imedi /  28 დეკემბერი 2017, 23:26 / სანდო წყარო

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე ღია წერილს ავრცელებს

თუბა ჩაბუქი

თუბა ჩაბუქი

„დემირელის“ კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, საქართველის პირველ ლედი მაკა ჩიჩუას, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს ღია წერილით მიმართავს.

თუბა ჩაბუქს, როგორც წერილში აღნიშნავს, წერილის ადრესატებთან შეხვედრა სურს.

„მოგესალმებით და მოგმართავთ საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე, პედაგოგი თუბა ჩაბუქი. ამჟამად წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე.

ჩვენ უკვე 15 წელია საქართველოში ვცხოვრობთ და გვყავს ორი არასრულწლოვანი ვაჟი. წლების მანძილზე ჩემი მეუღლე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბოლო პერიოდში იგი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დამფუძნებელთა საბჭოს მინდობილი პირი საქართველოში.

2002 წლიდან მუსტაფა ემრე ჩაბუქი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტებში, მათ შორისაა საქართველოში ყველაზე გახმაურებული საგანმანათლებლო პროექტი IYIPO (ნორჩ მეცნერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა), რომლის ფარგლებშიც 10წლის მანძილზე 50-ზე მეტი ქვეყნის ასობით ახალგაზრდა მეცნიერი სტუმრობდა საქართველოს.მუსტაფა ემრე ჩაბუქის ხელმძღვანელობით 2007 წლიდან დღემდე ტარდება ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოსწავლეებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია. იგი აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაშიც, 13 ივნისის ტრაგედიისას ყველაფერს აკეთებდა, რომ მოსახლეობას დახმარებოდა, უფრო მეტიც….ფიზიკურად იყო ჩართული ფიზიკურ საქმიანობაში.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს იგი სტამბოლში იმყოფებოდა. 7 აგვისტოს მან შეწყვიტა შვებულება და საქართველოში დაბრუნდა.დედას კი ასე დაუბარა: „მე ასეთ რთულ დღეებში ქართველი ხალხის გვერდით უნდა ვიდგე!ჩემი ადგილი საქართველოშია!“ 24 მაისის დილასაც მარნეულის ქართულ სკოლაში მიიჩქაროდა, თუმცა იგი სახლთან დააკავეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებითა და თურქეთში ექსტრადიციის მოთხოვნით.

„15 წელია საქართველოში ვარ და ერთგულად ვეწევი საგანმანათლებლო საქმიანობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია, ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა…განაცხადა სასამართლოზე თვალებზე ცრემლმომდგარმა ჩემმა მეუღლემ და თან დასძინა: -ეს ცრემლები შიშის კი არაა, არამედ სირცხვილის… მე მრცხვენია, რომ დღეს აქ მიწევს ჯდომა!“.

საქართველო ჩვენი მეორე სამშობლოა, აქ დაიბადნენ და იზრდებიან ჩვენი შვილები…ისინი ქართულ სკოლაში ქართველი ბავშვების გვერდით ქართულ ენაზე იღებენ ცოდნას, სწავლობენ წუთისოფლის ავსა და კარგს, ერთმანეთის სიყვარულს, მეგობრობას, ჭირში თანადგომას, ტოლერანტობას… ჩვენ გულით შევიყვარეთ საქართველო… ჰუმანურობითა და ადამიანური ღირებულებებით მდიდარი ქართველი ხალხი. მე და ჩემი მეუღლე საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე მხოლოდ და მხოლოდ მოქმედი კანონის ფარგლებში ვასრულებდით ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც მთავრობისა და საზოგადების მიერ ყოველთვის დადებითად ფასდებოდა. განსაკუთრებით კი ჩემი მეუღლის მოღვაწეობა. სამწუხაროდ, ამჟამად ის ბრალდებულია იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაუდენია. ეს ბრალდებები ძალიან მძიმე სატარებელია, რადგანაც ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია სიყვარულს, მშვიდობასა და ტოლერანტობას ეფუძნება. უზომოდ განვიცდით ყველანი, მაგრამ ამ მდგომარეობამ ყველაზე მეტად ბავშვებზე იმოქმედა. როგორც დედა, ვწუხვარ შვილების გამო.

მათ ყოველ დღე ვასწავლი, რომ ჭეშმარიტება და სამართალი ყოველთვის იმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვებისათვის საკმაოდ მძიმე თემაა, ისინი ცდილობენ გამიგონ და ყოველ საღამოს, დაძინებამდე გეგმავენ, თუ როგორ დახვდებიან მამას დაბრუნების შემდეგ და ამ ოცნებებით იძინებენ. ჩვენი უმცროსი ვაჟი, რომელსაც აქამდე სიზმარებს არასდროს ყვებოდა, ცნობილი ფაქტების შემდეგ ყოველ ღამე მამასა და სათამაშოებს ხედავს სიზმრად. ახლა კი ახალი წელი დგება…სრულიად საქართველო ზეიმობს, ყველგან სინათლე დამხიარულებაა…. მე და ჩემს შვილებს კი (პირველად ჩვენი ოჯახის არსებობის მანძილზე)მარტო მოგვიწევს ახალი წლის შეხვედრა. ჩვენთვის ეს დღე დღესასწაული არ იქნება,რადგან ჩვენი ოჯახის მამა, უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის უმძიმესი ბრალდებით დამსოფლიო პოლიტიკის ინტრიგებს ეწირება..

როცა 2017 წლის 31 დეკემბერს ახალი წლის შემობრძანებას მთელი ქალაქი ბედნიერი შეძახილებითა და ფოერვერკებით შეხვდება, როცა ყველა ბედნიერების მეცხრე ცაზე იქნება, მე არ მექნება პასუხი ჩემი შვილების შეკითხვაზე თუ რატომ არ არის მათი მამა ჩვენს გვერდით, რატომ არ განვიცდით იმავეს, რასაც დიდი თუ პატარა…მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ საქართველოს დემოკრატიისა და სამართლიანობის მიმართ ჩემი რწმენა და მსოფლმხედველობა დავიცვა ისევე, როგორც ვიცავდი თავიდან. სავსებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროკავშირის გზაზე მყარი ნაბიჯებით მიმავალი კავკასიის ულამაზესი ქვეყანა არასოდეს დაიხევს უკან, არ შეცვლის არჩეულ კურსს და არ მიაყენებს ჩრდილს ჭეშმარიტ და სამართლებლივ შეხედულებებს.

მე მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ამ რთული პროცესების ქარცეცხლში სიყვარულითა და სითბოთი ჩვენს გვერდით მდგომი ქართველი ხალხისა და ჩვენი მფარველი საქართველოს მთავრობის მიმართ. მაგრამ წინ ჯერ კიდევ რთული გზაა… ჩვენთვის ერთ გამამხნევებელ სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს… ამიტომ მოგმართავთ როგორც ქალი ქალს, დედა დედას, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად თქვენთან შეხვედრის საშუალება მოგვცეთ.

ამქვეყნად ადამიანების შექმნილი კანონების გარდა, არსებობს მორალური და ზნეობრივი კანონებიც.. მინდა თვალებში ჩაგვხედოთ, დარწმუნდეთ ჩვენს სიმართლეში, გაგვამხნეოთ, გვითხრათ, რომ სიმართლე ძლიერია ტყუილზე, რომ სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე და ჩვენც შევძლებთ მის დამარცხებას.

არ მინდა უსამართლობამ იზეიმოს, არ მინდა ჩემმა შვილებმა რწმენა დაკარგონ… მათ დღეს ძალიან უჭირთ და მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ….მჯერა, რომ როდესაც ჩემი შვილები მამასთან შეხვედრას იდღესასწაულებენ,საქართველო დემოკრატიისა და სამართლიანობის გამარჯვებას იზეიმებს. გისურვებთ, რომ ახალ წელს ჩვენი დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნისათვის სიყვარული, მშვიდობა და წარმატებები მოეტანოს! მრავალი ბედნიერი წელი დაგბედებოდეს, ჩემო საქართველო.პატივისცემით, თუბა ჩაბუქი“,- აღნიშნულია ჩაბუქის ღია წერილში.

დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. 2 აგვისტოს დაკავებულის ადვოკატებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი გაასაჩივრეს, რომლის საფუძველზეც ჩაბუქს და მის ოჯახის წევრებს, მათ შორის ორ მცირეწლოვან შვილს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ. შესაბამისი საჩივრით ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართეს.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.