11 თებერვალი 2026, 18:43 / სანდო წყარო

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პირველადი მოხმარების პროდუქციის - ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

კომპანიების წარმომადგენლებმა წარმოების პროცესის და შემდგომ მზა პროდუქციის სასურსათო ქსელებში განთავსების საკითხებზე ისაუბრეს და კომისიის წევრებს ის პრობლემები და გამოწვევები გააცნეს, რაც აღნიშნულ პროცესს უკავშირდება.

კვერცხის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შპს „პოულტრი ჯორჯიას“ და „დილის პროდუქტების“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას დამატებითი ღირებულების გადასახადი წარმოადგენს. მათივე თქმით, პროდუქციის ფასების მატებას ე.წ. ქეშ-ბექი იწვევს, რომელიც დაახლოებით 22-25%-ს შეადგენს.

საოპერაციო ნაწილის ხარჯებზე, იგივე „ქეშ-ბექის“ საკითხზე ისაუბრა ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის შპს „ლიდერფუდის“ დირექტორმა ირაკლი დუმბაძემ. მისი თქმით, კომპანია ქსელურ მარკეტებს გაყიდული პროდუქციის 35%-მდე თანხას უკან უბრუნებს და აღნიშნული ხარჯი ყოველწლიურად იზრდება. პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბრისას ირაკლი დუმბაძემ მუშა-ხელის დეფიციტსა და ვადაგადაცილებული პროდუქციის უტილიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.

კომპანია „ჩირინას“ დირექტორის, რევაზ ვაშაკიძის თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმპორტირებული პროდუქციის კვოტირება მოხდეს, რაც ქართულ ბაზარს ჭარბი იმპორტირებული პროდუქციის შემოტანისგან დაიცავს.

კომისიის სხდომაზე, რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების: შპს -„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“, „ყვარლის ბაგა“ და „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმომადგენლებმა მათ სფეროში არსებული საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას რძის ფასი წარმოადგენს, რაც რქოსანი პირუტყვის საკვებ იმპორტირებულ ნედლეულს უკავშირდება. მწარმოებელთა ინფორმაციით, ადგილობრივი საკვები ნედლეულის წარმოების განვითარების შემთხვევაში, რძის წარმოების თვითღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება და სექტორი კიდევ უფრო გაჯანსაღდება.

დროებითი კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც კომისიის წევრებმა ადგილობრივი მწარმოებლებისგან დამატებითი ინფორმაცია მოისმინეს.

„კომისიის მიზანია შეისწავლოს თუ რა პრობლემები აქვს სექტორს და მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წარმომადგენლები საკითხის მიმართ დადებითად და კონსტრუქციულად არიან განწყობილი. ვთანხმდებით, რომ პროდუქციაში ფასნამატი მაღალია, რომელიც სტრუქტურულ პრობლემებზე მიუთითებს, რაც სისტემურ მიდგომას საჭიროებს. გვსურს ისეთი ცვლილებები მივიღოთ, რომ სექტორი სისტემურად გაჯანსაღდეს, რაც პროდუქციაზე ფასების დაწევას განაპირობებს.

ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრაზე ხუთი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რომელთა სწორად იდენტიფიცირება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან თუ გვეცოდინება პრობლემის არსი შემდგომ სწორი ანალიზით შევძლებთ შესაბამისი მექანიზმების ჩართვას. ეს კი სექტორის გაჯანსაღებამდე და კმაყოფილ მომხმარებლამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრის ფარგლებში მოსმენილი ინფორმაციებიდან შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა:

  • პირველი - მწარმოებლები მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული არიან იმპორტირებულ ნედლეულზე, რაც თავის მხრივ, იმპორტის ინფლაციურ წნეხს ქმნის;
  • მეორე - საოპერაციო ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვანი წილი უკავია გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯებს. ეს მოიცავს „ქეშ ბექს“, ქსელში შესვლის საფასურს, თაროს გადასახადს და სხვა, რაც პროდუქტის საბოლოო ფასს მნიშვნელოვნად ზრდის;
  • მესამე - მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და ქსელურ მარკეტებს შორის შეინიშნება ასიმეტრიული ურთიერთობები, რაც ზედა რგოლს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს განსაზღვროს კომერციული პირობები;
  • მეოთხე - სამუშაო კაპიტალის მოცულობა, კაპიტალის ღირებულება და გადახდის დაგვიანების შემთხვევები პირდაპირ აისახება თვითღირებულებაზე. გადახდების გაჭიანურება ზრდის ფინანსურ ხარჯებს და საბოლოოდ ქმნის დამატებით ზეწოლას პროდუქციის ფასზე;
  • მეხუთე - მარაგების არაეფექტიანი მართვა და ნაშთების დაგროვება, რაც ფინანსურ ტვირთს ზრდის.

სხდომის დასასრულს, შოთა ბერეკაშვილმა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასწარმოქმნის საკითხის შესწავლის მიზნით საერთაშორისო კომპანიის მოწვევის ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის შერჩევაც ტენდერის წესით მოხდება.

„ინიციატივა გვაქვს, რომ მივმართოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა პარლამენტმა, კომისიის მუშაობის პარალელურად, საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს, რომელსაც პირველადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების სექტორის შესწავლის კარგი გამოცდილება აქვს. კომპანია, რომელიც შეისწავლის ჩვენი სექტორის სტრუქტურას, ბიზნეს პროცესებს, არსებულ პრობლემებს და რეკომენდაციებს დაწერს. ვფიქრობ, ეს კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან კომისიის მუშაობის პარალელურად, გვექნება განსხვავებული თვალით დანახული, გარედან შეფასებული დოკუმენტი, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება დროებითი კომისიის მუშაობას“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

კომისიის თავმჯდომარის ინიციატივას კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

04 აპრილი 2026, 01:00

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.

მარტა კოსი

04 აპრილი 2026, 00:44

მსოფლიო

მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.

ლაზარეს აღდგინება

04 აპრილი 2026, 00:00

საზოგადოება

დღეს ლაზარეს შაბათია

წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.

03 აპრილი 2026, 23:35

მსოფლიო

The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 23:28

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო

საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.

03 აპრილი 2026, 23:07

რეგიონი

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ზურაბ ქადაგიძე

03 აპრილი 2026, 22:45

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.

03 აპრილი 2026, 22:42

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა

პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

03 აპრილი 2026, 22:33

მსოფლიო

CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს

ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 აპრილი 2026, 22:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება

ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.

ემანუელ მაკრონი

03 აპრილი 2026, 22:04

მსოფლიო

მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები

ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ზურაბაშვილი

03 აპრილი 2026, 21:59

პოლიტიკა

გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება

სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.

03 აპრილი 2026, 21:33

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.

03 აპრილი 2026, 21:26

კულტურა

თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო

სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.

03 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.

03 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.

03 აპრილი 2026, 21:01

სამართალი

ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.

03 აპრილი 2026, 20:56

სპორტი

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.

03 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.

03 აპრილი 2026, 20:43

საზოგადოება

ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.