დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და საერთო ღირებულებებზე საუბარი ხშირად ფასადურია და საკუთარი ინტერესების შენიღბვას ემსახურება
დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: „ხალხის ძალა“
რატომ უნდა სურდეს ვინმეს საქართველოს ჩართვა იმ ომში, რომელშიც ის თავიდანვე განადგურებისთვისაა განწირული? სწორედ ამ რიტორიკულ კითხვას გვისვამენ ისინი, ვინც ამბობენ, რომ, თურმე, ჩვენ ვიგონებდით და დღესაც ვიგონებთ, გვეჩვენებოდა და დღესაც გვეჩვენება, რომ მეგობარ დასავლეთში ვინმეს ჩვენი ომში ჩართვა უნდა, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, რომ არა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, დღეს საქართველო უფრო სავალალო მდგომარეობაში იქნებოდა, ვიდრე უკრაინაა.
„ყველაფერს რუსულს არქმევდნენ. სუვერენიტეტის დაცვა თურმე რუსული ყოფილა, მშვიდობაზე ზრუნვა თურმე რუსული ყოფილა, გამჭვირვალობა თურმე რუსული ყოფილა და გაუმჭვირვალობა თურმე ის არის, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ. შავი ფულის ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, მტკივნეულად აღიქვეს, თუმცა, მათი ტკივილი ჯობია საქართველოსა და საზოგადოების იმ ტკივილს, რომელიც, დიდწილად, გამოუსწორებელი იქნებოდა.
დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და საერთო ღირებულებებზე საუბარი ხშირად ფასადურია და საკუთარი ინტერესების შენიღბვას ემსახურება. ამის მიუხედავად, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა სურდეს ვინმეს საქართველოს ჩართვა იმ ომში, რომელშიც ის თავიდანვე განადგურებისთვისაა განწირული? სწორედ ამ რიტორიკულ კითხვას გვისვამენ ისინი, ვინც ამბობენ, რომ, თურმე, ჩვენ ვიგონებდით და დღესაც ვიგონებთ, გვეჩვენებოდა და დღესაც გვეჩვენება, რომ მეგობარ დასავლეთში ვინმეს ჩვენი ომში ჩართვა უნდა. ეს, სხვათაშორის, არა მხოლოდ საქართველოს „ეჩვენებოდა“ და „ესიზმრებოდა“, არამედ „მოეჩვენა“ თურქეთსაც, როცა მისი პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდნენ და ღიად თქვეს, რომ თურქეთს ექაჩებოდნენ ომში. ასეთი მოჩვენებები ჰქონდა თურმე სლოვაკეთს, უნგრეთს და ბევრ ქვეყანას, რომელიც დღეს ინტენსიურად, სწორედ ასეთი მოჩვენებების გამო იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.
იმის თვალსაჩინოებისათვის, თუ რამდენად ცინიკური შეიძლება იყოს საერთაშორისო პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით რამდენიმე ციტატას მოვიყვან: ლოიდ ოსტინი, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი - „უკრაინელები ჩვენთვის ომობენ, ისინი იცავენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რათა ჩვენ არ მოგვიწიოს ამ ბრძოლაში პირდაპირი ჩართვა“; ენტონი ბლინკენი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი - „რეალობა ისაა, რომ უკრაინა ჩვენთვის იბრძვის, ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ იბრძვის, ის ჩვენთვის იბრძვის. თუ დავაკვირდებით იმ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ უკრაინის მთავრობისათვის, ჩვენს მიერ დახმარებისათვის გაწეული დახმარების 90 % რეალურად იხარჯება აქ, აშშ-ში, ჩვენ მწარმოებლებთან, ჩვენს წარმოებაში და ამან შექმნა მეტი სამუშაო ადგილი და მეტი ზრდა ჩვენივე ეკონომიკისათვის“; ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი - „უკრაინა გვიგებს დროს თავისი სისხლით, თავისი სიცოცხლეებით. ყველაფრით, რაც გააჩნია. რამდენი დრო შეიძლება გვიყიდონ, არ ვიცი. იმედი გვაქვს ისინი შეძლებენ გამარჯვებას, მაგრამ თუ ვერ შეძლებენ, მაშინ მოგვიწევს საკუთარ თავს ვკითხოთ, გამოვიყენეთ თუ არა ეფექტიანად ის დრო, რომელიც მათ იყიდეს“. ლანდსბერგისმა ეს სიტყვები, ჯერ კიდევ 2 წლის წინ, 2024 წლის იანვარში წარმოსთქვა, თითქმის, იმავე პერიოდში, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა და აქ მიტინგზე გამოვიდა თავისი ანტიქართული მოწოდებებით; ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი - „უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენს ნაცვლად.“
რომ არ ჩავყვე თითოეულ განცხადებას, რომელიც, რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავს არა მხოლოდ უკრაინისთვის, რის შედეგიც სახეზეა, უმძიმესი მდგომარეობაა და საქართველოც შესაძლოა ამ ბედის მოზიარე ყოფილიყო. ტვირთი, სიმძიმე და რისკები იქნებოდა გამორჩეულად მეტი, რადგან ყველანაირი რესურსი საქართველოს გამორჩეული აქვს, ვიდრე უკრაინას. და ბოლოს, მივედით სადამდე - საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, მაგრამ თურმე ევროპა რუსეთთან ერთად აპირებს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას და ეს მაშინ, როცა ჩვენთან გამჭვირვალობა, სუვერენიტეტზე ზრუნვა, მშვიდობაზე ზრუნვა ყოფილა რუსული. ეს რა თქმა უნდა, იყო სახიფათო, სახიფათოა დღესაც და ამიტომ, „ხალხის ძალა“ ყოველთვის მზადაა, როცა კი საჭირო გახდება, ნებისმიერი წინა ხაზი დაიკავოს სამშობლოსათვის და საზოგადოებისათვის, მათი უსაფრთხოების დასაცავად,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ხალხის ძალა“ როგორც ოპოზიცია, მზადაა გააკრიტიკოს, წინააღმდეგობაც გაუწიოს ხელისუფლებას, მაგრამ თუ საკითხი ეხება სახელმწიფოს ინტერესს, მზადაა მასთან ერთად გაუმკლავდეს გამოწვევებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო ვერ შევძლებდით ამას, ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა რომ არ განეხორციელებინა. ჩვენ დღეს ვართ ოპოზიციაში, ეს არ არის მოჩვენებითი ოპოზიცია. ძალიან ბევრ საკითხში ზოგჯერ ვაჩვენებთ განსხვავებულ აზრს, ზოგჯერ წინააღმდეგობასაც. ამას თავად საზოგადოებაც ნახავს. მაგრამ, როცა ქვეყნის ინტერესებზე, მშვიდობაზეა, ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებაზეა საუბარი, მაშინ, რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან ერთად და ზოგჯერ ხელისუფლებაზე წინ, შესაძლოა მათი დამცველებიც კი აღმოვჩნდეთ, იმიტომ, რომ ეს არის სამშობლოს ინტერესი და არა ვინმეს პარტიული, ან რომელიმე NGO-ს უფრო მეტი ფულის ინტერესი, ან ის, რომ საქართველომ იცხოვროს სხვა ქვეყნის ინტერესებზე მორგებულმა. რა თქმა უნდა, საქართველო იქნება მშვიდობიანი, საქართველომ იქნება წარმატებული და დღეს ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებს ერთად დავძლევთ,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 01:00
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.
04 აპრილი 2026, 00:44
მსოფლიო
მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.
04 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს ლაზარეს შაბათია
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
03 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 23:28
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.
03 აპრილი 2026, 23:07
რეგიონი
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
03 აპრილი 2026, 22:45
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.
03 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა
პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 აპრილი 2026, 22:33
მსოფლიო
CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს
ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
03 აპრილი 2026, 22:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.
03 აპრილი 2026, 22:04
მსოფლიო
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.
03 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.
03 აპრილი 2026, 21:01
სამართალი
ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.
03 აპრილი 2026, 20:56
სპორტი
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
03 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.
03 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.


