imedi /  07 თებერვალი 2026, 18:39 / სანდო წყარო

ჩინეთის ელჩი: ჩვენ შევამჩნიეთ, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს სიღარიბის შემცირებას და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, სასაქონლო ფასების შესამცირებლად ბოლო დროს არაერთი ნაბიჯი გადაიდგა

ჭოუ ციენი

ჭოუ ციენი

ჩვენ შევამჩნიეთ, რომ საქართველოს მთავრობაც დიდ ყურადღებას აქცევს სიღარიბის შემცირებას და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, სასაქონლო ფასების შესამცირებლად ბოლო დროს არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა.

ელჩის თქმით, ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან გაცვალოს გამოცდილება მმართველობის სფეროში, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სიღრმისეულ განვითარებას.

„ჩინეთი ყოველთვის მიჰყვებოდა ხალხზე ორიენტირებულ განვითარების ფილოსოფიას. ხალხის კეთილდღეობა განვითარების ფუნდამენტური მიზანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხალხს მივცეთ საშუალება, იცხოვრონ უკეთესად. რეფორმებისა და გახსნის შემდეგ, ჩინეთში 800 მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, რაც იმავე პერიოდში გლობალური სიღარიბის შემცირების 70%-ზე მეტს შეადგენს. სიღარიბის დაძლევის შემდეგ, ჩვენ ასევე შევქმენით ეფექტური და ყოვლისმომცველი მონიტორინგისა და დამხმარე მექანიზმი, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხის სიღატაკეში დაბრუნება. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მთავარ ჯგუფებზე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიღარიბის მასშტაბური რეციდივი.

ჩინეთმა შექმნა ეროვნული სამედიცინო დაზღვევის ქსელი, რომლის საბაზისო სამედიცინო დაზღვევის მონაწილეთა მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 79 წელს აღწევს. ჩინეთი საგანმანათლებლო თანასწორობას სოციალური თანასწორობის საფუძვლად მიიჩნევს, დანერგა ცხრაწლიანი სავალდებულო განათლება, დააწესა ეროვნული სტუდენტური გრანტები ეკონომიკურად დაუცველი ოჯახების სტუდენტების დასახმარებლად და გაზარდა ეროვნული სტუდენტური სესხების ოდენობა. ჩინეთი იბრძვის იმისთვის, რომ „არცერთმა სტუდენტმა არ მიატოვოს სწავლა ოჯახური ფინანსური სირთულეების გამო“.

ჩინეთი აგრძელებს საცხოვრებლის უსაფრთხოებისა და მიწოდების სისტემების გაუმჯობესებას იმ პრინციპის დაცვით, რომ „სახლები საცხოვრებლადაა და არა სპეკულაციისთვის“, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ყველას ჰქონდეს საცხოვრებელზე წვდომა. 2026 წლის დასაწყისში ჩინეთის სახალხო ბანკმა დაიწყო ერთჯერადი პირადი საკრედიტო ისტორიის გამოსწორების პოლიტიკა, რომელიც ფიზიკურ პირებს საშუალებას აძლევს, მოიშორონ უარყოფითი საკრედიტო ისტორია ვადაგადაცილებული სესხების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრულ ვადაში დაფარვის შემთხვევაში. ეს გააუქმებს შეზღუდვებს სესხებზე, საკრედიტო ბარათების განაცხადებზე, სახლისა და მანქანის შეძენაზე, რაც დაეხმარება იმ ხალხს, რომლებმაც დაუდევრობის ან დროებითი სირთულეების გამო ვერ შეასრულეს ვალდებულებები.

ამის საპირისპიროდ, ზოგიერთი განვითარებული კაპიტალისტური ქვეყანა იცავს „კაპიტალი პირველ ადგილზე“ სისტემას, რომელიც დაუნდობლად უგულებელყოფს ჩვეულებრივი ხალხის გადარჩენისა და განვითარების უფლებებს. „საშუალო კლასის“ წევრებიც კი შეიძლება დაზარალდნენ უეცარი ავადმყოფობით, გადაუხდელი ქირით, იპოთეკური სესხით ან დროებითი უმუშევრობით, დარჩნენ უსახლკაროდ და აღმოჩნდნენ შეუქცევად კრიზისში. ისინი ხალხის საარსებო პრობლემებს პარტიული დაპირისპირების იარაღად იყენებენ, ომებსაც კი მიმართავენ შიდა კონფლიქტებიდან ყურადღების გადასატანად და არღვევენ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთი სისტემა, რომელიც კაპიტალს პირველ ადგილზე აყენებს და უგულებელყოფს ხალხის ღირსებას, განწირულია არამდგრადობისთვის, მას ხალხი არასდროს დაუჭერს მხარს.

მომავალში, ჩინეთი გააგრძელებს ხალხზე ორიენტირებული მიდგომის დაცვას, გაზრდის ძალისხმევას ხალხის კეთილდღეობის დაცვისა და გაუმჯობესების მიზნით, მტკიცედ შეუწყობს ხელს საერთო კეთილდღეობას და ყურადღებას გაამახვილებს ხალხის გადაუდებელი საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და ხანდაზმულებსა და ბავშვებზე ზრუნვა, რათა ააშენოს ბედნიერი ჩინეთი, სადაც ყველას ექნება წვდომა განათლებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ხანდაზმულთა მოვლაზე, ყველა უზრუნველყოფილი იქნება სამსახურით და საცხოვრებელი ადგილით.

ჩვენ შევამჩნიეთ, რომ საქართველოს მთავრობაც დიდ ყურადღებას აქცევს სიღარიბის შემცირებას და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, სასაქონლო ფასების შესამცირებლად ბოლო დროს არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ჩინეთიც და საქართველოც განვითარებადი ქვეყნებია, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ ეროვნულ აღორძინებასა და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან გაცვალოს გამოცდილება მმართველობის სფეროში, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სიღრმისეულ განვითარებას, საქართველოსთან ერთად მიაღწიოს განვითარებასა და კეთილდღეობას და ორივე ქვეყნის ხალხს მისცენ უფრო ბედნიერი ცხოვრების საშუალება“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 23:35

მსოფლიო

The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 23:28

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო

საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.

03 აპრილი 2026, 23:07

რეგიონი

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ზურაბ ქადაგიძე

03 აპრილი 2026, 22:45

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.

03 აპრილი 2026, 22:42

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა

პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

03 აპრილი 2026, 22:33

მსოფლიო

CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს

ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 აპრილი 2026, 22:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება

ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.

ემანუელ მაკრონი

03 აპრილი 2026, 22:04

მსოფლიო

მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები

ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ზურაბაშვილი

03 აპრილი 2026, 21:59

პოლიტიკა

გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება

სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.

03 აპრილი 2026, 21:33

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.

03 აპრილი 2026, 21:26

კულტურა

თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო

სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.

03 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.

03 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.

03 აპრილი 2026, 21:01

სამართალი

ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.

03 აპრილი 2026, 20:56

სპორტი

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.

03 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.

03 აპრილი 2026, 20:43

საზოგადოება

ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.

მეუფე ნიკოლოზი

03 აპრილი 2026, 20:37

საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით

გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან, - განუცხადა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

03 აპრილი 2026, 20:29

მსოფლიო

Fox News: დონალდ ტრამპს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ

Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ.

გამოცდებზე

03 აპრილი 2026, 20:21

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3538 გამოაქვეყნა.