27 თებერვალი 2026, 12:08 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე: თუ ზრდასრულ ადამიანს იმის სითამამე ჰყოფნის, რომ კანონი დაარღვიოს, იმის სითამამეც უნდა ეყოს, პასუხი აგოს ამ დარღვევისთვის

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

თუ ზრდასრულ ადამიანს იმის სითამამე ჰყოფნის, რომ კანონი დაარღვიოს, იმის სითამამეც უნდა ეყოს, პასუხი აგოს ამ დარღვევისთვის, - განაცხადა ელენე ხოშტარიას მისამართით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, კიდევ რამდენი ხანი უნდა იჯდეს ელენე ხოშტარია, ოთხი შვილის დედა ციხეში, რომელიც ბანერზე წარწერის გაკეთების გამო დააკავეს.

„მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები ყველაფერთან ერთად იმიტომაც არის საშიში, რომ მას არ აქვს მკაფიო პოლიტიკური მოტივაცია. ეს არ არის მხოლოდ ხულიგნობა, არამედ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. შესაბამისად, ყველა ქვეყანაში მსგავსი დანაშაულების მიმართ არის მკაცრი მიდგომა. ოთხი შვილის დედა რომაა, ამავე დროს გულისხმობს იმას, რომ არის ზრდასრული ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობა ალბათ გააზრებული აქვს შვილების აღზრდაზე. შესაბამისად, საკუთარ თავზეც პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს. მან [ხოშტარიამ] იცოდა რასაც აკეთებდა, რა პასუხისმგებლობა მოჰყვება ამ ყველაფერს, ეს გააკეთა და ახლა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. თუ ზრდასრულ ადამიანს იმის სითამამე ჰყოფნის, რომ კანონი დაარღვიოს, იმის სითამამეც უნდა ეყოს, პასუხი აგოს ამ დარღვევისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

ყველა სიახლე

14 აპრილი 2026, 12:25

რეგიონი

სოფელ ჰერეთისკართან მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ალაზნის ადიდების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე და დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

14 აპრილი 2026, 12:22

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ღვინის ინდუსტრიაში აუცილებელია სიახლეებზე წვდომა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც განსაკუთრებული როლი აქვს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციას

იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონფერენციის „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ სესიაზე ყურადღება ღვინის სექტორში განათლების, სიახლეების წვდომის და განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

14 აპრილი 2026, 12:18

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ირანს თავისი შესაძლებლობების დიდი ნაწილი არ გამოუვლენია

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ირანს თავისი შესაძლებლობების დიდი ნაწილი არ გამოუვლენია და, თუ ომი გაგრძელდება, ის ამ შესაძლებლობებს გამოავლენს.

14 აპრილი 2026, 12:14

კულტურა

„შიმშილის თამაშების“ პრიქველის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

ფილმის სცენარი სიუზენ კოლინზის ახალ წიგნზეა დაფუძნებული, მოვლენები მასში ორიგინალურ ტრილოგიამდე 24 წლით ადრე ვითარდება. ფილმი ეკრანებზე 2026 წლის ნოემბერში გამოვა. მისი რეჟისორის ფრენსის ლოურენსია. სუთარში თამაშობენ: ჯოზეფ ზადა, მაია ჰოუკი, ჯესი პლემონსი, რეიფ ფაინსი, კირან კალკინი, მაკენა გრეისი, ელ ფანინგი და სხვები.

ლაშა ხუციშვილი

14 აპრილი 2026, 12:09

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით

საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ საუბრისას.

14 აპრილი 2026, 12:02

პოლიტიკა

აშშ-ს საელჩო: 1978 წლის 14 აპრილს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი. დღეს პატივს მივაგებთ მათ სიმამაცეს და აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზესა და უნიკალურობას

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში დედაენის დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

14 აპრილი 2026, 12:02

საზოგადოება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები ჩატარდა. GCCA-ის წარმომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N მე-3 და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში იმყოფებოდნენ.

14 აპრილი 2026, 11:58

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტო: შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, იყოს კონკურენტუნარიანი და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

14 აპრილი 2026, 11:57

სამართალი

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1953 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 11:44

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი ვერონაში გამართულ OIV- ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას: 8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ; სიამოვნებით გავხდებოდი ყველა იმ ადამიანის მასპინძელი, ვისაც უყვარს და აფასებს ქართულ ღვინოს

იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონფერენციაში „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.

14 აპრილი 2026, 11:37

მსოფლიო

AP: პაკისტანმა აშშ-სა და ირანს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა შესთავაზა

პაკისტანმა აშშ-სა და ირანს ისლამაბადში სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა შესთავაზა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 11:33

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა უგანდაში შიმპანზეების „სამოქალაქო ომი“ დააფიქსირეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით იმავე პერიოდში ნგოგოს შიმპანზეების დიდი პოპულაცია, რომელიც დაახლოებით 200 ინდივიდს ითვლიდა, ორ ჯგუფად დაიშალა. თავიდან ისინი აგრძელებდნენ თანამშრომლობას, მაგრამ 2018 წლისთვის სოციალური კონტაქტები გაწყდა და პრიმატები ერთმანეთის მიმართ აგრესიულები გახდნენ.

დავით ქართველიშვილი

14 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დღესაც 14 აპრილი აღინიშნება როგორც დედაენის დღე და იგი ეროვნული ერთობისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა

„საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღო ჩანაწერი, რომ ქართული ენა იყო სახელმწიფო ენა. რას აკეთებს ამ დროს ქართველი "საბჭოთა" ხალხი? ის ხალხი, რომლის "განსაბჭოებასთვის" დღესაც იბრძვის "მადამ ლეგიტიმაცია": 14 აპრილს ათასობით მოქალაქე - სტუდენტები, პროფესორები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მუშები - გამოვიდა თბილისის ქუჩებში“ - წერს ანალიტიკოსი.

ჯეი დი ვენსი

14 აპრილი 2026, 11:26

მსოფლიო

ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანი, ჰორმუზის სრუტის დაკეტვით, ეკონომიკურ ტერორიზმს ეწევა

ირანის ხელისუფლება ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის დაბლოკვით ეკონომიკური ტერორიზმის აქტს ახორციელებს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

14 აპრილი 2026, 11:25

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ვერონაში იტალიელ კოლეგას შეხვდა

„ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობა ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ვაფასებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერას. ამავდროულად, იტალიას ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც ძლიერ პარტნიორს. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

14 აპრილი 2026, 11:06

ეკონომიკა

ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა

ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც გულისხმობს, რომ შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად, პროექტი გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს.

14 აპრილი 2026, 11:05

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. სოფელ ახალ ხიბულაში, ზუბის უბანში არსებულ ღელეში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით ქაშაყის სახეობის 1 კგ თევზი მოიპოვა.

14 აპრილი 2026, 11:03

რეგიონი

სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის სუბსიდირება ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფისა და სუბსიდიის სქემის გაცნობა იყო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 10:57

სამართალი

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 10:55

პოლიტიკა

თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსმა ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსმა, გიორგი ბოლოთაშვილმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გამართულ ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.