ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, სამეგრელოში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ფოტო: საქარტველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
„დღეს სამეგრელოს რეგიონში გავეცანით საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროცესს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფოთის ხიდის მშენებლობა, რომელიც თავისი საინჟინრო გადაწყვეტით უნიკალურია და სტრატეგიულ როლს ასრულებს როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისთვის. გარდა ამისა, დაგეგმილია 9 აპრილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. მონიტორინგის პროცესი ხვალაც გაგრძელდება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამუშაოების ხარისხსა და ვადებთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა იქნება ძალიან მკაცრი. ჩვენი პრიორიტეტია, თითოეული პროექტი მაღალი სტანდარტების დაცვითა და დროულად დასრულდეს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ სამუშაოების ადგილზე დათვალიერების შემდეგ.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აგრძელებს რეგიონებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგსა და შესრულების ხარისხის შემოწმებას. მინისტრი სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა, სადაც დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმილი პროექტების დეტალები განიხილა.
ფოთში დაგეგმილია 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია, რაც თანამედროვე, ეკოლოგიურად გამართული და მოქალაქეზე ორიენტირებული რეკრეაციული სივრცის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში განახლდება რეკრეაციული ნაწილი, მოეწყობა ხემცენარეების მოვლისთვის აუცილებელი საინჟინრო ინფრასტრუქტურა და ადაპტირებული დასასვენებელი ზონები. პროექტის დეტალები მინისტრმა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე განიხილა.
ინტენსიურად მიმდინარეობს მდინარე რიონზე ახალი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა. 436-მეტრიანი, 8-მალიანი ფოლად-რკინა-ბეტონის ხიდი და 2 კმ-იანი მისასვლელი გზები წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან მონაკვეთს. 60.8 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკი-ის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით და მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას.
სენაკში იგეგმება თანამედროვე ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნითა და სრულად ადაპტირებული ინფრასტრუქტურით, რაც ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ამასთან, ქალაქში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური განახლება. პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობების, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციას, ახალი ქსელებისა და ბუსტერული სადგურის მოწყობას. 51 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტის დასრულების შემდეგ 3 670-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს პერიოდული შეკეთების სამუშაოები, რაც გზის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას გაზრდის.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა თანამედროვე საინჟინრო სისტემები. სამუშაოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.
ხობში ასევე იგეგმება თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საცურაო აუზებს, სავარჯიშო დარბაზებს, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის სივრცეებს. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
დაიწყო ანაკლიისა და განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირება, რომელიც 66.5 ჰექტარ ტერიტორიაზე ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომ სარეკრეაციო სივრცეს შექმნის. სანაპირო დაიყოფა ფუნქციურ ზონებად, მოეწყობა სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, საფეხმავლო და ველო ბილიკები, განახლდება არსებული ნაგებობები. პროექტს ამუშავებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ნიუ ქონსთრაქშენ კაპიტალი“.
სამეგრელოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიზნად ისახავს რეგიონში თანამედროვე, უსაფრთხო და მოქალაქეზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის შექმნას.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 22:24
მსოფლიო
CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა. უწყების განცხადებით, ეს არის „ახალი წესრიგი“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 22:09
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
17 აპრილი 2026, 22:02
პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
„ჩვენი ქართველი და სომეხი კოლეგები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრობდნენ. მეც გამახსენდა ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში და ოდნავ გამეღიმა. ანკარის შეთანხმებას თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიის დასაწყისად თუ ავიღებთ, ზოგი სხვადასხვა თარიღსაც ახსენებს, რაც დაახლოებით 60-63-წლიან პერიოდს ნიშნავს. ამიტომ, მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ თქვენ გრძელი და რთული გზა გელოდებათ.
17 აპრილი 2026, 21:38
მსოფლიო
ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთობლივად იმუშავებენ გამდიდრებული ურანის ამოსაღებად.
17 აპრილი 2026, 21:37
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა
„ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ახლა ისინი სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
17 აპრილი 2026, 21:36
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი: გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს განათლებისა და კვლევების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტი აშშ-ში საქართველოს ელჩმა,. თამარ ტალიაშვილმა შეაფასა. ელჩის თქმით, ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის ახალ პროექტებსა და ინიციატივებს.
17 აპრილი 2026, 21:31
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში
ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
17 აპრილი 2026, 21:25
პოლიტიკა
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგომომარაგების უსაფრთხოებას
მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან გამართა, - წერს სოციალურ ქსელში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალპარსლან ბაირაქტარი.
17 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი: პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ეფექტიანობას
თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 21:17
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში
რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
17 აპრილი 2026, 21:01
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მირ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
დისკუსიისას განხილულ იქნა ციფრული ინოვაციების გავლენა საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობაზე, საუბარი შეეხო საკითხებს, თუ როგორ მოქმედებს ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა: ავტომატიზაცია, რეალურ დროში მონაცემთა ინტეგრაცია და ანალიტიკა, პოლიტიკის ფორმირებაზე, ასევე ბიუჯეტის შესრულების, ფინანსური ოპერაციების მართვასა და ფისკალური ანგარიშგების სისწრაფეზე, სიზუსტესა და სანდოობაზე.
17 აპრილი 2026, 20:51
რეგიონი
სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებში დროებითი გზა გაკეთდება - ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
დასავლეთ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. სამეგრელოში სამუშაოების ნაწილი აქტიურ ფაზაშია, ნაწილი კი დასრულდა.
17 აპრილი 2026, 20:47
პოლიტიკა
ძველი დიპლომების და უხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება - რა საკითხები განიხილეს განათლების კომიტეტის სხდომაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი დიპლომების და უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება- განათლების კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
17 აპრილი 2026, 20:47
მსოფლიო
ტრამპი: ირანელებს შეხვედრა სურთ, მათ შეთანხმების მიღწევა უნდათ - მგონია, რომ შეთანხმებას მომდევნო ერთ ან ორ დღეში გავაფორმებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები, სავარაუდოდ, ამ უქმეებზე შეხვდებიან ერთმანეთს და იგი მოელის, რომ მხარეები ომის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.
17 აპრილი 2026, 20:41
პოლიტიკა
პეტრე ცაავა პატრიარქის შეურაცხყოფას არ ნანობს - ვინ აძლევს ტრიბუნას ეკლესიის დისკრიმინაციის მსურველებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვის და რისთვის გაახსენდა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, რომელმაც საზოგადოებას პატრიარქის ცილისწამებით და შეურაცხყოფით დაამახსოვრა თავი. პეტრე ცაავა ნათქვამს არც ნანობს და იმეორებს კიდეც.
17 აპრილი 2026, 20:36
პოლიტიკა
სპეკულაცია და დეზინფორმაცია - პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აბასთუმნის ტერიტორიაზე დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკის სამინისტრომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გავრცელებული ცნობები განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, ცვლილებები კი სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ინტერესებს, ისე საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას.
17 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა, შეცვლილი ავტორები და უცვლელი სცენარი - ოპოზიცია ბლაჟევიჩთან კავშირს უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, სწორედ „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერია ახალი სამოქმედო გეგმის ავტორი.
17 აპრილი 2026, 20:25
პოლიტიკა
პრემიერი: მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად, საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია“, - აღნიშნავს პრემიერი.
17 აპრილი 2026, 20:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა
პარლამენტი თავმჯდომარემ დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობდა. 157 ქვეყნის წარმომადგენლები სტამბოლში, ურთიერთკავშირების გაღრმავებასთან ერთად, მსოფლიო გამოწვევებზეც მსჯელობდნენ.
17 აპრილი 2026, 20:12
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ნაღმებისგან გაწმენდის პროცესი მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების სერიით განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმებისგან გაწმენდის პროცესს აწარმოებს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-სა და ირანს სპარსეთის ყურეში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში ეხმარებიან.


