იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონპროექტის იმ ნაწილში, სადაც განმარტებულია, თუ რა მიიჩნევა გრანტად, ცვლილება შევა. კანონპროექტში ჩაიწერა, რომ ეს არ შეეხება ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს.
კანონპროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
კანონპროექტის თანახმად, გრანტის მიმღებად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.
როგორც არჩილ გორდულაძემ განაცხადა, უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ვალდებულება ექნებათ, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა საქართველოს მთავრობისგან მიიღონ.
მისივე თქმით, თუ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრირებული ფილიალი, წარმომადგენლობა ან განყოფილება, თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ეს პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
„საქართველოში არსებობენ ფონდები, სხვადასხვა ორგანიზაციები და მათი, შესაბამისი, უცხოური „დედა კომპანიის“ წარმომადგენლობები და ფილიალები - მათაც, თანხის მიღების შემთხვევაში, ვალდებულება ექნებათ, საქართველოს მთავრობას შესაბამისი თანხმობის მისაღებად მიმართონ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პასუხისმგებლობად განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით. სხვა პირების შემთხვევაში, მათზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება - იგულისხმება საქართველოში მოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც გრანტებს იღებენ“, - განაცხადა მომხსენებელმა.
კანონპროექტის თანახმად, იმ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული გრანტები, კანონის ამოქმედების შემდეგ ერთთვიანი ვადა ექნებათ, მიმართონ საქართველოს მთავრობას. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობასაც ერთთვიანი ვადა აქვს, გასცეს პასუხი - ან თანხმობა ან უარი.
„ერთთვიან პერიოდში, ამ პირებს შეეძლებათ, თანხები, მაგალითად, კომუნალური მომსახურებისთვის და სხვა ვალდებულების შესრულებისთვის დახარჯონ. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გასცემს თანხმობას, ამ პირებს ვალდებულება ექნებათ, შეწყვიტონ მიღებული გრანტის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ცვლილება შევიდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში. კერძოდ, პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა.
„ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, კანონპროექტით „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატა ახალი მუხლი - „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა, ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
„აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით, გთავაზობთ, იყოს გამოყენებული ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის, აღნიშნული იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე
18 აპრილი 2026, 15:14
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ტრამპი ნაწილობრივ სწორ განცხადებებს აკეთებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სწორ განცხადებებს აკეთებს, თუმცა არსებობს ისეთი გამონათქვამები, რომლებსაც ვერ დავეთანხმები, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა კანადურ მედიასთან ინტერვიუს დროს.
18 აპრილი 2026, 15:14
პოლიტიკა
გენო პეტრიაშვილი: მინდა მადლობა ვუთხრა დიდი გულის მქონე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ცოტნე ივანიშვილს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდობის საკითხებში და მუდმივად მოწოდებულია, ყველა პრობლემა ეფექტურად გადაიჭრას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გენო პეტრიაშვილი, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციას დაესწრო, რომელიც შეკვეთილში, გურულ სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა.
18 აპრილი 2026, 14:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი, ისევ BBC-ს უნდა მივმართოთ - BBC-ში გასაჩივრებას ვუყურებთ, ფაქტობრივად, როგორც ფორმალობას, გავივლით ყველა ინსტანციას, თუ საჭირო გახდა, სტრასბურგამდეც მივალთ
ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი, ისევ BBC-ს უნდა მივმართოთ, ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ ასევე BBC-ში, რომელმაც ეს სიუჟეტი დაუკვეთა, ჩაიბარა და გაუშვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ტელეკომპანია BBC-ს წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივარზე. როგორც ცნობილია, საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი „კამიტი“ გამოიყენა.
18 აპრილი 2026, 14:55
სპორტი
ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ (90კგ).
18 აპრილი 2026, 14:51
სპორტი
ლაშა ბექაური ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.
18 აპრილი 2026, 14:49
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: თუ აშშ-ს სურს იყოს მსოფლიოს ერთ-ერთი ჰეგემონი, უნდა ჰყავდეს ახლო მეგობრები და მოკავშირეები
ფინეთის პრეზიდენტმა, აშშ-ის ადმინისტრაციის არსებული პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის დღევანდელი ადმინისტრაცია თავისი ქმედებებით მოკავშირეებს სცილდება.
18 აპრილი 2026, 14:32
სპორტი
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ).
18 აპრილი 2026, 14:19
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: ცდილობენ თავი დაიძვრინონ, თითქოს, არ ყოფილან ჩეხი სპეციალისტის და ტრენერის შეხვედრაზე
ცდილობენ თავი დაიძვრინონ, თითქოს, არ ყოფილან ჩეხი სპეციალისტის და ტრენერის შეხვედრაზე,- განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა.
18 აპრილი 2026, 13:53
მსოფლიო
ტრამპმა თავდაცვის მდივანს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ დოკუმენტების გასაჯაროება დაავალა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცახადა, რომ თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ დოკუმენტების გასაჯაროება დაავალა.
18 აპრილი 2026, 13:51
სპორტი
ლაშა ბექაური, ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) , ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ.
18 აპრილი 2026, 13:38
რეგიონი
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
18 აპრილი 2026, 13:26
საზოგადოება
ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, - უახლოეს დღეებში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების პროგრნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
18 აპრილი 2026, 13:17
მსოფლიო
მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ აშშ ნატოდან არ გავა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ აშშ-ის გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან ნაკლებად სავარაუდოა.
18 აპრილი 2026, 13:12
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
მე პირადად, მართლა ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მგონია, რომ დებატი და დისკუსია არის ყველაზე კარგი გამოსავალი პოლარიზაციიდან, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა გურიის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
18 აპრილი 2026, 13:07
სამართალი
გეკა გელაძე, ტაშკენტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი – აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს.
18 აპრილი 2026, 12:46
ეკონომიკა
ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრგვალ მაგიდაში მიიღეს მონაწილეობა
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, გაიმართა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
18 აპრილი 2026, 12:45
მსოფლიო
ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიკეტა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
18 აპრილი 2026, 12:36
სპორტი
ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება - დღეს საქართველოს ღირსებას 5 სპორტსმენი იცავს
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნინო გულბანმა გერმანელ მეტოქეს იპონით სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამავე წონაში გამოდის მარიამ ჭანტურიაც. 81 კილოგრამში ტატო გრიგალაშვილი მერვედფინალშია, ხოლო 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს 2 წარმომადგენელი ჰყავს. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.
18 აპრილი 2026, 12:36
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანთან, რომელსაც ვესაუბრებით, გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, რომელსაც სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია
ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე, სადაც უპასუხა ერთ-ერთი დამსწრე ახალგაზრდის შეკითხვას, ძალადობრივი აქციების შედეგად დაკავებული "პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრების" შესახებ.
18 აპრილი 2026, 12:32
პოლიტიკა
ნინო წილოსანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია, დამარცხებული რევოლუციონერები
ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია დამარცხებული რევოლუციონერები,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.


