საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის ანგარიშები მოისმინა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოისმინეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ანგარიში წარუდგინა.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, საანგარიშო პერიოდში დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ზამთრისა და საშემოდგომო სხდომებში, ყოველწლიურ სესიაში და ასევე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში.
ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გერმანელი მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის სამომავლო ანგარიში გააკრიტიკა, სადაც რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციებზე საუბრისას, საქართველო არ იყო ნახსენები. ნიკოლოზ სამხარაძემ მომხსენებელს მოუწოდა, რომ ანგარიშში დამატებულიყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც საბოლოო ანგარიშში აისახა.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სესიაზე, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა და აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სესიაზე საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელთან დაკავშირებითაც ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები საქართველოში პლურალისტურ გარემოში და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ვენაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრა. მან ყურადღება ასევე გაამახვილა სლოვენიის რესპუბლიკაში გამართულ ახალგაზრდა პარლამენტართა ქსელის შეხვედრაზე, რომელიც შეეხო ახალგაზრდების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის, ლიდერული უნარების განვითარების და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას.
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის „სილქ როუდ გრუპ“-ის კონფერენციაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობაზეც ისაუბრა, რომელიც მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ეკოლოგიის საკითებზე გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრია მანდიჩს შეხვდა, სადაც მხარეებმა ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მათ შორის, იმ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც ორ ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს.
საანგარიშო პერიოდში, ნიკოლოზ სამხარაძემ ქალაქ რომში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის ორგანიზებით ჩატარებულ კონფერენციაში ეუთო-ს რეგიონში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თემაზე.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში საქართველო შეფასდა ქვეყანად, რომელსაც ტერორიზმის გავლენის ნულოვანი მაჩვენებელი აქვს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიაში.
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები გააკრიტიკა. ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერები დაემატა.
ანგარიშში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმაცია მიანიჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს.
ასევე ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ანგარიშში დაემატა ჩანაწერი, რომელიც მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას, გააუქმოს როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 23-ე საშემოდგომო სესიაში.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მონაწილეობა ასევე მიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ორგანიზებულ ყირგიზეთის რესპუბლიკაში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში.
ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სხდომაზე ასევე წარადგინა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში (NATO PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში.
მომხსენებლის ინფორმაციით, ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, მათ შორის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში იმ ჩანაწერების გაჩენა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპაციას და საქართველოს ნატო-ში სამომავლო წევრობას ეხება.
ნიკოლოზ სამხარაძემ ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დეიტონში გამართულ საგაზაფხულო სესიაზე და ამ სესიის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ერევანში ჩატარებულ ასამბლეის „როუზ-როთ“-ის რიგით 108-ე სემინარზე, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და ამ კონტექსტში რეგიონალური ქვეყნების დემოკრატიული განვითარება, უსაფრთხოების გარემო და პოლიტიკურ-ეკონომიკური დინამიკა.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ ლიუბლიანაში გამართულ ასამბლეის რიგით 71-ე წლიურ სესიაში, სადაც საქართველოს დელეგაციის წევრებმა ასამბლეის კომიტეტების მიერ მომზადებული ანგარიშებისა და რეზოლუციის განხილვისას რიგი ცვლილებები წარადგინეს, რომლებიც საბოლოო დოკუმენტში აისახა.
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიში, დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით მათიკაშვილმა წარადგინა.
მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, ვირტუალურ ფორმატში გაიმართა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის სამუშაო შეხვედრა.
ასამბლეის დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები იყო სუამ-ის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის დაცვა, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგრადობის შენარჩუნება.
დელეგაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა ასევე მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების ერთობლივ სხდომასა და ბიუროს სხდომაში, სადაც დასკვნითი დოკუმენტი - ასამბლეის კომუნიკე დაამტკიცეს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.
მისი ინფორმაციით, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო და საშემოდგომო სხდომებში, ასევე, ასამბლეის 32-ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეის სხდომაში.
მომხსენებლის განცხადებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა კაიროში გაიმართა.
მომხსენებელმა ისაუბრა ბუქარესტში გამართულ IAO-ს 32-ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეის სხდომაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობაზე, სადაც განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „საპარლამენტო და რელიგიური ინსტიტუტების თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბებაში: IPU-ს მარაქეშის კომუნიკეს მნიშვნელობა“.
მან ყურადღება გაამახვილა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოსა და ისრაელში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს შემოდგომის სხდომასა და პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებსა და ღონისძიებებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობაზე.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საერთაშორისო სამდივნოს (ბიუროს) შემადგენლობის ახალ წევრად საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი აირჩიეს.
მომხსენებლის განცხადებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა საქართველოში, ქალაქ თბილისში გაიმართება.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა.
მისი განცხადებით, PABSEC -ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო როგორც კომიტეტების სხდომებში, ასევე, გენერალური ასამბლეის რიგით 65-ე და 66-ე სხდომებში.
ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სკოპიეში გამართულ სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე განხილვის მთავარ თემას „შავი ზღვის რეგიონში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა“ წარმოადგენდა, სადაც სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი მეზურნიშვილმა ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანმიმდევრულ და მტკიცე ძალისხმევას, გამოიყენოს ყველა საჭირო რესურსი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური და ყოვლისმომცველი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა გენერალური ასამბლეის რიგით 65-ე სხდომაში საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობაზე, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში გაიმართა. ასევე, ისაუბრა სერბეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბელგრადში გამართულ ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაში დელეგაციის მონაწილეობაზე.
ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა საქართველოში, ქალაქ ბორჯომში გაიმართა, სადაც ხელოვნური ინტელექტის როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე, სამართლებრივ საკითხებსა და არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
ირაკლი მეზურნიშვილმა ასევე ისაუბრა ბულგარეთის რესპუბლიკის ქალაქ სოფიაში გამართულ გენერალური ასამბლეის რიგით 66-ე სხდომაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა.
ირაკლი მეზურნიშვილის ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის დებატების მთავარ თემას წარმოადგენდა: „თანამშრომლობა ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო რეგიონულ ორგანიზაციებთან“.
სესიაზე დელეგატებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სხდომის დასასრულს, მომდევნო 6 თვის ვადით გადმოიბარა PABSEC-ის თავმჯდომარეობა.
2026 წლის ივნისამდე საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანაა, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი PABSEC-ის პრეზიდენტი.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 01:00
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.
04 აპრილი 2026, 00:44
მსოფლიო
მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.
04 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს ლაზარეს შაბათია
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
03 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 23:28
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.
03 აპრილი 2026, 23:07
რეგიონი
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
03 აპრილი 2026, 22:45
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.
03 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა
პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 აპრილი 2026, 22:33
მსოფლიო
CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს
ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
03 აპრილი 2026, 22:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.
03 აპრილი 2026, 22:04
მსოფლიო
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.
03 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.
03 აპრილი 2026, 21:01
სამართალი
ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.
03 აპრილი 2026, 20:56
სპორტი
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
03 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.
03 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.


