19 თებერვალი 2026, 16:13 / სანდო წყარო

თამარ ჩიბურდანიძე: გაეროს ექსპერტები იყვნენ ჩამოსული და გვითხრეს, რომ ქართული ეთნოსის საკითხია ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო. თუკი ბუნებრივი მატება არ დაფიქსირდება, ქართული ეთნოსი შევა მომაკვდავი ერების სიაში

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ სურათი მძიმეა. მან გამოყო შობადობის კლების, ეთნოსის გადარჩენისა და მიგრაციის საკითხები. ჩიბურდანიძის შეფასებით, მოსახლეობის კლება ხდება ქართული ეთნოსის ხარჯზე და ამაზე, თავის დროზე, გაეროს ექსპერტებმაც გამოაქვეყნეს დასკვნა:

„ჩვენ, ხელისუფლებამ ვერ გავბედეთ ამის ღიად ჩაწერა და თქმა, რადგან შესაძლოა ვიღაცებისთვის ცუდად მოსასმენი იყოს, თუმცა გაერომ თავის კვლევებში 2015 წელს ღიად გვითხრა, რომ საქართველოს კატასტროფული დემოგრაფიული კლება, მოდის მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ეთნოსზე“ - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ იმიგრაცია შთანთქავს ადგილობრივ ეთნოსებს, რაც განსაკუთრებული საფრთხეა ჩვენნაირი პატარა ერებისათვის.

„2016 წელს ჯანდაცვის კომიტეტმა, ბატონმა დიმიტრიმ (ხუნდაძემ), მე და ჩვენმა ფონდმა (დემოგრაფიული აღორძინების ფონდმა) გაერთიანებული ძალისხმევით შევიმუშავეთ სახელმწიფო უსაფრთხოების დემოგრაფიული კონცეფცია. დემოგრაფიული პოლიტიკა პირდაპირ განსაზღვრავს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. რატომაა ეს ასე?

პირველი, მნიშვნელოვანია შობადობა. დღესდღეობით დიდი შობადობა არ გვაქვს. ასევე, არ ფიქსირდება ბუნებრივი მატება და გარდაცვალება ჭარბობს შობადობას. ქორწინების რაოდენობა შემცირებულია, ბავშვებს აღარ აჩენენ. ვინც შეუღლდება, ისინიც გვიან აჩენენ პირველ შვილს. თუკი ჩავხედავთ სტატისტიკას, ყველაზე მეტი კლება სწორედ პირველი შვილის დაბადებაზე მოდის. ამიტომ, შობადობის სერიოზული სიმცირე გვაქვს. თუ არ გავზარდეთ, სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა დაიკლებს. თუკი ვინმე მეტყვის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, იარსებებს და არ აქვს მნიშვნელობა, აქ ქართველები იცხოვრებენ თუ ჩვენი ისტორიული, მრავალფეროვანი ეთნოსები, მე ამ დებულებას ვერ დავეთანხმები. ჩვენ გვინდა საქართველო იმ მრავალეთნიკური მოსახლეობისთვის, რომლებიც ისტორიულად მოჰყვებიან ჩვენს ქვეყანას, თუმცა დომინანტური იყო ქართული ეთნოსი. სხვათა შორის, ჩვენ, ხელისუფლებამ ვერ გავბედეთ ამის ღიად ჩაწერა და თქმა, რადგან შესაძლოა ვიღაცებისთვის ცუდად მოსასმენი იყოს, თუმცა გაერომ თავის კვლევებში 2015 წელს ღიად გვითხრა, რომ საქართველოს კატასტროფული დემოგრაფიული კლება, მოდის მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ეთნოსზე. ჩვენ მოვერიდეთ ამის ღიად თქმას, მაგრამ გაერომაც კი მიგვითითა ამ საგანგაშო სტატისტიკაზე.
მათი ექსპერტები იყვნენ ჩამოსული და გვითხრეს, რომ უნდა ვიზრუნოთ მთლიანად ქვეყანაზე, მაგრამ მიგვითითეს, რომ ქართული ეთნოსის საკითხია ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო. ისევე, როგორც უთხრეს ეს ფრანგებსაც. 2006 წელს დადეს დასკვნა: ფრანგული ერი მილევად, მომაკვდავ ერებს შორისაა. მოუწოდეს, რომ თუკი ამ მიმართულებით რაიმე ღონისძიებას არ ჩაატარებენ, საფრანგეთი, როგორც სახელმწიფო, ყოველთვის იქნება, მაგრამ ფრანგული ეთნოსი აღარ იარსებებს. გაეროს ვალდებულებაა, რომ გადაარჩინოს ეთნოსები, რომლებმაც შექმნეს მსოფლიო ცივილიზაცია და სურს, რომ დაეხმაროს კიდეც ქვეყნებს. რატომაა შობადობა უსაფრთხოების კომპონენტი? თუკი ბუნებრივი მატება არ დაფიქსირდება, საქართველოს მოსახლეობა იქნება მილევადი და ჩვენც შევალთ მომაკვდავი ერების სიაში, ანუ ქართული გენოფონდი განადგურდება.

მეორე, მნიშვნელოვანია მიგრაციის საკითხი. არსებობს სამი სახის: შიდა მიგრაცია, ანუ რეგიონების დაცლა; გარე მიგრაცია - ქვეყნიდან გადინება; იმიგრაცია.

ამ უკანასკნელზე პრემიერმა ისაუბრა. იმიგრაცია შთანთქავს ადგილობრივ ეთნოსებს, თუკი სრულად გაუხსენი საზღვრები. თუ არ მოხდა იმიგრაციის რეგულირება, გავიზიარებთ გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების ბედს. მითუმეტეს, რომ პატარა ერი ვართ და ჩვენი ჩაყლაპვა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე დიდი ქვეყნებისა“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2026, 02:55

მსოფლიო

ტრამპი: მე მშვიდობისმყოფელი ვარ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფენიქსში გამართულ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკურ მიღწევებზე ისაუბრა და საკუთარ თავს „მშვიდობისმყოფელი“ უწოდა.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2026, 02:45

მსოფლიო

ტრამპი: ნატოს ვუთხარი, როცა დაგვჭირდით, აბსოლუტურად უსარგებლოები იყავით - თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი არასოდეს გვჭირდებოდა რეალურად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების დეესკალაციასთან დაკავშირებით ნატოს როლი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დახმარება მხოლოდ მაშინ შესთავაზა, როდესაც კრიზისი პრაქტიკულად ამოიწურა.

18 აპრილი 2026, 01:20

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა კვლავ შეზღუდულია

ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში კვლავ შეზღუდავს იმ გემების რაოდენობას, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის უფლება აქვთ და გააგრძელებს მოსაკრებლის დაკისრებას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 23:51

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა პაკისტანში ჩავიდეს, თუ ირანთან შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ იგი შესაძლოა პაკისტანში გაემგზავროს, თუ ირანში ომის დასასრულებლად შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება.

17 აპრილი 2026, 23:45

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანის გამდიდრებული ურანი არსად გადატანას არ ექვემდებარება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგი „არსად“ არ გადაიგზავნება. ამით უწყებამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადრეული განცხადება იმის შესახებ, რომ ისლამური რესპუბლიკა მისი გადაცემაზე დათანხმდა.

17 აპრილი 2026, 23:11

საზოგადოება

ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ლია გიგაურთან და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორთან ემზარ ჯგერენაიასთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

17 აპრილი 2026, 22:24

მსოფლიო

CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა. უწყების განცხადებით, ეს არის „ახალი წესრიგი“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანტონიუ გუტერეში

17 აპრილი 2026, 22:09

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

აკიფ ჩაღათაი კილიჩი

17 აპრილი 2026, 22:02

პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს

„ჩვენი ქართველი და სომეხი კოლეგები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრობდნენ. მეც გამახსენდა ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში და ოდნავ გამეღიმა. ანკარის შეთანხმებას თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიის დასაწყისად თუ ავიღებთ, ზოგი სხვადასხვა თარიღსაც ახსენებს, რაც დაახლოებით 60-63-წლიან პერიოდს ნიშნავს. ამიტომ, მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ თქვენ გრძელი და რთული გზა გელოდებათ.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 21:38

მსოფლიო

ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთობლივად იმუშავებენ გამდიდრებული ურანის ამოსაღებად.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 21:37

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა

„ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ახლა ისინი სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თამარ ტალიაშვილი

17 აპრილი 2026, 21:36

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს განათლებისა და კვლევების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტი აშშ-ში საქართველოს ელჩმა,. თამარ ტალიაშვილმა შეაფასა. ელჩის თქმით, ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის ახალ პროექტებსა და ინიციატივებს.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 21:31

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში

ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.

ალპარსლან ბაირაქტარი

17 აპრილი 2026, 21:25

პოლიტიკა

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგომომარაგების უსაფრთხოებას

მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან გამართა, - წერს სოციალურ ქსელში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალპარსლან ბაირაქტარი.

17 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი: პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ეფექტიანობას

თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2026, 21:17

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში

რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 ეკატერინე გუნცაძე

17 აპრილი 2026, 21:01

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მირ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

დისკუსიისას განხილულ იქნა ციფრული ინოვაციების გავლენა საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობაზე, საუბარი შეეხო საკითხებს, თუ როგორ მოქმედებს ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა: ავტომატიზაცია, რეალურ დროში მონაცემთა ინტეგრაცია და ანალიტიკა, პოლიტიკის ფორმირებაზე, ასევე ბიუჯეტის შესრულების, ფინანსური ოპერაციების მართვასა და ფისკალური ანგარიშგების სისწრაფეზე, სიზუსტესა და სანდოობაზე.

17 აპრილი 2026, 20:51

რეგიონი

სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებში დროებითი გზა გაკეთდება - ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

დასავლეთ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. სამეგრელოში სამუშაოების ნაწილი აქტიურ ფაზაშია, ნაწილი კი დასრულდა.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 20:47

მსოფლიო

ტრამპი: ირანელებს შეხვედრა სურთ, მათ შეთანხმების მიღწევა უნდათ - მგონია, რომ შეთანხმებას მომდევნო ერთ ან ორ დღეში გავაფორმებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები, სავარაუდოდ, ამ უქმეებზე შეხვდებიან ერთმანეთს და იგი მოელის, რომ მხარეები ომის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.

17 აპრილი 2026, 20:47

პოლიტიკა

ძველი დიპლომების და უხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება - რა საკითხები განიხილეს განათლების კომიტეტის სხდომაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძველი დიპლომების და უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება- განათლების კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.