19 თებერვალი 2026, 11:43 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: საქართველო ინარჩუნებს იმ იშვიათ კომბინაციას, რომელიც „მღელვარე მსოფლიოში“ გეოპოლიტიკურად ყველაზე მეტად ფასობს: შიდა მართვადობასა და გარე მანევრულობას

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გეოპოლიტიკურად „მღელვარე“ მსოფლიოსთან მიმართებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას. ანალიტიკოსის აზრით, ამაზე მეტყველებს მაკროეკონომიკური სურათი, საგარეო „ფრონტი“, რიგი რეფორმები და წარმატება სპორტში.

„ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა ბრუნდება უფრო „ნორმალურ“, მდგრად ტემპზე. ერთდროულად ამყარებს პრაგმატულ სამუშაო ურთიერთობებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან და კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორიც არ ავიწყდება - ჩინეთი“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ უკანასკნელ 12 წელიწადში, ისე, როგორც ჯერ არასდროს, ეფექტურად მუშაობს სუს-ი, შსს და პროკურატურა.

„მთავარია გვესმოდეს ერთი რამ: მიუნხენში დასრულებული კონფერენცია არა იმდენად უსაფრთხოებაზე, არამედ საფრთხეებზე იყო. საქართველოში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ამის მინი მოდელი ხელისუფლებასა და რადიკალებს შორის დაპირისპირებაშია ნაჩვენები. სადაც უსაფრთხოება, საფრთხეებს ებრძვის. მიუხედავად ამისა, საქართველო ინარჩუნებს იმ იშვიათ კომბინაციას, რომელიც „მღელვარე მსოფლიოში“ გეოპოლიტიკურად ყველაზე მეტად ფასობს: შიდა მართვადობასა და გარე მანევრულობას.

ეს მაკროეკონომიკურ სურათშიც ნათლად ჩანს. ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა ბრუნდება უფრო „ნორმალურ“, მდგრად ტემპზე, ხოლო 2026 წლის საბაზო პროგნოზი დაახლოებით 5%-იან ზრდას ინარჩუნებს. ეს ნიშნავს არა ეიფორიას, არამედ სტაბილურობასა და დაბალანსებულ განვითარებას. გლობალური ტურბულენტობის ფონზე, სწორედ ასეთი ზომიერი და პროგნოზირებადი ზრდაა მთავარი პოზიტივი.

საგარეო ფრონტზეც შეინიშნება სახელმწიფოებრივი რეალიზმის ხაზით მიღწეული შედეგები: საქართველო აძლიერებს ფინანსურ ავტონომიას და ახდენს რისკების დივერსიფიკაციას. ერთდროულად ამყარებს პრაგმატულ სამუშაო ურთიერთობებს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან და კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორიც არ ავიწყდება - ჩინეთი. სიმბოლური და პრაქტიკული ნაბიჯია, ეროვნული ბანკის ჩინეთის საბანკო ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) პირდაპირი წვდომა, რაც რეზერვების დივერსიფიკაციის, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებისა და სავალუტო რისკების მართვის ინსტრუმენტია. ეს არის ფინანსური სუვერენიტეტის გაძლიერება კონკრეტული მექანიზმებით და არა დეკლარაციებით.
შიდა მიმართულებით პოზიტიური დინამიკა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფო არ ერიდება რთული სექტორების რეფორმირებას. უმაღლესი განათლების სისტემაში გამოცხადებული რეფორმა („ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“), მიზნად ისახავს უნივერსიტეტების პროფილების გამკვეთრებას და შრომის ბაზართან უკეთეს კოორდინაციას. მიუხედავად კრიტიკისა და დებატებისა, ეს მიუთითებს სურვილზე, რომ გადაიხედოს ადამიანური კაპიტალის ხარისხი და დამკვიდრდეს გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა.

დადებით დინამიკას ემატება ასევე სპორტული მიმართულებაც, რომელიც რჩება ქვეყნის „რბილი ძალის“ მნიშვნელოვან კომპონენტად. ქვეყნის სპორტული მიღწევები არა მხოლოდ ეროვნული სიამაყეა, არამედ საერთაშორისო ცნობადობის, საინვესტიციო ინტერესისა და ტურისტული იმიჯის გამაძლიერებელი ფაქტორიცაა. ამგვარად, მაშინ, როცა რეგიონსა და მსოფლიოში დაძაბულობა და გაურკვევლობა იზრდება, საქართველოსთვის მთავარი ამოცანაა სწორედ ამ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება - სტაბილური ეკონომიკა, ფრთხილი საგარეო ბალანსი, გრძელვადიანი რეფორმები და ეროვნული თვითრწმენის განმტკიცება.

თუ ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, მთავარ შიდა გამოწვევად რჩება „ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატების“ სხვადასხვა კრიმინალურ ფრონტზე აქტიურობა, რომლებიც ხელისუფლების ექს VIP ჩინოვნიკების მფარველობის ქვეშ წლებია დაუსჯელობის ფუფუნებით სარგებლობდნენ, ამაშიც თვალნათელია პოზიტიური დინამიკა. უკანასკნელ 12 წელიწადში ასეთი ეფექტურობით ამ „სამეულს“ - სუს, შსს და პროკურატურა - ჯერ არ უმუშავია. ამასობაში, დესტრუქციული ძალებიც ისტორიის სანაგვეს ჩაბარდებიან და კონსტრუქციული ოპოზიციაც გამოჩნდება. მოთმინება და მხოლოდ მოთმინება!“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2026, 02:55

მსოფლიო

ტრამპი: მე მშვიდობისმყოფელი ვარ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფენიქსში გამართულ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკურ მიღწევებზე ისაუბრა და საკუთარ თავს „მშვიდობისმყოფელი“ უწოდა.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2026, 02:45

მსოფლიო

ტრამპი: ნატოს ვუთხარი, როცა დაგვჭირდით, აბსოლუტურად უსარგებლოები იყავით - თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი არასოდეს გვჭირდებოდა რეალურად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების დეესკალაციასთან დაკავშირებით ნატოს როლი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დახმარება მხოლოდ მაშინ შესთავაზა, როდესაც კრიზისი პრაქტიკულად ამოიწურა.

18 აპრილი 2026, 01:20

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა კვლავ შეზღუდულია

ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში კვლავ შეზღუდავს იმ გემების რაოდენობას, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის უფლება აქვთ და გააგრძელებს მოსაკრებლის დაკისრებას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 23:51

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა პაკისტანში ჩავიდეს, თუ ირანთან შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ იგი შესაძლოა პაკისტანში გაემგზავროს, თუ ირანში ომის დასასრულებლად შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება.

17 აპრილი 2026, 23:45

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანის გამდიდრებული ურანი არსად გადატანას არ ექვემდებარება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგი „არსად“ არ გადაიგზავნება. ამით უწყებამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადრეული განცხადება იმის შესახებ, რომ ისლამური რესპუბლიკა მისი გადაცემაზე დათანხმდა.

17 აპრილი 2026, 23:11

საზოგადოება

ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ლია გიგაურთან და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორთან ემზარ ჯგერენაიასთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

17 აპრილი 2026, 22:24

მსოფლიო

CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა. უწყების განცხადებით, ეს არის „ახალი წესრიგი“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანტონიუ გუტერეში

17 აპრილი 2026, 22:09

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

აკიფ ჩაღათაი კილიჩი

17 აპრილი 2026, 22:02

პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს

„ჩვენი ქართველი და სომეხი კოლეგები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრობდნენ. მეც გამახსენდა ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში და ოდნავ გამეღიმა. ანკარის შეთანხმებას თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიის დასაწყისად თუ ავიღებთ, ზოგი სხვადასხვა თარიღსაც ახსენებს, რაც დაახლოებით 60-63-წლიან პერიოდს ნიშნავს. ამიტომ, მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ თქვენ გრძელი და რთული გზა გელოდებათ.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 21:38

მსოფლიო

ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთობლივად იმუშავებენ გამდიდრებული ურანის ამოსაღებად.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 21:37

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა

„ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ახლა ისინი სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თამარ ტალიაშვილი

17 აპრილი 2026, 21:36

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს განათლებისა და კვლევების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტი აშშ-ში საქართველოს ელჩმა,. თამარ ტალიაშვილმა შეაფასა. ელჩის თქმით, ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის ახალ პროექტებსა და ინიციატივებს.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 21:31

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში

ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.

ალპარსლან ბაირაქტარი

17 აპრილი 2026, 21:25

პოლიტიკა

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგომომარაგების უსაფრთხოებას

მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან გამართა, - წერს სოციალურ ქსელში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალპარსლან ბაირაქტარი.

17 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი: პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ეფექტიანობას

თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2026, 21:17

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში

რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 ეკატერინე გუნცაძე

17 აპრილი 2026, 21:01

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მირ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

დისკუსიისას განხილულ იქნა ციფრული ინოვაციების გავლენა საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობაზე, საუბარი შეეხო საკითხებს, თუ როგორ მოქმედებს ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა: ავტომატიზაცია, რეალურ დროში მონაცემთა ინტეგრაცია და ანალიტიკა, პოლიტიკის ფორმირებაზე, ასევე ბიუჯეტის შესრულების, ფინანსური ოპერაციების მართვასა და ფისკალური ანგარიშგების სისწრაფეზე, სიზუსტესა და სანდოობაზე.

17 აპრილი 2026, 20:51

რეგიონი

სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებში დროებითი გზა გაკეთდება - ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

დასავლეთ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. სამეგრელოში სამუშაოების ნაწილი აქტიურ ფაზაშია, ნაწილი კი დასრულდა.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 20:47

მსოფლიო

ტრამპი: ირანელებს შეხვედრა სურთ, მათ შეთანხმების მიღწევა უნდათ - მგონია, რომ შეთანხმებას მომდევნო ერთ ან ორ დღეში გავაფორმებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები, სავარაუდოდ, ამ უქმეებზე შეხვდებიან ერთმანეთს და იგი მოელის, რომ მხარეები ომის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.

17 აპრილი 2026, 20:47

პოლიტიკა

ძველი დიპლომების და უხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება - რა საკითხები განიხილეს განათლების კომიტეტის სხდომაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძველი დიპლომების და უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება- განათლების კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.