12 თებერვალი 2026, 11:10 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ინფრასტრუქტურული ნეიტრალიტეტი აღარ ნიშნავს ჩვენთვის სასანქციო იმუნიტეტს. ჩნდება მთავარი კითხვა, ვინ განსაზღვრავს თამაშის წესებს ევრაზიაში - სუვერენული სახელმწიფოები თუ ზენაციონალური რეგულაციები?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მე-20 პაკეტს.

ანალიტიკოსი წერს, რომ სანქციები შეეხება აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-სა და მასთან დაკავშირებულ აქტივებსაც, მათ შორის ყულევის ნავთობის ტერმინალს. ქართველიშვილის სიტყვებით, ეს აღარაა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და ეხება მესამე და მეოთხე ქვეყანასაც.

„როდესაც სასანქციო ზეწოლის ქვეშ ექცევა მესამე ქვეყნის ინფრასტრუქტურა მეოთხე ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველო/აზერბაიჯანის პოზიციიდან სურათი კიდევ უფრო მკაცრია: სასანქციო რეჟიმი სცილდება ევროკავშირის საკუთარ საზღვრებს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანიდან იღებს გაზს, ამერიკული ძვირადღირებული გაზის შესყიდვის შემცირების ფონზე. სწორედ ამიტომ, ქართველიშვილის სიტყვებით, ახალი სანქციები არა ევროკავშირის, არამედ „დიპ სტეიტის“ მიღებული გადაწყვეტილებაა, ევროპის დასასჯელად.

„ევროკავშირმა დაიწყო ანტირუსული სანქციების მე-20 პაკეტის შემოღების პროცედურა, მათ შორის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან და მასთან დაკავშირებული აქტივების მიმართ, მათ შორის ყულევის ნავთობის ტერმინალის წინააღმდეგ. ფორმალურად საუბარია რუსეთის მიმართ სანქციების რეჟიმის გაფართოებასა და შესაძლო გვერდის ავლის მექანიზმების შემოწმებაზე. ფაქტობრივად კი სასანქციო მგრძნობელობის ქვეშ ექცევა აზერბაიჯანული აქტივი, რომელიც საქართველოს იურისდიქციაშია.

მართალია, ეს არ არის „შუა დერეფანზე“, მის სახმელეთო-ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული დარტყმა, არც კონტეინერებზე, არც რკინიგზაზე, არც ტრანსკასპიურ მარშრუტზე, მაგრამ ეს არის წერტილოვანი დარტყმა ნავთობის გადაზიდვის ერთ-ერთ ჰაბზე. თუმცა, სწორედ ასეთი წერტილოვანი გადაწყვეტილებები ქმნის სტრატეგიული ტოქსიკურობის ატმოსფეროს. ყულევი არ არის Middle Corridor-ში შემავალი არტერია, მაგრამ ის არის ნდობის ელემენტი ზოგადად რეგიონისადმი, როგორც ტრანზიტულად უსაფრთხო სივრცისადმი. როდესაც სასანქციო ზეწოლის ქვეშ ექცევა მესამე ქვეყნის ინფრასტრუქტურა მეოთხე ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა.

საქართველო/აზერბაიჯანის პოზიციიდან სურათი კიდევ უფრო მკაცრია: სასანქციო რეჟიმი სცილდება ევროკავშირის საკუთარ საზღვრებს. როდესაც საეჭვო სავაჭრო ნაკადები ფიქსირდება თავად ევროკავშირის შიგნით და იგივე ბალტიისპირეთი იქცევა რუსეთის დასავლური ალკოჰოლური პროდუქციის მომარაგების რეკორდსმენად, ეს არის „შიდა რეგულირების საკითხი“. როდესაც საქმე ეხება სამხრეთ კავკასიას, ეს ხდება საჯარო ზეწოლის საფუძველი. სწორედ ეს ქმნის მორიგი ორმაგი სტანდარტების განცდას, მიუხედავად ფორმალური იურიდიული არგუმენტებისა.

დღეს აზერბაიჯანი ევროპისთვის სტრატეგიული გაზის მომწოდებელია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე. ამჟამად სწორედ ბაქო აწვდის იმავე გერმანიას და ავსტრიას ბუნებრივი აირის ძირითად მოცულობებს. ხომ არ ნიშნავს მისი დასჯა იმ ოლიგარქიული კლანების მხრიდან შურისძიების აქტს, ევროპაში ძვირადღირებული ამერიკული გაზის შესყიდვების შემცირების გამო? და ხომ არ ამტკიცებს ეს ფაქტი უკვე მერამდენედ, რომ ამ სასანქციო პოლიტიკაში ევროკავშირი კვლავ არ წარმოადგენს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღებ სუბიექტს, არამედ კვლავინდებურად მხოლოდ „დიფ სტეიტის“ მორჩილი ინსტრუმენტია.

საქართველოსთვის ეს სიგნალი კიდევ უფრო მგრძნობიარეა, თურმე ინფრასტრუქტურული ნეიტრალიტეტი აღარ ნიშნავს ჩვენთვის სასანქციო იმუნიტეტს. თუ სასანქციო ლოგიკა ვრცელდება მესამე ქვეყნების ტრანზიტულ აქტივებზე, ჩნდება მთავარი კითხვა: ბოლობოლო ვინ განსაზღვრავს თამაშის წესებს ევრაზიაში - სუვერენული სახელმწიფოები თუ ზენაციონალური რეგულაციები? და ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ყულევის საკითხი. ეს არის აღმოსავლეთ–დასავლეთის ღერძზე ტრანზიტის მომავალი არქიტექტურის საკითხი და ჩვენზე „მაღლა“ მდგომი „მონსტრი-სახელმწიფოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, ხომ არ წარმოადგენს „დიფ სტეიტი“ და მისი ჩამოშლილი ინსტრუმენტები, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურულ-ლოჯისტიკური უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2026, 12:22

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.

ლეო XIV

19 აპრილი 2026, 12:20

მსოფლიო

რომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს

„ეს სიტყვები ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან ახალი დისკუსიის წამოწყებას ვცდილობ, რისი არანაირი ინტერესიც არ მაქვს“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს ანგოლისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე.

19 აპრილი 2026, 11:58

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა რადოსლავ დობროვოლსკიმ.

19 აპრილი 2026, 11:39

კულტურა

ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ „რევიზორის“ პრემიერა გაიმართა

„რევიზორი“ პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში - ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა. ნაწარმოები ყველა დროისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება და საზოგადოების პრობლემებს იუმორით ასახავს.

19 აპრილი 2026, 11:31

მსოფლიო

Nikon-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Nikon Corporation-მა, რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, - ინფორმაციას რუსული მედია, „როსპატენტის“ ელექტრონული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ზერეკიძე

19 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით

თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაცია და ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი მულტიმილიონიან ინვესტიციას არასდროს ჩადებს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლა იზოლაციაშია, როგორც ამას ეგ საცოდავები გვიმტკიცებენ. ინვესტორმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქ სტაბილურობა, მშვიდობა და მათი კაპიტალის დაცულობა გარანტირებულია, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში.

19 აპრილი 2026, 11:30

მსოფლიო

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელზე მაღალია.

ირაკლი ჭეიშვილი

19 აპრილი 2026, 11:27

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: ვინც არ უნდა ჩაატაროს სემინარი და ვინც არ უნდა მოინდომოს ჩვენს ქვეყანაში დისონანსი და არეულობა, მერწმუნეთ, სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება, მსგავსი არეულობები არ მოხდება

ჩვენ არაერთი რევოლუციური სცენარი გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში. ხუთჯერ სცადეს ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ არც ერთხელ გამოუვიდათ. ახლა გამოიგონეს ეს ბლაჟევიჩი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

19 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ

„საკანონმდებლო სფეროში ცვლილებები შევიტანეთ. უცხოეთიდან თანხების შემოტანა ასეთი მიზნებისთვის აკრძალულია. საქართველოს მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ. მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ვინმე უცხოური სახელისა და გვარის მქონე პირი“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

19 აპრილი 2026, 11:13

საზოგადოება

კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს

აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას ზეიმობს, რასაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განახლება ეწოდება. სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს.

19 აპრილი 2026, 10:50

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ ორის: „მეთადონი“, „პრეგაბალინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

19 აპრილი 2026, 10:50

სამართალი

პოლიციამ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ დააკავეს.

19 აპრილი 2026, 10:49

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ქალაქ ტაშკენტის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია და აღნიშნული დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო.

19 აპრილი 2026, 10:47

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და გამოყენება) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 აპრილი 2026, 09:48

პოლიტიკა

„ტრამპის ორგანიზაცია“: თბილისის ახალი სიმბოლო - გლობალური ფუფუნების ცხოვრების ახალი სტანდარტი

“Trump organization” ახალი პროექტის - Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70 სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.

ერიკ ტრამპი

19 აპრილი 2026, 09:34

პოლიტიკა

ერიკ ტრამპი: ტრამპის სახელი უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, „ტრამპთაუერ თბილისი“ კი ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსთვის გლობალური რეპუტაციის მქონე ხარისხის შეთავაზება შეგვიძლია

ტრამპის სახელი მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, ხოლო Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ვამაყობთ, რომ ამ გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს საქართველოში ვნერგავთ და განსაკუთრებით გვიხარია თანამშრომლობა ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან.“- აცხადებს ერიკ ტრამპი, “ტრამპის ორგანიზაციის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.

19 აპრილი 2026, 09:30

სპორტი

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს - მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მოადგილესთან ირაკლი მეძმარიაშვილთან და ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოტთან ერთად დაესწრო.

პეტერ მადიარი

19 აპრილი 2026, 09:14

მსოფლიო

უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მადიარის პარტიამ 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება

უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მადიარის პარტიამ 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

19 აპრილი 2026, 09:02

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

19 აპრილი 2026, 08:33

მსოფლიო

კიევში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა - გამოძიება ტერორისტული თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს

კიევში, გოლოსეევსკის რაიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.