27 თებერვალი 2026, 11:24 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: მიზანია, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა - ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

გავარკვიეთ, თუ რატომ სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს - ეტყობა იმიტომ, რომ „პოსტივისა“ და „იმედისთვის“ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიტანეთის სანქციები არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმაა თავისუფალ მედიაზე, ეს კი გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც საგარეო უწყებაში მისულმა ელჩმა ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ერთადერთია - ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა.

„რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ თუკი რაიმეს შეიძლება ეყრდნობოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები და ვფიქრობ, დასტურდება, რომ ელჩია, ვინც შეკერა თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე, რაც რა თქმა უნდა თავისთავად არის ძალიან მძიმე. გუშინ ტრიალებდა მისი ერთ-ერთი ვიდეო - ადამიანი დამტვრეული ქართულით გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის მხარდამჭერები არიან და აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ვიდეო ალბათ ჩაწერა, შემდეგ გავიდა თავის კაბინეტში და დაიწყო საბაბების შეკერვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საქმისთვის. გუშინ ის დაიბარეს საქართველოს საგარეო უწყებაში ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება და ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი. აქ უნდა დავფიქრდეთ ჩვენ იმაზე, თუ რა არის მიზანი საბოლოო და საბოლო მიზანი არის სწორედ მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა, გასუფთავება ველის მათივე პროპაგანდისტებისთვის. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“; შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში თავს აფარებს „ფორმულას“ მეპატრონე კეზერაშვილი. სხვათა შორის, ბრიტანეთი გვერდს უვლის ქართულ სანქციებს - კეზერაშვილს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა და ბრიტანეთი არღვევს ქართულ სანქციებს, არ გადმოგვცემს კეზერაშვილს და ამით გვერდს უვლის საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სანქციებს. შესაბამისად, ჩემი აზრით ეს არის სწორედ მიზანი, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ჩაახშონ მართალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა და გზა გაასუფთაონ საკუთარი პროპაგანდისტებისთვის, რომელსაც სხვადასხვა შავი სქემებით დღეს ევროპიდან აფინანსებენ. ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც ამას ვხედავთ; ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაცია. იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ქმნის სპეციალურ ინსტრუმენტს ევროპაში ცენზურით დაზიანებული მოქალაქეებისთვის, რომ მათ მიიღონ სრული ინფორმაცია და მათ შორის ეს ეხება ბრიტანეთსაც. დასკვნა ერთია: ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი და ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ და ასე უნდა შევხედოთ ბრიტანეთს, მის ელჩს და მისი ელჩის საქმიანობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

პეტერ მადიარი

21 აპრილი 2026, 01:56

მსოფლიო

CNN: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი მიანიშნებს, რომ ვიზიტის შემთხვევაში ნეთანიაჰუს დააკავებენ

უნგრეთის არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ბუდაპეშტში ჩასვლის შემთხვევაში დაპატიმრებული იქნება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული მოქმედი ორდერის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ილიე ბოლოჟანი

21 აპრილი 2026, 01:27

მსოფლიო

POLITICO: რუმინეთის „სოციალ-დემოკრატებმა“ პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის გადაყენების პროცესი დაიწყეს, რამაც ახალი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია

რუმინეთის „სოციალ-დემოკრატებმა“ პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის გადაყენების პროცესი დაიწყეს, რამაც ახალი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს გამოცემა POLITICO.

ჯონ ტერნუსი

21 აპრილი 2026, 01:05

მსოფლიო

The Wall Street Journal: Apple-მა თავის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ჯონ ტერნუსი დანიშნა

კომპანია Apple-მა თავის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ჯონ ტერნუსი დანიშნა. მან ამ პოსტზე ტიმ კუკი შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

პეტერ მადიარი

21 აპრილი 2026, 00:57

მსოფლიო

პეტერ მადიარი: თუ „დრუჟბა“ სამუშაო მდგომარეობაშია, ზელენსკიმ ის უნდა გახსნას

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობა უნდა განახლდეს - ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ბრიუსელი ამზადებს ნიადაგს, რათა ბუდაპეშტმა მოხსნას ვეტო კიევისთვის განკუთვნილ გადამწყვეტ ფინანსურ სესხზე, - წერს Euronews-ი.

გაბრიელ ატალი სტეფან სეჟურნე

21 აპრილი 2026, 00:35

მსოფლიო

POLITICO: ევროკომისრისა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რომანტიული ურთიერთობის ირგვლივ კითხვები იბადება

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ მან აღადგინა ურთიერთობა მრეწველობის საკითხებში ევროკომისართან, სტეფან სეჟურნესთან, რამაც მომავალი წლის არჩევნების წინ ეთიკური კითხვები წარმოშვა, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით ევროკომისრისა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რომანტიული ურთიერთობის ირგვლივ კითხვები იბადება.

21 აპრილი 2026, 00:24

მსოფლიო

NBC News: კონგრესის წევრების ოფისის შენობაში ომის საწინააღმდეგო აქციის 66 მონაწილე დააკავეს

ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დიდი ჯგუფი დღეს დილით კონგრესის წევრების ოფისის შენობაში დააკავეს, მას შემდეგ რაც ისინი ირანთან ომის წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ტრანსპარანტებს აფრიალებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

პეტერ მადიარი

20 აპრილი 2026, 23:57

მსოფლიო

მადიარი პრეზიდენტსა და უმაღლეს მოსამართლეებს გადადგომისკენ მოუწოდებს

უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა პეტერ მადიარმა ორშაბათს კიდევ ერთხელ მოუწოდა უნგრეთის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს - რომელსაც მხარს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ უჭერს - და უმაღლეს მოსამართლეებს, გადადგნენ 31 მაისამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ თანამდებობიდან გადაყენება ელით.

ჯეიმს კომერი

20 აპრილი 2026, 23:49

მსოფლიო

კონგრესის კომიტეტი გამოიძიებს 10 ამერიკელი მეცნიერის გარდაცვალებისა და გაუჩინარების ფაქტებს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ აშშ-ის ბირთვულ ან კოსმოსურ კვლევით პროგრამებთან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა განაცხადა, რომ კომიტეტი გამოიძიებს 10 ამერიკელი მეცნიერის გარდაცვალებისა და გაუჩინარების ფაქტებს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ აშშ-ის ბირთვულ ან კოსმოსურ კვლევით პროგრამებთან.

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2026, 23:37

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნის, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნის, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

ლევან მაჭავარიანი

20 აპრილი 2026, 23:23

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება

ჩვენ პრეტენზიები გვაქვს კონკრეტულად ბრიუსელის ევრობიუროკრატებთან. ვინაიდან, ევროპა არის აბსოლუტურად სხვა, ევროპელი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ეს მმართველი კლასი არის აბსოლუტურად სხვა, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება.

ლევან მაჭავარიანი

20 აპრილი 2026, 23:09

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული

ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ევროინტეგრაციის კუთხით არსებობს გარკვეული შეფერხება, თუმცა ეს თავად ევროკავშირის მიერ არის გამოწვეული.

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2026, 23:03

მსოფლიო

ტრამპი: მე ვიგებ ომს, დიდი უპირატესობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის

მე ვიგებ ომს, დიდი უპირატესობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2026, 21:59

მსოფლიო

ტრამპი: გარიგება, რომელსაც ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“ - იგი შედგენილია ბარაკ ჰუსეინ ობამასა და „მძინარე“ ჯო ბაიდენის მიერ და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა

გარიგება, რომელსაც ჩვენ ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“ - იგი შედგენილია ბარაკ ჰუსეინ ობამასა და „მძინარე“ ჯო ბაიდენის მიერ და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს იყო გარანტირებული გზა ბირთვული იარაღისკენ, რაც არ მოხდება და ვერც მოხდება იმ შეთანხმებით, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

20 აპრილი 2026, 21:37

ეკონომიკა

დადებითი შედეგები და ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა - ექსპორტისა და ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პოზიტიური დინამიკა საგარეო ვაჭრობასა და ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებში. ორივე მიმართულებით ციფრები რეკორდულია. დარგის სპეციალისტები ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე საუბრობენ.

გენო პეტრიაშვილი

20 აპრილი 2026, 21:29

პოლიტიკა

გენო პეტრიაშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა

„ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. მათი განცხადებები არის უმსგავსობა და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს მათ ხელწერას“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ნიკოლ ფაშინიანი

20 აპრილი 2026, 20:59

მსოფლიო

ფაშინიანი რუსეთთან ურთიერთობებზე: ყველა ძალისხმევას მივმართავთ რუსეთთან ჩვენი კონსტრუქციული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის

რუსეთთან სომხეთის ურთიერთობები კონსტრუქციული ტრანსფორმაციის ფაზაში იმყოფება, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას.

20 აპრილი 2026, 20:59

პოლიტიკა

ოპოზიციის მხარდამჭერები ქართველი წარმატებული სპორტსმენების წინააღმდეგ - ვინ ახალისებს ზიზღის ენას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

4 ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი - ეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული ისტორიული შედეგია. თუმცა არიან ადამიანები, რომლებისთვისაც აღნიშნულ მიღწევაზე მეტად სპორტსმენების პოლიტიკური შეხედულებები უფრო მნიშვნელოვანია.

ნიკოლ ფაშინიანი

20 აპრილი 2026, 20:50

მსოფლიო

ფაშინიანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანაზე: დამოკიდებული იქნება იმაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი სომხეთის მისაღებად - თუ პასუხი იქნება დადებითი, სომხეთი შეიტანს განაცხადს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა, რა შემთხვევაში მიმართავს სომხეთი ოფიციალურად ევროკავშირს გაერთიანების სრულუფლებიანი წევრობის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

20 აპრილი 2026, 20:45

საზოგადოება

რა უკუჩვენებები აქვს დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც დაავადებულთა ოჯახების წევრები ითხოვენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა მწვავე უკუჩვენებები აქვს დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც დაავადებულთა ოჯახების წევრები ითხოვენ. შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მწვავე უკუჩვენებების და ლეტალური შემთხვევების საფრთხეს აღნიშნავს. სახელმწიფოს პოზიცია- განსაკუთრებული სიფრთხილეა.

პეტერ მადიარი

20 აპრილი 2026, 20:39

მსოფლიო

პეტერ მადიარი ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენაზე: ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და მე არ ვურჩევდი პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟის გზით სიარულს - ამას ვერ გაიგებენ არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ევროპაშიც

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, აღადგინოს რუსული ნავთობის ტრანზიტი „დრუჟბის“ მილსადენით, თუ ის ექსპლუატაციისთვის ვარგისია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.