბე გავრცელდა, კარგად აჩვენებს რა აღქმის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ ამ ყალბი ბანერით - თითქოს სახელმწიფომ გადმომცა რაღაც ნაკვეთი, რაც კიდევ ერთხელ სრული ტყუილია.
▪️ეს ნაკვეთები პაპაჩემის დროინდელია და ჩემი კავშირი აქედან მოდის, როგორც მისი მემკვიდრის.
▪️პაპაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 2003 წლიდან ამ ნაკვეთს მე და ჩემი ბიძაშვილი ჯერ იჯარით, 2011 წლიდან დღემდე კი როგორც თანამესაკუთრეები ვფლობთ.
▪️სიმბოლურ თანხად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, იმის გამჭვირვალედ საჩვენებლად, რომ ამ ნასყიდობის უკან უფლებების და ვალდებულებების სხვა ისტორია დგას და სწორედ ჩვენს შორის თანამესაკუთრეობის რეალური ისტორიის ასახვა მოხდა 2020 წელს და განმარტებულია ჩემს 2021 წლის დეკლარაციაში.
მეორე - ის, რომ ეს სიყალბეა, იმითაც ჩანს, რომ ვინც ჩაიხედა საკითხში, არავინ ხელი არ მოჰკიდა ამ სიყალბის გავრცელებას, და როგორც თავად ეს ადამიანი ამბობს, ევროკავშირმაც კი უარი უთხრა დაფინანსებაზე.
დაბოლოს, არ ენდოთ ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე მედიას“, - წერს იგი.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 16:45

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელისაშვილი მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

03 აპრილი 2026, 16:33

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 16:30

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ რომლის რეალიზაცია სხვადასხვა დროს განახორციელა.

03 აპრილი 2026, 16:19

საზოგადოება

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას.

03 აპრილი 2026, 15:47

მსოფლიო

ირანული მედია ამერიკელი მფრინავის ტყვედ აყვანის შესახებ იუწყება

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ირანის საჰაერო სივრცეში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო მისი პილოტი ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 15:41

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი და ჯგუფის წევრი ზურაბ ქადაგიძე მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

03 აპრილი 2026, 15:41

საზოგადოება

კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება

ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:40

პოლიტიკა

კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით

არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:39

საზოგადოება

კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი

გუშინ რაც მოხდა ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ზოგი ცოფით, ზოგი მძიმე ავადმყოფობით. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე

სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს

შეკითხვაში იტყუებით. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა გაქვთ საზოგადოება მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. თქვენ შეიძლება თქვენი „ბაბლი“ მოატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უფასო სასადილოების თაობაზე დასმული კითხვის შესახებ.

03 აპრილი 2026, 15:26

საზოგადოება

თბილისის მერი პეკინის გამზირის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 15:22

ჯანდაცვა

ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია

ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ.

ზვიად შალამბერიძე

03 აპრილი 2026, 15:16

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე: არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს

არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.

მიხეილ ყაველაშვილი

03 აპრილი 2026, 15:12

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი

ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 აპრილი 2026, 15:08

მსოფლიო

ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

03 აპრილი 2026, 15:03

რეგიონი

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 14:59

პოლიტიკა

კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე: მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს

გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს.

ვატო შაქარიშვილი

03 აპრილი 2026, 14:59

პოლიტიკა

შაქარიშვილი: „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან, კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ

რამდენიმე დღეა, „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 14:58

პოლიტიკა

კახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.