03 მარტი 2026, 20:16 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე სენატორ დეინსთან შეხვედრაზე: ის კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს. ჩვენ საუბარი გვქონდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების არსებულ მდგომარეობაზე, ასევე დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობისთვის ვიზიტით იმყოფება, პირველი შეხვედრა უკვე გამართა. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, პირველი შეხვედრა სენატორ დეინსთან შედგა.

დღეს დაიწყო ჩვენი შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირველი შეხვედრა გვქონდა სენატორ დეინსთან, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს. ჩვენ საუბარი გვქონდა რა თქმა უნდა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების არსებულ მდგომარეობაზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. ასევე დავაფიქსირეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ, ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.

ბატონმა დეინსმაც აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური კომპონენტი იყოს ძლიერი და საქართველოსა და ამერიკას შორის არსებობდეს ძლიერი არა მხოლოდ ორმხრივი ძლიერი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, არამედ საქართველო იყოს დანახული, როგორც გამტარი, როგორც რეგიონის ცენტრი.

შესაბამისად, ჩვენ საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა. და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იქნება გამოკვეთილი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა.

„ვიზიტის დროს საუბარი გვექნება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სხვა კონგრესმენებთან და შესაძლებლობა გვექნება, ვესტუმროთ ანალიტიკურ ცენტრებს, სადაც გაიმართება დისკუსიები საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და ზოგადად ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველა სიახლე

03 მარტი 2026, 22:05

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გურამ დავითაშვილი

03 მარტი 2026, 22:00

სამართალი

გურამ დავითაშვილი: 2026 წელს მიგრაციის დეპარტამენტის სამიზნე შედეგი გახლავთ 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება - მიმდინარეობს ახალი განთავსების ცენტრის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 150 ადამიანზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი უკანონო მიგრაციასთან წარმატებული ბრძოლაზე საუბრობს. როგორც გურამ დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, უკანონო მიგრანტების გაძევების მაჩვენებლის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

ლიკა შარტავა

03 მარტი 2026, 21:48

პოლიტიკა

ლიკა შარტავა: გაიმართება სუვერენული ერების ალიანსი, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული სამიტის ფარგლებში საუბარი შეეხება ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას

გაიმართება სუვერენული ერების ალიანსი, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.

03 მარტი 2026, 21:44

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ შევწყვიტოთ ყოველგვარი ვაჭრობა ესპანეთთან - ჩვენ არ გვინდა არაფერი გვქონდეს საერთო მათთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ესპანეთთან ყოველგვარ სავაჭრო კავშირს გაწყვეტს. გადაწყვეტილების მიზეზი მადრიდის უარია, დართოს აშშ-ის სამხედრო ძალებს ესპანური ბაზების გამოყენების უფლება ირანზე დარტყმებთან დაკავშირებული მისიებისთვის.

დონალდ ტრამპი

03 მარტი 2026, 21:37

მსოფლიო

ტრამპი ბრიტანეთის პრემიერზე: ბრიტანეთით კმაყოფილი არ ვარ - ეს არ არის უინსტონ ჩერჩილი, ვისთანაც საქმე გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიმართ. კრიტიკის მიზეზი ლონდონის პოზიცია გახდა - ბრიტანეთი არ შეუერთდა აშშ-ისრაელის ერთობლივ იერიშს ირანზე, თუმცა ამერიკულ ძალებს ბრიტანული ბაზების გამოყენების უფლება მისცა.

წევრმა დავით ქართველიშვილი

03 მარტი 2026, 21:29

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ინტერესებშია ირანში სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება, რაც გარდაუვალ მოლაპარაკებებს გულისხმობს

ირანის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და შესაძლო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებშია არსებული ვითარების სწრაფი დასრულება.

03 მარტი 2026, 21:26

კულტურა

ვან გოგის ფერის მიღმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ყვითელი - ვან გოგის ფერის მიღმა“ - ამსტერდამის მუზეუმი იმპრესიონისტი მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.

დონალდ ტრამპი

03 მარტი 2026, 21:23

მსოფლიო

NBC News: ტრამპი, რომელიც „უსასრულო“ ომების წინააღმდეგ აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, ირანში ყოველგვარი დასრულების თარიღის გარეშე შედის

ტრამპმა 2016 და 2024 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დიდწილად მისი წინამორბედების ხანგრძლივი და დამქანცველი ომების წინააღმდეგ კამპანიის წარმოებით მოიპოვა - ახლა კი მან საკუთარი ომი წამოიწყო, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი სტატიაში სათაურით „ტრამპი, რომელიც „უსასრულო“ ომების წინააღმდეგ აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, ირანში ყოველგვარი დასრულების თარიღის გარეშე შედის“.

03 მარტი 2026, 21:14

სამართალი

ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან და გაძევებული მიგრანტების მზარდი სტატისტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა რომ ეფექტიანია, ამას სტატისტიკაც ადასტურებს. იანვარში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 232, თებერვალში კი 312 მოქალაქე გააძევეს. ეს მაჩვენებელი ჯამურად გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 350 პროცენტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, დღეს კიდევ 98 არალეგალი გააძევა.

03 მარტი 2026, 21:14

საზოგადოება

დედის დღე პენიტენციურ დაწესებულებაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქალთა მეხუთე პენიტენციურ აწესებულებაში დედის დღე აღნიშნეს.

03 მარტი 2026, 21:03

პოლიტიკა

დებატებს გაქცეულები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმა რადიკალური ოპოზიციისთვის მაშველ რგოლად იქცა. მიუხედავად იმისა რომ, საჯაროდ იმედის ღია ეთერს ითხოვდნენ, ახლა დებატებს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით გაურბიან.

03 მარტი 2026, 20:59

პოლიტიკა

ალიანსად წარმოჩენილი კოლექტიური ნაცმოძრაობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაცური გაერთიანების“ მორიგი მცდელობა - სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაციების ასევე ყოფილი წარმომადგენლები - რადიკალების ფორმალური ერთობა გამოცხადებულია.

დონალდ ტრამპი

03 მარტი 2026, 20:55

მსოფლიო

ტრამპი: ირანს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება ეწურება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება ეწურება და დასძინა, რომ იგი მზად იქნება ითანამშრომლოს ქვეყნის მმართველი რეჟიმის ზოგიერთ გადარჩენილ წევრთან.

03 მარტი 2026, 20:46

პოლიტიკა

რას გადაურჩა საქართველო?! - ომი, როგორც შესაძლებლობების ფანჯარა და საქართველო მაშველ რგოლად. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რას გადაურჩა საქართველო?! ომი, როგორც შესაძლებლობების ფანჯარა და საქართველო მაშველ რგოლად. პარლამენტის თავმჯდომარე იმ პოლიტიკოსებს და ე.წ. არასამთავრობოებს ამხელს, რომლებიც ქვეყნის მომავლისთვის მებრძოლთა როლებს იგებენ, რეალურად კი, მხოლოდ დესტაბილიზაციის გეგმებს გულშემატკივრობენ. რას გადაურჩა საქართველო?

03 მარტი 2026, 20:43

პოლიტიკა

რატომ დაესხა თავს ბრიტანეთის მთავრობა თავისუფალ მედიას? ელჩი ისევ დუმს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ დაესხა თავს ბრიტანეთის მთავრობა თავისუფალ მედიას? ელჩი ისევ დუმს. გარეტ უორდი, ქუთაისში ახალგაზრდებთან შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო. „ქრონიკამ“ კომენტარი ვერც ამჯერად მიიღო.

ეკა სეფაშვილი

03 მარტი 2026, 20:36

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება - ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-სთან ურთიერთობებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.

მაკა ბოჭორიშვილი

03 მარტი 2026, 20:33

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გაიმართება საქართველოს და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, შეხვედრას უხელმძღვანელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი

გაიმართება საქართველოს და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, შეხვედრას უხელმძღვანელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

03 მარტი 2026, 20:32

ეკონომიკა

სამხრეთის გაზის დერეფანი და საქართველოს გეგმები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი უნდა გახდეს. მთავრობის ამოცანა ეკონომიკის მინისტრმა, ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალზე დაასახელა. მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ილაპარაკა, განსაკუთრებულად გამოყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგიის დერეფნის მნიშვნელობა. მინისტრს აზერბაიჯანში ორმხრივი შეხვედრებიც ჰქონდა.

03 მარტი 2026, 20:25

პოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია - როგორია ვიზიტის დღის წესრიგი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია. დაგეგმილია პრემიერების პირისპირ შეხვედრა და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა.

03 მარტი 2026, 20:20

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-შია. დაგეგმილია შეხვედრები და მონაწილეობა სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით დაგეგმილ კონფერენციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-შია. დაგეგმილია შეხვედრები და მონაწილეობა სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით დაგეგმილ კონფერენციაში.