08 თებერვალი 2026, 20:29 / სანდო წყარო

პრემიერი: ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკვე თანამდებობის პირის ცდუნებაზე დამოკიდებულს აღარ ხდის კორუფციას, კანონით არის ჩაკეტილი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კორუფციის რისკები

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

კანონით არის ჩაკეტილი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კორუფციის რისკები, ამის მიუხედავად, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, ზოგადად, რისკები და საფრთხეები რჩება, შესაბამისად, სრული ყურადღებით გაგრძელდება მუშაობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა შესაძლებელი ბევრად უფრო ადრე მომხდარიყო კორუფციის პრევენცია.

„ეს არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მტკივნეული საკითხი, მათ შორის, ამ თემის პერსონალური ასპექტის გათვალისწინებით. შესაბამისად, სიღრმეში შესვლას დღესაც მოვერიდები. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დროულად დავიწყეთ ჩარევა - როდესაც მოხდა რეალურად, არსებითად, პრობლემების იდენტიფიცირება, მყისიერად დავიწყეთ ჩარევა, თუმცა გარკვეულ პროცესებს დასჭირდა დრო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

გახსოვთ, რამხელა ზეწოლა იყო ქვეყანაზე, განსაკუთრებით, ზუსტად ამ წლებში. 2021-2022- 2023 წლები, ეს გაგრძელდა მთელი ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ერთდროულად გვიწევდა როგორც გარე საფრთხეებთან გამკლავება, ასევე ქვეყნის შიგნით კონკრეტულ პრობლემებთან ბრძოლა. ორ ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა რთულია და რისკებთან არის დაკავშირებული. ამას ემატებოდა საარჩევნო წელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოვახერხეთ იდენტიფიცირებული პრობლემის აღმოფხვრა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავარია, როგორ მუშაობს მთავრობა დღეს და როგორ აპირებს, იმუშაოს ხვალ.

„რაც მთავარია, გვინდა, წინ გავიხედოთ. ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, ამაზე პასუხისმგებლობის საკითხის აღძვრა, თუმცა მთავარი არის, როგორ მუშაობს მთავრობა დღეს და როგორ აპირებს, იმუშაოს ხვალ. ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენ პრევენციულად დავაზღვიოთ ყველანაირი რისკები, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. რომ ავიღოთ კონკრეტული მაგალითი, ეს არის სახელმწიფო ქონების გასხვისება, პრივატიზაცია. ჩვენ ძალიან მარტივად, კანონით ჩავკეტეთ კორუფციის რისკები თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ რეალურად, ყველანაირი ქონება გამოდის აუქციონზე და აუქციონი არის გამჭვირვალე, ღია და სახელმწიფოს აქვს გარანტია იმისა, რომ შესაბამისი ქონება სახელმწიფოსთვის ყველაზე მაღალ ფასად, ყველაზე მომგებიანად გასხვისდება. კანონით ჩავკეტეთ ყველანაირი ასეთი პრაქტიკა.

შესაბამისად, აქ რომელიმე კონკრეტულმა თანამდებობის პირმაც რომ მოინდომოს რაიმეს გაფუჭება, უკვე კანონით მთლიანად არის ჩაკეტილი ამის შესაძლებლობა. როდესაც მთავრობის აქტები არის თავიდან ბოლომდე ღია და გამჭვირვალე, აქაც პრაქტიკულად ცდუნება განულებულია, რომ იმ აქტებში რაიმე კორუფციული ჩაიდოს. იგივე ეხება შესყიდვების პრაქტიკას, სადაც ჩვენ სპეციალური ელექტრონული პლატფორმაც დავამკვიდრეთ. ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. შესაბამისად, ხელით და კონვერტებით ვერავინ ვეღარ გადაალაგებს ამ შესყიდვების პროცედურას. გამჭვირვალედ წარიმართება პროცესი. ყველა დააკვირდება, ვინ არის წინადადების შემტანი, რა თანხები შედის, როგორ კორექტირდება ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკვე თანამდებობის პირის ცდუნებაზე დამოკიდებულს აღარ ხდის კორუფციას.

კანონით არის ჩაკეტილი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კორუფციის რისკები. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ზოგადად, რისკები და საფრთხეები რჩება ამ მიმართულებითაც. შესაბამისად, სრული ყურადღებით გაგრძელდება მუშაობა და რაც მთავარია, ჩვენ შევკარით კოორდინაციის სქემა. ამაში არის ჩართული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ჩვენ შევქმენით მთავრობის ადმინისტრაციაში ეფექტიანობის დეპარტამენტი. ეს ძირითადი სტრუქტურები არიან დაკავებული სწორედ იმით, რომ კოორდინირებულად უზრუნველყონ კორუფციის პრევენცია და საჭიროების შემთხვევაში გამოავლინონ შესაბამისი ფაქტები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

მარტა კოსი

04 აპრილი 2026, 00:44

მსოფლიო

მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.

ლაზარეს აღდგინება

04 აპრილი 2026, 00:00

საზოგადოება

დღეს ლაზარეს შაბათია

წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.

03 აპრილი 2026, 23:35

მსოფლიო

The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 23:28

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო

საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.

03 აპრილი 2026, 23:07

რეგიონი

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ზურაბ ქადაგიძე

03 აპრილი 2026, 22:45

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.

03 აპრილი 2026, 22:42

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა

პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

03 აპრილი 2026, 22:33

მსოფლიო

CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს

ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 აპრილი 2026, 22:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება

ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.

ემანუელ მაკრონი

03 აპრილი 2026, 22:04

მსოფლიო

მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები

ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ზურაბაშვილი

03 აპრილი 2026, 21:59

პოლიტიკა

გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება

სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.

03 აპრილი 2026, 21:33

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.

03 აპრილი 2026, 21:26

კულტურა

თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო

სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.

03 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.

03 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.

03 აპრილი 2026, 21:01

სამართალი

ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.

03 აპრილი 2026, 20:56

სპორტი

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.

03 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.

03 აპრილი 2026, 20:43

საზოგადოება

ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.

მეუფე ნიკოლოზი

03 აპრილი 2026, 20:37

საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით

გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან, - განუცხადა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).