20 თებერვალი 2026, 19:39 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ოკუპაციაზე ისაუბრა

ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაში მონაწილეობს.

ნიკოლოზ სამხარაძე ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, სადაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე და იმ საგანგაშო ტენდენციებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა.

„უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, რამდენად მყიფეა დიდი სახელმწიფოების ერთგულება საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების მიმართ. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორიც საქართველოა, რომლის რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს აქვს ოკუპირებული“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მისი თქმით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო „ხელისუფლებები“ ეთნიკურად ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას უზღუდავენ. პარალელურად, საოკუპაციო ძალები სისტემატურად ახორციელებენ ქართული ეკლესია-მონასტრების იერსახის ცვლილებას, რითაც მიზანმიმართულად შლიან ქართული რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის კვალს იმ მიწაზე, რომელიც ისტორიულად ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იმედგამაცრუებელია ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგიერთი სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც საკუთარ თავს საქართველოს მეგობრად მიიჩნევს.

„დღემდე არაერთი ევროპული სახელმწიფო და თავად ევროკავშირი თავს იკავებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ყოფნას ოფიციალურად ოკუპაცია უწოდონ. ამავე დროს, ისინი მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებენ იმ სახელმწიფოებსა და რეჟიმებთან, რომლებიც მოსკოვის კარნახით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობას“ აღიარებენ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, ევროკავშირმა 2026-2027 წლებში სირიისთვის 600 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარების პაკეტი გამოყო, თუმცა, აღნიშნული ფინანსური დახმარება ევროკავშირს არ დაუკავშირებია სირიის ახალი ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გაუქმებასთან. მისივე განცხადებით, იგივე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ დამრღვევს - ნაურუს, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამაშია ჩართული და მილიონობით ევროს მხარდაჭერას იღებს.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საერთაშორისო სამართლის დამრღვევი სახელმწიფოების ფინანსური დახმარება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს კიდევ უფრო ასუსტებს და სახიფათო პრეცედენტს ქმნის. მისი განცხადებით, ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა მკაფიოდ უნდა იყოს დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების პატივისცემასთან.

გამოსვლის დასასრულს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, თანმიმდევრულნი იყვნენ საკუთარ პრინციპების მიმართ და პრაქტიკულად დაიცვან ის ღირებულებები, რომელთა ერთგულებასაც დეკლარირებულად აცხადებენ.

ავსტრიის დედაქალ ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე, ზამთრის სესია იმართება, რომელშიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის წევრი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი მონაწილეობენ.

ყველა სიახლე

17 აპრილი 2026, 22:24

მსოფლიო

CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა. უწყების განცხადებით, ეს არის „ახალი წესრიგი“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანტონიუ გუტერეში

17 აპრილი 2026, 22:09

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

აკიფ ჩაღათაი კილიჩი

17 აპრილი 2026, 22:02

პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს

„ჩვენი ქართველი და სომეხი კოლეგები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრობდნენ. მეც გამახსენდა ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში და ოდნავ გამეღიმა. ანკარის შეთანხმებას თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიის დასაწყისად თუ ავიღებთ, ზოგი სხვადასხვა თარიღსაც ახსენებს, რაც დაახლოებით 60-63-წლიან პერიოდს ნიშნავს. ამიტომ, მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ თქვენ გრძელი და რთული გზა გელოდებათ.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 21:38

მსოფლიო

ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთობლივად იმუშავებენ გამდიდრებული ურანის ამოსაღებად.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 21:37

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა

„ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ახლა ისინი სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თამარ ტალიაშვილი

17 აპრილი 2026, 21:36

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს განათლებისა და კვლევების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტი აშშ-ში საქართველოს ელჩმა,. თამარ ტალიაშვილმა შეაფასა. ელჩის თქმით, ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის ახალ პროექტებსა და ინიციატივებს.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 21:31

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში

ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.

ალპარსლან ბაირაქტარი

17 აპრილი 2026, 21:25

პოლიტიკა

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგომომარაგების უსაფრთხოებას

მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან გამართა, - წერს სოციალურ ქსელში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალპარსლან ბაირაქტარი.

17 აპრილი 2026, 21:18

პოლიტიკა

თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი: პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ეფექტიანობას

თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2026, 21:17

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში

რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 ეკატერინე გუნცაძე

17 აპრილი 2026, 21:01

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მირ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

დისკუსიისას განხილულ იქნა ციფრული ინოვაციების გავლენა საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობაზე, საუბარი შეეხო საკითხებს, თუ როგორ მოქმედებს ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა: ავტომატიზაცია, რეალურ დროში მონაცემთა ინტეგრაცია და ანალიტიკა, პოლიტიკის ფორმირებაზე, ასევე ბიუჯეტის შესრულების, ფინანსური ოპერაციების მართვასა და ფისკალური ანგარიშგების სისწრაფეზე, სიზუსტესა და სანდოობაზე.

17 აპრილი 2026, 20:51

რეგიონი

სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებში დროებითი გზა გაკეთდება - ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

დასავლეთ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. სამეგრელოში სამუშაოების ნაწილი აქტიურ ფაზაშია, ნაწილი კი დასრულდა.

17 აპრილი 2026, 20:47

პოლიტიკა

ძველი დიპლომების და უხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება - რა საკითხები განიხილეს განათლების კომიტეტის სხდომაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძველი დიპლომების და უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება- განათლების კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 20:47

მსოფლიო

ტრამპი: ირანელებს შეხვედრა სურთ, მათ შეთანხმების მიღწევა უნდათ - მგონია, რომ შეთანხმებას მომდევნო ერთ ან ორ დღეში გავაფორმებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები, სავარაუდოდ, ამ უქმეებზე შეხვდებიან ერთმანეთს და იგი მოელის, რომ მხარეები ომის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.

პეტრე ცაავა

17 აპრილი 2026, 20:41

პოლიტიკა

პეტრე ცაავა პატრიარქის შეურაცხყოფას არ ნანობს - ვინ აძლევს ტრიბუნას ეკლესიის დისკრიმინაციის მსურველებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვის და რისთვის გაახსენდა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, რომელმაც საზოგადოებას პატრიარქის ცილისწამებით და შეურაცხყოფით დაამახსოვრა თავი. პეტრე ცაავა ნათქვამს არც ნანობს და იმეორებს კიდეც.

17 აპრილი 2026, 20:36

პოლიტიკა

სპეკულაცია და დეზინფორმაცია - პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აბასთუმნის ტერიტორიაზე დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკონომიკის სამინისტრომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გავრცელებული ცნობები განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, ცვლილებები კი სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ინტერესებს, ისე საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას.

17 აპრილი 2026, 20:32

პოლიტიკა

რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა, შეცვლილი ავტორები და უცვლელი სცენარი - ოპოზიცია ბლაჟევიჩთან კავშირს უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, სწორედ „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერია ახალი სამოქმედო გეგმის ავტორი.

17 აპრილი 2026, 20:25

პოლიტიკა

პრემიერი: მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად, საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია“, - აღნიშნავს პრემიერი.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 20:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა

პარლამენტი თავმჯდომარემ დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობდა. 157 ქვეყნის წარმომადგენლები სტამბოლში, ურთიერთკავშირების გაღრმავებასთან ერთად, მსოფლიო გამოწვევებზეც მსჯელობდნენ.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 20:12

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ნაღმებისგან გაწმენდის პროცესი მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების სერიით განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმებისგან გაწმენდის პროცესს აწარმოებს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-სა და ირანს სპარსეთის ყურეში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში ეხმარებიან.