24 თებერვალი 2026, 09:25 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ომი ისევ ახლოსაა და კვლავ ათასობით სიცოცხლეს დაღუპვით ემუქრება. ისევ ვერ ხერხდება მშვიდობის ფორმულის მოძებნა. ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის და უკრაინელი ხალხისთვის

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან. ფრონტის ხაზი ისევ იქაა, სადაც 80 წლის წინ და საქართველოც ისევე განიცდის მის სიმძიმეს, როგორც მაშინ, გასული საუკუნის 40-იან წლებში, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, თუმცა დღესაც არიან ძალები, რომელთაც ამ ომის გაგრძელება აწყობთ.

„მართლაც, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ჩვენ დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ. დიდი ძალების ინტერესთა დაპირისპირების დროს კი, ყველაზე მძიმე ფასს იხდის ის ქვეყანა და ის ხალხი, რომლის მიწაც ბრძოლის ველად იქცევა.

ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. მშვიდობამ უნდა დაისადგუროს. უკრაინის სახელმწიფო უნდა გადარჩეს. უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა აუცილებლად უნდა დაეფუძნოს სუვერენიტეტისა და ეროვნული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპს. საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღიდან ჰქონდა სწორედ ეს ხედვა და ეს სულისკვეთება. ჩვენ ურთულეს გარემოში ვატარებდით მშვიდობის პოლიტიკას, როდესაც ომის მოსურნეები, გარედან წნეხით და შიგნიდან ციხის გატეხით, ცდილობდნენ ომის ცეცხლის რკალში საქართველოს ჩაბმას. თუმცა, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები მტკიცედ დავიცავით ოთხი წლის წინაც და მტკიცედ ვიცავთ დღესაც.

დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი კვლავ ახალი დაპირისპირებების საფრთხის წინაშე დგას, საქართველოსთვის სიმტკიცე, ერთიანობა და სუვერენული არჩევანის დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ისტორიული აუცილებლობაა. სამწუხაროდ, ომი ისევ ახლოსაა და კვლავ ათასობით სიცოცხლეს დაღუპვით ემუქრება. ისევ ვერ ხერხდება მშვიდობის ფორმულის მოძებნა. ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის და უკრაინელი ხალხისთვის. ვუსურვებთ მათ გამძლეობას და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას“, - წერს პაპუაშვილი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ტრამპს იმედი აქვს, რომ „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის დროს „კარგად მოიქცევა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმედი აქვს, რომ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის მოქმედების პერიოდში „კარგად მოიქცევა“.

მაია ბითაძე

17 აპრილი 2026, 08:48

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას როგორც რეგიონში, ისე მთელს მსოფლიოში, ასევე ხაზი გაესვა იმ მზარდ ტენდენციას, რასაც ჩვენ გარე ჩარევებს ვუწოდებთ

საქართველოსთვის საპარლამენტო ასამბლეა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნები, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, რომელიც თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 08:39

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის მიზანია, ქვეყნებმა მაქსიმალურად ითანამშრომლონ იმ გლობალური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მთელს მსოფლიოშია

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

17 აპრილი 2026, 08:31

პოლიტიკა

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილება

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

17 აპრილი 2026, 08:25

საზოგადოება

ნიუ-იორკში, გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესია დასრულდა

ნიუ-იორკში, გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესია დასრულდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაეროს სხვადასხვა დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე.

17 აპრილი 2026, 08:17

პოლიტიკა

საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება - შალვა პაპუაშვილი დღეს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან შეხვედრას გამართავს

საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრას გამართავს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან. შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვდება პარაგვაელ კოლეგას.

17 აპრილი 2026, 08:12

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი დღეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება

პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. დღეს ირაკლი კობახიძე ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა თემატურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა - მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

17 აპრილი 2026, 08:05

სამართალი

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 03:02

მსოფლიო

ტრამპი: იტალია ჩვენ გვერდით არ იდგა, არც ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო აშშ-ის ურთიერთობა იტალიასთან მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების მიზნით ძალების გაგზავნაზე უარი თქვა.

17 აპრილი 2026, 01:01

მსოფლიო

Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 00:25

მსოფლიო

Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ

კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:17

პოლიტიკა

ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!

როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:12

საზოგადოება

ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან

ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

ბილ ლი

17 აპრილი 2026, 00:07

მსოფლიო

აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“

ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:54

პოლიტიკა

გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს

არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:52

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ

იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:44

პოლიტიკა

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!

კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:38

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ

მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია

დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

16 აპრილი 2026, 23:29

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.