შათირიშვილი: მშვიდობის მოლოდინში ახალ ომს ამზადებენ, იქამდე კი პროცესიდან ამერიკის ჩამოშორება აქვთ განზრახული. მადა გაეზარდათ და ამ ომში აუცილებლად ჩართავენ ევროპას - ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა საზოგადოებას რეალობა უნდა უთხრან
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: IMEDI/კადრი
აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი დიპლომატიის ნაცვლად - ხისტ, უხეშ ძალას იყენებს და ომის ხელშემწყობი და გამჩაღებელი უფროა, ვიდრე „მშვიდობის მტრედი“. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად ტრამპი და მის უკან მდგომი ოლიგარქიული ოჯახები მსოფლიოს მართვას წლებია ორუელისეული ფორმულების დამკვიდრებით ცდილობენ, რომლის მიხედვითაც ომი - მშვიდობაა, მონობა - თავისუფლება, უმეცრება - ძალა, - ნათქვამია ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილში.
ვრცელ წერილში შათირიშვილი მიმოიხილავს აშშ-ის პრეზიდენტის ქმედებებს და აღნიშნავს, რომ დღეს ის ომის პარტიის მთავარი წარმომადგენელია.
ამასთან, შათირიშვილის აზრით, ომის პარტიის მიზანი რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის ჩართვაა და ამ ყველაფრის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოების ინფორმირება უნდა უზრუნველყოს.
„დონალდ ტრამპი - „მშვიდობის მტრედია“, ყოველ შემთხვევაში, თავად ამას ამტკიცებს.
„მე ცხრა თვეში რვა ომი დავასრულე. ჩვენ ამ საბოლოო ომზე ვმუშაობთ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ამას მივაღწევთ“ - ამაყობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაშინ, როდესაც, თუკი ამ კონფლიქტებს და მასში დონალდ ტრამპის, ანუ „დიფ სტეიტის“ როლს გავაანალიზებთ, რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდება და „მშვიდობის მტრედი“ ომის გამჩაღებლად უფრო წარმოჩინდება, ვიდრე ლიდერად, რომელიც კონფლიქტებს აგვარებს.
ჩვენი მეზობლების, სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითით დავიწყოთ - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც განაცხადა, ომი ფაქტობრივად დასრულდა მას შემდეგ, რაც „2020 წლის 10 ნოემბერს სომხეთმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი“. შემდგომ ამისა, ლოკალური შეტაკებები, თუ ესკალაციები, განსაკუთრებით 2022-2023 წლებში ომად კი არა, ცალკეულ სამხედრო ოპერაციებად და ინციდენტებად მიიჩნევა. შესაბამისად, ცხადია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი დონალდ ტრამპს არ დაუსრულებია და მისგან ამ დამსახურების საკუთარ თავზე მიწერა ღიმილის მომგვრელია. ყველასთვის ცხადია, რომ ამ პროცესში მისი ჩართულობა სულ სხვა მოტივებითა და მიზნებით არის ნაკარნახევი.
რუსეთ-უკრაინის ომი - დონალდ ტრამპი ყველაზე ხშირად და ხმამაღლა აცხადებდა, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს 24 საათში დავასრულებდიო. პრეზიდენტიც გახდა და 24 საათზე ბევრად, ბევრად მეტი დროც გავიდა, თუმცა ამ ომს არათუ დასასრული არ უჩანს, რაც ცხადია ისევ და ისევ „დიფ სტეიტის“ ინტერესის გათვალისწინებით ხდება, არამედ ტრამპი უკრაინას ეხმარება როგორც იარაღით, ისე ფინანსურად, რითაც „დიფ სტეიტის“ დავალებას ასრულებს და ომის გაჯანჯლებას ცდილობს, რადგან გლობალური ომის პარტიას სულ სხვა გეგმები აქვს, გეგმები, რომლებიც ამ ომის მყისიერად დასრულებას არ ითვალისწინებს.
ისრაელ - პალესტინის კონფლიქტში დონალდ ტრამპის როლი აქტიური, მაგრამ მკვეთრად ცალმხრივი იყო და არის, რა თქმა უნდა, ისრაელის სასარგებლოდ. შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს, რომ ბოლო წლებში შექმნილი დაძაბულობა, არაერთხელ, სწორედ უშუალოდ დონალდ ტრამპისა და მის მიერ გატარებული პოლიტიკის დამსახურება იყო. ფაქტია, რომ მისმა პოლიტიკამ, მათ შორის „სამშვიდობო საბჭოს“ შექმნამ და ადგილზე მასშტაბური პროექტების დაანონსებამ სტატუს-კვო შეცვალა, მაგრამ არაბი მოსახლეობის ჩაგვრისა და შევიწროების ხარჯზე და არათუ მშვიდობა არ მოიტანა, არამედ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, რაც, სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო სავალალო შედეგებამდე მივა. შეუძლებელია არ ვახსენოთ დონალდ ტრამპის როლი სირიის სამოქალაქო ომის ფარგლებში ქრისტიანი მოსახლეობის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნის პროცესში, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სანქციების ნაწილობრივ, ან სრულად შეწყვეტის გადაწყვეტილებამ ისინი უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა.
გამაოგნებელია ის, თუ როგორ იმოქმედა „დემოკრატიის შუქურად“ მონათლულმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უშუალოდ დონალდ ტრამპმა ვენესუელაში, როდესაც საერთაშორისო სამართლის და დემოკრატიის პრინციპების სრული უგულებელყოფით, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც აშშ-ს ვენესუელის ნავთობი სჭირდება, ქვეყანა, ფაქტობრივად, დაიპყრო და არც იმას მალავს, რომ ვენესუელას თავად მართავს. „დიფ სტეიტის“ დავალებით, დონალდ ტრამპი არც ყოფილ მოკავშირეებს და პარტნიორებს ინდობს და გრენლანდიის გადაცემას ევროპისგან ხელაღებით მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი დაპყრობით იმუქრება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტრამპის, როგორც „მშვიდობის მტრედის“ მტაცებლურ ბუნებას. როგორც ჩემს ერთ-ერთ წინა წერილშიც აღვნიშნე, ტრამპის მხრიდან გრენლანდიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია - ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისგან გათავისუფლების საბაბი.
უკიდურესი დაძაბულობა ირანში - დღეს დონალდ ტრამპი ირანს ყოველგვარი შეფარვის გარეშე, სამხედრო დარტყმებით ემუქრება, რომლის შედეგებიც, სავარაუდოდ, უფრო დამანგრეველი იქნება, ვიდრე 2025 ივნისში ჩატარებული ოპერაციები.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი დიპლომატიის ნაცვლად - ხისტ, უხეშ ძალას იყენებს და ომის ხელშემწყობი და გამჩაღებელი უფროა, ვიდრე „მშვიდობის მტრედი“. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად ტრამპი და მის უკან მდგომი ოლიგარქიული ოჯახები მსოფლიოს მართვას წლებია ორუელისეული ფორმულების დამკვიდრებით ცდილობენ, რომლის მიხედვითაც ომი - მშვიდობაა, მონობა - თავისუფლება, უმეცრება - ძალა. ამ ფორმულების გათვალისწინებით, აგრესიისა და ძალადობრივი პოლიტიკის გატარებით გამორჩეული დონალდ ტრამპი დიახაც, რომ „მშვიდობის მტრედია“, რადგან ხშირად გადამწყვეტი არა თავად სიმართლე, არამედ ის ფორმა და გზაა, რომლითაც ინფორმაცია ადამიანებამდე მიდის. მაგრამ, რეალობა ხომ სულ სხვაგვარია?! მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქიული ოჯახები და დონალდ ტრამპი სწორედ ამ ფორმულებით შექმნილი მოდელირებული რეალობის დამკვიდრებას ცდილობენ, ფაქტებს ვერსად გაექცევიან: ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი დღეს ომის პარტიის მთავარი წარმომადგენელია; ფაქტია, რომ ის პირდაპირ ახალისებს ძალადობას და უკანონობას; ფაქტია, რომ მან სრულად გააუფასურა საერთაშორისო სამართალი; ფაქტია, რომ მან და მის უკან მდგომმა ძალებმა ზოგან ხელოვნურად გააღვივეს, ან გამოიგონეს ახალი კონფლიქტი, ზოგან არსებულ კონფლიქტებზე დაასხეს ცეცხლზე-ნავთი, ზოგან კი უკვე დასრულებული კონფლიქტების დასრულება მიიწერეს დამსახურებად. ეს ყველაფერი ისეთივე უტყუარი ფაქტია, როგორც ის, რომ „დიფ სტეიტის“ მიერ მართული ევროპა ადრე თუ გვიან სწორედ კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა, რისი უტყუარი დასტურიც მსოფლიომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იხილა, ფორუმზე, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები - ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტის - კორპორაცია BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობდა...
წერილის ბოლოს მინდა მცირე შეჯამება გავაკეთო - ილუზორულად გვაჩვენებენ, თითქოს უკრაინა და რუსეთი რაღაც სამშვიდობო გეგმისკენ მიდიან და თითქოს ტრამპს ამაში დიდი წვლილი აქვს... ისმის კითხვა, თუ რაში სჭირდება ეს მორიგი აფერა „დიფ სტეიტს"? ოჯახები დროის მოგებას ცდილობენ, მშვიდობის მოლოდინში ახალ ომს ამზადებენ, იქამდე კი პროცესიდან ამერიკის სრულად ჩამოშორება აქვთ განზრახული. ფაქტი ერთია - იმდენად კარგად დაალაგეს ოლიგარქიულმა ოჯახებმა ეს ომი, იმდენად კარგი კოორდინაცია აქვთ როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, იმდენად კარგი ილუზია შექმნეს თითქოს და ბუნებრივი დაპირისპირების - მადა გაეზარდათ და ახლა ამ ომში აუცილებლად ჩართავენ ევროპას, ოღონდ როგორც ვთქვი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-ს გვერდზე გასწევენ და სრულად ჩამოაშორებენ ფორმალურ პასუხისმგებლობებს.
ამ ფონზე მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას" - ის სიმართლე, რასაც მე საზოგადოების ინფორმირებისთვის ვაქვეყნებ - კარგად იციან ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა. ვფიქრობ, მათ უნდა დაასრულონ სირაქლემის პოზაში ყოფნა, გამოვიდნენ და საჯარო ტრიბუნიდან საზოგადოებას უნდა უთხრან რეალობა, რაც უნდა მძიმე და რთულად მოსასმენი იყოს ის ზოგიერთებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საზოგადოება შეძლებისდაგვარად მომზადებული შეხვდეს იმ უბედურებას, რაც მაღალი ალბათობით ჩვენს გარშემო შეიძლება დატრიალდეს - ვგულისხმობ ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც პროცესები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც მე ვამბობ - ხალხის არაინფორმირებულობაზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას დაეკისრება“, - წერს შათირიშვილი.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 23:28
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.
03 აპრილი 2026, 23:07
რეგიონი
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
03 აპრილი 2026, 22:45
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.
03 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა
პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 აპრილი 2026, 22:33
მსოფლიო
CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს
ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
03 აპრილი 2026, 22:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.
03 აპრილი 2026, 22:04
მსოფლიო
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.
03 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.
03 აპრილი 2026, 21:01
სამართალი
ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.
03 აპრილი 2026, 20:56
სპორტი
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
03 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.
03 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.
03 აპრილი 2026, 20:37
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით
გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან, - განუცხადა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
03 აპრილი 2026, 20:29
მსოფლიო
Fox News: დონალდ ტრამპს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ
Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ.
03 აპრილი 2026, 20:21
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3538 გამოაქვეყნა.
03 აპრილი 2026, 20:12
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა
აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა, მეორე წევრის ძებნა კი კვლავ გრძელდება. ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა და სიტუაციაში ჩახედულმა მეორე წყარომ განუცხადეს.


