პაპუაშვილი: ბოლო რამდენიმე წელია, უკრაინული დელეგაციები მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მიმართ ყველა მტრულ გადაწყვეტილებას. ეს წესიერი საქციელია, ეს არის მადლიერება? ჩვენკენ როცა გადმოიხედებიან, უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლება პრეტენზიების ტონით არ უნდა გველაპარაკოს. მე გუშინ ჩემს პასუხში მას [რუსლან სტეფანჩუკს] მივწერე კიდევაც, რომ თუკი უკრაინის ხელისუფლება მოელის, რომ ყველამ აწონ-დაწონოს სიტყვა მათ მიმართ, ასევე მოველით ჩვენ ყველას მხრიდან, რომ აწონონ საკუთარი სიტყვა და გადაწყვეტილება საქართველოსა და ქართველ ხალხთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისი თქმით, უკრაინას შეუძლია პრეტენზიების ტონით ესაუბროს დასავლეთ ევროპის დიდ ქვეყნებს, რადგან გლობალ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ქვეყნების პასუხისმგებლობაა, რომ საერთოდ ეს ომი დაიწყო, მაგრამ ეს ტონი საქართველოზე არ უნდა გადმოიტანონ.
„ჩვენ არ ვართ არც გერმანია, არც რომელიმე დასავლეთ ევროპული ქვეყანა, რომელსაც შეიძლება უკრაინამ პრეტენზიები წაუყენოს და სამართლიანად წაუყენოს, იმიტომ, რომ თავის დროზე საკმაოდ დიდი ქვეყნები, მათ შორის დასავლეთ ევროპის, და ევროკავშირი რომ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, ეს ომი არ იქნებოდა და რა თქმა უნდა უკრაინამ პრეტენზიები უნდა წაუყენოს ამ ხალხს, იმიტომ, რომ ეს არის გლობალური ძალების, გლობალ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ქვეყნების პასუხისმგებლობა, რომ ეს ომი საერთოდ დაიწყო. ეს არაერთხელ უთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ ეს ის ომია, რომელიც არ უნდა დაწყებულიყო. ამიტომ მათი პრეტენზიები დასავლეთ ევროპის მიმართ გასაგებია, მაგრამ ამ ტონს ნუ გადმოიტანენ ქართველ ხალხზე, ჩვენ ამ ტონს არ მივიღებთ არც ზოგადად და არც კონკრეტულად ზელენსკისგან ერთ მისხალ საყვედურს. იმ პრეზიდენტი ზელენსკისგან არ მოვითმენთ, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა. ყველა ელჩმა რომ მიატოვა კიევი, ჩვენი ელჩი იქ იყო ბოლომდე, სანამ ზელენსკიმ არ უთხრა, იქნებ სახლში წასულიყავიო. რომ არა საქართველოში უკრაინის ელჩის გაწვევა იმის გამო, რომ იქ ქართველები არ გაუშვა სახელმწიფომ საკუთარი მობილიზაციით, რომ არა პრეზიდენტ ზელენსკის ტყუილი და ცილისწამება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თითქოს სააკაშვილს აწამებენ, კლავენ იმ სააკაშვილს, იმ კრიმინალს, რომელიც მან შეიფარა და დღემდე სააკაშვილი გამოდის და ხან უკრაინულად გველაპარაკება, ხან ქართულად და გვითხრა მან, რომ ის დღემდე არის ზელენსკის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე. ასეთი პრეზიდენტის მიერ საქართველოზე ერთ ძვირ სიტყვასაც პასუხი გაეცემა.
ომში ყოფნა უფრო მეტი პასუხისმგებლობაა და ამას ღირსეულად უნდა ტარება. საუბარი იყო იმაზეც, გაეროში რეზოლუციას რომ მხარი დავუჭირეთ, ეს კეთილსინდისიერების, წესიერების ნიშანიაო და ამას რა მადლობა უნდაო. ჯერ ერთი, ყველაფერს უნდა მადლობა, თავისთავადი არაფერია. თუ არადა, ჩახედონ სიას, ვინ დაუჭირა მხარი. თუკი ეს ავტომატური წესიერების სტანდარტია ჩახედონ, ვინ დაუჭირა, ვინ თავი შეიკავა და ვინ არ დაუჭირა მხარი და მერე გველაპარაკონ ამასთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე წელია, უკრაინელი დელეგაციები სხვადასხვა ფორმატში მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მიმართ ყველა მტრულ გადაწყვეტილებას. ეს წესიერი საქციელია, ეს არის მადლიერება, ასე უნდა მოეპყრო მეგობარს? ჩვენკენ როცა გადმოიხედებიან, ვფიქრობ უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 18:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გერმანიის მთავრობაზე: არჩევნებში უნდოდათ სხვა შედეგი, დამარცხდნენ და ამხელა ქვეყანა ამის თქმას ვერ უბედავს ქართველ ხალხს. მართლა კატა-თაგვობანას გვეთამაშებიან
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარლამენტში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაცია იყო და აღინიშნა, რომ ვებგვერდზე ინფორმაციის განახლება ტექნიკური ხარვეზის გამო არ ხდება.
16 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების
ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.
16 აპრილი 2026, 18:19
მსოფლიო
ჰეგსეტი აცხადებს, რომ ჩინეთმა აშშ დაარწმუნა, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნის
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავს. მისი თქმით, აშშ-მა მიიღო გარანტია, რომ ეს არ მოხდება.
16 აპრილი 2026, 18:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას
ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 18:03
პოლიტიკა
გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ენეს ბუჰიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
16 აპრილი 2026, 17:56
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი
ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი, ის არის ერთ-ერთი მსხვილი მასშტაბის „ენჯეოშნიკი“, რომელიც წლების განმავლობაში მსგავსი საქმიანობით იყო და არის დაკავებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 17:55
რეგიონი
ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იწყება
პროექტების ფარგლებში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.
16 აპრილი 2026, 17:55
მსოფლიო
ლიბანის პრეზიდენტმა მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა
ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნთმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას The Guardian-ი ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 17:54
რეგიონი
ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 17:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის
არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის. თუ თანამშრომლობას სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს ,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
16 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია
გაურკვევლობის ეპოქაში ეროვნული პარლამენტების ხმა არ უნდა შესუსტდეს, არამედ -გაძლიერდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
16 აპრილი 2026, 17:49
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და მიმაჩნია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული
„ჩვენ პრაგმატული და ფრთხილი მოლოდინით ველით დროს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არსებითად გადაიტვირთება და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ისეთი, როგორც ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებს ეკადრება“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ კომუნიკაცია თბილისსა და ვაშინგტონს შორის სხვადასხვა დონეზე ახლაც მიმდინარეობს.
16 აპრილი 2026, 17:46
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო შანსი დიდი ხანია დაკარგა, როდესაც მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე და პრაქტიკულად არ აწარმოეს არჩევნები
რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო შანსი დიდი ხანია დაკარგა, როდესაც მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე და პრაქტიკულად არ აწარმოოს არჩევნები,- განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა"
16 აპრილი 2026, 17:40
მსოფლიო
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორი: ევროპას, სავარაუდოდ, ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორის, ფათიჰ ბიროლის განცხადებით, ევროპას, სავარაუდოდ, ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 17:37
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 17:30
ეკონომიკა
სებ-ის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონში საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.
16 აპრილი 2026, 17:28
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ცვლილება არ გულისხმობს აბასთუმანში არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ რეგიონში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს
ცვლილება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ რეგიონში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 17:21
მსოფლიო
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სერბეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, თუმცა ხვეწნას არავის დაუწყებს
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარკო ჯურიჩის განცხადებით, სერბეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, თუმცა ბლოკში მისაღებად არავის ხვეწნას არ დაუწყებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 17:13
სამართალი
4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების ეპიზოდზე მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა
4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების ეპიზოდი ფინალურ ეტაპზე გადადის. მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა. ბრალდებულები დაიკითხნენ. ბოლო ვინც სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებული ლაშა ბერიძეა. ბერიძის თქმით მან არც სცენიდან გაკეთებული განცხადებების შინაარსი იცოდა წინასწარ და არც მოწოდების.
16 აპრილი 2026, 16:54
მსოფლიო
ჰეგსეტი ნატოს ქვეყნებზე: როცა სროლის ხმა გაისმა და მათი დახმარება დაგვჭირდა, ისინი არ იყვნენ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და მათ კიდევ ერთხელ დასდო ბრალი იმაში, რომ ისინი ვაშინგტონს ირანთან ომის დროს გვერდში არ დაუდგნენ.


