02 მარტი 2026, 08:35 / სანდო წყარო

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრები იქნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; დაესწრებიან კონფერენციასაც, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით გაიმართება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი.

ყველა სიახლე

ალი ლარიჯანი

02 მარტი 2026, 10:11

მსოფლიო

ალი ლარიჯანი: ჩვენ არ ვაპირებთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს

„ჩვენ არ ვაპირებთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს“, - დაწერა ლარიჯანიმ სოციალურ ქსელში X.

02 მარტი 2026, 09:46

სპორტი

საქართველოს ნაკრები დღეს დანიას დაუპირისპირდება🏀

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში დღეს დანიელებს უმასპინძლებს. მატჩი თბილისი არენაზე, 20:50 საათზე დაიწყება.

02 მარტი 2026, 09:40

მსოფლიო

„ცაჰალმა“ ლიბანის სამხრეთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა

„თქვენი უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ თქვენი სახლები და გაერიდოთ სოფლებს მინიმუმ 1000 მეტრის მანძილზე, ღია სივრცეში“, - განაცხადა არმიის სპიკერმა, მაიორმა ელა ვავეიმ.

დონალდ ტრამპი

02 მარტი 2026, 09:31

მსოფლიო

ტრამპმა 48 ირანელი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მოქმედ ლიდერებს დაელაპარაკება

„მათ სურთ საუბარი და მე დავთანხმდი, ამიტომ მე მათ დაველაპარაკები. მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. მათ უნდა გაეკეთებინათ ის, რაც ადრე ძალიან პრაქტიკული და ადვილი გასაკეთებელი იყო. ისინი ძალიან დიდხანს ელოდნენ“, - განაცხადა ტრამპმა.

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2026, 09:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა - ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში

როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა - ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

02 მარტი 2026, 09:23

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა 9 ირანული გემის ჩაძირვის შესახებ განაცხადა

ამერიკულმა ძალებმა ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტის 9 გემი ჩაძირა, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკის შეერთებულმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ იმავე ბედს გაიზიარებენ სხვა ირანული ხომალდებიც.

ზუკა რურუა

02 მარტი 2026, 09:21

პოლიტიკა

ზუკა რურუა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ესეც არის ერთგვარი მექანიზმი იმის, რომ ჩვენი ქვეყანა მყარად იდგეს და არანაირმა გარე ჩარევამ და უცხო გავლენებმა არ იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის საზიანოდ

ესეც არის ერთგვარი მექანიზმი იმის, რომ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა მყარად იდგეს და არანაირმა გარე ჩარევამ და უცხო გავლენებმა არ იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის საზიანოდ, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა, რითაც ეხმაურება „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

02 მარტი 2026, 09:17

მსოფლიო

მასობრივ სროლას ტეხასში მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, ტეხასში მასობრივი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ოსტინში, ერთ-ერთი ბარის წინ მოხდა. ხალხს ცეცხლი 53 წლის ნდიაგა დიანიმ გაუხსნა. მას ეცვა ჰუდი წარწერით „ალაჰის საკუთრება“ და მაისური ირანის სახელმწიფო დროშის გამოსახულებით. მსროლელი ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მოკლეს.

ნიკა გვარამია

02 მარტი 2026, 09:13

პოლიტიკა

ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ გახარიას 20 ივნისის საქმეზე დააკავებენ, ის პოლიტპატიმარი იქნება

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „კვირის ფორმულა“ პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ თუ გიორგი გახარიას 20 ივნისის გამო დაიჭერენ, ის პოლიტპატიმარი იქნება. გვარამიას განცხადებით, ის პოლიტპატიმრად მიიჩნევს ყველას, ვინც პოლიტიკური პროცესების გამო არის დაკავებული.

პიმენ ყურაშვილი

02 მარტი 2026, 09:05

პოლიტიკა

პიმენ ყურაშვილი: მწარე სიმართლე ბრიტანეთის ელჩისთვის - ბრიტანული სანქციები არაფერს ნიშნავს, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ქართული მაუწყებლების მხარდამჭერების კონსოლიდაციას და ვინც დღეს ბედნიერია, კვლავ წააგებს!

ორი ქართული საეთერო ტელევიზიის არხი დასანქცირდა ბრიტანეთის მთავრობის მიერ, თითქოსდა პრორუსული და ანტი-უკრაინული პროპაგანდის გამო, რაც იწვევს უკრაინის პოზიციების შესუსტებას. ეს სუფთა ნონსენსია და მხოლოდ სულელებისთვის მუშაობს, - აცხადებს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, საზოგადოება „ქართულის” წევრი, პიმენ ყურაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში.

02 მარტი 2026, 09:00

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „გრანტების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე დღეს მესამე მოსმენით იმსჯელებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „გრანტების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე დღეს მესამე მოსმენით იმსჯელებს. „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით გრანტის ცნება ფართოვდება.

დავით მათიკაშვილი

02 მარტი 2026, 08:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება ვინმემ სერიოზულად შეაფასოს „იმედის“ და POSTV-ის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზაციის ფაქტის არსებობა - წარმოუდგენელია ტყუილის ის მასშტაბი, რომლის ფარგლებშიც ეს გადაწყვეტილება მიიღეს

წარმოუდგენელია ტყუილის ის მასშტაბი, რომლის ფარგლებშიც ეს გადაწყვეტილება მიიღეს; როგორ შეიძლება ვინმემ სერიოზულად შეაფასოს „იმედის და POSTV-ის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზაციის ფაქტის არსებობა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

02 მარტი 2026, 08:42

მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა.

02 მარტი 2026, 08:28

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მზადყოფნას გამოთქვამენ საჭიროების შემთხვევაში, ირანის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები ირანის ტერიტორიაზე გაანადგურონ

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ირანის სარაკეტო შეტევები „არაპროპორციულ“ ქმედებებად შეაფასეს.

02 მარტი 2026, 08:16

მსოფლიო

ისრაელისა და აშშ-ის ავიაციამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინას, ასევე თეირანში სამხედრო ობიექტებს დაარტყა - ვითარება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო მოქმედებები გრძელდება. ისრაელისა და შეერთებული შტატების ავიაციამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინას, ასევე თეირანში სამხედრო ობიექტებს და ბენდერ-ე-ჩაბაჰარის პორტს დაარტყა.

02 მარტი 2026, 08:07

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

2 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +10 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.

დონალდ ტრამპი

02 მარტი 2026, 01:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში სამხედრო ოპერაცია შესაძლოა, ოთხი კვირა გაგრძელდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში სამხედრო ოპერაცია სავარაუდოდ, ოთხ კვირას გაგრძელდება.

ზურაბ ქადაგიძე

02 მარტი 2026, 00:58

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში მოქმედებდა სოროსის სინდიკატი. სამოქალაქო საზოგადოება არასდროს არსებობდა - ისინი რჩებიან სინდიკატის წარმომადგენლებად და ასე გააგრძელებენ

საქართველოში მოქმედებდა სოროსის სინდიკატი. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არასდროს არსებობდა. ისინი ყოველთვის იყვნენ უცხო ძალის გამტარებლები, დონორის ნების შემსრულებლები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „EURO ანატომია“.

მაკა ბოჭორიშვილი

02 მარტი 2026, 00:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ველოდით, რამხელა იდეოლოგიური ამბავი იყო ჩვენთვის, რომ ევროკავშირის წევრობისთვის ნაბიჯს ვდგამდით. ამ დროს ვიღაცისთვის ეს არის უბრალოდ საშუალება, რომ შენზე მოახდინოს ზეწოლა

ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვცდილობთ, რომ ჩვენი ევროპული იდენტობა ვამტკიცოთ, რომ ჩვენც ევროპელები ვართ. გეოგრაფიამ ევროპის კუთხეში მოგვათავსა და სულ ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის კულტურასა და ისტორიაში შეგვაქვს წვლილი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ უვიზო მიმოსვლაზე საუბრისას.