02 თებერვალი 2026, 10:16 / სანდო წყარო

ზაზა შათირიშვილი: დონალდ ტრამპი - „მშვიდობის მტრედია“, ყოველ შემთხვევაში, თავად ამას ამტკიცებს. თუკი კონფლიქტებს და მასში ტრამპის, ანუ „დიფ სტეიტის“ როლს გავაანალიზებთ, „მშვიდობის მტრედი“ ომის გამჩაღებლად უფრო წარმოჩინდება

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

დონალდ ტრამპი - „მშვიდობის მტრედია“, ყოველ შემთხვევაში, თავად ამას ამტკიცებს, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპი უფრო მეტად “ ომის გამჩაღებელია”, ვიდრე “მშვიდობის მტრედი”.

„მე ცხრა თვეში რვა ომი დავასრულე. ჩვენ ამ საბოლოო ომზე ვმუშაობთ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ამას მივაღწევთ“ - ამაყობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაშინ, როდესაც, თუკი ამ კონფლიქტებს და მასში დონალდ ტრამპის, ანუ „დიფ სტეიტის“ როლს გავაანალიზებთ, რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდება და „მშვიდობის მტრედი“ ომის გამჩაღებლად უფრო წარმოჩინდება, ვიდრე ლიდერად, რომელიც კონფლიქტებს აგვარებს,”- წერს ზაზა შათირიშვილი.

წერილში განხილულია მსოფლიოში მიმდინარე და დასრულებული სხავდასხვა კონფლიქტი, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული ომი, რომლის დასრულებასაც ტრამპი თავად იბრალებს, წერილის ავტორისთვის კი ეს ყოველივე ღიმილისმომგვრელია.

“ჩვენი მეზობლების, სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითით დავიწყოთ - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც განაცხადა, ომი ფაქტობრივად დასრულდა მას შემდეგ, რაც „2020 წლის 10 ნოემბერს სომხეთმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი“.
შემდგომ ამისა, ლოკალური შეტაკებები, თუ ესკალაციები, განსაკუთრებით 2022-2023 წლებში ომად კი არა, ცალკეულ სამხედრო ოპერაციებად და ინციდენტებად მიიჩნევა.

შესაბამისად, ცხადია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი დონალდ ტრამპს არ დაუსრულებია და მისგან ამ დამსახურების საკუთარ თავზე მიწერა ღიმილისმომგვრელია. ყველასთვის ცხადია, რომ ამ პროცესში მისი ჩართულობა სულ სხვა მოტივებითა და მიზნებით არის ნაკარნახევი”,- ვკითხულობთ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში ტრამპი “ დიფ სთეითის” დავალებას ასრულებს და ცდილობს ომის გაჯანჯლებას.

“რუსეთ-უკრაინის ომი - დონალდ ტრამპი ყველაზე ხშირად და ხმამაღლა აცხადებდა, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს 24 საათში დავასრულებდიო. პრეზიდენტიც გახდა და 24 საათზე ბევრად, ბევრად მეტი დროც გავიდა, თუმცა ამ ომს არათუ დასასრული არ უჩანს, რაც ცხადია ისევ და ისევ „დიფ სტეიტის“ ინტერესის გათვალისწინებით ხდება, არამედ ტრამპი უკრაინას ეხმარება როგორც იარაღით, ისე ფინანსურად, რითაც „დიფ სტეიტის“ დავალებას ასრულებს და ომის გაჯანჯლებას ცდილობს, რადგან გლობალური ომის პარტიას სულ სხვა გეგმები აქვს, გეგმები, რომლებიც ამ ომის მყისიერად დასრულებას არ ითვალისწინებს”,- წერს ზაზა შათირიშვილი.

შათირიშვილი წერილში ასევე განიხილავს ისრაელ-პალესტინის, სირიის, ვენესუელის და ირანის მაგალითებს, სადაც ტრამპს კონკრეტული მიზნები ამოძრავებდა.

“ისრაელ - პალესტინის კონფლიქტში დონალდ ტრამპის როლი აქტიური, მაგრამ მკვეთრად ცალმხრივი იყო და არის, რა თქმა უნდა, ისრაელის სასარგებლოდ. შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს, რომ ბოლო წლებში შექმნილი დაძაბულობა, არაერთხელ, სწორედ უშუალოდ დონალდ ტრამპისა და მის მიერ გატარებული პოლიტიკის დამსახურება იყო. ფაქტია, რომ მისმა პოლიტიკამ, მათ შორის „სამშვიდობო საბჭოს“ შექმნამ და ადგილზე მასშტაბური პროექტების დაანონსებამ სტატუს-კვო შეცვალა, მაგრამ არაბი მოსახლეობის ჩაგვრისა და შევიწროების ხარჯზე და არათუ მშვიდობა არ მოიტანა, არამედ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, რაც, სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო სავალალო შედეგებამდე მივა.
შეუძლებელია არ ვახსენოთ დონალდ ტრამპის როლი სირიის სამოქალაქო ომის ფარგლებში ქრისტიანი მოსახლეობის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნის პროცესში, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სანქციების ნაწილობრივ, ან სრულად შეწყვეტის გადაწყვეტილებამ ისინი უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა.

გამაოგნებელია ის, თუ როგორ იმოქმედა „დემოკრატიის შუქურად“ მონათლულმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უშუალოდ დონალდ ტრამპმა ვენესუელაში, როდესაც საერთაშორისო სამართლის და დემოკრატიის პრინციპების სრული უგულებელყოფით, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც აშშ-ს ვენესუელის ნავთობი სჭირდება, ქვეყანა, ფაქტობრივად, დაიპყრო და არც იმას მალავს, რომ ვენესუელას თავად მართავს.

„დიფ სტეიტის“ დავალებით, დონალდ ტრამპი არც ყოფილ მოკავშირეებს და პარტნიორებს ინდობს და გრენლანდიის გადაცემას ევროპისგან ხელაღებით მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი დაპყრობით იმუქრება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტრამპის, როგორც „მშვიდობის მტრედის“ მტაცებლურ ბუნებას. როგორც ჩემს ერთ-ერთ წინა წერილშიც აღვნიშნე, ტრამპის მხრიდან გრენლანდიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია - ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისგან გათავისუფლების საბაბი.

უკიდურესი დაძაბულობა ირანში - დღეს დონალდ ტრამპი ირანს ყოველგვარი შეფარვის გარეშე, სამხედრო დარტყმებით ემუქრება, რომლის შედეგებიც, სავარაუდოდ, უფრო დამანგრეველი იქნება, ვიდრე 2025 ივნისში ჩატარებული ოპერაციები”, - ვკითხულობთ წერილში.

ყველა სიახლე

26 ივნისი 2026, 20:40

პოლიტიკა

ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისა და მეტი გამჭვირვალობისთვის - შეერთებული შტატები კანონმდებლობას ამკაცრებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

აშშ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს ამკაცრებს. მიზეზი ისაა, რომ არსებული ხარვეზების დახმარებით, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ამერიკაში ლობიზმს მაინც ახერხებენ. ორპარტიული კანონპროექტი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა.

26 ივნისი 2026, 20:35

პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დუბროვნიკის 2026 წლის ფორუმზე - მაკა ბოჭორიშვილი მასშტაბურ ღონისძიებას ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მიწვევით ესწრება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ხორვატიაში ვიზიტი დაიწყო. მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის მე-19 ფორუმში მონაწილეობს. სიტყვით გამოსვლა ხვალ იგეგმება, პირველ დიპლომატს დღეს უკვე ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები.

დონალდ ტრამპი

26 ივნისი 2026, 20:32

მსოფლიო

ტრამპი: უამრავი ევროპული ქვეყანა განიხილავს ამერიკულ კომპანიებზე ციფრული მომსახურების გადასახადის დაწესებას - გთხოვთ, ეს განცხადება მიიღოთ როგორც გაფრთხილება, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც დააწესებს მსგავს გადასახადს, დაუყოვნებლივ დაუწესდება 100%-იანი ტარიფი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა იმ ევროპული ქვეყნების მისამართით, რომლებიც ამერიკული კომპანიებისთვის ციფრული მომსახურების გადასახადის დაწესებას გეგმავენ.

ჯონ ბოლტონი

26 ივნისი 2026, 20:27

მსოფლიო

ჯონ ბოლტონმა თავი დამნაშავედ ცნო გასაიდუმლოებული ინფორმაციის არასათანადო მოპყრობაში

ჯონ ბოლტონმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, მერილენდის ფედერალურ სასამართლოში თავი დამნაშავედ ცნო გასაიდუმლოებული ინფორმაციის არასათანადო მოპყრობაში.

26 ივნისი 2026, 20:22

პოლიტიკა

ეკონომიკა, სოციალური სფერო, საგარეო და საშინაო გამოწვევები - მოცულობითი ანგარიში პარლამენტს პრემიერ-მინისტრისგან და ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ივნისის ბოლო პარასკევს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. პირველმა კანონმდებელმა მომხდარს სამწუხარო უწოდა.

შალვა პაპუაშვილი

26 ივნისი 2026, 20:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს გიორგი გახარიას. ბოლოს გიორგი შარაშიძე მისი პორტრეტითაც გამოვიდა, ფურცელი, რომელიც ააფრიალა, გიორგი გახარიას ფოტოთი. არ ვიცი, რა ვალი აქვთ ამ ადამიანის ასეთი

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარია და მისი ბედი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში დღეს მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ.

26 ივნისი 2026, 20:05

მსოფლიო

El Pais: ევროპა წითელ ხაზს კვეთს თალიბებთან დიალოგით

თალიბები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ავღანეთში დაამყარეს გენდერული აპარტეიდის სისტემა, რომელმაც მილიონობით ქალისა და გოგოს ცხოვრება გადააქცია ისეთ ციხედ, რომელსაც თვალით ხილული გისოსები არ აქვს, მაგრამ რომელიც ღრმად რეალურია, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი სტატიაში სათაურით „ევროპა წითელ ხაზს კვეთს თალიბებთან დიალოგით“.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა, საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც ყველა მიმართულებით ქვეყნის წინსვლაზე, განვითარებაზე და რაც მთავარია, პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ სულსა და გულს ჩავდებთ ამ ქვეყნის განვითარებაში

ერთია ის მიმართულებები, რაც განეკუთვნება მთავრობის საქმიანობის ძირითად სფეროს, ეს არის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და ბევრი სხვა, რაზეც დღეს გვქონდა ვრცლად საუბარი, მაგრამ ერთ-ერთი საკვანძო და პრინციპული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის მთავრობისთვის არის პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს: თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ამას საზოგადოება ხედავს

მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც, ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?

ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა? - განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ, ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის, განათლების, პატრიოტიზმის და კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს, ჩვენი ამოცანაა, განვაგრძოთ აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე, შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, მთავარია, გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას

შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, რასაც ადასტურებს მონაცემები ყველა მიმართულებით, მთავარია, გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე რა თქმა უნდა, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ გააგრძელოს აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:28

პოლიტიკა

პრემიერი: მოსახლეობის ზრდა გამოიწვია გასული წლის განმავლობაში დადებითმა მიგრაციულმა სალდომ და სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 91 000-ით, ასე არაკომპეტენტურად არ უნდა გამოვიდეს ადამიანი, როდესაც ეწოდება პარლამენტის წევრი, ტრაგიკულია მათი ასეთი მდგომარეობა

„სტუდენტების რაოდენობა არის გაზრდილი 41 453-ით. საიდან გაიზარდა ახალგაზრდებში მოსახლეობა, თუ მთლიანობაში არ გვაქვს ზრდა? და პენსიონერების ნაწილში, აქ ბიუჯეტიდან ვუხდით თანხებს პენსიონერებს. პენსიონერების რაოდენობა იყო 2012 წელს 682 886 და გაიზარდა 888 518-მდე ასაკით პენსიონერთა რაოდენობა, ანუ გაზრდილია 205 632-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს მოსახლეობის ზრდა, მათ შორის მოქალაქეების ნაწილში და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ სამწუხაროდ, არა შობადობის ხარჯზე, არამედ მთლიანად მიგრაციული სალდოს ხარჯზე გვაქვს ეს ზრდა. შესაბამისად, ვიდრე ვიღაც შეიტანს ეჭვს კონკრეტულ მონაცემებში, ელემენტარულად შეუძლია ჩაუღრმავდეს და ასე არაკომპეტენტურად არ უნდა გამოვიდეს ადამიანი, როდესაც ეწოდება პარლამენტის წევრი. მართლა ტრაგიკულია მათი ასეთი მდგომარეობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:27

პოლიტიკა

პრემიერი: არ მოსწონთ „თვალთხარიას“ იმიჯი და აცხადებენ, რომ თითქოს, მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რას, წარმოიდგინეთ, ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შს მინისტრს, გასაგებია, მათთვის შეიძლება, უფრო მისაღებია, რომ „თვალთხარიას“ მაგივრად მას ერქვას უთავმოყვარეო, მათი არჩევანია, თუმცა წარმოიდგინეთ, რა მძიმე დილემის წინაშე არიან

არ მოსწონთ „თვალთხარიას“ იმიჯი და აცხადებენ რომ თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რას წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შინაგან საქმეთა მინისტრს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: თუ რაიმე არ ეშლება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ინვესტიციები და სხვათა შორის არა მარტო ბიზნესში, რაც შეეხება ჩემში ინვესტიციას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემში ინვესტიციის ჩადება დაწყებული აქვს 2014 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ მას ეს არ უნანია, განსხვავებით თქვენი თავმჯდომარისგან, რომელიც მელიას გამო გადადგა თანამდებობიდან და ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა საკუთარ გუნდს და იმ პრინციპებს

თუ რაიმე არ ეშლება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ინვესტიციები და სხვათა შორის არა მარტო ბიზნესში, რაც შეეხება ჩემში ინვესტიციას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემში ინვესტიციის ჩადება დაწყებული აქვს 2014 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ მას ეს არ უნანია, განსხვავებით თქვენი თავმჯდომარისგან, რომელიც მელიას გამო გადადგა თანამდებობიდან და ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა საკუთარ გუნდს და იმ პრინციპებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:13

პოლიტიკა

პრემიერი: პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განათლების სფეროშიც გვჭირდება სტრუქტურული ცვლილებები, რომ იყოს მეტი კავშირი შრომის ბაზრის მოთხოვნასა და სტუდენტების მიღებას შორის, ამ კუთხით პროფესიული განათლების სისტემის გადააზრებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა

პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:12

პოლიტიკა

პრემიერი ოპოზიციაზე: როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე - ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ, მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს - კაცის სახე და ქალს - ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია, მათ, რეალურად, ხელი მოაწერეს საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას და ხედავთ ამის კონკრეტულ გამოხატულებას დღეს ჩვენს სხდომათა დარბაზში, რაც ძალიან სამწუხაროა

ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს, როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე - ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთი იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ, მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს - კაცის სახე და ქალს - ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მისივე თქმით, სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ფასებზე დაგვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც დაადგინა საპარლამენტო კომისიამაც, არის სერიოზული სტრუქტურული პრობლემები, რის გამოსწორებასაც სჭირდება გარკვეული დრო, მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ამისათვის უნდა დაისახოს სათანადო გეგმა, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ ფასნამატი, რომელიც დღეს არის მაღალი, 86%, შეიძლება არსებითად შემცირდეს

ფასებზე დაგვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც დაადგინა საპარლამენტო კომისიამაც, არის სერიოზული სტრუქტურული პრობლემები, რის გამოსწორებასაც სჭირდება გარკვეული დრო, მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:07

პოლიტიკა

პრემიერი: შეგიძლიათ, წახვიდეთ თბილისის ერთ-ერთ კონკრეტულ უბანში, სადაც პრაქტიკულად ღიად იყიდებოდა ნარკოტიკები და იმ უბანში თქვენ ნარკოტიკს ვეღარ იყიდით, 8000-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით

რაც შეეხება ანტინარკოტიკულ პოლიტიკას. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული მონაცემები - 8000-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით, რეალიზაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ დღეს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვერც სააკაშვილი, ვერც გახარია, ვერც ხაზარაძე, ვერც სხვა უცხოელი აგენტი ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში, საქართველოს აუცილებლად ეყოლება სუვერენული ხელისუფლება, უცხოური აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარ არის

უცხოური აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარ არის, შესაბამისად არც თქვენი პარტიის ადგილი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

ირაკლი კობახიძე

26 ივნისი 2026, 19:05

პოლიტიკა

პრემიერი: ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის

რომ შევხედოთ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებს, ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, აღმოსავლეთის მიმართულებით ევროკავშირს აქვს სერიოზული პრობლემები დაკავშირებადობის კუთხით.