02 მარტი 2026, 14:58 / სანდო წყარო

თამარ ჩიბურდანიძე: მსოფლიოს ახალი წესრიგი დღესაც სისხლით იწერება და თუნდაც 21-ე საუკუნეში, პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს ომი დიალოგით და მოლაპარაკებებით ჩაენაცვლებინათ

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ომი, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავს, მალე არ დასრულდება.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე კიდევ უფრო დიდი ინტრიგად რჩება ჩინეთის სიჩუმე.

ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ჩინეთი დუმილს დაარღვევს გამოჩნდება თუ როგორი იქნება მსოფლიოს ახალი პოლიტიკური არქიტექტურა.

„ომი, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავს, მალე ვერ დასრულდება. ეს ომი იქცევა ბოლო ათწლეულების ყველაზე საშინელ ომად მსოფლიოში. მართებული იყო თუ არა ამ ომის დაწყება, ამას სულ მალე იტყვის ისტორია, მაგრამ დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რითაც შეგვიძლია უახლოესი პერიოდის უსაფრთხოება შევაფასოთ ჩვენს რეგიონთან მიმართებით.

საბრძოლო ქმედებებზე პროფესიულ ანალიზს სამხედრო ექსპერტები აკეთებენ და ამას არ გავყვები, თუმცა, აშკარად ხილულია ამერიკა-ისრაელის სამხედრო სიძლიერე და ასევე, ირანის სულიერი სიმტკიცე. მე მხოლოდ პოლიტიკურ ასპექტში განვიხილავ მოვლენებს. ფაქტია, ირანის ხელისუფლებამ ჯიჰადის გამოცხადებით სრულიად გააერთიანა მთელი შიიტური სამყარო. არა აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს პირი, მათ მიერ გაცხადებულ „რელიგიურ შურისძიებას“ საზღვრები არ ექნება.

ამერიკა-ისრაელისა და ირანის ომი სულ ორი დღის დაწყებულია და ჯერ მოსალოდნელ კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, ბრიტანეთის პრემიერის განცხადება ამერიკისთვის ბაზების დათმობაზე, რომელსაც ალბათ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან, ომის არეალს ზრდის და მისი დასრულების ვადებს ახანგრძლივებს. აქ საყურადღებოა ამ ომისგან მიღებული სარგებელი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე არ ერთვებიან და ალბათ უკიდურეს წერტილამდე მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან. მაგალითად, რუსეთი, რომლის ნავთობის ფასი ყოველდღიურად იზრდება ევროპისთვის. თუ მისთვის მისაღებ სარგებელს გავითვალისწინებთ, მას ამ ომის დამთავრება მალე არ უნდა აწყობდეს.

უნდა ველოდოთ თუ არა უკრაინა-რუსეთის ბრძოლის ველზე კონფლიქტის ესკალაციას? რა თქმა უნდა, ეს გარდაუვალი იქნება, რადგან რუსეთს საუკეთესო შანსი აქვს მთელი ძალით შეუტიოს „მეგობრებისგან“ ისედაც მიტოვებულ უკრაინას. დღეს ეს კონფლიქტი ახალმა და კიდევ უფრო დიდმა კონფლიქტმა ჩაანაცვლა გლობალურ არენაზე და ყურადღების ეპიცენტრი ახლო და შუა აღმოსავლეთის მოვლენებისკენაა. უკრაინას ჰქონდა შანსი, ბევრად უფრო მეტი დივიდენდები მიეღო მანამდე, ვიდრე ახლა ან მომავალში ექნება.

ისევ ამერიკა-ისრაელისა და ირანის ომს რომ დავუბრუნდეთ, ბევრი სვამს კითხვას, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება და მოლაპარაკების გზით პრობლემური საკითხების გარკვევა? რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან იყო უდიდესი შეცდომა. ამ ომმა გლობალურ პოლიტიკაში გასაქანი მისცა ანტიდასავლური ახალი ლიდერი სახელმწიფოების და ალიანსების გაძლიერებას. ამერიკა კარგავდა ლიდერი სახელმწიფოს როლს, ხოლო ისლამურ სახელმწიფოებში უკვე რამდენიმე ლიდერი სახელმწიფო შეიქმნა, რაც აშშ-ს მართვის სადავეებს მათზე, ასუსტებდა.

ლათინურ ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს ალბათ უფრო ამერიკა-რუსეთის პოლიტიკური გარიგებების ხელწერა მიჰყვება, ვიდრე დაპირისპირების. უკრაინის თემაც უკვე მათი შეთანხმების ნაწილია და რომ არა ევროპის სიჯიუტე, უკვე დასრულებული იქნებოდა. რაც შეეხება ირანს, რომელიც სერიოზული პოლიტიკური სუბიექტია, აქ გაცილებით რთულად არის საქმე.

უკვე რამდენიმე ათეული წელია ირანის მმართველობა სრულად გადატანილია რელიგიურ ასპექტში იმ გათვლებით, რომ საჭირო დროს მტერთან საბრძოლველად, „რელიგიური შურისძიება“ იქნებოდა მათი ყველაზე ძლიერი იარაღი. აიათოლა ხამენეიმ შეძლო ირანელი ხალხის რელიგიურ მებრძოლებად ჩამოყალიბება, რაც დღეს უკვე სერიოზული პრობლემაა მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, მათ შორის ევროპისთვის და კავკასიისთვის, სადაც მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა დიდია. ბუნებრივია, მუსლიმი მოსახლეობა დიდია ამერიკასა და ბრიტანეთში. ამ გათვლებით, უნდა ველოდოთ მრავალათასიან საპროტესტო აქციებს ამ ქვეყნებში და არა მარტო აქციებს…

როგორც ყოველთვის, მსოფლიოს ახალი წესრიგი დღესაც სისხლით იწერება და თუნდაც 21-ე საუკუნეში პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს ომი დიალოგით და მოლაპარაკებებით ჩაენაცვლებინათ. ამ ომის ფონზე კიდევ უფრო დიდი ინტრიგა დევს ჩინეთის სიჩუმეში. როგორი იქნება მსოფლიოს ახალი პოლიტიკური არქიტექტურა, ამას გავიგებთ მაშინ, როდესაც ჩინეთი დუმილს დაარღვევს.

ამ მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო იკვეთება სამხრეთ კავკასიის როლი მსოფლიო პოლიტიკაში. რეგიონში საქართველოს ნეიტრალური პოლიტიკა და გაწონასწორებული განცხადებები უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ, ჩვენი სამეზობლოსთვისაც,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ყველა სიახლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი

16 აპრილი 2026, 21:36

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.

16 აპრილი 2026, 21:21

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.

16 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე

არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 21:02

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს.

16 აპრილი 2026, 20:59

პოლიტიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი - ამ თემების შესახებ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ისაუბრა. „ქრონიკი“ სიუჟეტი

ომების და არასტაბილურობის ფონზე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მარშრუტების საჭიროება დაადასტურა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმაც.

16 აპრილი 2026, 20:51

პოლიტიკა

საგარეო ჩარევა და მშვიდობა - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა. გზავნილები და ორმხრივი შეხვედრები - „ქრონიკა” სტამბოლიდან

სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. უხილავი გავლენების ეპოქა და ორმაგი სტანდარტები - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა.

16 აპრილი 2026, 20:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.

მაკა ბოჭორიშვილი

16 აპრილი 2026, 20:32

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

16 აპრილი 2026, 20:30

პოლიტიკა

რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთადერთი განმარტება და თავის მართლება პრობლემის ტექნიკურ ხარვეზად წარმოჩენას გულისხმობს, თუმცა საგულისხმოა, რომ ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სხვა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინფორმაცია განახლებადია.

16 აპრილი 2026, 20:28

საზოგადოება

ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის

გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის, - აცხადებს საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კვარაცხელია „ქრონიკასთან“.

16 აპრილი 2026, 20:21

პოლიტიკა

საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით, საჰაერო მარშრუტები არ უქმდება. საქაერონავიგაცია და ეკონომიკის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ოპოზიციასთან ერთად სკანდალურ ამბად წარმოაჩენენ.

16 აპრილი 2026, 20:19

საზოგადოება

ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორი აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაზე: როდესაც ვაკვირდებით ტელესკოპით, ის თეთრი კვალი, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს ამცირებს გამჭვირვალობას

ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორმა ბიძინა ჩაერგეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეცნიერებმა აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მოითხოვეს.

16 აპრილი 2026, 20:10

პოლიტიკა

აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს.

16 აპრილი 2026, 20:03

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა რუმინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

რუმინული მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 19:56

მსოფლიო

ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე.

იურაი ბლანარი

16 აპრილი 2026, 19:48

მსოფლიო

სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება, თუ უკრაინა „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაბლოკოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის მიწოდებას „დრუჟბის“ ნავთობსადენით.

16 აპრილი 2026, 19:22

საზოგადოება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 19:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე

ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ბაზარზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის უძრავი ქონების სექტორს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებას, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, ასევე საფინანსო სექტორს.

ირაკლი კობახიძე

16 აპრილი 2026, 19:16

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

16 აპრილი 2026, 19:00

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.