26 თებერვალი 2026, 18:08 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ევროპაში ხუთი წლის ბავშვს შეუძლია თავისუფლად იფიქროს სქესის შეცვლაზე, მაგრამ თხუთმეტი წლის ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა სახელმწიფო ცენზურის ფარგლებს მიღმა, ეს ნათლად აჩვენებს პარადოქსს

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ბრიტანეთის მიერ ქართული ტელევიზიების დასანქცირებას გამოეხმაურა პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ორმაგ სტანდარტებს“ წარმოადგენს.

„ამ ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც ზღუდავს ადამიანების მიერ სოციალურ ქსელებში საკუთარი აზრის გამოხატვას,“ — აღნიშნა ექსპერტმა და განაცხადა, რომ ბრიტანეთს არ აქვს მორალური უფლება, თავს სიტყვის თავისუფლების მთავარ დამცველად წარმოაჩენდეს. მისი თქმით, საქართველოს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იცავს ეროვნულ კანონმდებლობას და ბავშვების ინტერესებს.

„აპრობირებული პასუხი მაქვს დიდი ბრიტანეთისთვის — ეს არის ორმაგი, სამმაგი და ხუთმაგი სტანდარტები იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს იყოს სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის მთავარი დამცველი. ქვეყანაში მოქმედებს „კაბალური კანონი“, რომელიც ზღუდავს ადამიანების მიერ სოციალურ ქსელებში საკუთარი აზრის გამოხატვას, რის გამოც 12 ათასზე მეტი ბრიტანელია დაკავებული მხოლოდ იმისთვის, რომ გაბედა საკუთარი აზრის დაფიქსირება. ეს ხდება სწორედ იმ ქვეყანაში და ცივილიზაციაში, რომელიც თითქოს დემოკრატიის, სიტყვისა და აზრის თავისუფლების აკვნად მიიჩნევა.

ეს არის ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს ეპშტეინის კუნძულის ფილიალს ბრიუსელში, სადაც ყველაფერი ფასობს — კანიბალიზმიდან და პედოფილიიდან დაწყებული, სხვა გაუკუღმართებული ცხოვრების წესით დასრულებული. თუმცა საქართველოს სჯიან იმისთვის, რომ საკუთარი კანონმდებლობით იცავს შვილებს გახრწნილი ცხოვრების წესისგან; იცავს მათ უფლებას ჰქონდეთ ბედნიერი და ნორმალური ბავშვობა, სადაც მამას მამა ჰქვია და დედას - დედა.

იმდენად აბსურდულ ვითარებაში არიან ბრიტანელები და ევროპელები, რომ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ეს მარაზმი ილონ მასკის სახუმარო თემადაც კი იქცა. როდესაც ილონ მასკი ამბობს, რომ ევროპაში ხუთი წლის ბავშვს შეუძლია თავისუფლად იფიქროს სქესის შეცვლაზე, მაგრამ თხუთმეტი წლის ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა სახელმწიფო ცენზურის ფარგლებს მიღმა, ეს უკვე ნათლად აჩვენებს არსებულ პარადოქსს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ყველა სიახლე

14 აპრილი 2026, 12:22

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ღვინის ინდუსტრიაში აუცილებელია სიახლეებზე წვდომა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც განსაკუთრებული როლი აქვს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციას

იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონფერენციის „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ სესიაზე ყურადღება ღვინის სექტორში განათლების, სიახლეების წვდომის და განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

14 აპრილი 2026, 12:18

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ირანს თავისი შესაძლებლობების დიდი ნაწილი არ გამოუვლენია

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ირანს თავისი შესაძლებლობების დიდი ნაწილი არ გამოუვლენია და, თუ ომი გაგრძელდება, ის ამ შესაძლებლობებს გამოავლენს.

14 აპრილი 2026, 12:14

კულტურა

„შიმშილის თამაშების“ პრიქველის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

ფილმის სცენარი სიუზენ კოლინზის ახალ წიგნზეა დაფუძნებული, მოვლენები მასში ორიგინალურ ტრილოგიამდე 24 წლით ადრე ვითარდება. ფილმი ეკრანებზე 2026 წლის ნოემბერში გამოვა. მისი რეჟისორის ფრენსის ლოურენსია. სუთარში თამაშობენ: ჯოზეფ ზადა, მაია ჰოუკი, ჯესი პლემონსი, რეიფ ფაინსი, კირან კალკინი, მაკენა გრეისი, ელ ფანინგი და სხვები.

ლაშა ხუციშვილი

14 აპრილი 2026, 12:09

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით

საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ საუბრისას.

14 აპრილი 2026, 12:02

პოლიტიკა

აშშ-ს საელჩო: 1978 წლის 14 აპრილს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი. დღეს პატივს მივაგებთ მათ სიმამაცეს და აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზესა და უნიკალურობას

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში დედაენის დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

14 აპრილი 2026, 12:02

საზოგადოება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები ჩატარდა. GCCA-ის წარმომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N მე-3 და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში იმყოფებოდნენ.

14 აპრილი 2026, 11:58

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტო: შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, იყოს კონკურენტუნარიანი და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

14 აპრილი 2026, 11:57

სამართალი

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1953 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 11:44

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი ვერონაში გამართულ OIV- ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას: 8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ; სიამოვნებით გავხდებოდი ყველა იმ ადამიანის მასპინძელი, ვისაც უყვარს და აფასებს ქართულ ღვინოს

იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონფერენციაში „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.

14 აპრილი 2026, 11:37

მსოფლიო

AP: პაკისტანმა აშშ-სა და ირანს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა შესთავაზა

პაკისტანმა აშშ-სა და ირანს ისლამაბადში სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა შესთავაზა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 11:33

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა უგანდაში შიმპანზეების „სამოქალაქო ომი“ დააფიქსირეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით იმავე პერიოდში ნგოგოს შიმპანზეების დიდი პოპულაცია, რომელიც დაახლოებით 200 ინდივიდს ითვლიდა, ორ ჯგუფად დაიშალა. თავიდან ისინი აგრძელებდნენ თანამშრომლობას, მაგრამ 2018 წლისთვის სოციალური კონტაქტები გაწყდა და პრიმატები ერთმანეთის მიმართ აგრესიულები გახდნენ.

დავით ქართველიშვილი

14 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დღესაც 14 აპრილი აღინიშნება როგორც დედაენის დღე და იგი ეროვნული ერთობისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა

„საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღო ჩანაწერი, რომ ქართული ენა იყო სახელმწიფო ენა. რას აკეთებს ამ დროს ქართველი "საბჭოთა" ხალხი? ის ხალხი, რომლის "განსაბჭოებასთვის" დღესაც იბრძვის "მადამ ლეგიტიმაცია": 14 აპრილს ათასობით მოქალაქე - სტუდენტები, პროფესორები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მუშები - გამოვიდა თბილისის ქუჩებში“ - წერს ანალიტიკოსი.

ჯეი დი ვენსი

14 აპრილი 2026, 11:26

მსოფლიო

ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანი, ჰორმუზის სრუტის დაკეტვით, ეკონომიკურ ტერორიზმს ეწევა

ირანის ხელისუფლება ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის დაბლოკვით ეკონომიკური ტერორიზმის აქტს ახორციელებს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

14 აპრილი 2026, 11:25

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ვერონაში იტალიელ კოლეგას შეხვდა

„ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობა ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ვაფასებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერას. ამავდროულად, იტალიას ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც ძლიერ პარტნიორს. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

14 აპრილი 2026, 11:06

ეკონომიკა

ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა

ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც გულისხმობს, რომ შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად, პროექტი გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს.

14 აპრილი 2026, 11:05

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. სოფელ ახალ ხიბულაში, ზუბის უბანში არსებულ ღელეში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით ქაშაყის სახეობის 1 კგ თევზი მოიპოვა.

14 აპრილი 2026, 11:03

რეგიონი

სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის სუბსიდირება ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფისა და სუბსიდიის სქემის გაცნობა იყო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 10:57

სამართალი

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 10:55

პოლიტიკა

თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსმა ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსმა, გიორგი ბოლოთაშვილმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გამართულ ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

BTS

14 აპრილი 2026, 10:55

კულტურა

BTS-ის ახალი ალბომი Billboard 200-ის ლიდერობას ზედიზედ მესამე კვირაა ინარჩუნებს

სამხრეთკორეული ჯგუფი BTS ალბომით ARIRANG ზედიზედ მესამე კვირაა ინარჩუნებს ლიდერობას Billboard 200-ის ჩარტში. ბოლო საანგარიშო პერიოდის შედეგებით, რელიზმა აშშ-ში 124 000 ეკვივალენტური ალბომური ერთეული დააგროვა, მიუხედავად სტარტის შემდეგ მაჩვენებლების მოსალოდნელი კლებისა.