ომბუდსმენმა ზუგდიდის მე-15 ბაღში მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო
ფოტო: პაპუნა შუშანია
ომბუდსმენის აპარატმა ზუგდიდის მე-15 საჯარო ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. როგორც სახალხო დამცველის ოფისში imedinews-ს განუცხადეს, საკითხს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საკუთარი ინიციატივით სწავლობენ.
ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობლის თეა ანჩაბაძის მტკიცებით, მისი შვილი და სხვა, ასევე აუტისტი ორი ბავშვი, ზეიმზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო, მათ ზეიმი ჩაეშალათ. მშობლის თქმით, ბავშვებს კარი ჩაუკეტეს და შენობაში არ შეუშვეს. ანჩაბაძე ამბობს, რომ სამსახურიდან არავის გაშვებას არ ითხოვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
საპირისპიროს ამტკიცებს ბაღის გამგე ინეზა ზაქარაია. მისი თქმით, კარის ჩაკეტვის მიზეზი დეკორაციები იყო და კატეგორიულად უარჰყოფს იმ ფაქტს, რომ ბავშვები ზეიმზე შეგნებულად არ შეუშვეს. ზაქარაიას თქმით, სამივე მათგანის ზეიმში ჩართვა შემდეგ ღონისძიებაზე იყო დაგეგმილი.
ქალაქის მერის ლაშა გოგიას დავალებით, ამ ბაღში დღეს აუდიტი შევიდა. მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი პასუხს კანონის წინაშე აგებს.
ყველა სიახლე
06 მაისი 2026, 10:13
რეგიონი
გივი მიქანაძე საჩხერეში კოლეჯ ,,სპექტრის“ ფილიალის თანამშრომლებს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში კოლეჯ „სპექტრის“ ფილიალს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და პერსონალს შეხვდა.
06 მაისი 2026, 09:56
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
06 მაისი 2026, 09:17
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ჩინეთი რუსეთსა და ირანს დრონების კომპონენტებით ამარაგებს
ჩინეთის მცირე კომპანიები ღიად ამარაგებენ რუსეთსა და ირანს დრონების აწყობისთვის საჭირო კომპონენტებით - ძრავებით, ბატარეებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით და ჩიპებით. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
06 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დამობმა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით რუსეთის ქალაქ კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
06 მაისი 2026, 08:51
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 მაისს საქართველოში
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
06 მაისი 2026, 08:40
სპორტი
ქუთაისში 19-წლამდე მოკრივეთა შორის აკაკი კაკაურიძის სახელობის მე-15 საერთაშორისო ტურნირმა აიღო სტარტი
ქუთაისში 19-წლამდე მოკრივეთა შორის აკაკი კაკაურიძის სახელობის მე-15 საერთაშორისო ტურნირმა აიღო სტარტი. ჩემპიონატში მსოფლიოს 11 ქვეყნის 200-მდე გოგონა და ვაჟი მოკრივე მონაწილეობს, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს არაერთი ჩემპიონ -პრიზიორი.
06 მაისი 2026, 08:39
მსოფლიო
9 მაისის აღლუმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთში ინტერნეტი შეზღუდეს
9 მაისის აღლუმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთში ინტერნეტი შეზღუდეს. გაითიშა ონლაინ გადახდის სისტემა და ტერმინალები.
06 მაისი 2026, 08:37
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, დაიბომბა კრამატორსკი
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, დაიბომბა კრამატორსკი. იერიშის სამიზნე გახდა დასახლებული პუნქტი, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები.
06 მაისი 2026, 08:35
პოლიტიკა
რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, რუმინეთს ახალი, დასავლური ფასეულობების გამტარებელი მთავრობა, გონივრულ ვადებში ეყოლება
რუმინეთს ახალი, დასავლური ფასეულობების გამტარებელი მთავრობა, გონივრულ ვადებში ეყოლება. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.
06 მაისი 2026, 08:33
პოლიტიკა
აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში, გერმანიასა და ავსტრიაში შევიდა
აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში, გერმანიასა და ავსტრიაში შევიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელთან, კაია კალსთან შეხვედრის დროს განაცხადა, რა დროსაც მხარეებმა ევროპის ენერგო რესურსებით მომარაგების სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპის ენერგო უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.
06 მაისი 2026, 08:29
რეგიონი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოლქვში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოლქვში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. იგება ასფალტის ახალი საფარი. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ლითონის ცხაურები და საკარმიდამო ნაკვეთებში შესასვლელები.
06 მაისი 2026, 08:28
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ წევრები რეგიონებში მოსახლეობასთან და საკრებულოებში თავიანთ ფრაქციის წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ
შეხვედრების მიზანი, ფრაქციის წევრების მხრიდან მიმდინარე საკითხების განხილვა, ადგილზე არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და სამომავლო გეგმების გაზიარებაა. მორიგი შეხვედრა ზესტაფონის საკრებულოში გაიმართა.
06 მაისი 2026, 08:23
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ოპოზიციურ ალიანსზე: ერთმანეთისადმი გაუტანლობა და პირველობისადმი მუდმივი სწრაფვა სძალავს ყველანაირ დავალებას, ამიტომ არანაირი შანსი ასეთ ალიანებს არ აქვს
ერთმანეთისადმი გაუტანლობა და პირველობისადმი მუდმივი სწრაფვა სძალავს ყველანაირ დავალებას, ამიტომ არანაირი შანსი ასეთ ალიანებს არ აქვს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
06 მაისი 2026, 08:18
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „ლელოზე“: გააგრძელონ მოქალაქეების დასანახად ელჩებისთვის ანგარიშების ჩაბარება და რამდენიმე თვეში ბოლომდე განულდება მათი პოლიტიკური რეიტინგი
გააგრძელონ მოქალაქეების დასანახად ელჩებისთვის ანგარიშების ჩაბარება და რამდენიმე თვეში ბოლომდე განულდება მათი პოლიტიკური რეიტინგი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
06 მაისი 2026, 08:12
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე: მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს
მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი ფასი არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.
06 მაისი 2026, 08:01
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ევროპარლამენტი პრაქტიკულად დაცილებულია იმ ღირებულებებს და ფუნქციებს, რაც სინამდვილეში გააჩნია
რაც კი ამ რეზოლუციაში წერია, მტკნარი სიცრუეა და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
06 მაისი 2026, 02:26
მსოფლიო
Bloomberg: რუსეთის ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მაქსიმუმზეა
რუსული ნავთობის ექსპორტის ღირებულება ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა მას შემდეგ, რაც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბური ინტერვენცია დაიწყო - აღნიშნული ზრდა განპირობებულია ნაკადების მატებითა და ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული მაღალი ფასებით, - წერს გამოცემა Bloomberg-ი.
06 მაისი 2026, 01:33
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: აშშ-ის მოთხოვნები არარეალური და შეუძლებელია
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა აშშ-ს მისი ქვეყნის მიმართ „არარეალური და შეუძლებელი“ მოთხოვნების წაყენებაში დასდო ბრალი.
06 მაისი 2026, 01:01
სპორტი
„არსენალმა“ „ატლეტიკო“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
ლონდონის „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ესპანური „ატლეტიკო“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა.
06 მაისი 2026, 00:54
მსოფლიო
რუბიო: ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ შეტევითი ეტაპი დასრულებულია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ „ოპერაცია ეპიკური რისხვა“ დასრულებულია.


