პოლიტიკა
04 მარტი 2026, 12:13
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში
საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
04 მარტი 2026, 12:09
ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე - სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ყველაფერი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში თქვენი პირადი წვლილისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
04 მარტი 2026, 12:05
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაზე სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მზარდ თანამშრომლობას და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას.
04 მარტი 2026, 11:19
ნიკოლოზ სამხარაძე: გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტზე და აღვნიშნეთ, რომ ტრამპის მარშრუტის განხორციელებას მივესალმებით
გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა შუა დერეფნის და საქართველოს მარშრუტისთვის, პირიქით ეს არის შემავსებელი ფაქტორი, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.
04 მარტი 2026, 10:50
გოგა ხაინდრავა თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს ტერორისტების სკოლა: ასეთს რას გიხდიან?! როგორ უნდა გძულდეს სამშობლო, რომ ამ მსოფლიო არმაგედონის ჟამს ესე გაწირო შენი ხალხი!
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.
04 მარტი 2026, 10:20
დავით ქართველიშვილი: ალი ხამენეის ვაჟის დანიშვნა ირანის ახალ სულიერ ლიდერად - ტრიუმფი კი არა, ირანის ხელისუფლების თეოკრატიული შტოს სისუსტის სიმპტომია
მოკლული აიათოლა ათწლეულების განმავლობაში ამაგრებდა სისტემას პირადი ავტორიტეტით, რევოლუციური ბიოგრაფიითა და საზოგადოებაზე რეალური გავლენით, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ალი ხამენეის ვაჟის ირანის ახალ სულიერ ლიდერად დანიშვნის ფაქტს ეხმიანება.
04 მარტი 2026, 08:30
თორნიკე ფაღავა: შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას
„არაფერს ისეთს არც „იმედი“ და არც POSTV-ი არ აკეთებდა, რასაც მაგალითად არ ამბობენ აშშ-ის მოქმედი მაღალჩინოსნები, ძალიან გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები, რასაც არ ამბობს ევროკომისიის უკანასკნელი კვლევა. აქ ადგილი გვქონდა უბრალოდ ხელების გადაგრეხის მცდელობასთან. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“, - აღნიშნა ფაღავამ.
04 მარტი 2026, 08:30
ლევან მაჭავარიანი: „იმედი“ და POSTV საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ
„ეს მედიასაშუალებები საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ. ერთის მხრივ ეგ [დასანქცირება] ემსახურება იმას, რომ გამოათავისუფლონ ველი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებებისთვის, მეორეს მხრივ, უნდათ, რომ დასაჯონ თავისუფალი მედია, სიტყვა საქართველოში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


