02 მარტი 2026, 19:06 / სანდო წყარო

დავით ჩიხელიძე: გადაწყდა დასჯის ოპერაცია და განახორციელეს გლობალური ძალების დავალება, რადგან რეალურად საქართველოში „იმედი“ არის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია, რომელსაც ჰყავს საკმაოდ დიდი აუდიტორია

დავით ჩიხელიძე

დავით ჩიხელიძე

ეს არის დასჯა, რომელიც არ ეფუძნება არავითარ ფაქტობრივ გარემოებას - ეს არის მოცემულობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ექსპერტმა, დავით ჩიხელიძემ, რომელმაც ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის სანქცირებასთან ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც ითვალისწინებდა.

მისივე თქმით, აღნიშნული ტელევიზიების დასანქცირება მოხდა არა რაიმე რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, არამედ აღქმებით.

„ჩემთვის, დოკუმენტში იყო საინტერესო ნიუანსი - ერთი ის არის, რომ თითქოს და, რაღაც დესტაბილიზაციას იწვევდა ეს ორი არხი უკრაინაში და ეს გამორიცხულია. არავითარი დეზინფორმაცია არ გავრცელებულა, რასაც შესაძლოა, გავლენა მოეხდინა უკრაინაში. ასევე, არის ქართული მაუწყებლობა და აუდიტორია იქ არ ჰყავს. მეორე ის, რომ თითქოს, ეს ტელევიზიები ავრცელებდნენ სიცრუეს - ომს იგებს რუსეთი.

მინდა ვთქვა, რომ „ტელეგრაფმა“ რამდენიმე კვირის უკან დაწერა, რომ ომს იგებს რუსეთი და მოლაპარაკების დროს პუტინი უკარნახებს პირობებს უკრაინას. თუ მათ ლოგიკას გავყვებით, იგივე „ტელეგრაფი“ უნდა იყოს დასანქცირებული. აქედან ჩანს, რომ დასანქცირება მოხდა არა რაიმე რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, არამედ აღქმებით, როგორც მათ სჩვევიათ, ანუ შინაარსში არ შედიან. გარკვეულ რაღაც ბრიუსელის კაბინეტებში და ასე შემდეგ, გადაწყდა დასჯის ოპერაცია და მათ განახორციელეს გლობალური ძალების დავალება, რადგან რეალურად საქართველოში „იმედი“ არის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია, რომელსაც ჰყავს საკმაოდ დიდი აუდიტორია და ის ხელს უშლის და მრავალ საკითხში ამხელს დასავლეთს, რომელიც არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული“, - აღნიშნა ჩიხელიძემ.

ყველა სიახლე

ვარდენ მაჭავარიანი

02 მარტი 2026, 20:33

პოლიტიკა

ბრიტანეთის თავდასხმამ თავისუფალი მედია ვერ დააზარალა, სანქციების საბაბით კი დებატებისგან გაქცევის კამპანია დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლონდონის გადაწყვეტილებამ კარგად აჩვენა, ვის რისთვის გამოადგა ყველაზე რეიტინგულ არხზე უსაფუძვლო იერიში.

მიხეილ სააკაშვილი

02 მარტი 2026, 20:31

პოლიტიკა

მსჯავრდებული სააკაშვილი საქართველოსთვის ამჯერად ირანის რეალობას ნატრობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსჯავრდებული საქართველოსთვის ამჯერად ირანის რეალობას ნატრობს. აშკარად გამოთქმული სურვილები, მისმა პარტიამ ისევ ჩვენს აღქმად მონათლა. მაგრამ თავად სააკაშვილს ბევრჯერ დაუმტკიცებია, რა ფასი აქვს მისთვის ქვეყნის ინტერესებს, როდესაც საქმე ძალაუფლებისთვის ბრძოლას ეხება.

02 მარტი 2026, 20:29

პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალური რეისები შესრულდება

„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები: მუსკატი (ომანის სასულთნო) – თბილისი (საქართველო) – 03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით); 05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)“.

დონალდ ტრამპი

02 მარტი 2026, 20:20

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის „ყველაზე დიდი სიურპრიზი“ რეგიონის არაბულ ქვეყნებზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმებია

ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის „ყველაზე დიდი სიურპრიზი“ რეგიონის არაბულ ქვეყნებზე - ბაჰრეინზე, იორდანიაზე, ქუვეითზე, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე - ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმებია.

ბორის ჯონსონი

02 მარტი 2026, 20:17

პოლიტიკა

სამართლებრივი სივრციდან გასული გადაწყვეტილება - ბრიტანეთის მთავრობის თავდასხმა სხვა ქვეყნის კერძო მაუწყებელზე მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თავდასხმა თავისუფალ მედიაზე გონივრული ეჭვის საფუძველზე, ყველანაირი სტანდარტის დარღვევით. უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ბრიტანეთის ვერც მთავრობა ხსნის და ვერც საელჩო. ყოფილი პრემიერი, ბორის ჯონსონი კი ჩვენს კონტექსტზე ისე მსჯელობს, წარმოდგენა არ აქვს, რა გადის „იმედის“ ეთერში.

ირაკლი კირცხალია

02 მარტი 2026, 20:07

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: „ნაცების ნარჩენების ერთობა“ - ასე მარტივად შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა - არც არასოდეს დაშლილან, მუდამ ერთიანები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია რადიკალური ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

დონალდ ტრამპი

02 მარტი 2026, 19:33

მსოფლიო

ტრამპი ირანში მიმდინარე ოპერაციაზე: ჩვენ ჯერ სერიოზული დარტყმების მიყენება არც კი დაგვიწყია, დიდი ტალღა ჯერ კიდევ არ დამდგარა - დიდი ტალღა მალე დადგება

CNN-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ, თუმცა „დიდი ტალღა“ ჯერ კიდევ წინ არის.

02 მარტი 2026, 18:59

საზოგადოება

საკრებულოში ღონისძიება - „ქალები მეცნიერებაში – თსუ-ის მემკვიდრეობა“ გაიმართა

„ჩემთვის დიდი პატივია მხარი დავუჭიროთ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქალებს. იმ ქალებს რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქართული მეცნიერების განათლებისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში“.

პიტ ჰეგსეტი

02 მარტი 2026, 18:46

მსოფლიო

ჰეგსეტი ირანელ ხალხს მოუწოდებს, ისარგებლონ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობით

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ირანელებს მოუწოდა, ისარგებლონ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობით, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ომის მიზანი თეირანის მთავრობის დამხობა არ არის.

02 მარტი 2026, 18:34

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა (გარდა იმ გზისა, რომელზედაც ტრანზიტული მოძრაობა დაშვებულია), თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი ქალაქი თბილისი არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე მოძრაობა - 200 ლარით დაჯარიმებას.

02 მარტი 2026, 18:33

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 -18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 4 ივნისს, მარნეულში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ბრალდებულებმა დაზარალებულის მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღებიდან არაერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.

02 მარტი 2026, 18:31

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ქუვეითმა შეცდომით ჩამოაგდო აშშ-ის სამი F-15 ტიპის გამანადგურებელი

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (Centcom) ინფორმაციით, ქუვეითმა შეცდომით ჩამოაგდო აშშ-ის სამი F-15 ტიპის გამანადგურებელი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

პროკურატურა

02 მარტი 2026, 18:29

სამართალი

პროკურატურამ ქრთამის მიცემის, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, თბილისში მდებარე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ობიექტზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, კომპანიის წარმომადგენელს ქრთამის სახით მოსთხოვა და შუამავლის დახმარებით გამოართვა 15 000 ლარი.

02 მარტი 2026, 18:25

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

პიტ ჰეგსეტი

02 მარტი 2026, 18:13

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ირანში მიმდინარე ოპერაციაზე: არავითარი დემოკრატიის მშენებლობის ექსპერიმენტები, არავითარი პოლიტკორექტული ომები - ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი ერაყის ომთან შედარებადი არ არის - მან დასძინა, რომ აშშ არ გაებმება სახელმწიფო მშენებლობის იმავე ჭაობში, რომელშიც ორი ათწლეულის წინ აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

02 მარტი 2026, 18:13

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ჩეხეთის, იორდანიის, რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის მარეგულირებლების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და ComCom-ის წევრი ეკატერინე იმედაძე ბარსელონაში, გლობალური მობილური საკომუნიკაციო სისტემების ასოციაციის (GSMA) ორგანიზებით გამართულ მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესში (MWC) მონაწილეობდნენ.

02 მარტი 2026, 18:13

სამართალი

პროკურატურამ ფალსიფიკაციის და ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ სახლში შემდგომში რეალიზების მიზნით 4 795.50 ლარის ღირებულების 360 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული არაყი და 1 519 ცალი ყალბი აქციზური მარკა დაამზადა.

02 მარტი 2026, 18:09

პოლიტიკა

ანალიტიკოსი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის განცხადებაზე: ეს არის დიპლომატიის კლასიკა

ანალიტიკოსმა, დავით ჩიხელიძემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განცხადება „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მთავრობის სახელით გაკეთებული განცხადება იყო დიპლომატიის კლასიკა. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ოპოზიციისა და მათი მედიების მხრიდან ამ თემის გაშუქება მანიპულაციურად მოხდა.

გიორგი ვოლსკი

02 მარტი 2026, 18:05

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ არც ბირთვულ შეიარაღებას ჰქონდეს განვითარება, ან აღჭურვა, არც ჰეზბოლა და მსგავსი დაჯგუფებები არ უქმნიდეს საფრთხეს სტაბილურობას

ოპოზიცია ნეპალის სიტუაციაზე ოცნებობდა, თუმცა არც საქართველოს საზოგადოება და არც ხელისუფლება არ იმსახურებს ერთ შეფასებასაც კი, რომელიც მათი პირიდან გვესმის, თითქოს პრორუსული კურსი გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.