05 თებერვალი 2026, 13:24 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: საქართველო მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და სწორედ ეს აღიზიანებს ყველაზე მეტად მათ, ვინც სამართალს პოლიტიკური შანტაჟით ჩანაცვლებას ამჯობინებს

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის სანქციების სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა ვალდებული არაა, დაიცვას ევროკავშირის სანქციები. ანალიტიკოსის შეფასებით, საქართველოს მიმართ პრეტენზია იმის გამო, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, შესაბამისად, უსაფუძვლოა.

დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, საქართველო არც ერთხელ არ გამოუვლენიათ სანქციების გვერდის ავლაში:

„ცრუ ბრალდებები არაერთხელ გაჟღერდა მედიური ფეიკების, პოლიტიკური განცხადებებისა და შიდა ოპოზიციური ნარატივების სახით. ყოველ ჯერზე, ეს ბრალდებები ან შემოწმებისას ქრებოდა, ან საერთოდ ვერ აღწევდა ფორმალური გამოძიების დონეს“ - წერს დავით ქართველიშვილი.

მისი სიტყვებით, საქართველო მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და დანარჩენი, ევრობიუროკრატების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლაა.


„საქართველოს მისამართით პრეტენზიები იმის გამო, რომ იგი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ეფუძნება იურიდიული ცნებების პოლიტიკურ მოლოდინებად ჩანაცვლებას. ევროკავშირს არ აქვს და ვერ ექნება უფლება, მოითხოვოს ევროკავშირის მიღმა მყოფი სახელმწიფოებისგან საკუთარი სანქციური რეჟიმების შესრულება. ეს პირდაპირ და საჯაროდ დაადასტურა ევროკავშირის სანქციების სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა „The Guardian“-თან ინტერვიუში, სადაც აღნიშნა, რომევროკავშირის არაწევრი არც ერთი ქვეყანა ვალდებული არაა, დაიცვას ევროკავშირის სანქციები. შესაბამისად, საუბარი იმის შესახებ, თითქოს საქართველომ „დაარღვია“ სანქციები, იურიდიულად თავიდანვე უსაფუძვლოა.

მანიპულაციის მეორე „სერია“ არის მცდელობა, „არშეერთება“ გაუთანაბრდეს სანქციების გვერდის ავლას. ეს ფუნდამენტურად განსხვავებული ცნებებია. სანქციების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, საქართველო ერთხელაც არ გამოუვლენიათ სანქციების გვერდის ავლაში, არც ევროკავშირის და აშშ-ის არც ერთ ოფიციალურ გამოძიებაში არ არსებობს არც ერთი დადასტურებული შემთხვევა, რომელიმე აკრძალული საქონლის რეექსპორტის, არც ფინანსური სქემების, არც ინსტიტუციური ხელშეწყობის თვალსაზრისით. მიუხედავად ადგილობრივი უსამშობლოების ამ კუთხით მუდმივი ჩასაფრების პოლიტიკისა, ეს არის ფაქტი, რომელსაც კრიტიკოსები სისტემატიურად უგულებელყოფენ.

ამავე დროს, ცრუ ბრალდებები არაერთხელ გაჟღერდა მედიური ფეიკების, პოლიტიკური განცხადებებისა და შიდა ოპოზიციური ნარატივების სახით. ყოველ ჯერზე, ეს ბრალდებები ან შემოწმებისას ქრებოდა, ან საერთოდ ვერ აღწევდა ფორმალური გამოძიების დონეს. საგულისხმოა, რომ სხვა ქვეყნებში სანქციების რეალური გვერდის ავლის შემთხვევებზე ევროკავშირი მოქმედებდა სწრაფად და მკაცრად, მათ შორის სანქციური ზომებისა და შეზღუდვების გამოყენებით.

საქართველოს შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც თავისთავად, წარმოადგენს სანქციების დარღვევის შემადგენლობის არარსებობის ირიბ დადასტურებას. შედეგი მარტივია და კრიტიკოსებისთვის უხერხული: საქართველოს ვერ დაადანაშაულებ ვერც სანქციების დარღვევაში და ვერც მათთვის გვერდის ავლაში.

ყველაფერი დანარჩენი არის ევრობიუროკრატების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა, შეფუთული მორალურ რიტორიკაში. რეალური დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს არა კატეგორიაში „ვალდებულია თუ არ არის ვალდებული“, არამედ ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოების რისკებისა და ეკონომიკური მდგრადობის ჭრილში. ამ ეტაპზე კი საქართველო მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და სწორედ ეს აღიზიანებს ყველაზე მეტად მათ, ვინც სამართალს პოლიტიკური შანტაჟით ჩანაცვლებას ამჯობინებს. ასე რომ, დევიდ ო'სალივანს ახალი არაფერი უთქვამს, ოთხი წლის განმავლობაში მისი დუმილია უფრო მრავლისმეტყველი“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

ზურაბ ქადაგიძე

03 აპრილი 2026, 22:45

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.

03 აპრილი 2026, 22:42

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა

პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

03 აპრილი 2026, 22:33

მსოფლიო

CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს

ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 აპრილი 2026, 22:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება

ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.

ემანუელ მაკრონი

03 აპრილი 2026, 22:04

მსოფლიო

მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები

ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ზურაბაშვილი

03 აპრილი 2026, 21:59

პოლიტიკა

გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება

სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.

03 აპრილი 2026, 21:33

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.

03 აპრილი 2026, 21:26

კულტურა

თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო

სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.

03 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.

03 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.

03 აპრილი 2026, 21:01

სამართალი

ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.

03 აპრილი 2026, 20:56

სპორტი

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.

03 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.

03 აპრილი 2026, 20:43

საზოგადოება

ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.

მეუფე ნიკოლოზი

03 აპრილი 2026, 20:37

საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით

გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან, - განუცხადა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

03 აპრილი 2026, 20:29

მსოფლიო

Fox News: დონალდ ტრამპს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ

Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ.

გამოცდებზე

03 აპრილი 2026, 20:21

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3538 გამოაქვეყნა.

03 აპრილი 2026, 20:12

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა

აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა, მეორე წევრის ძებნა კი კვლავ გრძელდება. ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა და სიტუაციაში ჩახედულმა მეორე წყარომ განუცხადეს.

03 აპრილი 2026, 20:10

პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველ გუნდში იმასაც აღნიშნავენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს.

03 აპრილი 2026, 20:04

საზოგადოება

პატრიარქის ასარჩევად გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მანამდე სინოდის სხდომა კიდევ ერთხელ თარიღსა და კანდიდატებთან დაკავშირებით შედგება.