18 თებერვალი 2026, 20:38 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: კორუფციასთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ და პრობლემები არ უნდა შეექმნას მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სოზარ სუბარი, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ რეგიონალური განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის მოხსენებას. დეპუტატმა ისაუბრა თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, კორუფციასა და გაზრდილ ბიუროკრატიაზე.

მისი სიტყვებით, სისტემა იმგვარად უნდა მოწესრიგდეს, რომ, ერთი მხრივ, აღიკვეთოს კორუფციის საფრთხეები და, მეორე მხრივ, თვითმმართველობები, გადაწყვეტილების მიმღებნი გახდნენ უფრო ქმედითები და ეფექტიანები. სუბარმა წარმოადგინა საკუთარი ხედვა.

„პირველ რიგში, თუკი რომელიმე უწყებაში, ან რომელიმე გადაწყვეტილების მიმღებ პირთან, დროულად არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისმა პირმა დატოვოს თანამდებობა; მეორე საკითხი: ⁠თუკი გადაწყვეტილების მიმღები პირი დაუსაბუთებლად ეტყვის უარს განმცხადებელს ან დაუსაბუთებლად გააჩერებს რომელიმე პროექტის განხორციელებას, ასევე დატოვოს თანამდებობა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ კორუფციის საფრთხე არსებობს, თუმცა მისი აღკვეთა ანტიკორუფციული სამსახურების პირდაპირი მოვალეობაა.

„კორუფციასთან ბრძოლას არა მხოლოდ მივესალმებით, არამედ კიდევ მეტად უნდა გაძლიერდეს ორივე მიმართულებით - როგორც პრევენციის, ისე წარსული კორუფციის გამოძიების კუთხით. გამოსაძიებელი კი ნამდვილად ბევრია, რადგან კორუფციის პრობლემა არ იყო მხოლოდ მაღალ ეშელონებში, არამედ ყველა დონეზე ჩააღწია. თუმცა, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ და პრობლემები შეექმნას მიმდინარე ან მომავალში განსახორციელებელ პროექტებს.

დღეს, კორუფციის პრევენციის აბსოლუტურად ლეგიტიმური მიზნის გამო, გაჩნდა მეორე უკიდურესობა: ადგილებზე, თვითმმართველობებში, მკვეთრად შენელდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რეგიონული განვითარების მინისტრი ამას არ დაეთანხმება, მაგრამ დარბაზში არის 22 დელეგატი, რომლებიც საქართველოს რეგიონებს წარმოადგენენ. ოცდაორივე დელეგატი არის უმრავლესობის წევრი და თითოეული მათგანი პირად საუბრებში დაადასტურებს, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც წარმოადგენენ, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც უმნიშვნელო საკითხზე თვეობით იწელება, რადგან უამრავი ფორმალური თუ არაფორმალური რგოლისგან არის თანხმობა მისაღები. გადაწყვეტილებების მიმღები პირები კი ან ვერ ბედავენ გადაწყვეტილების მიღებას და, ამის გამო, უამრავი პროექტი არის გაჩერებული, ან საერთოდაც ამჯობინებენ უარი უთხრან განმცხადებელს იმის შიშით, რომ მომავალში ვინმე არ მოედავოს, რატომ მიეცი ნებართვაო.

სხვათა შორის, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ორი კვირის წინ ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რასაც გაზრდილი ბიუროკრატია უქმნის მისი ქვეყნის ეკონომიკას. ლაპარაკი შეეხებოდა მზის ენერგეტიკის განვითარებას. მისი თქმით, სანამ გერმანიაში ქაღალდებს დაატარებენ ერთი კაბინეტიდან მეორეში, მანამდე ჩინეთში იმავე თემაზე გადაწყვეტილების მიღებასაც ასწრებენ, ელექტროსადგურსაც აშენებენ და ელექტროენერგიის მიღებასაც იწყებენ. კანცლერმა იქვე შესთავაზა გამოსავალი თავის ქვეყანას - თუკი რომელიმე გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე კვირით იგვიანებს, ეს საკითხი ავტომატურად მიღებულად ჩაითვალოსო.

მე გთავაზობთ, რომ წავიდეთ ან იმ გზით, რაც გერმანიის კანცლერმა თქვა, ან მეორე - ჩემი აზრით, უფრო ეფექტური გზით. კერძოდ:
1. თუკი რომელიმე უწყებაში, ან რომელიმე გადაწყვეტილების მიმღებ პირთან, დროულად არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისმა პირმა დატოვოს თანამდებობა;
2. ⁠თუკი გადაწყვეტილების მიმღები პირი დაუსაბუთებლად ეტყვის უარს განმცხადებელს ან დაუსაბუთებლად გააჩერებს რომელიმე პროექტის განხორციელებას, ასევე დატოვოს თანამდებობა;
3. ⁠რაც შეეხება მესამე საფრთხეს - ხომ არ მოხდება ნებართვების მიცემა ისეთ პროექტებზე, სადაც არის კორუფციის რისკი? რა თქმა უნდა, ასეთი საფრთხე არსებობს, მაგრამ სწორედ იმისთვის არის ანტიკორუფციული სამსახურები, რომ ასეთ საფრთხეებს ებრძოლონ. შესაბამისად, ეს არ არის ის საფრთხე, რომლის შიშითაც გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეჩერდეს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რადგან უშუალოდ შეეხება უამრავ მოქალაქეს და ასეულობით პროექტს, რომელთა განხორციელებაც დაუსაბუთებლად ჭიანურდება“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

ჯორჯია მელონი

04 აპრილი 2026, 08:01

მსოფლიო

ჯორჯია მელონი ახლო აღმოსავლეთში ტურნეში გაემგზავრა

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ორდღიან ტურნეში გაემგზავრა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

04 აპრილი 2026, 01:00

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.

მარტა კოსი

04 აპრილი 2026, 00:44

მსოფლიო

მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.

ლაზარეს აღდგინება

04 აპრილი 2026, 00:00

საზოგადოება

დღეს ლაზარეს შაბათია

წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.

03 აპრილი 2026, 23:35

მსოფლიო

The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 23:28

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო

საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.

03 აპრილი 2026, 23:07

რეგიონი

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ზურაბ ქადაგიძე

03 აპრილი 2026, 22:45

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.

03 აპრილი 2026, 22:42

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა

პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

03 აპრილი 2026, 22:33

მსოფლიო

CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს

ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 აპრილი 2026, 22:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება

ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.

ემანუელ მაკრონი

03 აპრილი 2026, 22:04

მსოფლიო

მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები

ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ზურაბაშვილი

03 აპრილი 2026, 21:59

პოლიტიკა

გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება

სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.

03 აპრილი 2026, 21:33

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.

03 აპრილი 2026, 21:26

კულტურა

თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო

სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.

03 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.

03 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.

03 აპრილი 2026, 21:01

სამართალი

ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.

03 აპრილი 2026, 20:56

სპორტი

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.

03 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.