27 თებერვალი 2026, 11:47 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: სამარცხვინო რადის სამარცხვინო სპიკერი შეურაცხყოფას აყენებს შალვა პაპუაშვილს და საქართველოსგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, რაც ქვეყნის შიდა სტაბილურობას და უსაფრთხოებას დამატებით საფრთხეს უქმნის

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მისამართით გამოქვეყნებულ ღია წერილს, სადაც სტეფანჩუკი წერს, რომ „უკრაინას არ სჭირდება დარიგებები მორალისტებისგან, არამედ სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები“.

ქართველიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ კვლავ დაუჭირა მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ რეზოლუციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, ოფიციალური თბილისი კვლავ მორალური საყვედურების სამიზნედ იქცა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოსგან უპირობო მონურ მორჩილებას ითხოვენ.

„საქართველომ კვლავ დაუჭირა მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ რეზოლუციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. არ გაერიდა. არ „შეიკავა თავი“. ხმა მისცა - „დადებითად“. თითქოს საკითხი ამით უნდა ამოწურულიყო. მაგრამ, ნურას უკაცრავად, თბილისი კვლავ მორალური საყვედურების სამიზნედ იქცა. ამჯერად უკრაინის რადის სპიკერის - სტეფანჩუკის მხრიდან. ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ მხარდაჭერის შემთხვევაშიც საქართველო მაინც მიუღებელია, მაშინ პრობლემა ამაში არ არის და რა აზრი აქვს ჩვენი მხრიდან, მათ მიერ დადგმულ ამ უნიჭო სპექტაკლებში მონაწილეობას. პრობლემა ხომ ისაა, რომ ჩვენგან პოზიციას კი არა, უპირობო მონურ მორჩილებას ითხოვენ.

2022 წლიდან საქართველოს მიმართ თანმიმდევრულად მიმდინარეობდა ზეწოლა - ომში ჩართვის მოწოდებები, მორალური შანტაჟი, საჯარო ბრალდებები, დიპლომატიური დემარშები, ელჩის გაწვევა, სანქციებით მუქარა, საბრალდებო რიტორიკა. მაგრამ სწორედ ახლა დაიწყო შეტევის ახალი ტალღა: კვლავ ისმის ტონი, თითქოს თბილისი ვალდებულია უფრო შორს წავიდეს და მეტი რისკი აიღოს საკუთარ თავზე, ხოლო ამის სათავეში უკვე შეუიარაღებელი თვალით დიდი ბრიტანეთი და მათი სპეცსამსახურები მოიაზრებიან. ეს უკვე აღარაა პარტნიორული კომუნიკაცია, ეს არის ულტიმატუმის თავს მოხვევა: „სარეზოლუციო დონეზე პრინციპების მხარდაჭერა საკმარისი არ არის, თქვენ ლოიალობა უნდა დაამტკიცოთ ისეთი ნაბიჯებით, რომლებიც თქვენს რისკებს პრაქტიკული თვალსაზრისით გაზრდის“.

განსაკუთრებით საგულისხმოა კიდევ სხვა რამ. ორმოცდაათზე მეტმა სახელმწიფომ (აშშ, სომხეთი, ბრაზილია და სხვები) თავი შეიკავა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ცნობის აღიარებაზე. მათ შორის არიან გლობალური მასშტაბის მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური და ეკონომიკური წონა, ასევე საქართველოს მასშტაბის მცირე სახელმწიფოები. არცერთი მათგანის მისამართით, საჯარო „სიმკაცრე“ არ ისმის. რატომ? იმიტომ რომ, დღეს საქართველოა ღია სამიზნე და არა თუნდაც საკუთარი, უკრაინული „ღირსებისა“ თუ პრინციპების დაცვა. ეს აღარ არის ღირებულებებისთვის ბრძოლა, ეს ჰგავს იერარქიის დემონსტრირებას: ვისაც ადვილად დააწვები, იმას აწვები კიდეც.

უკრაინას სრული უფლება აქვს იბრძოლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ამაში საერთაშორისო სოლიდარობის ერთგვარ აბსოლუტურ ერთგულებად გადაქცევა, სტრატეგიული შეცდომაა. შემდგარი სახელმწიფოები ემოციებით კი არა, საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ. საქართველო მხარს უჭერს პრინციპებს, რადგან თავად ცხოვრობს ოკუპირებული ტერიტორიების რეალობაში. თანაც ღია დეკლარირებულ სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის მიმართ, რომლის პარლამენტმა 2008 წლის საშემოდგომო სესიაზე ხმათა უმრავლესობით შემდეგ სამარცხვინო და ანტიქართულ რეზოლუციებს უყარა კენჭი:

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის No3083 დადგენილების პროექტს“, „საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ No3053 დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65 დეპუტატმა (450-დან) დაუჭირა, „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის დაგმობის შესახებ No3070 დადგენილების პროექტს“ და ა.შ. ზოგადად კი, მაშინ იუშჩენკოს და იაცენიუკის უკრაინაში, საქართველოს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ 15%-მა, ხოლო საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს დეპუტატთა 45%-მა, დანარჩენმა დეპუტატებმა საქართველოს თემატიკისადმი გამოავლინეს სრული გულგრილობა.

დღეს კი, სწორედ ამ სამარცხვინო რადის სამარცხვინო სპიკერი შეურაცხყოფას აყენებს შალვა პაპუაშვილს და საქართველოსგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, რაც ქვეყნის შიდა სტაბილურობას და უსაფრთხოებას დამატებით საფრთხეს უქმნის. მესმის, რომ სუვერენიტეტი უკრაინისთვის უცხო და მიუღებელი სიტყვაა, მაგრამ სწორედ სხვას დაუწუნო სუვერენიტეტი, ამით არ უნდა იყო დაკავებული. სუვერენიტეტი არის ვალდებულება, რომ ელემენტარულად გადარჩე, ეს არის გადარჩენის ყველაზე ქმედითი ფორმულა და ჯავშანი. ხოლო, განვლილ რეზოლუციას და კენჭისყრას, რომ დავუბრუნდეთ: თუ ქვეყანა ხმას აძლევს „დადებითად“ და მაინც არასაკმარისად ლოიალურად ცხადდება, მაშინ კრიტერიუმი არა მის პოზიციაში, არამედ ვასალური დაქვემდებარების ხარისხშია. ასეთ ფორმულას კი არც ერთი ღირსეული, თავმოყვარე და სუვერენული სახელმწიფო ვერ დაეთანხმება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის მთავრობაზე: არჩევნებში უნდოდათ სხვა შედეგი, დამარცხდნენ და ამხელა ქვეყანა ამის თქმას ვერ უბედავს ქართველ ხალხს. მართლა კატა-თაგვობანას გვეთამაშებიან

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარლამენტში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაცია იყო და აღინიშნა, რომ ვებგვერდზე ინფორმაციის განახლება ტექნიკური ხარვეზის გამო არ ხდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების

ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.

პიტ ჰეგსეტი

16 აპრილი 2026, 18:19

მსოფლიო

ჰეგსეტი აცხადებს, რომ ჩინეთმა აშშ დაარწმუნა, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავს. მისი თქმით, აშშ-მა მიიღო გარანტია, რომ ეს არ მოხდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას

ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

16 აპრილი 2026, 18:03

პოლიტიკა

გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ენეს ბუჰიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

გიორგი გაბუნია

16 აპრილი 2026, 17:56

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი

ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი, ის არის ერთ-ერთი მსხვილი მასშტაბის „ენჯეოშნიკი“, რომელიც წლების განმავლობაში მსგავსი საქმიანობით იყო და არის დაკავებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

16 აპრილი 2026, 17:55

რეგიონი

ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იწყება

პროექტების ფარგლებში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.

მარკო რუბიო ჟოზეფ აუნთი

16 აპრილი 2026, 17:55

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტმა მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა

ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნთმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას The Guardian-ი ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 17:54

რეგიონი

ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 17:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის

არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის. თუ თანამშრომლობას სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს ,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 17:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია

გაურკვევლობის ეპოქაში ეროვნული პარლამენტების ხმა არ უნდა შესუსტდეს, არამედ -გაძლიერდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი გაბუნია

16 აპრილი 2026, 17:49

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და მიმაჩნია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული

„ჩვენ პრაგმატული და ფრთხილი მოლოდინით ველით დროს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არსებითად გადაიტვირთება და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ისეთი, როგორც ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებს ეკადრება“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ კომუნიკაცია თბილისსა და ვაშინგტონს შორის სხვადასხვა დონეზე ახლაც მიმდინარეობს.

 გიორგი გაბუნია

16 აპრილი 2026, 17:46

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო შანსი დიდი ხანია დაკარგა, როდესაც მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე და პრაქტიკულად არ აწარმოეს არჩევნები

რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო შანსი დიდი ხანია დაკარგა, როდესაც მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე და პრაქტიკულად არ აწარმოოს არჩევნები,- განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა"

ფათიჰ ბიროლი

16 აპრილი 2026, 17:40

მსოფლიო

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორი: ევროპას, სავარაუდოდ, ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორის, ფათიჰ ბიროლის განცხადებით, ევროპას, სავარაუდოდ, ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 17:37

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 17:30

ეკონომიკა

სებ-ის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონში საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.

თამარ იოსელიანი

16 აპრილი 2026, 17:28

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ცვლილება არ გულისხმობს აბასთუმანში არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ რეგიონში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს

ცვლილება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ რეგიონში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.

მარკო ჯურიჩი

16 აპრილი 2026, 17:21

მსოფლიო

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სერბეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, თუმცა ხვეწნას არავის დაუწყებს

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარკო ჯურიჩის განცხადებით, სერბეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, თუმცა ბლოკში მისაღებად არავის ხვეწნას არ დაუწყებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 17:13

სამართალი

4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების ეპიზოდზე მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა

4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების ეპიზოდი ფინალურ ეტაპზე გადადის. მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა. ბრალდებულები დაიკითხნენ. ბოლო ვინც სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებული ლაშა ბერიძეა. ბერიძის თქმით მან არც სცენიდან გაკეთებული განცხადებების შინაარსი იცოდა წინასწარ და არც მოწოდების.

პიტ ჰეგსეტი

16 აპრილი 2026, 16:54

მსოფლიო

ჰეგსეტი ნატოს ქვეყნებზე: როცა სროლის ხმა გაისმა და მათი დახმარება დაგვჭირდა, ისინი არ იყვნენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და მათ კიდევ ერთხელ დასდო ბრალი იმაში, რომ ისინი ვაშინგტონს ირანთან ომის დროს გვერდში არ დაუდგნენ.