01 თებერვალი 2026, 12:30 / სანდო წყარო

ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის ნიაღვარს

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ITB China 2026-ში საქართველოს მონაწილეობას ეხმიანება. მისი თქმით, შანხაიში აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე — ITB China-ზე ოფიციალური ქვეყანა-პარტნიორის სტატუსით წარდგენა ქვეყნისთვის ჩინურ ტურისტულ ბაზარზე პრიორიტეტულ პოზიციონირებას ნიშნავს.

„ჩინურ საერთაშორისო ურთიერთობათა ლოგიკაში პარტნიორის სტატუსი ფორმალობა არ არის — ეს ნდობისა და ჩართულობის ნიშანია", - აღნიშნა ექსპერტმა და განმარტა, რომ ITB China 2026-ზე საქართველოს მონაწილეობა მხოლოდ ტურისტულ პრეზენტაციას სცდება და ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.

„2026 წლის 26–28 მაისს შანხაიში საქართველო გახდება აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის — ITB China-ს ოფიციალური ქვეყანა-პარტნიორი. ტერიტორიისა და მოსახლეობის მიხედვით მასშტაბურად პატარა საქართველო გამოდის ფორუმის ავანსცენაზე, რომელიც მილიარდიან ჩინურ ტურისტულ ბაზარზეა ორიენტირებული. ჩინურ საერთაშორისო ურთიერთობათა ლოგიკაში პარტნიორის სტატუსი ფორმალობა არ არის — ეს ნდობისა და ჩართულობის ნიშანია: საქართველო „ვიტრინაზე“ დასაყენებელ უბრალოდ მონაწილედ არ მიიწვიეს, არამედ ამ პროცესში პრიორიტეტული როლი მიანიჭეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი ეს მონაწილეობა: 400 კვადრატული მეტრის ექსკლუზიურად ბრენდირებული სივრცე, ქვეყნის ლოგო ყველა ოფიციალურ მასალაში, VIP-ტურის დაწყება სწორედ ქართული სტენდიდან, გამოფენის გახსნის ოფიციალური ვახშმის მასპინძლის სტატუსი — ეს ყველაფერი რიგითი სარეკლამო კამპანიის ელემენტები კი არა, სიმბოლური პოზიციონირების ინსტრუმენტებია. ჩინური აუდიტორია, რომელიც სტატუსებსა და იერარქიებზე განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ასეთ დეტალებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს: თუ პატარა ქვეყანას ცერემონიის ცენტრში აყენებენ, ეს ნიშნავს, რომ მას აღიქვამენ როგორც საინტერესო და პერსპექტიულ პარტნიორს და არა როგორც ეგზოტიკურ დეკორაციას.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ ნაბიჯის ეკონომიკური პრაგმატიზმიც. ჩინური და, ზოგადად, აზიური გამავალი ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადახდისუნარიანია. ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების თუნდაც შეზღუდული ზრდა საქართველოსთვის შეიძლება ეფექტით გაუტოლდეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამასთან, აქცენტი კეთდება არა ქვეყნის „აბსტრაქტულ ბრენდზე“, არამედ კონკრეტულ პროდუქტებზე: ღვინო, კულინარია, კულტურა, რეგიონული ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესი. დაახლოებით 70 ქართული კომპანიის მონაწილეობა ITB China 2026-ზე ამ მოვლენას პრაქტიკულ საექსპორტო და საინვესტიციო ინსტრუმენტად აქცევს.

ეს ისტორია იმის შესახებაც არის, თუ როგორ შეუძლია პატარა ქვეყანას გლობალურ მონსტრთან საუბარი თანასწორ დონეზე — საქართველო არ ეჯიბრება ჩინეთს მასშტაბებში; ის სთავაზობს უნიკალურობას, იდენტობასა და სანდოობას. ITB China 2026-ზე პარტნიორობა ნათლად აჩვენებს: სწორ სტრატეგიაში ზომათა განსხვავება სუსტ წერტილად აღარ რჩება და კონკურენტულ უპირატესობად გადაიქცევა. აქ კი თვალშისაცემია კონტრასტიც: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

03 აპრილი 2026, 17:40

პოლიტიკა

ქართველიშვილი ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაზე: ლუციფერის მთელი ლეგიონი იქნება ამხედრებული იმისთვის, რომ პატრიარქის არჩევნების პროცესმა მშვიდად არ ჩაიაროს და არ იქნას აღსრულებული, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უწმინდესის მემკვიდრეობა

ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევისა და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანაში რადიკალების ქმედებები ამხილა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა რადიკალური განცხადებები მიმართული ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ.

პროკურორი ნინო გულიაშვილი

03 აპრილი 2026, 17:38

სამართალი

მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა

ბრალდების მხარე ნიკა მელიას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

დავით ქართველიშვილი

03 აპრილი 2026, 17:37

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პატრიარქის მემკვიდრეობის ეჭვქვეშ დაყენება მისი ავტორიტეტის დაკნინებაა

პატრიარქის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ დისკუსიებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი განცხადებით, ეჭვების გაჩენა იმის შესახებ, დატოვა თუ არა ილია მეორემ ღირსეული მემკვიდრეები, მიუღებელია და პატრიარქის ავტორიტეტის დაკნინებას ემსახურება.

03 აპრილი 2026, 17:30

მსოფლიო

POLITICO: აშშ-ს ნატოს რღვევა ალიანსიდან გასვლის გარეშეც შეუძლია და ამის ხუთი საშუალება არსებობს

გამოცემა POLITICO წერს, რომ შეერთებულ შტატებს ნატოს რღვევა ალიანსიდან გასვლის გარეშეც შეუძლია და ამის ხუთი საშუალება არსებობს.

03 აპრილი 2026, 17:26

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძემ და ლიკა შარტავამ სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს შეხვდნენ და ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

03 აპრილი 2026, 17:13

ეკონომიკა

საქართველოსა და სომხეთს შორის ტექნოლოგიურ სფეროში პარტნიორობა გრძელდება - ერევანში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა

რეგიონული ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისა და ორმხრივი კავშირების გაღრმავების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ჯობავა სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის მოადგილეს, რუბენ სიმონიანს შეხვდა.

დონალდ ტრამპი

03 აპრილი 2026, 17:11

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკას ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია.

საკურა

03 აპრილი 2026, 17:04

საზოგადოება

4-5 აპრილს ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მისულ დამთვალიერებლებს ორი დღის განმავლობაში დახვდებათ იაპონურ თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; ანიმეების გამოფენა; იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნება; ორიგამის, შოდოს მასტერკლასი. ასევე, შესრულდება იაპონური ცეკვები.

03 აპრილი 2026, 16:55

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო.

03 აპრილი 2026, 16:45

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელისაშვილი მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

03 აპრილი 2026, 16:33

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 16:30

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ რომლის რეალიზაცია სხვადასხვა დროს განახორციელა.

03 აპრილი 2026, 16:19

საზოგადოება

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას.

03 აპრილი 2026, 15:47

მსოფლიო

ირანული მედია ამერიკელი მფრინავის ტყვედ აყვანის შესახებ იუწყება

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ირანის საჰაერო სივრცეში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო მისი პილოტი ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 15:41

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი და ჯგუფის წევრი ზურაბ ქადაგიძე მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

03 აპრილი 2026, 15:41

საზოგადოება

კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება

ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:40

პოლიტიკა

კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით

არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:39

საზოგადოება

კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი

გუშინ რაც მოხდა ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ზოგი ცოფით, ზოგი მძიმე ავადმყოფობით. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე

სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს

შეკითხვაში იტყუებით. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა გაქვთ საზოგადოება მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. თქვენ შეიძლება თქვენი „ბაბლი“ მოატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უფასო სასადილოების თაობაზე დასმული კითხვის შესახებ.