იან პრაუდი: ევროპასა და ბრიტანეთში ცდილობენ ომი არ შეწყდეს, ისინი უარს აცხადებენ დიპლომატიაზე, ევროპელი ლიდერები რუსეთს არ ესაუბრებიან, არადა მათ ეს უნდა გააკეთონ. დიპლომატია მოწინააღმდეგესთან საუბრის გარეშე გაუგებარი მოცემულობაა
იან პრაუდი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ევროპასა და ბრიტანეთში ცდილობენ, რომ პირიქით ომი არ შეწყდეს, ისინი უარს აცხადებენ დიპლომატიაზე, ევროპელი ლიდერები რუსეთს არ ესაუბრებიან, არადა მათ ეს უნდა გააკეთონ. დიპლომატია მოწინააღმდეგესთან საუბრის გარეშე გაუგებარი მოცემულობაა, - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა გადაცემაში „თბილისის დროით“.
გადაცემის წამყვანმა ბრიტანელ დიპლომატს ჰკითხა, თუ როგორ შეაფასებდა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეფექტიანობას.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკვე 12 წელია დაწესებულია. 12 წლის თავზე ვითარება კი უცვლელია, სანქციებმა არ შეუშალა ხელი ომის დაწყებას 2022 წელს, არც 2026 წელს მოხერხდა სანქციებით ომის შეჩერება. 2019 წელს შემუშავებული სანქციების სამართლებრივი განმარტება კი გვეუბნება, რომ მათი მიზანი უკრაინაში რუსეთის დამანგრეველი ქმედების შეწყვეტაა.
რა შუაშია აქ ქართული ტელევიზია, ბრალდება, რომ ტელეკომპანია იმედი პრორუსულ დეზინფორმაციას ეწევა, არის სრული სისულელე, ყველა ჩემს შესანიშნავ ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას, მათ შორის ტელეკომპანია „იმედშიც“, ყველას საქართველოს შესახებ მიმდინარე მოვლენები აინტერესებდა, ის რაც აინტერესებს მაყურებელს, რა შუაშია აქ კრემლის პროპაგანდა, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ აქვს, ეს არის სრული სისულელე, მაგრამ ბრიტანული ხელისუფლებისთვის რომელმაც უკვე 2 ათასზე მეტი სანქცია დააწესა, როგორც ჩანს მათ გამოელიათ სამიზნეები და ახლა ქართულ ტელევიზიებზე გადავიდნენ. ეს ჩემთვის, როგორც ბრიტანელისთვის და ამავე დროს რუსეთისთვის სანქციების დაწესების თანამონაწილესათვის, ძალიან სამარცხვინო საქციელია. როგორ მივედით იმ წერტილამდე, რომ ქართულ ტელევიზიებს ვუწესებთ სანქციებს !
მათი თქმით, კრემლზე ზეწოლა სურთ რომ ომი შეწყდეს, ეს არის სანქციების მიზანი, მაგრამ ეს უშედეგო პროცესია, 2022 წელს ომის დასაწყისში, ჩვენ რუსეთს ასობით სანქცია დავუწესეთ, არცერთმა იმუშავა.
ევროპასა და ბრიტანეთში ცდილობენ, რომ პირიქით ომი არ შეწყდეს, ისინი უარს აცხადებენ დიპლომატიაზე, ევროპელი ლიდერები რუსეთს არ ესაუბრებიან, არადა მათ ეს უნდა გააკეთონ. დიპლომატია მოწინააღმდეგესთან საუბრის გარეშე გაუგებარი მოცემულობაა .
უკრაინის მმართველები კი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი კორუმპირებული გარემოცვა ომის გაგრძელებას უჭერს მხარს, მათ არ აქვთ პრობლემა ასი ათასობით ადამიანის სიკვდილზე, რადგან მანამ სანამ ომი გრძელდება, უკრაინაში მილიარდობით დოლარი შედის. ეს ფული კი კორუფციაში იხარჯება. უკრაინა სხვებს აკრიტიკებს, მაგალითად საქართველოს, ქართულ დემოკრატიას - მაშინ როდესაც უკრაინაში 2019 წლის შემდეგ არჩევნები არ გამართულა. უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს ომის გაგრძელებისთვის, მათ უნგრეთთან და სლოვაკეთთან დამაკავშირებელი მილსადენებიც კი დაბომბეს - ეს ორი სახელმწიფო კი ნატოსა და ევროკავშირის წევრია. ამ ომის დასრულება უკრაინელი ერის ინტერესშია, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებაში მშვიდობა ბევრს არ სურს. მათ არ ადარდებთ საქართველო, დიდი სიამოვნებით ჩაითრევდნენ საქართველოს ომში რათა ის არ შეწყდეს“, - აღნიშნა დიპლომატმა.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 01:24
მსოფლიო
აიათოლა მოჯთაბა ხამენეი: რეგიონის ქვეყნები და ტერიტორიები ამერიკული ბაზებისთვის ფარად აღარ გამოდგებიან
აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის პლაცდარმად აღარ გამოდგებიან.
27 მაისი 2026, 00:33
მსოფლიო
ირანმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა
ირანმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „უხეშ“ დარღვევაში დაადანაშაულა და ისლამური რესპუბლიკის დაცვის პირობა დადო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა ირანულ სარაკეტო გამშვებებსა და კატარღებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს.
27 მაისი 2026, 00:06
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელი ლიბანში სტრატეგიულ ზონებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ლიბანში ქვეყნის გაფართოებული სახმელეთო ოპერაციების შესახებ კომენტარი გააკეთა.
26 მაისი 2026, 23:13
პოლიტიკა
ოპოზიციის აქციაზე აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ოპოზიციის აქციაზე აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე ადამიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოხდა.
26 მაისი 2026, 23:12
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაიცვა გაეროს წესდება და ჰელსინკის პრინციპები
პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაიცვა გაეროს წესდება და ჰელსინკის პრინციპები, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.
26 მაისი 2026, 22:53
მსოფლიო
Reuters: ნატო თავისი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას გააძლიერებს ახალი სტრუქტურით, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში ლატვიასა და ესტონეთში ძალების სწრაფ განლაგებას შეუწყობს ხელს
ნატო თავისი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას გააძლიერებს ახალი სტრუქტურით, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში ლატვიასა და ესტონეთში ძალების სწრაფ განლაგებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 მაისი 2026, 22:52
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს
26 მაისი 2026, 22:38
პოლიტიკა
ლაშა გეგეჭკორი ოპოზიციურ ალიანსს: 1 თვე ემზადებოდით და 4 000 ხართ. არ მოვმზადებულვართ და ოჯახის სიწმინდის დღეს ასიათასობით გამოვედით. ჩვენ მომზადება არ გვჭირდება. ვიცით, როდის და სად უნდა გავიდეთ
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში “ოპოზიციური ალიანსის” აქციას ეხმიანება და წერს, რომ 1 თვე ემზადებოდნენ და 4 000 არიან.
26 მაისი 2026, 22:23
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე საზეიმოდ აღინიშნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე საზეიმოდ აღინიშნა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 22:04
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციისთვის მიუღებელია ტრადიციები, ეკლესია, სარწმუნოება და ამ ყველაფერს ებრძვიან
ეს რადიკალებისთვის დამახასიათებელი ამბავია, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის თავის შეურაცხყოფაზე საუბრისას.
26 მაისი 2026, 21:54
პოლიტიკა
ზელენსკი: საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერესა და კეთილდღეობას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
26 მაისი 2026, 21:45
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარწმუნოების წინააღმდეგ გაილაშქრებს, ჩათვალეთ, რომ მიდის საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ორი მცნება ერთმანეთისგან განურჩეველია
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარწმუნოების წინააღმდეგ გაილაშქრებს, ის ჩათვალეთ, რომ მიდის საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ორი მცნება ერთმანეთისგან განურჩეველია, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
26 მაისი 2026, 21:44
ეკონომიკა
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ბაქო-თბილისის მატარებელზე: შესანიშნავი მატარებელია შესანიშნავი პირობებით - ეს განავითარებს კავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის
ყველას გილოცავთ, ეს არის შესანიშნავი მოვლენა, მას 6 წლის განმავლობაში ველოდით, - განაცხადა მედიასთან აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ჯავიდ გურბანოვმა ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისის შესახებ, რომელიც დღეს შესრულდა.
26 მაისი 2026, 21:20
საზოგადოება
ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა ნახატების გამოფენა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი, „თავისუფლების თამაშებში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება და ადგილობრივ შემსრულებელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, - ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 21:08
რეგიონი
აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე მდინარე რიონის ადიდების შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
26 მაისი 2026, 21:07
საზოგადოება
თამარ იოსელიანმა ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით მოწყობილი შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, 26 მაისს ქალაქ ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით შექმნილი შემეცნებით - გასართობი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
26 მაისი 2026, 21:01
მსოფლიო
POLITICO: ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს
ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
26 მაისი 2026, 21:01
საზოგადოება
გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღიც აღინიშნა, - ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 20:59
პოლიტიკა
მმართველი გუნდი ოპოზიციას 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ახსენებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მაშინ ხელისუფლებაში,ის პოლიტიკოსებიც იყვნენ, ვინც ახლა ოპოზიციაშია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს აქციის სისხლიანი დარბევა და ის მოვლენები, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საკუთარ ხალხს მოუწყო.
26 მაისი 2026, 20:56
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ფოთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


