პრეზიდენტი: პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენება წარვადგინე - სახელმწიფო მტკიცედ იცავს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფოებრიობის არსს
ფოტო: Facebook
„საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენება წარვადგინე. სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, რომ დღეს, სახელმწიფო მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს კიდეც ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსს“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
როგორც იგი აღნიშნავს, საუკუნეებია, ჩვენი ხალხი საკუთარი შეუპოვრობით, სიმტკიცითა და რწმენით პატარა, თუმცა, ღირსეული და ამაყი ქვეყნის ისტორიას წერს.
„უკვე მრავალი ასწლეულია, ქართველი ხალხი ქმნის ყველასგან გამორჩეულ, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელ უნიკალურ კულტურას, რომელიც ჩვენს ისტორიასთან ერთად იმის თვალსაჩინო ნიმუშია, თუ რანი ვიყავით, რანი ვართ და რისკენ ვისწრაფვით.
დღეს უკვე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი და როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ ჩვენი შვილებისთვის.
როგორ სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მომავალი თაობებისთვის ამოსავალი წერტილი იყოს საკუთარი სამშობლოს სიყვარული, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაფრთხილება, ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემა.
ვისაუბრე გასულ წელს საქართველოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, რომლებმაც კიდევ ერთხელ, ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ბოლო წლების განმავლობაში საჯაროდ ვსაუბრობდით, რეალური იყო.
დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოში და მთლიანად რეგიონში პროცესების ესკალაციას.
როგორც ანგარიშის წარდგენისას განვაცხადე, ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ სირთულეებსა და უსამართლობას ერთიანობით, ეროვნული ინტერესებისა და ჩვენში ღრმად გამჯდარი ღირებულებების ერთგულებით ვპასუხობთ.
ჩვენმა ხალხმა დაამტკიცა, რომ თითოეული გადაწყვეტილება სამშობლოს სიყვარულით არის ნაკარნახევი და ისტორიის რთულ, გადამწყვეტ ეტაპზე ყოველთვის საკუთარი ქვეყნის დაცვის სადარაჯოზე დგას, სახელმწიფო კი კანონისა და კონსტიტუციის ერთგულებით მოქმედებს.
ასევე აღვნიშნე, რომ ჩვენი პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა.
საქართველო სამშვიდობო პოლიტიკას ატარებს და ეს საქმით დავამტკიცეთ, რასაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.
ახალი არავისთვისაა, რომ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უჭირთ შეგუება, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ხაზი გავუსვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია სრული მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ, რაც გამოიხატა „პარტნიორობის გზამკვლევის“ შეთავაზებაში, რომელშიც დეტალურად იქნებოდა გაწერილი ორივე ქვეყნის ინტერესები. ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ხედვებს შორის მრავალი მიმართულებით არსებობს თანხვედრა.
ასევე ვისაუბრე 4 ოქტომბრის საღამოს განვითარებულ მოვლენებზე, რომელმაც სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება.
რომ არა ქართველი ხალხის სიბრძნე და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და მომავლის წინაშე, რომ არა არჩეული ხელისუფლებისადმი მისი ნდობა, პროცესები საქართველოსთვის ტრაგიკულად განვითარდებოდა.
ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ძალადობრივი რევოლუციის მეხუთე მცდელობის აღკვეთაში, ქართველ ხალხთან ერთად, განსაკუთრებული როლი სამართალდამცველებსა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს მიუძღვით. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, სამშობლოს სიყვარულისა და თავდადებისთვის!
როგორც მოხსენების წარდგენისას აღვნიშნე, იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი საბოლოოდ მოექცეს სტაბილურ კალაპოტში და ქვეყნის თანმიმდევრულ განვითარებას საფრთხე აღარასდროს შეექმნას, აუცილებელია, პოლიტიკური ველის გაჯანსაღება შევძლოთ. ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნა კი, აზრთა სხვადასხვაობის და ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ საკითხზე მსჯელობის გარეშე შეუძლებელია! ამიტომაც, მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე დებატების წახალისებასთან დაკავშირებით.ჩვენ ვალდებული ვართ შევქმნათ ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების დისკუსიაზე ჰქონდეთ წვდომა, რადგან ეს ყველაფერი ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი წინაპირობაა.
ასევე ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია.
ჩვენი გზავნილები მკაფიოა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ.
ჩვენი ნაბიჯები ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, არამედ რეალურად ვზრუნავთ მის უზრუნველყოფაზე, რაც ნდობის აღდგენისა და ჩატეხილი ხიდების ხელახლა აგების გზაზე მნიშვნელოვან წინაპირობად შეიძლება გადაიქცეს.
აღვნიშნე, რომ საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების განეიტრალება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამასთან ერთად ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს.
გლობალურ დონეზე არსებული კრიზისული ვითარების ფონზე, სახელმწიფომ შეძლო ბიუჯეტის, ხელფასებისა და პენსიების ზრდის უზრუნველყოფა. არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით დასტურდება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია.
სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გავამახვილე, რომ ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს.
ხაზი გავუსვი, რომ სწორედ აღნიშნული სულისკვეთებით არის ნაკარნახევი დაანონსებული განათლების რეფორმა.
მსოფლიოში, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით ქართულ კულტურას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს. მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ მიმართულებით მოღვაწეობს.
ასევე აღვნიშნე, რომ როგორც ბოლო წლებმა გვიჩვენა, კონკრეტულ მომენტებში ჩვენი ხალხის კიდევ ერთი ძლიერი გამაერთიანებელი ფაქტორი სპორტული წარმატებები გახდა.
სახელოვანი ქართველი სპორტსმენები ჩვენი პლანეტის სხვადასხვა წერტილში მიღწეული წარმატებით, საკუთარ თავთან ერთად, მსოფლიოს ჩვენს სამშობლოსაც აცნობენ, გულშემატკივრებს კი ბედნიერებას გვანიჭებენ და დაუვიწყარი მომენტებით გვახარებენ.
აქვე, მთელ საქართველოს ვულოცავ ჩვენი ოლიმპიელების გუშინდელ წარმატებას. ვულოცავ მათ მწვრთნელებს, იმ ადამიანებს, ვინც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა და ჩვენი ქვეყნისთვის ეს ისტორიული შედეგი დადო.
განვაცხადე, რომ როდესაც ქართულ ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მათზე უმთავრესი გავლენა ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია. ჩვენი ერის უმდიდრეს, 3000 წლოვან ისტორიაში ქრისტიანობის მიღება გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, რამაც წარსული 17 საუკუნე, ჩვენი აწმყო და მომავალი განსაზღვრა!
დღეს მიმდინარე აჩქარებული გეოპოლიტიკური გარდაქმნებისა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი, დაძაბული გარემოს ფონზე, საქართველო სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომლის ამოსავალი წერტილი სამშობლოზე ზრუნვა და დამოუკიდებლობის დაცვა უნდა გახდეს.
ქართველებს ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე გასაყოფი. ამიტომ უნდა შევძლოთ და გვერდით გადავდოთ ჭარბი ემოციები, მოვძებნოთ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შევძლებთ გაერთიანებას.
დარწმუნებული ვარ, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებით, ურთიერთპატივისცემისა და მეტი სიყვარულის გამოჩენით, ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყნის აშენებას, რომლითაც თითოეული ქართველი იამაყებს“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 01:00
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.
04 აპრილი 2026, 00:44
მსოფლიო
მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.
04 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს ლაზარეს შაბათია
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
03 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 23:28
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.
03 აპრილი 2026, 23:07
რეგიონი
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
03 აპრილი 2026, 22:45
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.
03 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა
პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 აპრილი 2026, 22:33
მსოფლიო
CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს
ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
03 აპრილი 2026, 22:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.
03 აპრილი 2026, 22:04
მსოფლიო
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.
03 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.
03 აპრილი 2026, 21:01
სამართალი
ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.
03 აპრილი 2026, 20:56
სპორტი
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
03 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.
03 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.


