imedi /  10 თებერვალი 2026, 10:24 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: მილანის შეხვედრამ, თუნდაც არაოფიციალურმა და ხანმოკლემ - საზოგადოებას მისცა განცდა, რომ ვაშინგტონთან არხი დახურული არ არის

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ჩვენ ვხედავთ შიდა კონკურენციას თვით ამერიკულ სისტემაში. მილანმა აჩვენა, რომ აშშ-ის რეალური პოლიტიკა საქართველოს მიმართ ბევრად უფრო რთული და პრაგმატულია, ვიდრე სქემა „დავაწვეთ და აღვზარდოთ - თუ არ გამოვიდა, დავსაჯოთ, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჰელსინკის ჯგუფის მიერ 11 თებერვალს ჩანიშნულ შეხვედრას, რომელზეც საქართველოს საკითხი განიხილება.

ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრით ჰელსინკის ჯგუფს მილანური შეხვედრების, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხდა, პოზიტიური სიგნალის ჩახშობა სურს. ქართველიშვილი წერს, რომ ჰელსინკის ჯგუფი არ არის ამერიკაში გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო, არამედ არის ღრმად პოლიტიზირებული სტრუქტურა.

„ეუთოს „მოსკოვის პროცედურა" მასხრად აიგდეს საქართველოში და ეს არაა საკმარისი - დაახლოებით ეს იყო ჯო ვილსონის ლოგიკა, როდესაც მან დააანონსა საქართველოში „დემოკრატიის უკუსვლის" თემაზე აშშ-ს ჰელსინკის ჯგუფის მიერ გამოძიების წამოწყება. ამ პროცედურის დაწყების თარიღიც (11 თებერვალი) შემთხვევითი არაა - იგი იდეალურად არის ჩასმული დღის წესრიგში სწორედ რომ მილანში ჩატარებული ორი ქვეყნის ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრის შემდეგ.

იგი ინიცირებულია სწორედ იმ მომენტში, როდესაც საქართველოში რეალურად დაიწყო მოქმედება მნიშვნელოვანმა სიგნალმა: უმაღლეს დონეზე კონტაქტმა აშშ-ის გადაწყვეტილების მიმღებ რეალურ ცენტრებთან. მილანის შეხვედრამ, თუნდაც არაოფიციალურმა და ხანმოკლემ - საზოგადოებას მისცა განცდა, რომ ვაშინგტონთან არხი დახურული არ არის, რომ პრაგმატული დიალოგი შესაძლებელია და საქართველო იზოლაციაში არ იმყოფება.

ფორმალურად, ჰელსინკის კომისიის „გამოძიება“ დანიშნულია თემაზე „საქართველოში განსხვავებული აზრის მიმართ ზეწოლის ესკალაცია“, მათ შორის ფინანსური გამჭვირვალობის კანონები, სასამართლო პროცესები და საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მოქმედებები. ანუ, ყველაფერ იმაზე, რაც პრეზიდენტ ყაველაშვილთან, არც დი ვენსს და არც რუბიოს, ერთი წინადადებითაც არ უხსენებია. ჰელსინკის კომისია მოქმედებს სრულიად სხვა ლოგიკით, ვიდრე აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლება. იქ, სადაც თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი შეიძლება დაეყრდნოს სამუშაო კონტაქტებს, სიჩუმესა და მოქნილობას, კომისია ცხოვრობს საჯარო ზეწოლითა და მორალისტური კატეგორიულობით. მის შემადგენლობაში შედიან აშშ-ის სენატორები და კონგრესმენები, ორივე პარტიიდან, აგრეთვე სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები (სულ 21 წევრი). ანუ, ეს არის კონგრესის სტრუქტურა ძლიერი იდეოლოგიური ფრთით და არა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო. მისი ინსტრუმენტია არა მოლაპარაკება, არამედ ხმამაღალი სათაური; არა კომპრომისი, არამედ მარკირება.

ამიტომ 11 თებერვალს აქვს თავისი კონკრეტული დანიშნულება: არ დაუშვას „მილანის" პოზიტიური ეფექტის გამყარება და სასწრაფოდ დააბრუნოს დისკურსი ბრალდებების რეჟიმში. ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ შიდა კონკურენციას თვით ამერიკულ სისტემაში. მილანმა აჩვენა, რომ აშშ-ის რეალური პოლიტიკა საქართველოს მიმართ ბევრად უფრო რთული და პრაგმატულია, ვიდრე სქემა „დავაწვეთ და აღვზარდოთ - თუ არ გამოვიდა, დავსაჯოთ“. კომისია 11 თებერვლიდან შეეცდება „ბაიდენისტური“ ნორმატიული მონოპოლიის აღდგენას - კვლავ „ილაპარაკოს ამერიკის სახელით“, მაგრამ არა სახელმწიფოებრივი, არამედ იდეოლოგიური მნიშვნელობით. აქედან მოდის მომენტის არჩევანიც: შეაჩეროს კონტაქტის ეფექტი მანამ, სანამ ის ნორმალიზაციის მყარ განცდად ჩამოყალიბდება.

11 თებერვალი ეს არ არის პროცედურა დემოკრატიის და არც საქართველოს „დაცვის“ შესახებ - ეს არის „ბაიდენის კარადიდან" ნაფტალინით გაჟღენთილი ნარატივის (კონტროლის) გამოღების მცდელობა. მილანის ეპიზოდმა აჩვენა, რომ საქართველო შეიძლება იყოს დიალოგის სუბიექტი და არა აღზრდის ობიექტი. და სწორედ ამას ცდილობს კომისია - სასწრაფოდ ჩაახშოს „გამოძიების“ ხმაურით, თუნდაც არა თვით მომხდარი და მათთვის უკიდურესად უსიამოვნო ფაქტის გაუქმებით, არამედ მისი პოლიტიკური წონის გაუფასურებით,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

04 აპრილი 2026, 01:00

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.

მარტა კოსი

04 აპრილი 2026, 00:44

მსოფლიო

მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.

ლაზარეს აღდგინება

04 აპრილი 2026, 00:00

საზოგადოება

დღეს ლაზარეს შაბათია

წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.

03 აპრილი 2026, 23:35

მსოფლიო

The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 23:28

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო

საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.

03 აპრილი 2026, 23:07

რეგიონი

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ზურაბ ქადაგიძე

03 აპრილი 2026, 22:45

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.

03 აპრილი 2026, 22:42

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა

პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

03 აპრილი 2026, 22:33

მსოფლიო

CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს

ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 აპრილი 2026, 22:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება

ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.

ემანუელ მაკრონი

03 აპრილი 2026, 22:04

მსოფლიო

მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები

ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ზურაბაშვილი

03 აპრილი 2026, 21:59

პოლიტიკა

გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება

სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.

03 აპრილი 2026, 21:33

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.

03 აპრილი 2026, 21:26

კულტურა

თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო

სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.

03 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.

03 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.

03 აპრილი 2026, 21:01

სამართალი

ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.

03 აპრილი 2026, 20:56

სპორტი

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.

03 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.

03 აპრილი 2026, 20:43

საზოგადოება

ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.