26 თებერვალი 2026, 11:40 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

მისივე თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით მათ მკაფიო პოზიცია აქვთ.

ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ - ხშირად ხდება, რომ რეზოლუციებს ვუერთდებით, არის დოკუმენტები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, რაც ძვირფასია ჩვენთვის და რაც ეხება ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის დაცვას. აქ ჩვენ სუბიექტურებიც ვართ და ობიექტურებიც. პირველ რიგში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სამართლის ეს პრინციპები იყოს პატივცემული და დაცული. ეს ჩვენც გვეხება - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც ხელყოფილია და მნიშვნელოვანია, ვიყოთ თანმიმდევრულები, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაზე“, - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით მოლოდინები გაჩნდა, თუმცა ომი კვლავ გრძელდება.

„საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაზე მოლოდინები, რა თქმა უნდა, გაჩნდა გარკვეულწილად, როდესაც ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირადად და ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გადაიდგას ნაბიჯები სამშვიდობო შეთანხმებისკენ. თუმცა ამ დრომდე ვხედავთ, რომ ომი გრძელდება და სამწუხაროდ, უკრაინაში კვლავ იხოცება ხალხი. ძალიან სამწუხაროა ეს ომი გრძელდება და არ ჩანს მკაფიო კონტურები, თუ როგორი შეიძლება იყოს სამშვიდობო შეთანხმება, რა შეიძლება იყოს საბოლოო შედეგი.არათუ საქართველოზე - ამ ომის დასრულება რა გავლენას იქონიებს ევროპაზე, არავინ იცის“, - აღნიშნა საგარეო მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინის „სამშვიდობო პაკეტსა“ და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.

„ხშირად არის მედიაში საუბარი, თუ რა არის უკრაინის სამშვიდობო პაკეტის შინაარსი, იქ საუბარია ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღებზეც, რომ უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. მეორე მხრივ, გვესმის ევროპის გარკვეული წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული თარიღები არ უნდა ითქვას და არსებობს გარკვეული შფოთვები ევროკავშირის მხარეს, რომელიც ამავდროულად უჭერს მხარს უკრაინას და მის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა წინააღმდეგია კონკრეტული თარიღების დასახელების. რთული სათქმელია, თუ რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ომი და რა გავლენა ექნება ჩვენს რეგიონზე, ევროპასა და ზოგადად გლობალურ წესრიგზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ელჩის დანიშვნის საკითხზეც ისაუბრა.

„ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ ცნობა შარშან მივიღეთ, დიდი ხნის წინ და ამ დრომდე ის არ ჩამოსულა საქართველოში. რთული სათქმელია, როდის მოხდება ეს. ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაშია საქართველოსადმი უკრაინის დამოკიდებულება. აქაც, რა სუბიექტური დამოკიდებულებები არსებობს საქართველოსთან მიმართებაში, ერთგვარად ცინიზმიც არის, როდესაც პროპაგანდაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც რამხელა პროპაგანდისტული კამპანიები ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ მასიური პროპაგანდის მსხვერპლი ვართ ერთგვარად.

ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ საქართველოს დააბრალეს ყველაფერი, მაქსიმალურად გააშავეს ჩვენი ქვეყანა სწორედ მედია საშუალებების, მათ შორის, საერთაშორისო მედიების დახმარებით. რა აღარ დააბრალეს, მათ შორის, „კამიტის“ ისტორია“, - აღნიშნა საგარეო მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებთან დაკავშირებით არაერთი საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება.

„უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი, პირველ რიგში, ალბათ, ერთგვარად, მოველით, რომ მოხდეს უკრაინული მხარის მიერ აღიარება და გაცნობიერება, რომ ჩვენს ქვეყანას ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ყოფილიყო უკრაინის გვერდით პოლიტიკურად, ყოფილიყო უკრაინის გვერდით, როდესაც ვსაუბრობდით ჰუმანიტარულ დახმარებაზე და ვსაუბრობდით ადამიანების დახმარებაზე, რომელთაც შეეხოთ ომი. ამ პირობებში, ის კრიტიკა თუ წნეხი, რაც საქართველოზე მოდიოდა, მათ შორის, უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან, სრულიად უსამართლო და გაუმართლებელი იყო“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველა სიახლე

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 00:54

მსოფლიო

კრემლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის

კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ კმაყოფილია უნგრეთის არჩეული პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის და დასძინა, რომ საკუთარ პოზიციას მისი ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე დააფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 00:41

სპორტი

სპორტის მინისტრი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო - თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს 16-19 აპრილს უმასპინძლებს

16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს „თბილისი არენაზე“ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გაეცნო. ინორმაციას სპორტის მსამინისტრო ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 23:56

საზოგადოება

15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 23:45

მსოფლიო

The Wall Street Journal: ევროპა ამზადებს ომისშემდგომ გეგმას ჰორმუზის სრუტის გასათავისუფლებლად

ევროპული ქვეყნები ამზადებენ გეგმას ფართო კოალიციის შესაქმნელად, რათა დაეხმარონ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფას, რაც მოიცავს გამნაღმველი და სხვა სამხედრო გემების გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 23:37

მსოფლიო

ისრაელი და ლიბანი პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ

ისრაელმა და ლიბანმა განაცხადეს, რომ მხარეებს შორის გამართული პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, ისინი შეთანხმდნენ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე.

ფრიდრიხ მერცი

14 აპრილი 2026, 22:16

მსოფლიო

მერცი: კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ

კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 22:02

ეკონომიკა

გაზრდილი საგარეო ვაჭრობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაზრდილი საგარეო ვაჭრობა - 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 862 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. აღნიშნული წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია.

ინგა ლოლაძე

14 აპრილი 2026, 21:59

პოლიტიკა

ინგა ლოლაძე გვარამიას პოსტზე: მინდა დაიმახსოვროს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომლითაც ჩვენი შვილები, გვარამიას ახლობლის შვილები, გვარამიას ახლობლები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობენ

მინდა დაიმახსოვროს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომლითაც ჩვენი შვილები, გვარამიას ახლობლის შვილები, გვარამიას ახლობლები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობენ, - განაცხადა ორგანიზაცია „მზის შვილების“ ხელმძღვანელმა ინგა ლოლაძემ.

14 აპრილი 2026, 21:36

რეგიონი

ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებას იწყებს.

ანტონიუ გუტერეში

14 აპრილი 2026, 21:33

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი: აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, განახლდება

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, განახლდება, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, პაკისტანის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მოჰამედ ისჰაკ დართან შეხვედრის შემდეგ.

14 აპრილი 2026, 21:27

საზოგადოება

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეც არის. სადღესასწაულო წირვა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა.

14 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

საქართველო ქართული ენის დასაცავად - ზუსტად 48 წლის წინ, ხალხმა საბჭოთა რეჟიმს უკან დაახევინა. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

14 აპრილი დედაენის დღეა. ზუსტად 48 წლის წინ საქართველო მშობლიური ენის დასაცავად გაერთიანდა. ქუჩაში გამოსულმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმს, რომელსაც ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობა ჰქონდა, უკან დაახევინა. 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია.

ირაკლი ქადაგიშვილი

14 აპრილი 2026, 21:17

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული. საქართველოში საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამართული და ჩამოყალიბებული

ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

14 აპრილი 2026, 21:15

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აფასებს „ატლანტიკური საბჭო“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რისი მიხედვითაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

14 აპრილი 2026, 21:11

მსოფლიო

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მოყოლებული, 2 124 ადამიანი დაიღუპა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მოყოლებული, 2,124 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7,000-მდე კი დაიჭრა.

14 აპრილი 2026, 20:56

საზოგადოება

გივი მიქანაძე გაეროს სათავო ოფისში ახალგაზრდობის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს სათავო ოფისში გენერალური მდივნის მოადგილეს ახალგაზრდობის საკითხებში, ფელიპე პაულიერს შეხვდა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 20:51

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მიულოცა დედაენის დღე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

14 აპრილი 2026, 20:46

სამართალი

სახელმწიფოს ბრძოლა ნარკოდანაშაულთან და უკანონო მიგრაციასთან. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ნარკოდანაშაული და უკანონო მიგრაცია - ეს ორი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც სახელმწიფო აქტიურად ებრძვის. ამაზე კანონდარღვევათა აღკვეთის მზარდი სტატისტიკაც მეტყველებს.

14 აპრილი 2026, 20:45

პოლიტიკა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაცია და სტიგმის გაძლიერება - ნიკა გვარამიას განცხადებას პოლიტიკოსები და უფლებადამცველები აფასებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დისკრიმინაცია, სტიგმატიზაცია - ნიკა გვარამიას სტატუსს აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანთა მშობლების და ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. გვარამიას მცდელობამ, ნათქვამი შეემსუბუქებინა, შედეგი არ შეცვალა. მითუმეტეს, რომ მას არაერთი მსგავსი განცხადება უკავშირდება წარსულიდან. მმართველ გუნდში ისიც აღნიშნეს, რომ გვარამია წლების განმავლობაში ცდილობს- სიძულვილის ენა ნორმად აქციოს.

14 აპრილი 2026, 20:39

პოლიტიკა

პეტერ მადიარს ბრიუსელმა 27 მოთხოვნა წაუყენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრიუსელის 27 მოთხოვნა პეტერ მადიარს. ლგბტქ უფლებები, ემიგრაცია, საზღვრის კონტროლი, საგარეო პოლიტიკა, უკრაინის საკითხი - ეს იმ პირობების ნაწილია, რასაც უნგრეთის ახლად არჩეულ ლიდერს ევროკავშირი ათობით მილიარდი ევროს სანაცვლოდ უყენებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ბუდაპეშტს ურჩია, რომ იჩქაროს.