ხუნდაძე: დღეს შედარებით ადვილია მშვიდობის შენარჩუნებაზე ლაპარაკი. 4 წლის წინ კი, როცა ამაზე საუბარი სირთულეს წარმოადგენდა, სწორედ პრეზიდენტი ყაველაშვილი იდგა წინა ხაზზე და წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას
დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა. ხუნდაძემ სიტყვის დასაწყისში მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მედლის მოპოვება.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა ზეწოლაზე, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მოდიოდა, იმისთვის, რომ საქართველოც, უკრაინის მსგავსად, ომში ჩართულიყო:
„გახსოვთ ალბათ, არაერთი რეზოლუცია და მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მებრძოლები უკრაინაში. რა თქმა უნდა, ესეც იყო პირდაპირი მოწოდება და უფრო მეტიც, საქართველოს შეიარაღების გაგზავნას უკვეთავდნენ“ - განაცხადა დეპუტატმა.
დიმიტრი ხუნდაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა, NGO სექტორსა და ოპოზიციასთან ერთად ცდილობდა, ესარგებლა ქართული საზოგადოების ემოციებით, რათა ხალხს ტაში დაეკრა საქართველოს ომში ჩაბმისათვის.
„ამ ტრიბუნიდან, მინდა მივესალმო და მადლობა ვუთხრა საქართველოს სახელით გამარჯვებისთვის ჩვენს ქართველ სპორტსმენებს, ოლიმპიელებს, რომლებმაც უდიდესი სიხარული გვაჩუქეს მთელ ერს და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიური მედალი მოუპოვეს ჩვენს ქვეყანას.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „ხალხის ძალას“ განსაკუთრებული განცდა აქვს, როცა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოდის. მინდა გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის ბოლოს აღნიშნა: „ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ გლობალურ მშვიდობას, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკები, შევინარჩუნოთ თავისუფლება, სტაბილური გარემო, უზრუნველვყოთ კეთილდღეობის ზრდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ“.
ნათელია, რომ ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია მშვიდობის გარეშე და დღეს შედარებით ადვილია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. 4 წლის წინ, ამაზე საუბარი სირთულეს წარმოადგენდა. სწორედ პრეზიდენტი ყაველაშვილი იდგა წინა ხაზზე და წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას, საზოგადოება მოამარაგა სიმართლით და ყველამ ერთად გამოვიყვანეთ ჩვენი ქვეყანა ამ სარისკო ვითარებიდან.
ალბათ გახსოვთ, რომ პოლიტიკა მთლიანად კულისებში ჩაიკეტა და საჯარო პოლიტიკა რეალობას ასცდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე იყო. ზეწოლა მოდიოდა სხვადსხვა მხრიდან, იმისთვის, რომ საქართველოს დაკვეთილი პოლიტიკა გაეტარებინა. ეს კი მიგვიყვანდა იქამდე, რომ გავიზიარებდით ბედს, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინას ერგო. სანქციები, რა თქმა უნდა, გახლდათ გზა ომისკენ, დესტრუქციისა და საქართველოს სასიცოცხლო რისკების გაზრდისკენ. გახსოვთ ალბათ, არაერთი რეზოლუცია და მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მებრძოლები უკრაინაში. რა თქმა უნდა, ესეც იყო პირდაპირი მოწოდება და უფრო მეტიც, საქართველოს შეიარაღების გაგზავნას უკვეთავდნენ.
წარმოიდგინეთ სამეზობლო, ოკუპანტი რუსეთი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ჩვენ რომ იარაღი გაგვეგზავნა, რა თქმა უნდა, ეს შედეგად მოიტანდა რუსეთის მხრიდან მყისიერ სამხედრო დარტყმას საქართველოზე. ამაში ჩართული იყო NGO სექტორი, მსხვილად დაფინანსებული, ყველაზე მეტად აქტიური წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოს ომისკენ ექაჩებოდა და სურდა ბომბების ცვენის დანახვა საკუთარ სამშობლოში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები სამშობლოს საკუთარ ქვეყნად არ აღიქვამენ, მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ დაკვეთის შესრულებაა. ოპოზიციისგან ჩვენ გვესმოდა, „დიახ ომი გვინდა“ - ეს ნარატივი იყო მათი ძირითადი ხაზი. ამ საყოველთაო სიგიჟეში გვიწევდა ცხოვრება. ყოველდღიურად ვისმენდით ამას. მიტინგზეც, განსაკუთრებით ახალგაზრდების ემოციებზე დაიწყეს სპეკულირება და სცადეს, რომ თავად ახალგაზრდებს, ქართულ საზოგადოებას მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ისევ ჩვენს ხალხს ავნებდა. ალბათ გახსოვთ, რიგრიგობით რომ ჩამოდიოდნენ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი საგარეო პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლები და სარგებლობდნენ ქართველების ემოციებით. ახალგაზრდებს ტაშს აკვრევინებდნენ იმაზე, რომ საქართველო ომის გზას გაყოლოდა. ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, მიზნად ჰქონდათ, ემოქმედათ ქართველი ხალხის ემოციებსა და ბედზე. ჩვენ შევძელით ამ სიგიჟიდან გამოსვლა“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 01:00
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.
04 აპრილი 2026, 00:44
მსოფლიო
მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.
04 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს ლაზარეს შაბათია
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
03 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 23:28
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.
03 აპრილი 2026, 23:07
რეგიონი
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
03 აპრილი 2026, 22:45
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.
03 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა
პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 აპრილი 2026, 22:33
მსოფლიო
CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს
ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
03 აპრილი 2026, 22:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.
03 აპრილი 2026, 22:04
მსოფლიო
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.
03 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.
03 აპრილი 2026, 21:01
სამართალი
ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.
03 აპრილი 2026, 20:56
სპორტი
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
03 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.
03 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.


