23 თებერვალი 2026, 13:35 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ყველას თავისი ინტერესი აქვს, თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ ბრიუსელი ჩვენი ინტერესით იღვიძებს და იძინებს. ყველამ საკუთარ ინტერესზე უნდა იზრუნოს და საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ჩვენს ინტერესზე

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ყველას თავისი ინტერესი აქვს, თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ ბრიუსელი ჩვენი ინტერესით იღვიძებს და იძინებს. ყველამ საკუთარ ინტერესზე უნდა იზრუნოს და საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ჩვენს ინტერესზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, იმას, რომ უცხოური ჩარევა გამოწვევაა, მხოლოდ ის ხალხი არ აღიარებს, რომლებიც თავად არიან დაფინანსებულები, რომ საკუთარ ქვეყანას უმტრონ.

„უცხოური ჩარევა რომ გამოწვევაა და დღევანდელ სამყაროში სწორედ ჩარევით, მეხუთე კოლონების შექმნა სხვა ქვეყნებში ეს არის იარაღი, რომელსაც იყენებენ გავლენების გასატარებლად, ამას ყველა აღიარებს. ერთადერთი, ვინც ამას არ აღიარებს არის ის ხალხი, ვინც საქართველოში თავად არის მეხუთე კოლონა და თავად არიან იმისთვის შექმნილები, დაფინანსებული, რომ საკუთარ ქვეყანას უმტრონ. 4 წელი გადის უკრაინის ომის დაწყებიდან და 4 წლის წინ, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები და პარტიები, ზუსტად ამ სქემით - მეხუთე კოლონა, იდგნენ პარლამენტის წინ და ითხოვდნენ, რომ ჩავრთულიყავით ომში. გაგვეგზავნა მებრძოლები უკრაინაში, დაგვეწესებინა სანქციები, დაგვეკეტა ცა, შევსულიყავით ესკალაციაში, რომლის ბოლო აუცილებლად იქნებოდა ომი. ამას აკეთებდა უცხოეთიდან დაფინანსებული მეხუთე კოლონა. ამას ებრძვიან საკუთარ ქვეყნებში და ჩვენთან არ უნდათ იმიტომ, რომ აქ აფინანსებენ მეხუთე კოლონას იმისთვის, რომ კრიტიკულ მომენტებში ზურგში ლახვარი ჩასცხონ საკუთარ ქვეყანას, შეიყვანონ ომში, გამოუთხარონ ძირი დემოკრატიას, არჩევნების და დემოკრატიის არ აღიარების გზაზე იდგნენ და ა.შ.

ყველას თავისი ინტერესი აქვს, თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ ბრიუსელი ჩვენი ინტერესით იღვიძებს და იძინებს. ნუ იფიქრებთ, რომ ქალბატონ კალასს, რომელიც ესტონეთში პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველოს მიმართ მტრულ პოლიტიკას აწარმოებდა, რაიმე შეცვლილი აქვს თავის წარმოდგენებში. ყველამ საკუთარ ინტერესზე უნდა იზრუნოს და საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ჩვენს ინტერესზე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

17 აპრილი 2026, 11:36

მსოფლიო

POLITICO: გერმანია მზად არის ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო მისიის ფარგლებში გამნაღმველი გემები გააგზავნოს

გერმანია მზად არის ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო მისიის ფარგლებში გამნაღმველი გემები გაგზავნოს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 11:27

მსოფლიო

ლიბანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს

ლიბანის არმიის განცხადებით, ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აპრილი 2026, 11:15

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

დავით ქართველიშვილი

17 აპრილი 2026, 11:07

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება დასავლურ ფინანსურ სივრცეში არა დეკლარაციების, არამედ რეალური ფულადი ნაკადების მეშვეობით

„ფულადი გზავნილები აღარ არის მიბმული ერთ გეოგრაფიულ ცენტრზე და განაწილებულია რამდენიმე მიმართულებას შორის, რაც ამცირებს გარე შოკებისადმი მოწყვლადობას,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ფულადი გზავნილების გეოგრაფიის ანალიზს აკეთებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოსკენ მომართული ფინანსური ნაკადების ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ გზავნილებში არ არის დომინანტი ქვეყანა და არეალი გაფართოებულია.

17 აპრილი 2026, 11:06

კულტურა

პარიზის წიგნის ფესტივალი გაიხსნა, სადაც საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი

წიგნის ფესტივალის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ.

17 აპრილი 2026, 10:54

მსოფლიო

რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთის ფედერაციის მიერ გვიან ღამით უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 10:37

ეკონომიკა

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ

აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 10:35

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ვ.მ. და იმავე წელს დაბადებული ნ.უ. დააკავეს.

17 აპრილი 2026, 10:35

სამართალი

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დელეგაციამ, დეპარტამენტის დირექტორის, თენგიზ სისაურის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტ - „Cellebrite C2C”- ში, რომელიც წარმოადგენს წამყვან პლატფორმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებების ექსპერტებისთვის. საერთაშორისო ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა.

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერი

17 აპრილი 2026, 10:32

მსოფლიო

Financial Times: სტარმერი და მაკრონი ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების საკითხზე სამიტს უმასპინძლებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს სამიტს გამართავენ, რათა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო გეგმა შეიმუშაონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 10:31

საზოგადოება

კლოდ ჟურნე: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის

თბილისში საერთაშორისო B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მხარდაჭერით მოეწყო. სამიტის მიზანია ქვეყნის საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობა და უცხოელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება. ღონისძიებაში ევროპიდან 50-მდე ბაიერი და საქართველოს 40 ტურისტული კომპანია იყო ჩართული.

17 აპრილი 2026, 10:31

საზოგადოება

„საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლებმა საირიგაციო წყლის მიწოდების რეგულირების საკითხებზე გადამზადება გაიარეს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლებმა საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) სასწავლო ცენტრში საირიგაციო წყლის მიწოდების წესების რეგულირების ძირითად პრინციპებზე გადამზადების პროგრამა გაიარეს.

17 აპრილი 2026, 10:31

სამართალი

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ხ. დააკავეს.

17 აპრილი 2026, 10:28

სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, აჭარის პოლიციისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.

17 აპრილი 2026, 10:26

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნისა და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 4 პირი დააკავეს: 2007 წელს დაბადებული ი.ი., 2006 წელს დაბადებული ლ.გ., 2007 წელს დაბადებული ე.ა. და 2006 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

ლადო სადღობელაშვილი

17 აპრილი 2026, 10:25

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია! ამის დაბრალება ბ-ნ ბიძინაზე არის არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის პიკი!

ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია! ამის დაბრალება ბ.-ნ ბიძინაზე არის არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის პიკი! ეს ემსგავსება გროტესკას სადაც ოპოზიციის რუპორ-ჟურნალისტები მზად არიან და უკვე იქამდე არიან მისული რომ წვიმის მოსვლა ან ქარის ამოვარდნა მმართველ პარტიას ან საპატიო თავმჯდომარეს დააბრალონ, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

17 აპრილი 2026, 10:08

საზოგადოება

წელს პირველად, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.

17 აპრილი 2026, 10:06

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია „კოდექს ალიმენტარიუსის“ კომისიის 56-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ჩონგცინში იმყოფება. სააგენტოს უფროსის მოადგილეები - ოთარ იმნაიშვილი და მიხეილ დოლაბერიძე, „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) კომისიის 56-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობენ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 10:02

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

ვახტანგ ჟვანია

17 აპრილი 2026, 10:02

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე მოხსენებით გამოვიდა.