18 თებერვალი 2026, 14:16 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელიწადში მთლიანად აღმოვფხვრათ საქართველოში უკანონო მიგრაციის პრობლემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ციფრები არის მნიშვნელოვანი საფუძველი დასკვნების გაკეთებისთვის.

„ციფრები არ მოსწონს ტრადიციულად ოპოზიციას, ამ დროს ციფრებში არის გამოხატული სინამდვილე. ციფრები აჩვენებს იმას, თუ რა მდგომარეობა გვაქვს. მე მოვიტანე აქ ის ციფრები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით უარყოფით სინამდვილეზე მიანიშნებს, მაგრამ არის ციფრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ის სპეკულაციური განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმოდა მიგრაციასთან დაკავშირებით, არაბიზაციასთან დაკავშირებით, იყო თავიდან ბოლომდე სპეკულაციები და არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. ციფრები ადასტურებს ამას. როგორც ციფრები ადასტურებს იმას, რომ შობადობის კუთხით გვაქვს მძიმე ტენდენციები, ასევე ციფრები ადასტურებს იმას, რომ საქმე ისე არაა, როგორც რადიკალური ოპოზიცია ამ ყველაფერზე საუბრობდა. ციფრები არის მნიშვნელოვანი საფუძველი დასკვნების გაკეთებისთვის და ამიტომ ვისაუბრე ფართოდ შესაბამის მონაცემებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მართვის უუნარობას და პასუხისმგებლობის არიდებას, ჩვენ ზუსტად ჩვენი მხრიდან ვაინიცირებთ შესაბამის საკითხებს, ოპოზიციის მხრიდან ინიციატივებიც არ მოდის, ვგულისხმობ რადიკალურ ნაწილს პარლამენტის შიგნით, თუ პარლამენტის გარეთ. არავითარი ინიციატივები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. თუ რაიმე არის ფორმალურად ინიციატივა, არაფერს არ აქვს რეალურად არგუმენტირებული საფუძველი. ჩვენ გამოვდივართ ისევ ინიციატივებით და ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა უკავშირდებოდა სწორედ მიგრაციის საკითხებს და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს შესაბამისი კანონის მიღებისათვის. კანონი არის საფუძველი სწორი პოლიტიკის გატარებისთვის. ჩვენ უკვე ყველამ ერთად მივიღეთ შესაბამისი ზომები, რაც ქმნის საფუძველს საემიგრაციო პოლიტიკის დახვეწისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა. არათუ თავს ვარიდებთ პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით, ჩვენ თავად ვსაუბრობთ პროაქტიულად ჩვენს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და გამოვდივართ კონკრეტული ამოცანით, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია და როგორც უკვე ითქვა, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება, რაც მოგვცემ იმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელიწადში მთლიანად აღმოვფხვრათ საქართველოში უკანონო მიგრაციის პრობლემა. ამას ემატება სხვა ზომები, როგორიც არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება, კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და ა.შ. არათუ თავს ვარიდებთ პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით, ჩვენ თავად ვსაუბრობთ იმ პასუხისმგებლობაზე, რომლითაც უნდა ვიმოქმედოთ შემდეგი წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

06 აპრილი 2026, 12:47

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვასთან დაკავშირებით: პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილების მიღებას

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებაზე, რომლის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება.

06 აპრილი 2026, 12:41

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დანიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისი დანიშნა. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

06 აპრილი 2026, 12:27

მსოფლიო

Reuters: პაკისტანმა აშშ-სა და ირანს ცეცხლის შეწყვეტის გეგმა გადასცა

ისლამაბადის წინადადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში დაუყოვნებლივ შევა, რაც ჰორმუზის სრუტის გახსნას გამოიწვევს. შეთანხმება მხარეებს 15-20 დღეს მისცემს იმისათვის, რომ უფრო ფართო მასშტაბის დარეგულირებაზე დაასრულონ მუშაობა.

06 აპრილი 2026, 12:19

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური აქვეყნებს იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომლის ამანათის სახით მიღების უფლებაც, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულებს ექნებათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს

06 აპრილი 2026, 12:18

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31 მარტის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

06 აპრილი 2026, 12:14

საზოგადოება

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა.

კახა კალაძე

06 აპრილი 2026, 12:12

პოლიტიკა

კახა კალაძე აპრილში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით: ჩვენ ამერიკასთან გვინდა პარტნიორობა, მეგობრობა და მზად ვართ ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის გზავნილები და დამოკიდებულება, რაც ბოლო დროს საქართველოსა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის განხორციელებული სხვადასხვა კონტაქტისას დაფიქსირდა, ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.

06 აპრილი 2026, 12:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: აზერბაიჯანელ ხალხთან მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მივესალმებით

„აზერბაიჯანი ჩენი სტრატეგიული პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული, კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რომელიც უკვე წლებია არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი მნიშვნელოვანია თუნდაც იმის გათვალისწინებით, რამდენად რთული მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, რა პროცესები მიმდინარეობს და რა გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო. რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანელ ხალხთან მსგავს მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მივესალმებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

06 აპრილი 2026, 12:05

მსოფლიო

ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის ხელმძღვანელი მოკლულია

ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის ხელმძღვანელი ორშაბათს მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. გენერალ-მაიორ მაჯიდ ხადემის გარდაცვალებაში „რევოლუციურმა გვარდიამ“ აშშ და ისრაელი დაადანაშაულა.

06 აპრილი 2026, 12:02

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კახა კალაძე

06 აპრილი 2026, 11:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: საწვავის ფასები განპირობებულია იმ პროცესებით, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საწვავზე ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული და ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება.

06 აპრილი 2026, 11:44

მსოფლიო

უკრაინა „თურქსტრიმის“ აფეთქების მცდელობასთან კავშირს უარყოფს

„კატეგორიულად უარვყოფთ სერბეთში, „თურქსტრიმის მილსადენის მახლობლად აღმოჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან უკრაინის დაკავშირების ცრუ მცდელობებს. უკრაინას ამასთან არაფერი აქვს საერთო. სავარაუდოდ, ეს რუსეთის ოპერაციაა და უნგრეთის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის ნაწილია“, - წერს ტიხი.

06 აპრილი 2026, 11:35

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

06 აპრილი 2026, 11:30

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ძალიან ვამაყობ, რომ ისრაელმა შეძლო წვლილის შეტანა მამაცი ამერიკელი მეომრის გადარჩენაში

„პრეზიდენტმა ისრაელის მხრიდან დახმარების გამო მადლიერება გამოხატა. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ბრძოლის ველზე და მის გარეთ უპრეცედენტოა და რომ ისრაელმა შეძლო წვლილის შეტანა მამაცი ამერიკელი მეომრის გადარჩენაში“, - წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.

06 აპრილი 2026, 11:26

მსოფლიო

დაღესტანში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დაღესტანში ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიის შედეგად 140-მდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დატბორილია 1500-ზე მეტი სახლი. მეწყერი ჩამოწვა გზატკეცილზე. შეფერხებულია რკინიგზის მოძრაობა. რთული სიტუაცია დერბენტის რაიონში, სადაც წყლის დონის მომატების გამო დამბა გაირღვა. ტერიტორიიდან გაყვანილია 4 ათასზე მეტი ადამიანი.

თამარ მემანიშვილი

06 აპრილი 2026, 11:21

საზოგადოება

თამარ მემანიშვილი: მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო

წელს აბიტურიენტებისთვის გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სიახლე. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო, - განაცხადა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მემანიშვილმა.

06 აპრილი 2026, 11:21

მსოფლიო

რუსეთმა ოდესას, უკრაინამ კი კრასნოდარის ოლქს შეუტია

ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მათი სამიზნე ქალაქის დასახლებული რაიონი გახდა. დაიღუპა 3 ადამიანი - 2 ქალი და 2 წლის ბავშვი. დაშავდა 10-მდე ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.

06 აპრილი 2026, 11:15

მსოფლიო

მედია: ბოლო 24 საათში ჰორმუზის სრუტეში 15-მა გემმა გაიარა

ჯერ კიდევ გუშინ თეთრი სახლის ლიდერმა თეირანს კატეგორიულად მოსთხოვა ჰორმუზის სრუტის გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ხიდებისა და ელექსტროსადგურების აფეთქებით დაემუქრა. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ სრუტის საზღვაო მარშრუტი ღიაა და ის მხოლოდ მტრული ქვეყნებისთვისაა დაკეტილი.

06 აპრილი 2026, 11:12

მსოფლიო

ირანში აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად 6 ბავშვის დაღუპვის შესახებ აცხადებენ

შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ღამით ირანზე მასირებული სარაკეტო დარტყმები მიიტანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმებს სულ მცირე 25 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი ემსხვერპლა.

06 აპრილი 2026, 11:09

პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.